close
სტრონომია - კოსმოსივლევები

მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა 10 პლანეტა აღმოაჩინეს, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს

planets

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა კიდევ 219 კანდიდატი პლანეტა აღმოაჩინეს. 10 მათგანი დაახლოებით იმავე ზომისაა და მასზე ისეთივე ტემპერატურაა, როგორიც დედამიწაზე, რაც სიცოცხლის არსებობის შანსს ზრდის.

ასტრონავტებმა პლანეტის კანდიდატები ნასას Kepler Space Telescope-ის საშუალებით გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს.

კანდიდატებს შორისაა 10 ახლად აღმოჩენილი კლდოვანი სამყარო, რომლებიც თავიანთი მშობელი ვარსკვლავისგან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რაც პლანეტების ზედაპირზე წყლის დაგროვების საშუალებას იძლევა. წყალი კი, მეცნიერების აზრით, სიცოცხლის არსებობის ძირითადი ინგრედიენტია.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია ის, ვართ თუ არა სამყაროში მარტო. შესაძლოა კეპლერი დღეს არა პირდაპირ გვეუბნება, რომ მარტო არა ვართ,” – განაცხადა კეპლერის პროგრამის მეცნიერმა მარიო პერეზმა.

ნასამ კეპლერის ტელესკოპი დედამიწის მსგავსი პლანეტების შესასწავლად 2009 წელს გაუშვა. 4-წლიანი მისიის პეიოდში კეპლერა 2,335  დადასტურებული და 1,699 კანდიდატი პლანეტა აღმოაჩინა, ანუ საერთო ჯამში -4,034.  მათ შორისაა დაახლოებით 50 ისეთი სამყარო, რომელიც დაახლოებიით დედამიწის ზომისაა და მასთან მიახლოებული ტემპერატურაა.

კეპლერის მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა შეეფასებინათ, პლანეტას დედამიწის მსგავსად მყარი ზედაპირი აქვს, თუ ნეპტუნის მსგავსად – აირის. განსხვავება მეცნიერებს დაეხმარება პოტენციურად დედამიწის მსგავსსა და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტის აღოჩენაში.

კეპლერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ პლანეტები, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 1.75 ჯერ დიდია,  ნაკლებად კლდოვანია, ხოლო დედამიწაზე 3.5 ჯერ დიდი ზომის პლანეტები ნეპტუნის მსგავსად აირით შემოგარსული არიან.

ჯერჯერობით, ასეთი პლანეტები, რომლებსაც მეცნიერებს ,,სუპერ-დედამიწებსა” და ,,მინი-ნეპტუნებს” უწოდებენ, დედამიწის მზის სისტემაში აღმოჩენილი არაა.

,,საინტერესოა ის ფაქტი, რომ გალაქტიკაში პლანეტის ყველაზე გავრცელებული სახეობა არ გვხვდება”, – აცხადებენ კეპლერის მეცნიერები.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2