close
მსოფლიო

მეცნიერებმა ელექტროენერგიის მწარმოებელი ბაქტერიების იდენტიფიცირების ახალი ხერხი გამოიგონეს

საბადოების სიღრმეებში, ტბების ძირებსა და ადამიანის ნაწლავებშიც კი არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადით ღარიბ გარემოში თავის გადარჩენის მიზნით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

ელექტროენერგიის ამ მწარმოებლებზესხვადასხვაექსპერიმენტებს ატარებენ და შესაძლოა ერთ დღეს ისინი ელექტროენეგიის წყარო გახდნენ ყველაფრისთვის, დაწყებული  ბატარეებიდანდამთავრებული „ბიოსახლებით“.

არსებობს მრავალი სახის ბაქტერია, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის წარმოება, ისინი ერთგვარი არ არიან, ზოგი მათგანი შედარებითძლიერია, ზოგი- სუსტი. ამ ბაქტერიებთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ ლაბორატორიულ გარემოში მათი შექმნა რთული და ძვირია. ეს ფაქტორი მეცნიერებს აფერხებს, რომ ელექტროენერგიის გამომმუშავებელ ბაქტერიებთან დაკავშირებული ტექნოლოგიები განავითარონ.

MIT-ის ინჟინრებმა ახალი ტექნიკა შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიის გამომმუშავებელიბაქტერიების უფრო იოლად იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ელექტროენერგიის მწარმოებელ ბაქტერიებს აქვთ უნარი, რომ  თავიანთი უჯრედების შიგნით ელექტრონები წარმოქმნან და შემდეგ უჯრედების მემბრანაში განთავსებული მცირე არხების მეშვეობით გაავრცელონ. ამ პროცესს ექსტრაკულოზურ ელექტრონულ გადაცემას ანუ EET-ს უწოდებენ.

ელექტროენერგიის მწარმოებელი ბაქტერიების იდენტიფიცირების არსებული პროცესები EET პროტეინების აქტივობის გაზომვას გულისხმობს, თუმცა ეს რთული და შრომატევადი პროცესია.

მკვლევარები ზოგჯერ იყენებენ პროცესს, რომელსაც ეწოდება დიელექტროფორეზისი. მათ ამ პროცესის გამოყენება ორი სხვადასხვა სახის უჯრედის გასასხვავებლად შეუძლიათ, როგორიცაა მაგალითად ბაყაყისა და ჩიტის უჯრედები.

რას გულისხმობს MIT-ის გუნდის ახალი ტექნოლოგია? ქვიშის საათის ფორმის მიკროფლუდიურ არხში განთავსებული ბაქტერიის შტამებზემცირე ძაბვის გამოყენებით მეცნიერთა გუნდმა მეტისმეტად მსგავსი უჯრედების განცალკევება შეძლეს. ბაქტერიის მანიპულირებისთვის საჭირო ძაბვის დაფიქსირებით მეცნიერებმა თითოეული ბაქტერიის პოლარიზირებულობა გამოთვალეს – თუ რამდენად იოლია უჯრედისთვის ელექტრო ველში ელექტროენერგია აწარმოოს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაღალი პოლარიზირებულობის ბაქტრია ელექტროენერგიას უფრო აქტიურად აწარმოებს. მომავალში მეცნიერები აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარებას იმ ბაქტერიებზეც აპირებენ, რომლებიც შედარებით ძლიერ ენერგიის მწარმოებლებად ითვლებიან.

თუკი მეცნიერთა დაკვირვება პოლარიზირებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ბაქტერიებზეც გავრცელდება, MIT-ის მეცნიერთა გუნდის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია  ელექტროენერგიის მწარმოებელი ბაქტერიებს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ვიდრე აქამდე იყო.

https://www.sciencealert.com

 

გაზიარება:
fb-share-icon0