close
კოლოგია

ეკოლოგიის ძირითადი კანონები ანუ კომონერის კანონები

bari

       ეკოლოგი ბარი კომონერი  ასე აყალიბებს ეკოლოგიის კანონებს:

  1.   ნებისმიერ ბუნებრივ სისტემაზე ზემოქმედება იწვევს მთელ რიგ ეფექტებს (პროცესებს), რომელთა ოპტიმალური განვითარების წინასწარმეტყველება (პროგნოზირება) ძნელია.
  2. ადამიანი/საზოგადოება არსებობს შემოსაზღვრულ/ჩაკეტილ სივრცეში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც მის მიერ იქმნება, რასაც ის იღებს ბუნებიდან, ბუნებასვე უბრუნდება გარკვეული ფორმითა და გზებით.
  3. ადამიანი/ საზოგადოება ბუნებაზე ზემოქმედებისას უნდა ეყრდნობოდეს ინტელექტს, ცოდნას, გამოცდილებას, სპეციალისტების პროფესიონალიზმს – გრძნობდეს პასუხისმგებლობას კაცობრიობის მომავლის წინაშე; მან უნდა გარკვევით იცოდეს, როგორ მოექცეს მას, როგორ გარდაქმნას იგი სასიკეთოდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად შეარბილოს, მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური ზემოქმედება. ადამიანთა საზოგადოებას არ აქვს უფლება დაარღვიოს დედამიწაზე ეკოლოგიური ჰარმონია!
  4. გლობალური ეკოლოგიური სისტემები უნდა განიხილებოდეს როგორც განუყოფადი მთლიანობა და ყოველივე, რასაც ადამიანი მათგან მოიხმარს/ამოიღებს, აუცილებლად უნდა იქნას კომპენსირებული. საჭიროა ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი მართვა, არ შეიძლება მათი მოხმარება განუზღვრელი რაოდენობით.
  5. ბუნება მთლიანია, ყოველივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბიოსფერო – ჩვენი საერთო სახლია.
  6. ეკოლოგიური ბედნიერება მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვერ იქნება, ოკეანეს დაბინძურების, სათბურის ეფექტის, ოზონის ხვრელების წარმოქმნის და სხვა პლანეტარული მასშტაბის ანთროპოგენული მოვლენების განვითარების წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს მთელი თანასაზოგადოება.
  7. ყველა დარღვევა ჯეროვნად უნდა იზღოს, ეკოლოგიური და სოციალური ზარალის ანაზღაურებით; ზარალი უნდა შეფასდეს დეტალური ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე.
  8. ჯეროვნად უნდა შეფასდეს ნარჩენების პრობლემები, მათი განთავსების და უტილიზაციის საკითხი.
  9. საერთაშორისო თანასაზოგადოების (მაგ. ევროკომისიის) მიერ ნარჩენების  მართვასთან    დაკავშირებით  მიღებულია სპეციალური კანონები; ერთ-ერთი ასეთი კანონი კრძალავს სახიფათო ნარჩენების (მაგ. მომწამლავი. რადიაქტიული ) გატანას ერთი ქვეყნიდან მეორეში, გატანა და განთავსება სხვა ქვეყანაში ექვემდებარება საერთაშორისო სამართალს. უახლოეს წარსულში, ასეთი სახის ნარჩენები შეიტანებოდა და იმარხებოდა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში.

 

  მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ

  ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid