close
პოლიტიკა

დიდი ოცეულის ქვეყნებს გარემოს დაბინძურების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

Aerial of cooling towers of the Cotham power station

დიდი ოცეულის ქვეყნებმა წიაღისეული საწვავის წარმოების მხარდასაჭერად ოთხჯერ მეტი დახარჯეს ვიდრე განახლებადი ენერგიის სუბსიდირებისთვის, რითაც მათ ეჭვქვეშ დააყენეს ვალდებულება, რომ შეეჩერებინათ მსოლიოში კლიმატის ცვლილება.

ამის შესახებ ზღვის გადაღმა განვითარების ინსტიტუტმა (ODI) ხუთშაბათს განაცხადა.

ანალიტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, დიდმა ოცულმა 2013-2014 წლებში პირდაპირი ხარჯებისა და საგადასახადო შეღავათების სახით ეროვნული სუბსდირებისთვის საშუალოდ 78 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, დიდი ოცეულის ქვეყნების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა დამატებით 286 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია  წიაღისეული საწვავის წარმოებაში განახორციელეს. ხოლო ამასთან დაკავშირებულმა საჯარო ფინანსებმა წლიურად საშუალოდ 88 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის სუბსიდიის ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 121 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

თურქეთი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს, წიაღისეულისაწვავის წარმოებისთვის 2013-2014 წლებში ყოველწლიურად სულ ცოტა 627 მილიონი დოლარის ოდენობის სუბსიდიას იხდიდა .

გარდა ამისა, თურქულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა წიაღისეული საწვავის წარმოებისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

„წიაღისეულისაწვავის წარმოების ხელშეწყობით დიდი ოცეულის ქვეყნების მთავრობები ძირს უთხრიან კლიმატთან დაკავშირებულ ვალდებულებებს,“ – აცხადებს ODI.

დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები 15-16 ნოემბერს თურქეთში შეხვდებიან , სადაც დღის წესრიგში კლიმატის ცვლილების საკითხი იდგება. საფრანგეთში კი თითქმის 200 ქვეყნის წამომადგენელი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა კლიმატის ცვლილების შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

წელს, ნატო-ს წევრ თურქეთის სურს მსოფლიო ლიდერებმა სირიასა და ერაყის კონფლიქტები განიხილონ, რის შედეგადაც ქვეყანაში 2 მილიონი დევნილი იმყოფება.

ოქსფამის ადვოკატირებისა და კამპანიებისდირექტორის მოადგილესტივფრაის თომასმა განაცხადა, რომ განვითარებული ქვეყნები არ ასრულებენ თავიანთ დაპირებას, რომ ღარიბქვეყნებს კლიმატის ცვლილების ადაპტირეაში დაეხმარებიან.

„იგივე მთავრობები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ქვანახშირის და ნავთობის ინდუსტრიის ხელშესაწყობად. მათ უნდა შეწყვიტონ დამაბინძურებლების დაფინანსება და ამის ნაცვლად დაეხმარონ ღარიბ ვეყნებს კლიმატის ცვლილებების შედეგების გამკლავებაში.“

გაზიარება:
fb-share-icon0