close
ურიზმი

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

65220342_2511726218867023_6445060617668657152_n

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN-მა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატია მოამზადა.

„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ – წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი.  ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია. ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

„საქართველოს შესახებ პირველი, რაც მოგზაურებს თავში მოსდით, ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და  ტრენდული  ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს“, – წერია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია.

ბენჯამინ კემპერი დეტალურად აღწერს ბაკურიანს და სვანეთის სამთო კურორტებს თეთნულდსა და ჰაწვალს. „თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ, სვანეთში უნდა წახვიდეთ, რომელიც შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი