close
გამოგონება - ინოვაცია

ჩინეთმა კოსმოსში მეორე ლაბორატორია გახსნა

ჩინეთი კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერებას აგრძელებს. ქვეყანამ მეორე ექსპერიმენტული კოსმოსური ლაბორატორია გახსნა.
როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, ლაბორატორიის გახსნა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 2022 წლისთვის მუდმივი, პეროსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის ფლობას ითვალისწინებს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა აშშ თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მზარდი კოსმოსური შესაძლებლობების მიზანია ხელი შეუშალოს მოწინააღდეგეებს კრიზისის დროს კოსმოსური აქტივების გამოყენებაში.
კოსმოსური ხომალდი Shenzhou 11, რომელიც ორ ასტრონავტს გადაიყვანს და Tiangong 2 -ს შეურთდება, სტარს ოქტომბერში აიღებს. ასტრონავტები Tiangong 2 -ზე სავარაუდოდ ერთ თვეს დარჩებიან, სისტემებს დატესტავენ და სამედიცინო და სხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
ჩინეთი კოსმოსური სადგურის აგების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, სადგური ეკონომიკურად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. მათივე ინფორმაციით, როგორც კი კოსმოსური ლაბორატორიის მისია დასრულდება, ჩინეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურს ააგებს.წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0