close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა კოსმოსში ხანგრძლივი პილოტირებული მისია დაიწყო

ჩინეთმა კოსმოსში ორი ასტრონავტი გააგზავნა. ისინი ერთ თვეს კოსმოსურ ლაბორატორიაზე გაატარებენ. მისია იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2022 წლიდან მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის ქონას ითვალისწინებს. Shenzhou 11-ის  გაშვება გობის უდაბნოდან ორშაბათს, ადგილობრივი დროით 7:30 საათზე განხორციელდა. ასტრონავტები ჯინგ ჰაიპენგი და ჩენ დონგი კოსმოსურ ლაბორატორიაTiangong 2-ზე  დაეშვებიან, რომელიც კოსმოსში გასულ თვეს გააგზავნეს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს კოსმოსში ჩინელი ასტრონავტების ყველაზე გრეძელი მისია იქნება. 2013 წელს სამმა ჩინელმა ასტრონავტმა ორბიტაზე 15 დღე გაატარა. ქვეყნის კოსმოსური პროგრამის განვითარება პეკინისთვის პრიორიტეტია. ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი აცხადებს, რომ ქვეყანა კოსმოსურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. 2003 წელს ჩინეთი გახდა მესამე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანი გააგზავნა. ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-ს ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს. ქვეყნის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში კი 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტს გააგზავნის.

წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0