close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქრო მოიპოვა

სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხია, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის „ბ“ კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ძალიან ძლიერი ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა. „ა“ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დედამიწას 2029 წელს უზარმაზარი ასტეროიდი ჩაუვლის

2029 წელს დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი მოუახლოვდება, რომლის სახელწოდებაა „ქაოსის ღმერთი“. ამის შესახებ Fox News-ი წერს

ასტეროიდის სიგანე 335 მეტრია. ის დედამიწას დაახლოებით 30 000 კილომეტრის სიახლოვეს 2029 წლის 13 აპრილს ჩაუვლის. ასტეროიდი მეცნიერებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. 

18 აპრილს დედამიწას 15-30 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა ჩაუარა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„ლიდერობის აკადემია“ დასრულდა – 1800 სკოლის დირექტორს სერტიფიკატი გადაეცემა

24 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საჯარო სკოლის დირექტორებს, სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს სკოლის მართვის გაუმჯობესების – „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. ლიდერობის აკადემიის კურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგლე ირინა აბულაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი – მაგდა მაღრაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე – სონია შარიგიანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი – ნატალია ედიშერაშვილი.

„ლიდერობის აკადემიის“ კურსის მიზანია, მათი პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

„ლიდერობის აკადემია“ 1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარეს.

პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პოლიტიკოსი, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია, ჩუტყვავილათი დაინფიცირდა

იტალიელი პოლიტიკოსი, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია, ჩუტყვავილათი დაინფიცირდა.

როგორც ცნობილია იტალიამ ცოტა ხნის წინ ხანგრძლივი მწვავე დებატების შემდეგ დაამტკიცა კანონი, ე.წ. Lorenzin law, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ათეულობით დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. კანონის თანახმად,  იმ შემთხვევაში თუ ბავშვი აცრილი არაა, მას საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში სიარული ეკრძალება, ხოლო მის მშობლებს სოლიდურ ჯარიმა ეკისრება.

იტალიის მემარჯვენე პარტიის „ჩრდილოეთ ლიგის“ ლიდერი მასიმილიანო ფედრიგა აღნიშნული ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი გახლავთ. მან კანონს „სტალინისტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ შვილებს ვაქცინაციას უტარებს, სხვა მშობლები არ უნდა აიძულონ, იგივე გააკეთონ.

ჩუტყვავილათი დაინფიცირებულ პოლიტიკოსს საავადმყოფოში 4 დღის გატარება მოუხდა. ცნობილმა იტალიელმა ბიოლოგისტმა ამ ფაქტს სპეციალური „ფეისბუქ“ პოსტი მიუძღვნა, სადაც ფედრიგას მადლობას უხდის იმისთვის, რომ თავის შვილებს ვაქცინაციას უკეთებს, თუმცა იქვე მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით მიმართავს : „ფედრიგა, ბევრი სხვა ზრდასრული ადამიანის მსგავსად აცრილი არაა. ის რომ აცრილი ყოფილიყო, ჯანმრთელობის პრობლემა აქ ექნებოდა.“

საინტერესოა, შეიცვლის თუ არა ჩუტყვავილა გადატანილი პოლიტიკოსი აზრს აცრებთან დაკავშირებით.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პირველი ადამიანი მარსზე ქალი იქნება

პირველი ადამიანი, რომელიც წითელ პლანეტაზე ფეხს დადგამს, სავარაუდოდ ქალი იქნება, – ამის შესახებ „ნასას“ ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა რადიო გადაცემა  “Science Friday”-ს განუცხადა.

რაც შეეხება მთვარეზე მოგზაურობას, ბრიდენსტინი დანამდვილებით აცხადებს, რომ სააგენტო მომავალ გაფრენას მხოლოდ ქალების მონაწილეობით განახორციელებს.

„ამ ნაბიჯით გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რამდენად ფართო და განსხვავებულია ჩვენი შემოქმედება,“ განაცხადა „ნასას“ ადმინისტრატორმა.

ბრიდენსტიმა განმარტა, რომ ამერიკის ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტოს  მიზანია ადამიანი მთვარეზე დააბრუნოს და უფრო მეტიც, შექმნას პირობა იქ მის დასარჩენად.

„მთვარეზე ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით მივეგმგზავრებით და გვსურს, მისი ზედაპირის გასწვრივ იმაზე მეტი ადგილი აღმოვაჩინოთ, ვიდრე ამას აქამდე წარმოვიდგენდით. ამჯერად, როცა მთვარეზე გავემგზავრებით, ჩვენ იქ დავრჩებით კიდეც,“ განაცხადა ჯიმ ბრიდენსტინმა.

„ნასას“ მცდელობამ დააბრუნოს ადამიანი მთვარესა და მარსზე საფუძველი დაუდო თანამშრომლობას ამერიკის ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტოსა და კერძო სფეროს, მათ შორის იმ კომპანიებს შორის, რომლებიც „მთვარის ეკონომიკის“ აშენებას აპირებენ.

„ნასა“ განმარტავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ის დგას იმის ახსნაა, თუ როგორ უნდა მოხდეს კოსმოსში ცხოვრებისთვის ადამიანის ადაპტირება და როგორ შეიძლება წითელ პლანეტაზენარჩენებთან გამკლავება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„გუგლმა“ „ჰუავეის“ მომხმარებლებს შეტყობინებები გაუგზავნა

„გუგლმა“„ჰუავეის“ სმარტფონების მომხმარებლებს შეტყობინებები გაუგზავნა და აუწყა, რომ  პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომა ჯერ-ჯერობით ექნებათ.

„ჰუავეის ამჟამინდელ მომხმარებლებს საშუალება გექნებათ განაახლოთ აპლიკაციები, გამოიყენოთ გუგლის Play სერვისები და მართოთ დაცვის პარამეტრები,” აღნიშნულია შეტყობინებაში.

შგახსენებთ, რომ „გუგლმა“ კომპანია „ჰუავეის“ ანდროიდის სისტემის გამოყენება შეუზღუდა. რეგულაციის თანახმად, „ჰუავეის“ ახალ სმარტფონები „გუგლის“ პოპულარულ აპლიკაციებზე წვდომასაც დაკარგავენ.

მომავალში „ჰუავეი“ ვეღარ ისარგებლებს „გუგლის“ უსაფრთხოების განახლებებითა და ტექნიკური მხარდაჭერით, ნებისმიერ ახალ მოწყობილობას აღარ ექნება ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა „იუთუბი“ და რუკები.

„ჰუავეის“ არსებული სმარტფონების მომხმარებლებს აპლიკაციების, ასევე „გუგლ ფლეის“ სერვისების განახლება შეეძლებათ, მაგრამ „გუგლის“ მიერ ახალი „ანდროიდის“ ახალი ვერსიის გავრცელების შემთხვევაში, „ჰუავეი“ საკუთარი ტელეფონებისთვის განახლებას ვერ შეძლებს. შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰუავეი“ იმ კომპანიების სიაში დაამატა, რომელთანაც ამერიკულ კომპანიებს ვაჭრობა არ შეუძლიათ, ვიდრე მათ ლიცენზია არ ექნებათ.

„ჰუავეიმ“ დასავლეთის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ტექნოლოგიას ჩინეთი შესაძლოა სადაზვერვო მიზნებით იყენებდეს. ამის საპასუხოდ კომპანიამ განაცხადა, რომ ის ჩინეთის მთავრობისგან დამოუკიდებლად მუშაობს და მისი მომხმარებლის ინფორმაციის საფრთხეს არ უქმნის.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ილია ჭავჭავაძეს ციტირებს ✅🇬🇪

„ჩვენ ერთობლიობაში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, – ამ სიტყვებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლა. 

ლაგარდმა თავის გამოსვლაში ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები – „ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა – ბედი კაცსა“, მოიშველია. 

„მინდა, კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანო ილია ჭავჭავაძის თარგმანებიდან (ლაგარდმა თავის გამოსვლაში რუსთაველის აფორიზმიც გამოიყენა – “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”); ბოდიშს გიხდით რომ თარგმანებს ვკითხულობ – ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის, მაგრამ ბედი არ ქმნის ადამიანს, ბედი არ განაპირობებს ადამიანის ცხოვრებას. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთობლიობაში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამაზე უფრო კეთილშობილი არაფერი არსებობს. ხშირად ჩვენ შეიძლება გვსურდეს ბედისწერის დამორჩილება“, – განაცხადა ლაგარდმა.

ავტორი: თელარა გელანტია
წყარო : bm.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს. ინფორმაცია WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
WhatsApp-ში, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ.
WhatsApp-ი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით 1,5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ მათი აპლიკაცია.
აღნიშნული კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები იყენებდნენ ხმოვან ზარს. თუ ზარს მომხმარებელი უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. მსგავსი ზარების ნაკადის გამოვლენა WhatsApp-ის უსაფრთხოების გუნდმა შეძლო.
Financial Times-ის ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა, რომელსაც „კიბერ იარაღის დილერად“ მოიხსენებენ.

www.bbc.com

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ტაივანის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების უფლება დააკანონა

ტაივანის პარლამენტი გახდა პირველი პარლამენტი აზიაში, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების ლეგალიზება განახორციელა. საკანონმდებლო ორგანო 3 სხვადასხვა კანონპროექტს თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოოდ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა.
პარლამენტის გადაწვეტილებას შენობის გარეთ შეკრებილი ასობით გეი ემოციებით და სიხარულის შეძახილებით შეხვდა.
პარლამენტარებმა აღნიშნული კანონპროექტი 66 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მას კანონად აქცევს.

განსხვავებით დანარჩენი ორი კანონპროექტისა, რომელშიც მითითებულია „ერთი და იმავე სქესის პირების ოჯახური ურთიერთობები“ და „კავშირები“, პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში საუბარია „ქორწინებაზე“.

BBC

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სენსაცია : ობობამ მამაკაცის ყურსა და თავში ქსელები გააბა

სამხრეთ ჩინეთში მამაკაცს ყურში ობობა აღმოაჩნდა, რომელიც თავსა და ყურში ქსელებს აბამდა.

ექიმი, რომელსაც მამაკაცმა ყურის აუტანელი ქავილის სიმპტომით მიმართა, იხსენებს, რომ თავდაპირველად უჩვეულო ვერაფერი შენიშნა. ყურის ენდოსკოპით დათვალიერების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მასში პატარა ობობა იყო. „მწერი მამაკაცის თავსა და ყურის არხში ქსელებს აბამდა,“ განაცხადა ექიმმა.

თავდაპირველად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებმა ობობის ამოყვანა პინცეტის საშუალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მათ პაციენტს ყურში ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაასხეს, რომელმაც ყურის არხი მოიცვა.

ობობა ყურიდან გამოვიდა, თუმცა მამაკაცს ყურის არხი ისე დაუზიანდა, რომ შესაძლოა, მისი განკურნება ვეღარც კი შეძლონ.

ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, რომ იმ შემთხევაში, თუკი ყურში, ან თვალში მწერი შეუფრინდებათ და დისკომფორტს იგრძნობენ, დროულად მიმართონ ექიმს.

https://www.independent.co.uk
სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 41
Page 27 of 41