close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

იაპონიაში გაგზავნილი „სიზმარი“ – 5 წლის ვან მარია

ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ პატარა ბიოგრაფია უკვე შექმნა –  ხატავს, ბავშვური ფანტაზიით  ქმნის საინტერესო ნახატებს. მისმა ნახატმა უკვე გაიმარჯვა „ტოიოტას“ საერთაშორისო კონკურსზე და იაპონიაში საფინალო ტურში გაიგზავნა.
ცხოვრობს ქუთაისში, ხატვასთან  ერთად წერს მოთხრობებს, უყვარს ბალერინობა, ქართული ფოლკლორი, იგი ოჯახში ყველაზე უმცროსი ჩოხოსანია.
ახლახან ძმასთან ერთად „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ სამხატვრო კონკურსში გაიმარჯვა…  ცდილობს, 3 წლით უფროს ძმას – ვან გეგას მიბაძოს და მასავით წარმატებას მიაღწიოს. – მარიამ სოფრომაძეზე, იგივე  ვან მარიაზე  დედამისი გვესაუბრა.

– როდის დაიწყო მარიამმა ხატვა და პირველი ნახატები…
– პატარა ასაკიდან ხატავდა, რას არ უყურებდა, მაგრამ უფრო გამოკვეთილი კონტურები აღენიშნებოდა 4 წლის ასაკიდან.
ხატავდა თავის თავს, დედას, რომელიც მზარეულობდა, ძმას, ანუ პირველი ნამუშევრები ოჯახური ნახატებია.
– წელს მარიამმა გაიმარჯვა „ტოიოტას“ საერთაშორისო კონკურსზე…
– კი, მარიამმა 8 წლამდე კატეგორიაში გაიმარჯვა და მისი ნამუშევრები იაპონიაში გაიგზავნა. მაისის ბოლოს ველოდებით პასუხს, მოხვდება თუ არა, ძმის მსგავსად, მსოფლიოს ათეულში.
– მარიამსაც, გეგას მსგავსად, მრავალი გატაცება აქვს…
– მარიამს უყვარს ბალერინობა, ქართული ფოლკლორი, ყოფილი მოცეკვავე ვარ და მე ვასწავლი. უზომოდ ცნობისმოყვარე და-ძმაა. დღეში უამრავ შეკითხვას სვამენ, უყვართ სხვადასხვა მეცნიერულ თემაზე საუბარი.
ასევე ჩვენი ოჯახის სამივე წევრი ვართ ჩოხოსანთა წევრებიც, რაც დიდი პატივია სამივესთვის. მარიამიც ამ წოდებას მთელი გულისყურით ეკიდება. მას ეხერხება მოთხრობების შექმნაც, გეგა დრამზე უკრავს და მღერის ფოლკლორულ სიმღერებს.  ამ ეტაპზე ამ სფეროშიც მხოლოდ დედა ჰყავთ მასწავლებელი, ანუ თვითნასწავლები ვართ.
ორივენი თამაშებს იგონებენ,  სტრატეგიული ბრძოლების რუკების ესკიზებს აკეთებენ.

-მარიამის ნახატები ალბათ განსხვავდება გეგას ნახატებისგან?
– კი, ჯერ პატარაა და მხოლოდ ეცნობა, ჩვენგან სწავლობს.
– პირველად რა დახატა მარიამმა?
– გეგას მთვარე, რომელიც ცივ ქალაქს იხუტებს და ათბობს. სურათი გეგას ნახატის ანალოგიაა, რომელიც დღემდე განსაკუთრებულად უყვარს…
– და-ძმამ „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ სამხატვრო კონკურსში გაიმარჯვა…
– „ევროპის კვირეული“ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. გამოვლინდა 10 გამარჯვებული, მათ შორის ორივე და-ძმა, დავალება ჰქონდათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მათი გერბის და დროშის თემატიკით წარმოეჩინათ.
– მარიამმახორვატიის გერბის თემატიკაზე დედაშვილობის ამსახველი ნახატი შექმნა… როგორ ხატავდაამ სურათს?
–  ვაჩვენეთ დროშები და გერბები და ხორვატია ამოარჩია, ფერები შეუხამა. ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ არის სხარტი, მონდომებული, მოტივირებული და შრომისმოყვარე გოგონა.
– მარიამი მოთხრობებსაც წერს…
– 
წერა ჯერ კარგად არ იცის და იგონებს, მერე ხან მე, ხანაც გეგას კარნახობს. თავისი გოჭი ჰყავს და დაწერა „მსუქანას თავგადასავალი“, ასევე „სოკოს სახლი და სოკო“, „ნაყინების მეგობარი“, „შეხვედრა ჩრდილოეთ პოლუსზე“…
– ვან გეგა და ვან მარია – ორიგინალური ფსევდონიმები აქვთ…
– გეგას დაუძახეს სკოლაში, როცა ვან გოგის პორტრეტი დახატა. მერე მარიამმაც დახატა ვან გოგის პორტრეტი და იქნებ ვან მარია დააწეროთო. ასოების წერა არ იცოდა მაშინ.
– იაპონიაში მარიამ რა ნახატი გააგზავნა?
– ჩემი ოცნების ავტომობილი, რისი ახდენის სურვილიც აქვს. იაპონიაში გააგზავნა თავისი სიზმარი. იგი მკერავია, აქვს „ტოიოტას“ საკერავი მანქანა. ცხოველებს უსრულებს სურვილებს. უკერავს პუანტებს და ბალერინა კაბებს. ნახატის ატვირთვის უფლება არ გვაქვს პასუხამდე.

-როგორც ორი ნიჭიერის დედა, რასგანიცდით? ვიცი, რომ ეხმარებით ბავშვებს ნიჭის გამოვლენაში… და მაინც, რომელსუფრო აქვს ხატვის მოწოდება?
– ორივე ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. მთავარია, არ დავიღალო, შევუქმნა მათ ჰარმონიული გარემო, მრავალი ლამაზი ემოცია ვაჩუქო ბუნებასთან ერთად.
ყოველ საღამოს გვაქვს საინტერესო საუბრები კოსმოსზე, რელიგიურ თემებზე, უდიდეს პასუხისმგებლობას განვიცდი. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი, მინდა ვიყო მათთვის მაგალითი არა მარტო თეორიული ცოდნით, არამედ პრაქტიკულად ჩემი ცხოვრების წესითაც და ისინიც აირეკლავენ ყველაფერ კარგს.
და ბოლოს, ვფიქრობ, უნიჭიერესი თაობა მოდის და მშობელმა, უწინარესად, უწილადოს, უნდა უწილადოს რწმენა საკუთარ შვილებს და ისინიც არ დააყოვნებენ და იქნება შედეგიც.

წყარო : kvira.ge

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პირველი მსოფლიო ომის მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში

სეპარატისტული ნაღმები ლიბანსა და სირიაში

11w11w1w1s1d1f1c1

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ოსმალეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 1918 წლის 30 ოქტომებრს სულთანი იძულებული იქნა კაპიტულაცია გამოეცხადებინა. მუდროსის ზავის მიხედვით ოსმალეთის იმპერიას ძველი იმპერიისაგან  მხოლოდ ის ტერიტორია რჩებოდა, რაც თანამედროვე თურქეთს წარმაოდგენს. მოკავშირებმა სევრის ხელშეკრულებით ყველა არათურქულ მიწაზე ოსმალეთის იმპერიას უარი ათქმევინეს ასევე ამ ხელშეკრულებით ოსმალეთი კარგავდა აღმოსავლეთ ანატოლიის  დიდი ნაწილს, რომელიც სომხეთის რესკუბლიკას უნდა გადაცემოდა.

12321312d12f12f2f12f1f12fg1

ამ ფონზე ოსმალეთის იმპერიაში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში მუსტაფა ქემალი ჩაუდგა. საბოლო ჯამში მან მოახერხა სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, რის გამოც თურქმა ერა იგი ათათურქის სახელით შეამკო. ანატოლია თურქეთის ახალ რესპუბლიკას დარჩა. ოსმალეთის იმპერიის შემადგნელობაში მყოფი ტერიტორიები დაინაწილეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. სამანდატო სისტემით.  სამადანტო ქვეყანა კოლონაიას არ წარმორდგენდა. პროტექტორ ქვეყნებს ეს პოლიტიკური

ერთეულები  სახლმწიფოებრიობისათვის უნდა მოეზადებინათ. (სირია ლიბანი ერაყი) პალესტინასთან მიმართებით სხვა პოლიტიკა იქნა არჩეული, რაც შეეხება ეგვიპტეს მან 1922 წელს დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ ინგლისის იმპერია მყარად იდგა ეგვიპტეში და დიდი ხნის განმავლობაში ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.  ლიბია, სირია და ერაყი, პროტექტორიატის მიერ იმართებოდა ამ სამანდტო მმართველობის პერიოდში კი უამრავი სეპარატისტული ნაღმი იქნა ჩადებული (განსაკუთრებით სირიასა და ლიბანში ) რამაც თავის გამოვლენა თანმედროვებაში  ჰპოვა.   

ლიბანი

gr3g3g3rg33yrg33r54

ლიბანზე მანდატი მიიღო საფრანგეთმა, საფრანგეთის  პოლიტიკური ეკონომიკური ინტერესები ლიბანზე კარგა ხანია ცნობლი იყო. ოფიციალურმა პარიზმა მანდატის მიღებამდე გამოაცხადა  დეკრეტით, აღნიშულ ტერიტორიაზე „დიდი ლიბანის“  სახლემწფოს შექმნა.  ფრანგული პოლიტიკისა და არსებული დეკრტეტის მიზანი გახლდათ მარონიტი ქრისტიანული თემისათვის,  უმრავლესი მუსლიმური თემისა და  მუსლიმანთა მიერ კონტროლირებადი ტერტორიების დამორჩილება. სწორედ მათი ინტერესბის მიხედვით მოხდა ლიბანის სირიასაგან გამოყოფა, რადგან აღნიშნულ შემთხვეაში მოსახლების თანფარდობა შედარებით  უმნიშვნელო იყო, ვიდრე სიირის არაბული რესპუბლიკის შემთხვევაში და შანსი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა დიდი ლიბანის რესპუბლიკა (რომელიც სირიასგან გახნხავებიდ 18 ჯერ მციერა) უფრო იძლეოდა.  ( სხვათაშორის ლიბანის მუსლიმანური თემებიც იგივვე მიზეზი გამო მიემხრნენ ლიბანი გამოყოფის საკითხს)

1926 წელს ლიბანი რესპუბლიკად გამოცხადდა ლიბანში  დაიწყეს დემოკრატიული ინტსტუტების ფორმირების პროცესი, თუმცა თავის დროზე ჩადებულმა ნაღმა ლიბანი, 1975-1990 წლებში სამოქლაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვია. ომის დამთავრების შემდეგ ლიბანში შემოღებული იქნა კანონი, რომელიც პარლამენტში ყველა არსებული ეთნიკური ჯგუფის პროპორციულობას განსაზღვრავდა, აღნიშნული კანონის დამტკიცების  შემდეგ, როგორც მარონიტება ასვე  მუსლიმანებმაც დაყარეს იარღი, გარდა ლიბანაში აღმოცენებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლასი,რომელიც  დღესაც აქტურად ცდილობს საფრთხე შეუქმნას ლიბანისა და რეგიონის უსაფრთხოებას. 

სირია

სირაზე მანდატი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრაგეთმა მიიღო, თუმცა   სირიაში თავიდანვე წინაამღდეგობას ჰქონდა ადგილი. სირიას ბრიტანელები აკონტროლებდნენ 1918 წლიდან 1920 წლამდე. საიქს-პიკოს შეთანხმების შედეგად სირია საფრანგეთს გადაეცა, ბრიტანული ძალები გამოვიდნენ და საფრანგეთს დაუთემს სირია იქ კი  ადგილობრივმა ძალებმა მონარქიული ხელისუფლება შექმნეს.  ფრანგებს დამასკოს აღება ბრძოლით მოუხდათ.  დამსკოს აღებისთანავე ოფიცლაურმა  პარიზმა სირია დაყო დამასკოს, ალეპოს ლატაკიის ჯაბა-დრუზისა და ალექსანდრატის ავტონომიებად, ალვიტებსა და დრუზიდებს საფრანგეთმა გარკევეული პოლიტიკური ძალაუფლება მიანიჭა. მოგვიანებით  კი საფრანგეთის ინიცატივითვე   დაიწყო სირიის გაერთიაება.

1937 წელს ერთა ლიგამ  ავტონიმია მიანიჭა ალექსანდრატის სანჯაყს) სირიის შემადგენლობაში.

2112312d12f3g2eg2g2f2sw

ჰათაის პროვინცია(ალექსანდრატის სანჯაყი) და თურქეთი

თურქეთის ცნობით ალექსანდრატის სანჯაყში მოსახლეობის უმრაველსობა თურქი იყო საპირსპიროს ამტიკცებდნენ  სირიელი არაბები და ფრანგები. საბოლოოდ საფრანგეთი იძულებული შეიქმნა  ალექსანდრატის სანჯაყი,  ჰათაის ავტონომიურ რესპუბლიკად გამოეცხადებინა  სირიის შემადგენლობაში. თავდაპირველად ჰათაის პრონიციაში თურქრული საჯარისო ნაწილები შევიდნენ. 1939 წელს საეჭვო რეფერნდუმის წყალობით ჰათაი თურქეთს შეურთდა. ქალაქი ანტიოქია თურექთის ტერიტორიაზე მოექცა, ანტიოქიის პატრიარქი კი დამასკოში გადავიდა. 

ed34r3y34r2fedg2wrfh

 1943 წლიდან სირია დე იურე დამოუკიდებელი გახდა. მართალია სირიამ 2005 წელს ჰათაის პროვინცია აღიარა თურქეთის ნაწილად, მაგრამ  ჰათაი გარკევულ უხეხულობას მიანც ტოვებს სირია-თურქეთის ურთიერთობაში.   სირიამ დამოუკდებლობის  მოპოვების შემდეგ  პირველი რაც გააკეთა ეს იყო  ალავიტებისა და დრუზების ავტონომიური რაიონების გაქუმება, რასაც ბუნებრივია პროტესტი მოჰყვა ალვიტებისა  და დრუზების მიერ.

2012 წლის გაეროს მოხსნების მიხედვით სირიის სამოქალაქო ომი, რომელიც სირიის დიქტატორი პრეზიდნტის ბაშარ ასადის ხელსუფლებასა და მის ოპოზიციას შორის  მიმდინარეობს,  „ღია სექტანტური მახასიათებლებით“ ხასიათდება. 2012 წლის  მოხსენაბში ასევე  აღნიშნულია, რომ დაპირსპირება სუნიტ მეამბოხებს და ალავიტურ ძალებსა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორისაა.  ეს კი სხვა არაფერია თუ არა სირიის სამანდატო პერიოდში გატარებული პოლიტიკის შედეგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Facebook-ზე HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო ტოპ 50 ქვეყანაშია

მარკეტინგულმა პლატფორმა Socialbakers-მა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ქვეყნების მიხედვით, HaHa რეაქციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ფეისბუკ პოსტებზე ყველაზე ხშირად პერუში იცინიან, მას მოსდევს საფრანგეთი და მექსიკა. რაც შეეხება საქართველოს, ამ კუთხით ის მსოფლიოში 44-ე ადგილზეა.

რაზე იცინიან სხვა ქვეყნებში არ ვიცით. თუმცა, რაც შეეხება საქართველოს, შესაძლოა ეს შედეგი სოციალურ აქტივიზმთანაც დავაკავშიროთ – გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ფაქტს HaHa რეაქციით აპროტესტებდნენ. HaHa სტატისტიკაში გამოყენებული მონაცემები კი 2018 წლით თარიღდება.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

NASA-მ გამოაქვეყნა ფოტო რომელიც სამყაროს ყველაზე დეტალურად ასახავს

NASA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც 256 ათასამდე გალაქტიკაა გამოსახული. ეს ფოტო მსოფლიოში გალაქტიკის შესახებ დღეს არსებულ გამოსახულებებს შორის, ყველაზე უფრო დეტალურია. 

ფოტო შექმნილია დაახლოებით 7500 ინდივიდუალური ექსპოზიციისგან, რომლებიც ტელესკოპ “ჰაბლის” დახმარებით არის გადაღებული. გადაღებებზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 

ფოტოზე შესაძლებელია იმ გალაქტიკების დანახვა, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ, 500 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ტექნოლოგია, რომლითაც რძეს პასტერიზაციის გარეშე 3-ჯერ უფრო დიდხანს ინახავენ

პასტერიზაციისა და გაგრილების საშუალებით შესაძლებელია რძის შენახვა 3 კვირამდეა შესაძლებელი, თუმცა მეცნიერები, რომლებიც ავსტრალიურ კომპანია Naturo-ში მუშაობენ, აცხადებენ, რომ მათ ამ ვადის 60 დღემდე გახანგრძლივება მოახერხეს.
ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, პასტერიზაციას არ გულისხმობს და რძე ნატურალურ ფერსა და გემოს ინარჩუნებს. „რძე ისეთია, როგორიც ის ძროხის ცურისგან მოდის.“
კომპანია ტექნოლოგიას ასაიდუმლოებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის „არსებული ტექნოლოგიების სერიას“ ეფუძნება.
„პასტერიზაცია აგრესიული პროცესია – 72 გრადუს ცელსიუსზე რძეს 15 წამის განმავლობაში აჩერებენ, კიდევ უფრო უხეშია ჰომოგენიზაცია. ჩვენ არცერთ ამ ტექნოლოგიას არ ვიყენებთ,“ აცხადებენ კომპანიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროცესი გაცხელებას არ გულისხმობს, მისი საშუალებით რძეში უფრო მეტი პათოგენის მოკვლაა შესაძლებელი, ვიდრე პასტერიზაციით, მათ შორის – ბაცილა ცერეუსის, რომელსაც პასტერიზაცია ხშირად ვერ ერევა. ახალი ტექნოლოგიით რძე ინარჩუნებს ფერმენტებსა და ვიტამინებს, მათ შორის B2-სა და B12-ს.
კომპანია ავსტრალიაში საპილოტე ქარხნის გახსნას აპირებს, სადაც წელიწადში 10 მილიონი ლიტრი რძის გადამუშავება მოხდება.
თუკი კომპანია რეალურად მიიღებს რძეს, რომლის მაცივარში შენახვა სულ ცოტა 60 დღე იქნება შესაძლებელი, ეს ფერმერებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რძის ექსპორტი გაცილებით შორს განახორციელონ. ის ასევე გულისხმობს უფრო იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირების ფორმების გამოყენების შესაძლებლობას.

ttps://www.sciencealert.com

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მამაკაცმა AirPod გადაყლაპა, რომელმაც კუჭშიც განაგრძო მუშაობა!

ტაივანელი მამაკაცი ამტკიცებს, რომ შემთხვევით საკუთარი AirPod-ი გადაყლაპა, რომელმა მუშაობა კუჭშიც განაგრძო.
ბენ სუ აცხადებს, რომ შემთხვევით ძილში Apple-ის უსადენო ყურსასმენი გადაყლაპა. მამაკაცი ირწმუნება, რომ მას „სადღაციდან ყრუდ ხმა ესმოდა“ და ცოტა ხანში გააცნობიერა, რომ ხმა მისი კუჭიდან მოდიოდა.
უფრო მეტიც, მეორე დღეს, როცა ყურსასმენი მამაკაცის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოვიდა, „ბატარეა ჯერ კიდევ 41 პროცენტზე იყო და ყურსსმენი ძველებურად მუშაობდა.“
ეს ელექტრო მოწყობილობის გადაყლაპვის პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს მამაკაცმა მობილური გადაყლაპა და მედიკოსებს მის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
ინციდენტი International Journal of Surgery Case Reports-ში დოკუმენტურადაა დადასტურებული და აღნიშნულია, რომ მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
13 წლის სამხრეთ კორეელმა გოგონამ საკუთარი ფიტნეს თრექერი გადაყლაპა, რომელიც ასევე ქირურგიული ჩარევის შედეგად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ კუჭიდან ამოღებული თრექერი ჩვეულებრივად მუშაობდა.

https://www.sciencealert.com
სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ინდოეთში ციკლონის გამო 800 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ციკლონ “ფანის” გამო ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ციკლონი შტატ ორისას უტევს. ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს  აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღმოსავლეთ სანაპიროზე ორმა პორტმა მუშაობა შეაჩერა და ათასობით მაშველი დაბლობზე მცხოვრებ ადამიანებს ევაკუაციაში ეხმარება. ანდჰრა პრადეშისა და თამილ ნადუს შტატები ასევე განგაშის მაღალი დონეა. 

ევაკუაცია 800 000-მდე ადამიანს შეეხო. 

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

და ვინჩის აქამდე უცნობი პორტრეტი იპოვეს

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან მეხუთასე წლისთავთან დაკავშირებით ლონდონში, დედოფლის გალერეაში მისი პორტრეტი გამოფინეს, რომელიც სულ ახლახან იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

და ვინჩის ავტოპორტრეტების გარდა, მისი მხოლოდ ერთი პორტრეტია აქამდე შემორჩენილი და ეს ახალი აღმოჩენილი ნახატი ამ მხრივ მნიშვნელოვანია. როგორც ირკვევა, ნახატი და ვინჩის გარდაცვალებამდე (1519 წელი) ცოტა ხნით ადრეა შესრულებული, როდესაც ის დაახლეობით 67 წლის იყო.

აქამდე უცნობი პორტრეტი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის ნაბეჭდებისა და ნახატების განყოფილების ხელძღვანელმა, მარტინ კლეიტონმა აღმოაჩინა. ის უინძორების ციხესიმაგრეში დაცულ მასალებს შორის იყო.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ოჰაიოს შტატმა ნაყოფის გულისცემის დადგენის შემდეგ აბორტის აკრძალვის კანონი მიიღო

კანონპროექტს, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა აბორტის პროცედურის ჩატარებას, უკვე ხელი მოეწეა და ოჰაიოს შტატში კანონად იქცა. Associated Press წერს, რომ ეს არის აბორტის მოწინაადეგეთა ხანგრძლივი ბრძოლის შემდგემ გამარჯვება, რაც დაუყოვნებლივ საკონსტიტუციო გამოწვევას აჩენს.

ე.წ. „გულისცემის კანონ“ ხელი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, მაიკ დევაინმა მოაწერა. მისი თქმით, „ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა დაიცვას ისინი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია“.

კანონი ნაყოფის გულისცემის დადგენისთანავე აბორტის ჩატარებას კრძალავს, რაც ექიმების განმარტებით, ორსულობის მე-5 კვირამდე ვლინდება, მანამ სანამ, ქალების უმეტესობა ორსულობის შესახებ შეიტყობს.

საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ისა არის, რაც კანონპროექტის მხარდამჭერებს ყოველთვის სურდათ. ეს ცვლილება შემდგომი გამოწვევაა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს „როუ ვაიდის წინაარმდეგ“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადასალახად, რომელმაც აბორტი ლეგალური გახადა ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობამდე, დაახლოებით ორსულობის 22-24 კვირამდე.

წყარო: https://apnews.com/

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი – ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ქართველ მხატვარზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ (Le Figaro) პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“.

ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, უიღბლოდ კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნა. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, არლში პირველ ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

ავტორი – ლიზა ციციშვილი

წყარო : 1tv.ge

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 40
Page 28 of 40