close
კატეგორიის გარეშე

პირველი ადამიანი მარსზე ქალი იქნება

პირველი ადამიანი, რომელიც წითელ პლანეტაზე ფეხს დადგამს, სავარაუდოდ ქალი იქნება, – ამის შესახებ „ნასას“ ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა რადიო გადაცემა  “Science Friday”-ს განუცხადა.

რაც შეეხება მთვარეზე მოგზაურობას, ბრიდენსტინი დანამდვილებით აცხადებს, რომ სააგენტო მომავალ გაფრენას მხოლოდ ქალების მონაწილეობით განახორციელებს.

„ამ ნაბიჯით გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რამდენად ფართო და განსხვავებულია ჩვენი შემოქმედება,“ განაცხადა „ნასას“ ადმინისტრატორმა.

ბრიდენსტიმა განმარტა, რომ ამერიკის ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტოს  მიზანია ადამიანი მთვარეზე დააბრუნოს და უფრო მეტიც, შექმნას პირობა იქ მის დასარჩენად.

„მთვარეზე ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით მივეგმგზავრებით და გვსურს, მისი ზედაპირის გასწვრივ იმაზე მეტი ადგილი აღმოვაჩინოთ, ვიდრე ამას აქამდე წარმოვიდგენდით. ამჯერად, როცა მთვარეზე გავემგზავრებით, ჩვენ იქ დავრჩებით კიდეც,“ განაცხადა ჯიმ ბრიდენსტინმა.

„ნასას“ მცდელობამ დააბრუნოს ადამიანი მთვარესა და მარსზე საფუძველი დაუდო თანამშრომლობას ამერიკის ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის სააგენტოსა და კერძო სფეროს, მათ შორის იმ კომპანიებს შორის, რომლებიც „მთვარის ეკონომიკის“ აშენებას აპირებენ.

„ნასა“ განმარტავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ის დგას იმის ახსნაა, თუ როგორ უნდა მოხდეს კოსმოსში ცხოვრებისთვის ადამიანის ადაპტირება და როგორ შეიძლება წითელ პლანეტაზენარჩენებთან გამკლავება.

გაზიარება:
fb-share-icon0