close

ტექნოლოგიები

მანქანათმშენებლობა

ჩინეთმა მსოფლიოს უდიდესი სადესანტო თვითმფრინავი გამოუშვა

ჩინეთმა შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მსოფლიოს უდიდესი სადესანტო თვითმფრინავის წარმოება დაასრულა. თვითმფრინავს საზღვაო სამაშველო მისიებსა და ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ.
როგორც ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება, AG600, რომელიც დაახლოებით Boeing 737-ის ზომისაა, თვითმფრინავის სახელმწიფო მწარმოებელმა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციამ შექმნა Aviation Industry Corporation of China (AVIC).
AVIC-ის გენერალური მენეჯერის გენგ რაგანგის განცხადებით, ახალი სადესანტო თვითმფრინავი უდიდესი გარღვევაა ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიაში. მისი შექმნისა და წარმოების გეგმა ქვეყნის ხელისუფლებამ 2009 წელს დაამტკიცა.
თვითმფრინავის ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი 4500 კმ-ია, მას 20 წამში 12 ტონა წყლის შეგროვება შეუძლია. AG600-ის მაქსიმალური ასაფრენი წონა 53,5 ტონაა.
ჩინეთმა მოწინავე ახალი სამხედრო ტექნიკის კვლევა გააძლიერა. მათ შორის ანტი სატელიტური რაკეტების, ეს ფაქტი რეგიონსა და ვაშინგტონში გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან თვლიან, რომ ჩინეთმა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით “კუნთოვანი დამოკიდებულება“ დაიწყო.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

მანქანა გარდერობით – ლინკოლნის ახალი სახე და ამერიკული რევოლუცია

ეს საოცრება 5 მეტრზე გრძელია და დაახლოებით 2.9 ტონას იწონის. ლინკოლნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნავიგატორს უდგას FORD 3.5 V6 ძრავი, რომელიც 400 ცხენის ძალას ფლობს.

 ნახეთ ფოტოები:

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

Toyota-მ „ბავშვი“ რობოტი შექმნა

დეველოპერმა Toyota-მ ახალი, პალმის ზომის რობოტი შექმნა, რომელსაც მგზავრობისას მძღოლის მეგზურის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

10 სმ სიგრძის Kirobo Mini იაპონიაში მომავალ წელს გამოვა გაყიდვაში.

რობოტი ავტომობილის მონაცემებზე დაყრდნობით მგზავრობასთან დაკავშირებულ კომენტარებსაც გააკეთებს.

Kirobo Mini-ს ბავშვის მსგავსი ატრიბუტები აქვს. ისინი ადამიანებში სააღმზრდელო ინსტინქტებს აღძრავენ, თუმცა HertfordshireUniversity-ის კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის კერსტინ დოთენჰანის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ Kirobo Mini-ს უშვილო წყვილისთვის ბავშვის ჩანაცვლება შეუძლია.

„რობოტი ადამიანებს უკეთესად ყოფნაში დაეხმარება, თუმცა მასში ადამიანური კომპონენტი არაა, რობოტებს ბავშვების ჩანაცვლება არ შეუძლიათ,“ – განაცხადა მან.

Toyota-ს ინფორმაციით, Kirobo Mini-ს შეუძლია : ჟესტების და სახის გამომეტყველების გამოყენებით „არაგეგმიურ საუბარში“ ჩართვა, მომხმარებელს შეახსენოს სხვადასხვა მოქმედება, გააკეთოს კომენტარები სახლსა და მანქანაში შეერთებულ სხვადასხვა მოწყობილებებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ახალი რობოტის ფასი 39,800 იენი (დაახლოებით 460 აშშ დოლარი) იქნება და ის მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ Kirobo Mini-ს წინამორბედი 34 სანტიმატრიანი Kirobo 2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი დაამარცხა

Google- ის კომპიუტერულმა პროგრამა Alpha Go-მ ოთხშაბათს კომპლექსური თამაშის Go-ს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლი სედოლი დაამარცხა.

18 საერთაშორისო ტიტულის მფლობელი სამხრეთ კორეელი მოთამაშე დამარცხდა მატჩში, რომელიც  YouTube -ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

,,ჩვენ მთვარეზე დასხომა მოვახერხეთ,” განაცხადა დემისჰასაბისმა, რომელიც Google-ის შვილობილი კომპანია DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. პროგრამა AlphaGo სწორედ DeepMind-ის სპეციალისტების მიერაა შექმნილი.  ტვიტერზე ჰასაბისმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა : „ჩვენი გუნდი ძალიან ამაყობს ამით“.

უძველესი ჩინური თამაშის Go-ს მოსაგებად ოქტომბერში მეცნიერებმა სპეციალური სისტემა AlphaGo შეიქმნეს, რომელშიც საძიებო სისტემის გაფართოებული სისტემა და რთული ნეირონული ქსელი გამოიყენება. სისტემის შექმნის შემდეგ, მრავალი ცდა ჩაატარეს, რომლის საშუალებითაც  30 მილიონზე მეტი მოთამაშის მოქმედება გაანალიზდა, რის შედეგადაც, ამ ეტაპზე AlphaGo-ს ადამიანის სტრატეგიის 57%-ის პროგნოზირება შეუძლია. სისტემის წარმატების მტკიცებულებად, ევროპის სამგზის ჩემპიონთან – ფან ჰუისთან თამაში იქცა, – AlphaGo-მ, გამართული 5 თამაშიდან, ხუთივე მოიგო.

რაც შეეხება ლი სედოლს, იგი პროგრამის მთავარი გამოწვევა იყო, თუმცა, როგორცა ჩანს, AlphaGoამ უძლიერეს მეტოქესაც იოლად ჩამოიშორებს.

რაც შეეხება ლის, იგი აცხადებს, რომ გაოცებულია თავისი მარცხით. „არ მეგონა, რომ AlphaGo-ს ასე სრულყოფილად თამაში შეეზლო, მინდა, ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი შემქნელი პროგრამისტების მიმართ,“ – განახადა ლიმ.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამატ რაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

ახალი რობოტი, რომელიც არაფრით აღარ განსხვავდება ადამიანისგან!

ყავისფერი თმით, რბილი კანითა და მეტყველი სახით ნადინი ადამიანის მსგავსი რობოტის ახალი ბრენდია. მეცნიერები იმედს გამოთქვამენ რომ უახლოეს მომავალში ადამიანები მას პირად თანაშემწედ, მოხუცების მომვლელად და სხვა საოჯახო თუ საოფისო საქმიანობისთვის გამოიყენებენ.
1.7 მეტრიანი ნადინი ვიზუალურად მის შემქნელს ნადია ტალმანის ჰგავს, რომელიც სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მედია ინოვაციების ინსტიტუტის დირექტორი და მოწვეული პროფესორია. იგი ვირტუალურ ადამიანებს სამი ათეული წლის მანძილზე იკვლევდა.
ნადინის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს რობოტს, გამოხატოს მთელი რიგი ემოციებისა და გაიხსენოს წინა საუბარი. ნადინი ჯერჯერობით კომერციულად ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ მისი შემქმნელი იმედოვნებს, რომ ადამიანის მსგავსი რობოტი უახლოეს მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს დემენციით დაავადებულ ადამიანებს.

“თუ ამ ადამიანებს მარტო დავტოვებთ, მათი მდგომარეობა ძალიან მალე გაუარესდება. ამიტომ ისინი ყოველთვის ურთიერთქმედებაში უნდა იყვნენ სხვებთან,“ – განახადა ტალმანმა და დასძინა, რომ ნადინს შეუძლია საუბარი, ამბის მოყოლა და მარტივი თამაშის თამაში.

ტალმანი და მისი გუნდი მუშაობენ რობოტზე, რომელიც ბავშვებთან თამაშს შეძლებს. თუმცა პროექტი განვითარების ადრეულ ეტაპზეა და რობოტის პოტოტიპო ჯერ არ გასაჯაროვებულა.

ბავშვი რობოტი შეძლებს უპასუხოს კითხვებს, გამოხატოს ემოციები და იცნოს ადამიანები. იგი ბავშვებს ზედამხედველობას გაუწევს და იმ შემთხვევაში თუ პატარა რაიმეს გაფუჭებას დააპირებს, ამის შესახებ მშობელს ან ძიძას ამცნობს.
მეცნიერები გეგმავენ, რომ ბავშვ რობოტს რამდენიმე ენაზე შეეძლოს საუბარი და მას საგანმანათლებლო ფუნქციაც დაეკისროს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ამერიკული კომპანია გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის

ამერიკული კომპანია Headwall Power International  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International -ის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Headwall Power International  პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს – შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
Headwall Power International  ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით.

მასალა მოამზადეს: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას კარგავს

საქართველოს ენერგოსისტემა „ენგურჰესის“ ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონში, “ჩერნომენერგომ” „ენგურისა“ და „ვარდნილის“ მიერ გამომუშავებული 1-თეთრიანი ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი წაიღო. და საერთოდ ასე ხდება ყოველ ზამთარს. მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფეციტია და ქვეყანა დენის იმპორტს ეწევა, სეპარატისტებს ყველაზე პრობლემურ თვეებში ენგურის გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად მიაქვთ.

1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს ელექტროსისტემას.

აფხაზეთში ელექტრომოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, რეგიონის ელოექტრომომარაგებისთვის დადგენილი კვოტები საკმარისი არ არის. 2015 წლის იანვარ-მაისში აფხაზეთის რეგიონმა ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის – “ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 63%-ზემეტი წაიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემა დეფიციტს იმპორტირებული ელექტროენერგიით ავსებს. კერძოდ, 5 თვეში “ენგურჰესმა” და `ვარდნილჰესმა” 1 მლრდ 394 მლნ კვტ_სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, აქედან 885,2 მლნ კვტ_სთ აფხაზეთს ხვდა წილად. დაახლოებით იგივე მაჩვენებლები იყო 2014 წლის პირველ 5 თვეში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვთ, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან ენერგიით იმპორტი სჭირდება. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ნაწილდება ელექტროენერგია პიკურ პერიოდებშიც თანაბრად, დაიდო თუ არა ახალი შეთანხმება”ბიზნეს-რეზონანსი” ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

“ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ ჩვენ ზარს არუპასუხა, კითხვებს თავი აარიდეს ენერგეტიკის სამინისტროშიც და სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს. ბუნებრივია, ეს ორგანო ენერგოპოლიტიკას არ განსაზღვრავს და იქ შესაბამისი პასუხიც მივიღეთ.

“დადგენილი ელექტრობალანსის მიხედვით, ენგურჰესისა დავარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% მოიხმარს აფხაზეთი, 60%-ს დანარჩენი საქართველო. შესაძლებელია თვეებისმიხედვით იყოს გარკვეული ცდომილება, თუმცა წლის ჭრილში ბალანსისგანხილვისას ენერგობალანსის მაჩვენებელი არ იცვლება” განაცხადა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯერანაშვილმა.

გარკვეული ცდომილება, კი მაგალითად ასეთია  2014 წლისდეკემბერში “ენგურჰესმა” და “ვარდნილჰესმა” 223 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, აქედან 200 მლნ კვტ_სთ აფხაზეთმა წაიღო (90%). იმავე პერიოდში, საქართველოში 157 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. გარდა ამისა, 2014 წელს კვოტებთან დაკავშირებული შეთანხმება უკვე დაირღვა და სეპარატისტულმა რეგიონმა “ენგურისა” და “ვარდნილიის” მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 42%-მდე მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ელექტროენერგიაზე დგას. რეგიონში არ არის გაზი და მოსახლეობა,”მუქთა” ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად,მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება. ამ დროს კი, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების ელექტრომომარაგებისთვის უფრო და უფრო მეტი იმპორტია საჭირო, რომელიც დენის ტარიფის გაზრდას გარდაუვალს ხდის.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. მოხდა მხოლოდ სიტყვიერიშეთანხმება, რომ “ენგურჰესისა” და “ვარდნილჰესების” კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ით აფხაზეთის რეგიონი მომარაგდებოდა, ხოლო დარჩენილი 60%-ით დანარჩენი საქართველო.

საყურადღებოა ისიც, რომ “ვარდნილჰესების” კასკადებიდან,რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანისადგურები ამორტიზირებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებშიელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა  დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისა (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.

სიტყვიერი შეთანხმება იყო ასეთი, რომ წლიურადგამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდაწაეღო. აქ არ იყო გაწერილი, რომ ყოველდღიურად ან ყოველთვიურადრამდენი უნდა ყოფილიყო. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს,უბრალოდ, დაიანგარიშეს~, – ამბობს რეზო არველაძე. იმ პერიოდშიენერგეტიკის მინისტრი დავით ზუბიტაშვილი იყო. რეზო არველაძე იხსენებს, რომ მას ზუბიტაშვილმა დაუძახა და ჰკითხა – რამდენად სამართლიანი იყო აფხაზების მოთხოვნა.

არველაძის განცხადებით, როდესაც აფხაზებმა ეს საკითხიდააყენეს, მათი არგუმენტი იყო ის, რომ “ენგურჰესის” ძირითადი ფონდის 40% აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის 40% უნდა მიეღოთ.

“მე მაშინ ზუბიტაშვილს ავუხსენი, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ძირითადი ფონდები არამედ ის ნედლეული, რომლიდანაც გამოიმუშავება ელექტროენერგია. თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ მდინარეენგური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ენერგიისშემცველი ტურბინა მთლიანად საქართველოდან მიდის, მაშინ აფხაზეთის რეგიონის წილი გამოდიოდა არაუმეტეს 10%. ამას დიდად ყურადღება არ მიაქციეს და სიტყვიერად შეთანხმდნენ.

“ბუნებრივია, თუკი შესაძლებელია შეთანხმდე 40-60%-იანკვოტებზე, მაშინ ყოველთვიურადაც ასე უნდა განაწილდეს. ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურმა”, – ამბობს არველაძე და იქვე დასძენს, რომ დისპეტჩერიზაციას არავინ არაფერს ეკითხება.

“აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას.უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიები.რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებს, თუკი ქართულმამხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს რეზო არველაძე და დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანჭორ ჭითანავა, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვის კვოტების განაწილების დომუმენტზე მუშაობდა ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარეები ინდივიდუალურად იღებენ. იგი აფხაზეთის რეგიონის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში კვოტები დადგენილი წესით უნდა გადანაწილდეს.

“მე არ მესმის თუ რატომ უნდა წაიღოს ზამთარში უფრო მეტი ელექტროენერგია აფხაზეთმა, უფრო მეტი ეკონომიკა აქვს თუ მეტიადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. ეს არ შეიძლება. ალბათ რაღაც შეთანხმებაა, რომელიც იმ ინსტრუქციაში არ გვქონდა გათვალისწინებული. მისი კვოტა 40%-ია – დღიურად, თვიურად თუ სათობრივ რეჟიმში ეს ჩვენ არ გაგვითვალისწინებია, ამას დისპეტჩერები აკეთებენ.

ახლა რა გამოდის? პიკურ და ნახევრად პიკურ (ზამთარსა დაგაზაფხულზე) პერიოდში უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და წაგებული ვრჩებით. ეს ნორმალური არ არის. ელექტროენერგია უნდანაწილდებოდეს თანაბრად და არავითარი უპირატესობა რომელიმე მხარეს არ უნდა მიეცეს”, – ამბობს ანზორ ჭითანავა.

“ენგურჰესის” 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით და ქვესადგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი – მისი დამუშავება, შევსება, დაცლა.

ჭითანავა ასევე აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში, როდესაცქართულ მხარეს აფხაზეთთან ურთიერთობა დაეძაბა, შეიქმნა სპეციალური ფორმულა – დოკუმენტი, სადაც გაიწერა აფხაზეთსა დასაქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი. ფორმულა შემდეგ თეზისებს დაეფუძნა:

  1. ელექტროენერგია უნდა განაწილებულიყო ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების მიხედვით;
  2. მოსახლეობის რაოდენობისა და ელექტროენერგიისმოხმარების მიხედვით (მოხმარებაში იგულისხმებოდა მრეწველობა,ტრანსპორტი სოფლის მეურნეობა და ა.შ.);
  3. რომელი მხარე იყო რესურსის ძირითადი მფლობელი;

“რესურსის ძირითადი მფლობელი არის ქართული მხარე. წყალი არის ჩვენ ტერიტორიზე, აფხაზეთში წყლის ძალიან მცირე ოდენობა მონაწილეობს ჰესის გამომუშავებაში. ამ მიდგომით საქართველოს უნდა დარჩენოდა მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგია, რასაც აფხაზები, ბუნებრივია, არ დაუშვებდნენ.

საბოლოოდ, ელექტროენერგიის განაწილება მოხდა ძირითადი ფონდების მიხედვით. ამ ფონდების, 60% არის სამეგრელოს ტერიტორიაზე, 40% – აფხაზეთის. შესაბამისად, დღემდე”ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-საფხაზეთი უნდა იყენებდეს თანაბრად, 60%-ს დანარჩენი საქართველო” – განაცხადა ანზორ ჭითანავამ და დასძინა, რომ აფხაზებისთვის “ენგურჰესის” 40% თავზე საყრელი ელექტროენერგიაა.

“ენგური 100%-ით უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის ენერგო მომარაგებას. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა დაივიწყეს რა არის გაზი, შეშა, ნახშირი. ისინი მთლიანად დენზე არიან გადასულნი. მიუხედავად უხვი რესურსისა, მოძველებული გადამცემი ხაზების გამო, აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხშირად საფრთხისქვეშაა. ამ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დანაკარგი 50%-საჭარბებს” – ამბობს ჭითანავა.

ენერგეტიკოსების განცხადებით, ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას თანდათანობით შეამცირებს და ეს ბუნებრივი პროცესია. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წლის შემდეგ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დიდ ნაწილს სეპარატისტები წაიღებენ, საქართველო კი ამ უდიდესი ელექტროსადგურის გარეშე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, შარშანწინდელთან შედარებით,ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ენერგიამ 3,3 მილიარდი კვტ_სთშეადგინა, ანუ 274 მილიონი კვტ_სთ-ით ნაკლები 2013 წელთან შედარებით. ჰესის მიერ წარმოებული ენერგიის ვარდნა სწორედ იმპერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანაში, ტრადიციულად,ელექტროენერგიის დეფიციტია და იმპორტი იზრდება ხოლმე.

ენგურის მიერ წარმოებული ენერგიის მოცულობის შემცირება 2014წლის სექტემბრიდან აღინიშნება. ამ პერიოდში ელექტროსადგურმა 200 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 125 მლნ-ით ნაკლები 2013 წლის სექტემბერთან შედარებით. ოქტომბერში ენგურის მიერ წარმოებული ენერგია 153 მილიონი კვტ/სთ იყო – 269 მილიონი კვტ/სთ-ით ნაკლები. ნოემბერში ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა მცირედით გაიზარდა (40 მილიონიკვტ/სთ-ით), დეკემბერში კი ისევ უკუსვლა დაფიქსირდა.  ზამთრისპირველ თვეს ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 35 მილიონი კვტ/სთ-ით შემცირდა. მთლიანობაში, შარშან შემოდგომაზე, 2013წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “ენგურჰესიდან” ქვეყნის ელექტროსისტემას 390 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია დააკლდა.

წყარო:

ბიზნეს რეზონანსი

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

ჩინეთში ტვინის საშუალებით მართვადი ავტომობილი შექმნეს

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში პირველი გონებით კონტროლირებადი მანქანა შექმნეს.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მანქანა, რომლის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ტვინის ძალითაა შესაძლებელი.

ნანკაის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდს ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გონებით კონტროლირებადი ავტომანქანა რეალობად ექცია.

ტვინის სიგნალის წამკითხველი აღჭურვილობის საშუალებით მძღოლს შეუძლია ხელის ან ფეხის მოძრაობის გარეშე აკონტროლოს მანქანის წინ წასვლა, უკანსვლა, გაჩერება, მანქანის ჩაკეტვა და გაღება.

მკვლევარმა ჟანგ ჟაომ როიტერსს განუცხადა, რომ აღჭურვილობა შეიცავს 16 სენსორს, რომელიც იჭერს  EEG (ელექტროენცეფალოგრამის) სიგნალებს მძღოლის ტვინიდან. მათ შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ირჩევს და გადაცემს შესაბამის სიგნალებს, რაც მანქანის კონტროლის საშუალებას იძლევა.

“ტვინის სიგნალის წამკითხველი მოწყობილობა ტესტერის EEG სიგნალებს კრებს და კომპიუტერს უსადენოდ გადასცემს. კომპიუტერი სიგნალებს ამუშავებს, რათა ადამიანების განზრახვების კატეგორიზაცია და ამოცნობა მოახერხოს, შემდეგ ამ სიგნალებს მანქანის კონტროლირებულ ბრძანებად აქცევს. მთელი ამ პროცესის არსი არის EEG სიგნალების დამუშავება, რაც კომპიუტერით კეთდება,“ – განაცხადა ჟანგ ჟაომ.

პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დუან ფენგია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მიზანი ადამიანთა უკეთესი მომსახურებაა და მალე ტვინით კონტროლირებადი ტექნოლოგიისა და თვითმართვადი ავტომობილების, როგორიცაა Google Self Driving Car (SDC), კომბინირება იქნება შესაძლებელი.

მკვლევარების თქმით, აღნიშნული ავტომობილის შექმნის იდეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილით იყო ინსპირირებული.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

ახალი მიღწევა! რეაქტიული ძრავი, რომელიც 4 საათში დედამიწას შემოუფრენს!

BAE ინვესტიციას დებს სივრცული ძრავების ფირმაში „რეაქტიული სისტემები“

BAE-მ შეიძინა  რადიკალური სისტემის განმავითარებელი კომპანიის 20%, რათა მოამზადონ საჰაერო ხომალდი კოსმოსში გაშვებისთვის.

BAE 20.6 მილიონ დოლარად ყიდულობს „რეაქტიული ძრავების“ წილს, რომელიც ანვითარებს ჰიბრიდულ სარაკეტო/რეაქტიულ ძრავას, სახელად საბრე.

კომპანია ამბობს, რომ ტექნოლოგია თანამგზავრების კოსმოსში გაშვების საშუალებას იძლევა, რომელსაც შეეძლება ოთხი საათში მგზავრების გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე ახდენს 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას კომპანიაში.

იგი ეფუძნება კალჰემის მეცნიერების ცენტრს აბინგდონთან ახლოს, ოქსფორდშირში. კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ზედაპირზე დამაგრებად ძრავას ათწლეულების მუშაობის შედეგად და უპილოტო საცდელი ფრენები დაიწყება 2025 წლისთვის.

სარაკეტო რეჟიმი

„რეაქტორის“ მიხედვით, საჰაერო ხომალდი გამოიყენებს ისეთ ძრავას, რომელსაც შეეძლება ასაფრენი ბილიკიდან აფრენა და ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 5-ჯერ უფრო მეტად აჩქარება, სანამ გადავა სარაკეტო რეჟიმში, რომელიც მოძრაობაში მოიყვანს საჰაერო ხომალდს ორბიტაზე.

„რეაქტორმა“ შექმნა ასეთი თვითმფრინავი, რომელსაც skylon უწოდა.

 86440682 skylon.engine

„დღევანდელი განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს „რეაქტორი ძრავების“ ფორმირებისთვის კომპანიიდან, რომელიც ფოკუსირებული იყო კვლევაზე და  ახალი ტექნოლოგიების გატესტვაზე, ხოლო ახლა ფოკუსირებულია მსოფლიოს პირველი საბრეს ძრავის განვითარებასა და ტესტირებაზე.“ განაცხადა მარკ ტომასმა, რეაქტორი ძრავების დირექტორმა.

გამოწვევა

რეაქტორის ინჟინრებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მართონ ძალიან ცხელი ჰაერი, რომელიც შედის ძრავაში დიდი ხიჩქარით.

ეს ჰაერი უნდა გაგრილდეს, რათა შეიკუმშოს და დაიწვას საბორტო წყალბადით.

რეაქტორის ინჟინრებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც შეიცავს მილის კოლექტორებს და გულისხმობს სითბო განადგურებას და უზრუნველყოფს ჰაერის გაგრილებას 140 გრადუსამდე 1/100 წამში.

ნაიჯელ ვაიტჰედი, BAE-ს სისტემის პროგრამირებისა და მხარდაჭერის ჯგუფის დირექტორი ამბობს: „რეაქტიული ძრავები არის უაღრესად ინოვაციური ბრიტანული კომპანია, ხოლო BAE-ს სისტემას აქვს ჰაერის გარღვევის და სივრცული ტექნოლოგიის განვითარების სტრატეგიული ინტერესი და მნიშვნელოვანი პოტენციალი.“

 86441527 skylon sabre test stand illustrationjpeg

ბაზარზე რაკეტის გაშვების მხრივ კონკურენცია მატულობს. SpaceX, მხარდაჭერილი მილიარდელი ელონ მუსკის მიერ, იყენებს კონვენციურ რაკეტებს სატელიტების სივრცეში განსათავსებლად.

Blue Origin, რომელიც დაფინანსებულია ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოს მიერ, მუშაობს სივრცეში მრავალჯერადი მანქანის გაშვებისთვის. ამასობაში რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-მა გაუშვა სისტემა, რომელიც მოიცავს თვითმფრინავების მართვას მაღალ, სარაკეტო სიმაღლეზე.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

რა უფანტავს მძღოლს ყურადღებას და რატომ ხდება ავარიები?!

მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კომპიუტერული სისტემების, სმარტფონებისა და ტელეფონების ხმა მძღოლის ყურადღებას ფანტავს. წინა კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური შკალა, რომელიც აფასებს მძროლის ყურადღების გაფანტვას. 1 ქულა ნიშნავს, რომ რაიმე უცხო საქმიანობა არ ფანტავს მძღოლის ყურადღებას,  5 ქულა ნუშნავს მაქსიმალურად ყურადღების გაფანტვას. ჩვეულებრივი ტელეფონის ზარით გამოწვეული ყურადღების გაფანტვა  მეცნიერებმა 2,5 ქულით შაფასეს.  ახალ ნამუშევარში მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეეფასებინათ ხმოვანი სისტემების მოქმედება, რომლებიც ჩაშენებულია ამერიკულ ბაზარზე არსებულ მანქანებში.

 

ამისათვის შერჩეულ იქნა 257საცდელი პირი,   21-დან 70- წლამდე გამოცდილი ადამიანი. თითოეულ მათგანს უნდა გაევლო 4,5 კმ 40კმ/სთ -სიჩქარით. გადაადგილების დროს ამ ადმაიანებს უნდა გამოეყენებინათ ხმოვანი ჩანაწერები, ეკარნახათ ტელეფონის ნომრები, მოესმინათ რადიოსთვის , მუსიკისთვის და აუდიო წიგნებისთვის .

მანქანაში ერთ-ერთი ცდის პირთან ერთად იმყოფებოდა ექსპერიმენტატორი, რომელიც უბრალოდ თვალს ადევნებდა მძღოლს. ექსპერიმენტატორებმა დააფიქსირეს თუ როგორ უშვებენ ორივე ხელს საჭეს მძროლები .შეფასების შესამოწმებლად მკვლევარებმა გამოიყენეს ვიდეოჩანაწერი რომელიც მგზავრობისას იქნა გადაღებული. გარდა ამისა, ცდისპირების თავზე ეკიდა მანათობელი დიოდები, რომელის 3 ან 5 წამში ერთხელ ციმციმებს. როგორც კი მძღოლმა დაინახავდა ციმციმს მას უნდამიეჭირა მასზე მიმაგრებული ღილაკისთვის. ასეთი მეთოდით აფასებდნენ კონცენტრაციას და რეაქციის სიჩქარეს. ექსპერიმენტის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, სადაც ისინი სუბიექტურად აფასებდნენ მოგზაურობისას ყურადღების გაფანტვას.

აღმოჩნდა, რომ ხმავანი სისტემის გამოყენებამ შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ყურადღების და კონცენტრაციის გაფანტვა. ყველაზე ცუდ შედეგად ჩაითვალა ყურადღების შემცირება 27 წამის განმავლობაში, საუკეთსო რეზულტატი კი იყო 15 წამით კონცენტრაციის დაკარგვა.

ყველაზე ცუდი შედეგები დაფიქსირდა მაზდა 6-ში (5-დან 4,5 ქულა მიენიჭა ყურადღების გაფანტვას), მაიკროსოფტი 4,1 ქულა, Apple-მ მიიღო 3,7 ქულა, ხოლო შედარებით უსაფრთხო იყო Google (3,3 ქულა). მანქანებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა  Buick LaCrosse-მა (2,4 ქულა).  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორად სახელდება ასაკი. მოხუცებში ყურადღების გაფანტვის ხანგძლივობა უფრო მაშტაბური იყო.

 

წყარო: nplus1.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 87 88 89 90 91
Page 89 of 91