close
კომუნიკაციატექნოლოგიები

მეცნიერები : ძაღლები და ადამიანები საუბრის აღსაქმელად ტვინის ერთსა და იმავე ნაწილს იყენებენ

SONY DSC

უნგრელ მეცნიერთა ჯგუფმა 13 ძაღლის ტვინის სკანირება განახორციელა და დაადგინა, რომ ძაღლები და ადამიანები სიტყვებსა და ინტონაციების ერთნაირად ამუშავებენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლი, ადამიანის მსგავსად, სიტყვების დასამუშავებლად ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იყენებს, ხოლო ინტონაციებისთვის – მარჯვენას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შექება ძაღლზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც სიტყვები და ინტონაცია თანხვედრაშია.

„ძაღლებს საქები და არასაქები სიტყვები ვუთხარით ასევე შექებისა და არ-შექების ინტონაციით მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ზუსტად ადამიანების მსგავსად ახდენენ სიტყვებისა და ინტონაციებისგან მიღებული ინფორმაციის განცალკევებას და ამ დროს მათი ტვინის ჯილდოს ცენტრში ზუსტად ის პროცესი მიდის, რაც ადამიანისაში“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ეთიოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ატილა ანდიქსმა და დასძინა, რომ კვლევა უპრეცედენტოა, რადგან ჯერ არავის გამოუკვლევია ის, თუ როგორ ახდენს ძაღლი ადამიანის საუბრის დამუშავებას.
კვლევისას 13 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი შვიდი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, ადამიანების ოთხფეხა მეგობრებს MRI სკანერებას უტარებდნენ და ტრენერების სიტყვებვის მოსმენისას მათი ტვინის აქტივობას აკვირდებოდნენ.
კვლევის მონაწილეებს ყურსასმენებ ეკეთათ, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საქებარ სიტყვებს („სუპერ“, „ყოჩაღ“, „კარგი ბიჭი ხარ“ ) განსხვავებული ინტონაციით ასმენინებდნენ : შესაქები ინტონაციით, ნეიტრალური ინტონაციით. ძღლებს ასმენინებდნენ საქები და ნეიტრალური ინტონაციებით ნეიტრალურ შერეულ სიტყვებს, რომლებიც მათთვის არაფერს ნიშნავდა.
ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა დასაბამს სხვა გამოკვლევებსაც მისცემს. მაგალითად, მომავალში შესაძლებელი გახდება გაარკვიონ, არჩევს თუ არა ძაღლი ერთმანეთისგან შინაარსიან და უშინაარსო საუბარს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მუსიკა სხვაზე მეტად და ა.შ.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0