close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

როგორ შეცვლის ტექნოლოგიები მომავალს?

   რამდენ ადამიანს შეუძლია თქვას, დარწმუნებით რა საქმიანობას აირჩევდა ისევ ბავშვი რომ იყოს?

წარსულში გამოჩენილი იმდროინდელი საუკეთესო ტექნოლოგიები აჩრდილად დარჩება უახლოეს მომავალში, უახლოეს 15–20 წელიწადში მოსალოდნელია ინოვაციების ისეთი ტალღის გამოჩენა, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ადამიანების კარიერასა და საქმიანობას.

დადგენილია, რომ 65%-ს იმ ბავშვებისა, რომლებმაც სულ ახლახან დაიწყეს სკოლაში სწავლა, ისეთ პირობებში მოუწევთ მუშაობა, რომ ჯერ არც კი არსებობს.

სამუშაო ბაზარზე ტემპის საგრძნობლად აჩქარება 2020 წლისთვისაა ნავარაუდები. საოფისე და ადმინისტრაციული ფუნქციები გაერთიანდება და ექვს მილიონზე მეტი სამუშაო პოზიცია გაუქმდება. გაიზრდება მოთხოვნა კომპიუტერულ და მათემატიკურ ფუნქციებზე ყველა კომპანიაში.

 

წყარო: weforum.org

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

ნორვეგიული კომპანია, 8-მილიარდიანი ინვესტიციით, ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს

ნორვეგიული კომპანია ,,Clean Energy”  საქართველოში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს – ამის შესახებ  ნორვეგიული მედია –  ,,Norwaytoday”  იუწყება.  პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია.

მედიასაშუალების შეფასებით, შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი ნორვეგიული ,,ბიზნესი” აღმოჩნდეს, რაც კი ქვეყანას საზღვარგარეთ აქვს.

ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და დაახლოებით 7-8 მილიარდი კრონი დაჯდება.

კომპანია პროექტის  განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია ,,Enka-სთან” ერთად აპირებს.

ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატ/საათის ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

 

წყარო: norwaytoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი და მისი ცოლი ხელოვნური ინტელექტით ეპიდემიას ებრძვიან

მარკ ცუკერბერგისა და მისი ცოლის, პრისცილა ჩანსის, ორგანიზაციამ შეიძინა ,,Meta” – მკვლევარი მანქანა, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ეპიდემიებთან ბრძოლის საშუალებების მოსაძებნად.

ეს მეთოდი დიდი წარმატების საწინდარია ეპიდემიების დამარცხებისთვის, ,,Meta–ს“ შემქმნელმა – სემ მოინექსმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლაპარაკია, რომ თუ ეს საშუალება გაამართლებს და იქნება პროდუქტიული, მაშინ ის ხელმისაწვდომი იქნება მეცნიერთა კოლექტივისთვისაც.

მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა 3 მილიარდი დააბანდეს ამ პროექტში, ნელ–ნელა იხვეწება ეს ახალი მეთოდი და სამომავლოდ მსოფლიოში აღარ იქნება ეპიდემიებთან ბრძოლა ისეთი რთული, როგორიც იყო და არის.

 

წყარო: business insider

 მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ჰაკერები დღევანდელ ცხოვრებაში

ჰაკერობას საზოგადოება ყოველთვის ცუდ საქმედ მიიჩნევდა, ძირითადად იმიტომ, რომ მათ, როგორც წესი, გაგონილი აქვთ, რომ ჰაკერები ფოკუსირდებიან მხოლოდ ცუდი საქმისთვის. მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც ზრუნავენ არა რამის გაფუჭებაზე, არამედ პრობლემებისა და ხარვეზების აღმოფხვრაზე.

დღესდღეობით ბევრმა, ყველაზე დიდმა, ტექნიკურმა და მედიაფირმებმა დაიწყო ჰაკერების დაქირავება და მათთვის ანაზღაურების გადახდა.

ცოტა ხნის წინ ,,Facebook –მა” დააჯილდოვა  $40 000-ით (უსაფრთხოების მკვლევარი) ჰაკერი, რომელიც მათ უწევდა საკმაოდ დიდ დახმარებას.

გასული 5 წლის განმავლობაში ,,Facebook-მა” ჰაკერებს, თავდაცვის გასაძლიერებლად, 5 მილიონზე დოლარზე მეტი გადაუხადა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

იაპონიაში 5 მილიონზე მეტი სავაჭრო აპარატი დგას

ჰარისონ ჯეიკობსი ,,ბიზნეს ინსაიდერის” გვერდზე წერს, რომ ის წინა კვირას იმყოფებოდა იაპონიაში, როდესაც სახლში დაბრუნდა, მას ერთი რამ მუდმივად ახსოვდა და ვერ ივიწყებდა, ეს იყო აღსანიშნავი, მრავალფუნქციური სავაჭრო აპარატები მთელს იაპონიაში.

ის ამბობს, რომ მათი უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენელია, თითქმის ყველა კუთხეში შეიძლება მათი ნახვა, ისინი განთავსებულია მთელს იაპონიაში, როგორც გაირკვა,  დაახლოებით 5 მილიონზე მეტი სავაჭრო აპარატი დგას იაპონიაში.

ამ აპარატებს შეუძლიათ მომხმარებელი დააკმაყოფილონ ყველანაირად, კერძოდ,  მყიდველს შეუძლია იყიდოს ყველანაირი სასმელი –  ყავა, ჩაი, სიგარეტი, შოკოლადი, წვნიანი და სხვადასხვა საჭმელი.

„ნამდვილად აღსანიშნავია მათი რაოდენობა და პროდუქტიულობა, ასევე ძალიან მოსახერხებელია, როგორც მკვიდრი მოსახლეობისთვის –  ტურისტებისთვისაც,“ – განაცხადა ჰარისონ ჯეიკობსმა.

 

წყარო: business insider

 მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობა

,,Toyota Hilux-ი” – ,,დაუძლეველი” 1968 წლიდან

1968 წლის იმ დღიდან, როდესაც პიკაპი გამოუშვეს, ყველგან დატოვა თავისი კვალი. ძარის სტრუქტურა უზრუნველყოფს მეტ სიმტკიცესა და გამძლეობას, ასევე, აღსანიშნავია, მისი გასაოცარი დიზაინი, მაღალი ხარისხის ინტერიერი და გაუმჯობესებული საბუქსირე შესაძლებლობები, ახალი ,,Toyota Hilux-ი” არის გაუმჯობესებული პიკაპი, რომელიც,  ყოველდღიური სიძნელეებისა თუ რთული რელიეფის მიუხედავად,  მარტივად და გამართულად მანევრირებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

საქართველოში 14 ახალი ფაბლაბი გაიხსნა

პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისში“ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა.

აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა.

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები  საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრი გახდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების   კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის  უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ, საქართველოში, საერთო ჯამში, 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ, მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში,  ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით, მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.

 

წყარო: http://economy.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

Nokia-ს პირველი სმარტფონი ექსკლუზიურად ჩინეთში გამოვა

Nokia-ს პირველი სმარტფონი ექსკლუზიურად ჩინეთში გამოვა.

Nokia 6-ის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ტელეფონის „პრემიუმ დიზაინი“ ადგილობრივ ბაზარს მიესადაგება.

Nokia ამ სახელის მატარებელ ტელეფონებს აღარ აწარმოებს. კომპანიამ 2016 წლის მაისში ფინურ HMD Global-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც HMD Global-მა Nokia-ს ბრენდის ქვეშ ტელეფონების და პლანშეტების წარმოების გლობალური ლიცენზია მოიპოვა.  აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში აქამდე მხოლოდ ე.წ. ფუნქციური ტელეფონები (დაბალფასიანი ტელეფონები) გამოდიოდა.

Android მოწყობილობა კი Nokia-ის სმარტფონების ბაზარზე დაბრუნებას ნიშნავს.

Nokia მობილური ტელეფონების ბაზარზე  iPhone-ის გამოსვლამდე დომინირებდა, თუმცა დაახლოებით 10 წლის წინ, მას iPhone-თან, შემდეგ კი Google- ის Android ოპერაციულ სისტემასთან „შებრძოლება“ მოუწია.

HMD Global-მა დააანონსა, რომ 2017 წელს Nokia-ს ბრენდის რამდენიმე Android ტელეფონს გამოუშვებდა.

,, HMD-ის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პირველი Android სმარტფონი ჩინეთში გამოუშვას, გახლავთ იმ სურვილის გამოხატულება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრის მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Nokia 6-ს Android 7.0 Nougat-ის ბოლო ვერსიის საოპერაციო სისტემა აქვს:

  • 5,5 Full HD ეკრანი;
  • 16 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა;
  • 4-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 64GB საცავი.

სმარტფონის ფასი 1, 699 იენი ($245) იქნება ანუ  Huawei’s Honor 6X-ზე გაცილებით ძვირი და Xiaomi’s Mi 5s-ზე გაცილებით იაფი.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

რატომ დაარქვა სტივ ჯობსმა თავის კომპანიას ,,Apple -ი”?

საინტერესოა, რა ისტორიებს მალავს ცნობილი ბრენდების სახელები. ალბათ ბევრს გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ ჰქვია ბევრისთვის საყვარელი ტექნიკის კომპანიას ,,Apple-ის”?

 

სახელის შერჩევაზე კომპანია 3 თვე ფიქრობდა. Apple (ვაშლი) – ეს იყო კომპანიის დამაარსებლის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი.  ბოლოს, ჯობსმა  თქვა, რომ კომპანიას ასე დაარქმევს, თუ კოლეგები 5 საათში უკეთეს სახელს არ მოიფიქრებდნენ. როგორც ჩანს, კოლეგები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდნენ და ჯობსმაც გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო –  კომპანიის პირველ კომპიუტერს ,,Apple-ი” დაარქვა.

,,ეპლი”   ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციაა და  აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

                                                            

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამხედრო

ბრიტანეთი „ლაზერული იარაღის“ პროტოტიპს შექმნის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 30-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ლაზერული იარაღის  პროტოტიპის წარმოებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთი მიზნად ისახავს, გაარკვიოს, წაადგება თუ არა „მართული ენერგიის“ ტექნოლოგია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

ხელშეკრულება ევროპის თავდაცვის ფირმების კონსორციუმის მიერ შეირჩა.

პროტოტიპის შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ირჩევს და იკვლევს სამიზნეს სხვადასხვა დისტანციასა და მრავალფეროვან კლიმატურ პირობებში ხმელეთსა და წყალში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნიკის ლაბორატორიის (DSTL)  წარმომადგენელმა  – პიტერ კუპერმა განაცხადა, რომ პროექტი  ,,ტექნოლოგიის პოტენციალის გასაგებად მაღალი სიმძლავრის ლაზერების ინოვაციურ კვლევას ახორციელებს. ეს კი იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც შესაძლოა, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდეს, უფრო ეფექტური რეაგირება იყოს.”

ზოგადად, „მართული ენერგიის იარაღის“ გამოიყენება თვითმფრინავების, რაკეტების, ნაღმტყორცნების, გზისპირა ბომბების და სხვა საფრთხეების გასანადგურებლად.

აშშ მაღალი ენერგეტიკული ლაზერების გამოცდას ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს, თუმცა დღემდე, ტექნიკური პრობლემების გამო, მათ ფრონტის ხაზზე არ იყენებენ.

თუმცა, აშშ-მ 2014 წელს ლაზერული იარაღის სისტემა – “Laws” – სპარსეთის ყურეში დისლოცირებულ სადესანტო ხომალდ „პონსეზე“ (USS Ponce) დატესტვის მიზნით განათავსა.

მან გაანადგურა პატარა ნავის ბორტზე განთავსებული სამიზნე და პატარა თვითმფრინავი ცაში.

თუკი დემონსტრაციამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ლაზერული იარაღი 2020-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 83 84 85 86 87 90
Page 85 of 90