close
გიორგი მეგრელ

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპიუტერულ საძიებო სისტემა ,,Google-ში” კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა.

24 წლის გიორგი მეგრელი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მაგისტრატურის კურსდამთავრებულია, კომპანიის ლონდონის ფილიალში დასაქმდა.

თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მეგრელმა გასულ წელს დაამთავრა. Google-ის რეკრუტერთან რვა 45-წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ კი ,,google-ში” დასაქმდა.

„გასაუბრების პროცესი საკმაოდ სტრესული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ესტონეთში ვმუშაობდი და პარალელურად სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი. ვცდილობდი, რომ დღეში 2-3 საათი გასაუბრებისთვის მემეცადინა. გასაუბრებების პროცესი იმდენად რთული არ იყო ჩემთვის, რამდენადაც სტრესული, რადგან ასეთ დიდ კომპანიასთან პირველად მქონდა გასაუბრება და არ ვიყავი გამოცდილი. მქონდა 8 ტექნიკური გასაუბრება, თითო დაახლოებით 45 წუთიანი. ისინი მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე ან google docs-ში პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს,“-აცხადებს გიორგი მეგრელი.

იგი სტუდენტობამდე ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლასა  და IT ცენტრ „მზიურში“  სწავლობდა.

 

წყარო: http://online.tsu.edu.ge/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა