ძილში აქტივობებზე გიფიქრიათ? თუ არა, დროა დაფიქრდეთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტექ სტარტაპი Prophetic საინტერესო ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ძილის დროს შეგნებული მოქმედებების შესაძლებლობას მოგვცემს.
საუბარია ე.წ. “ჰალო”-ზე, სპეციალურ ჩაფხუტზე, რომელიც ლუციდური სიზმრების წარმოებაში დაგვეხმარება. ეს სიზმრის ის მდგომარეობაა, რა დროსაც ადამიანი აცნობიერებს რომ სძინავს – პოტენციურად ასეთი სიმზრების კონტროლი შეიძლება.
ლუციდური სიზმარი არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.
ლუციდური სიზმრების “სპეციალისტებს” ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.
“სიტყვით გამოსასვლელად მომზადება, მათემატიკის ამოცანების გადაჭრა ან სულაც თქვენი რომანის გაუგებარი დასასრულის ვიზუალიზაცია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც თეორიულად ლუციდური სიმზრისას შეგიძლიათ. ასეთ სიზმარში ერთადერთი შემზღუდავი თქვენი ფანტაზია თუ იქნება”, — განუცხადა Fortune-ს ერიკ ვოლბერგმა, Prophetic-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჩაფხუტის შემქმნელი აფშინ მეჰინია. ეს ადამიანი დგას Neuralink-ის ტვინის იმპლანტის უკანაც. ის მუშაობს ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებული იმპულსების გამოთავისუფლებზე და ეს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც ლუციდურ სიზმრებთანაა დაკავშირებული.
ის ასევე სწავლობს რეგიონებს, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ლუციდური სიზმრის გამოწვევისას თქვენ მისი კონტროლი კიდევ უფრო შეგეძლებათ.
“ჩვენ გვინდა სიზმრების კონტროლი და ამას შევძლებთ”, — თქვა ვოლბერგმა.
ვოლბერგის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ტვინს სიზმრების კონტროლის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს. სტარტაპში კვლევებს აგრძელებენ და პირველი პროდუქტის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავენ. რაც შეეხება ღირებულებას, სტარტაპში ამბობენ, რომ ტექნოლოგიის შეძენა დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
















გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.
გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.
1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.
1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.
