close

ტექნოლოგიები

ეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო განვითარდა

მოლოდინის მიუხედავად, მძღოლების გარეშე მოძრავი  „სმარტმანქანებით“ ქუჩების გავსება ისევ გადაიდო. ავტომობილების უსაფრთხოება და წესრიგის სრულყოფა კვლავ სერიოზულ დაბრკოლებად რჩება.

სამაგიეროდ, ჩვენი სახლები გახდება გაცილებით უფრო გონიერი. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასვლისას თავისით ჩაქრება შუქი, გამოირთვება კონდიცირება და გათბობა. სახლში შესვლისას, სახის ამომცნობი ტექნოლოგია გვიცნობს და არ ჩაირთვება სიგნალიზაცია, თავისით გაიღება კარი და აინთება შუქი.

ხალხმრავალ ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც სამართალდამცველებს დაეხმარება.  გაჩნდება გაცილებით მეტი სენსორი, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, თუ მდინარის წყლის დაბინძურებას გააკონტროლებს.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიებიფსიქოლოგია

17 წლის ქართველი მოსწავლე სიზმრების სამართავ მოწყობილობაზე მუშაობს

ალექსანდრე თექთუმანიძე 17 წლის მოსწავლეა თბილისიდან, რომელიც ტექნიკური საგნების სიყვარულითა და „ჩხირკედელაობით“ ბავშვობიდანვე გამოირჩევა. ამჟამად – არც მეტი არც ნაკლები, მუშაობს ხელსაწყოზე, რომლის მეშვეობითაც ადამიანს სიზმრების მართვა შეეძლება. ინოვაციური იდეის შესახებ ალექსანდრე თავად გვესაუბრება:

-ალექსანდრე, აგვიხსენი, რა არის ლუციდური სიზმარი და შენ როდის დაინტერესდი ამ ფენომენით?

-ლუციდური სიზმრების შესახებ მე-8 კლასში ჩემმა მეგობარმა მიამბო, ეს ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანი სიზმარშივე აცნობიერებს, რომ სძინავს და სიზმრის კონტროლიც შეუძლია.  თუ შევადარებთ ჩვეულებრივ სიზმარს ლუციდურს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვეულებრივ სიზმარში ჩვენ მას შორიდან ვნახულობთ – როგორც კინოში, ლუციდურ სიზმარში ჩვენ ამ სიზმრის ნაწილი ვართ, ისევე როგორც ვიდეოთამაშებში.

-დღეს ხელსაწყოზე მუშაობ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სიზმრების კონტროლი, გვიამბე რა პრინციპით იფუნქციონირებს ის?

სიზმარი საკმაოდ დიდი თემაა სამსჯელოდ, მაგრამ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ძილის ერთ-ერთ ფაზაში სახელად – REM-ი, ადამიანი ხედავს სიზმარს. თუ ამ დროს გარეგამღიზიანებლებით მივაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ რომ მას სძინავს, ადამიანს შეეძლება სიზმრის გაცნობიერება. ახლა ვაწარმოებ გამოკვლევას ოპტიმალური გამღიზიანებელის საპოვნელად და ვმუშაობ REMფაზის აღმოჩენის ხერხებზე.

ჩემი პირველი მოწყობილობის აწყობა მოვახერხე ერთ-ერთ ოლიმპიადაზე სახელად ,,Hackathon-ი”. ეს იყო დაუხვეწელი ბეტავერსია, რომელიც მხოლოდ პრეზენტაციისთვის შეიქმნა და არა გამოყენებისთვის. ამჟამად კი, ვცდილობ ჩემი იდეა ხელშესახებ რეალობად ვაქციო.

-ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური წამოწყება გაქვს, როგორია ხოლმე ადამიანების შთაბეჭდილება, როცა შენი პროექტის შესახებ იგებენ?

შთაბეჭდილებები, როგორც წესი, განსხვავებულია. თუ ადამიანს აქამდე არ აქვს ასეთი სიზმარი ნანახი, მისთვის რთულია იმისი დაჯერება, რომ შესაძლებელია სიზმარში აცნობიერებდე, რომ გძინავს. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ლუციდურ სიზმარში გამოცდილება, ეს იდეა აღაფრთოვანებთ, რადგან იციან, რამდენად კარგად გრძნობენ თავს ლუციდური სიზმრის ნახვისას.

-დაბოლოს, შენი უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე.

-წელს ვაბარებ უნივერსიტეტში. ყველაფერი ისე თუ წავა, როგორც მე ვგეგმავ, სექტემბერში მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ,,МФТИ-ში“ ვისწავლი. ბაკალავრიატის დამთავრებას იქ ვაპირებ და შემდეგ სწავლას ევროპაში ან ამერიკაში გავაგრძელებ. მოღვაწეობის სამომავლო სფერო ჯერჯერობით დაზუსტებული არ მაქვს, რადგან არჩევანი უნდა გავაკეთო ინჟინერიას, ფიზიკასა და პროგრამირებას შორის.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

,,NASA-ს” პირველი ვერტმფრენი, რომელიც სხვა პლანეტაზეც შეძლებს გადაადგილებას

,,NASA–მ“ გამოაცხადა, რომ 2020 წლის მისიისთის იგეგმება, გამოუშვან ახალი ვერტმფრენი.

ექსპერიმენტული მოდელი პატარა ზომის დრონია. იგი, შესაძლოა, გახდეს პირველი მფრინავი მოწყობილობა, რომელიც მარსის ატმოსფეროში იფრენს.  იმისათვის, რომ ახალი ტექნოლოგია წარმატებული გამოდგეს,  მეცნიერებს ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწევთ.

მაგალითად: რთულია განსაზღვრო წითელი პლანეტის ატმოსფეროში შეძლებს თუ არა აქ შექმნილი დრონი გადაადგილებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენი, რაღაც დოზით, აუცილებლად  უნდა იყოს ფუნქციურად დამოუკიდებელი, რადგან, შესაძლოა, რაიმე გართულებების შედეგად, სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

 

წყაროSciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

,,Boston Dynamics–ის” ახალი რობოტი კიდევ უფრო ადამიანურია

კომპანია ,,Boston Dynamics–მა” თავის ,,YouTube-ის” არხზე გამოაქვეყნა ორი ახალი ვიდეო, სადაც ასახულია მათი ახალი პროდუქტის სხვადახვა მოძრაობა, ვიდეო ამტკიცებს, რომ კომპანია წინ მიიწევს, მათ კიდევ უფრო მიამსგავსეს ახალი რობოტი ადამიანს.

ვიდეოში თითქოს არაფერია ისეთი, რაც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მოძრაობები დახვეწილია, თითქოს – რობოტი ბუნებრივად მოქმედებს. პირველ ვიდეოში ნაჩვენებია რობოტი “Atlas–ი“, რომელიც დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს, დარბის, დახტის.  ხოლო მეორე ვიდეოში კი – ალბათ, გახსოვთ ძაღლი რობოტი, რომელიც კარებს აღებდა. ახლა მას ახალი ფუნქცია დაემატა და უპრობლემოდ შეუძლია კიბეებზე გადაადგილება.

 

წყაროTheverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

სამგანზომილებიანი კალამი – ჰაერში ხატვის შესაძლებლობა

კიდევ ერთი გასაოცარი გამოგონება, რომელიც სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვისაა, კერძოდ კი – მხატვრებისთვის. სამგანზომილებიანი კალამი გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მისი მასობრივი წარმოება იგეგმება.

ასეთი კალმით შეგეძლებათ სკულპტურების პირდაპირ ჰაერში დახატვა. ის  პატარა სამგანზომილებიანი პრინტერია. რომელიც ადნობს და აციებს პლასტმასს, ეს კი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ  მყარი, ავტონომიური სტრუქტურები და წარწერები ჰაერში.

ის მხოლოდ 40 გრამს იწონის და ჩვეულებრივი კალმის შესახედაობა აქვს.

 

წყაროTheverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

16 მაისს ტექნოპარკში Tbilisi Digital Expo გაიმართება

16 მაისს Tbilisi Digital Expo უმასპინძლებს ხუთი ქვეყნის წამყვანი გეიმინგ კომპანიებიდან მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, ღონისძიებამდე უკვე ჩატარდა გეიმჯემი, რომლის გამარჯვებულებიც სწორედ Tbilisi Digital Expo-ზე გამოვლინდებიან. პროექტის შესახებ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი – ნიკა დევაშვილი გვიამბობს.

ნიკა, ზოგადად რა ღონისძიებაა Tbilisi Digital Expo?

-Tbilisi Digital Expo არის ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის სათავეშიც პირველი ქართული ვიდეოთამაშების მედიაცენტრი ,,Venatus-ი” და ვიდეოთამაშების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაცია IGDA (International Game Developers Association) დგას და ისინი წელს პირველად აერთიანებენ საქართველოსა თუ მსოფლიოს გეიმინდუსტრიას- სწორედ თბილისში.

-როგორც ვიცი, ღონისძიებამდე უკვე ჩატარდა გეიმჯემი, სადაც ქართველი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას.

-დიახ, გეიმჯემი საქართველოს უნივერსიტეტში 11 მაისს დაიწყო და 13 მაისს დამთავრდა, მის ფარგლებში, სულ 16 გუნდი მუშაობდა 48 საათის განმავლობაში. კონკურსში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, რომლებიც სამკაციან ჯგუფებად დაკომპლექტდნენ. მათ წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. მათი მთავარ ამოცანა იყო ისეთი თამაშების შექმნა, რომლებიც ამ სამი თემიდან რომელიმეს მაინც უკავშირდებოდა თემატურად, ესენია: Alternative World, Neon lights და Students.

 შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წინა გეიმჯემებთნ შედარებით, წელს გაცილებით უკეთესი ხარისხი დაიდო და საქართველოში გეიმინდუსტრიის განვითრება აშკარაა.

-რას იხილავს ტექნოპარკში ექსპოზე მოსული დამთვალიერებელი?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ 16 მაისს საქართველოს თამაშების ინდუსტრიის ისტორიაში პირველად ჩამოვლენ ევროპის 5 ქვეყნის – პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის თამაშების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს თამაშების თემატიკაზე. სრული დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ვიდეოთამაშების შექმნის მარათონის (GAMEJAM) პროცესში შექმნილი ქართული თამაშები, უცხოელი სპეციალისტები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას თამაშების სფეროში. პარალელურად, გაიმართება, საქართველოში და უცხოეთში წარმოებული თამაშების პრეზენტრაციებისა თუ ვირტუალური რეალობის თამაშების პრეზენტაციები, workshop-ები თამაშების თემატიკაზე, სამაგიდო თამაშები და სხვა.

დღის ბოლოს კი, მოხდება გეიჯმემის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და ჯილდოს სახით Casual Connect Europe -ზე დასასწრებად საჭირო Full Acess Pass-ს მიიღებს, გამარჯვებულებს დაუფინანსდებათ მგზავრობის ხარჯებიც.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

განახლებულმა ,,Falcon 9-მ” სადებიუტო გაფრენა განახორციელა

კომპანია ,,SpaceX-ის განახლებულმა რაკეტა ,,Falcon 9-მ, რომელიც ,,ნასას” მომავალი მისიებისთვისაა დამზადებული, პარასკევს ფლორიდის კაპე კანავერალას აეროდრომიდან  სადებიუტო გაფრენა განახორციელა. 

რაკეტამ ორბიტაზე განსათავსებლად ბანგლადეშის თანამგზავრი გადაიტანა.

განახლებულ ,,Falcon 9-ს” გაცილებით ძლიერი და უსაფრთხო  ძრავი Block-5 აქვს, ვიდრე წინამორბედი Block-4 იყო.

ძრავი Block-5  განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. კომპანია ,,SpaceX-ის” ინფორმაციით, განახლებული ძრავის, სულ ცოტა, 10-ჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, გაფრენასა და გადრენას შორის კი მხოლოდ მინიმალური რემონტია საჭირო, რაც ფრენის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გაძლიერებული რაკეტის მრავალჯერადი გამოყენება უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს  ,,SpaceX-ის” მფლობელ მილიარდერ მეწარმე ილონ მასკისთვის, რომლის მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული ფრენების განხორციელება და ადამიანების მარსზე გაგზავნაა.

პარასკევის გაფრენა წელს ,,SpaceX-ისთვის“ მეცხრეა, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

რაკეტამ მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ბანგლადეშის მთავრობის პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი Bangabandhu-1-ი განათავსა, რაც კომპანია ,,SpaceX-ის“ ინფორმაციით, Falcon 9-მ აფრენიდან 33 წუთში განახორციელა.

Block-5 -ი ,,Falcon 9-ს“ საბოლოო ვერსიაა, სანამ კომპანია სუპერმძიმე რაკეტა Big Falcon Rocket-ს წარმოადგენს, რომელიც ადამიანების მარსზე გასაგზავნად იქნება განკუთვნილი. ,,SpaceX-ი“ და ,,Boeing Co“ ის ორი კომპანია გახლავთ, რომელიც ,,ნასამ” ასტრონავტების კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად დაიქირავა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიები

მომავლის მანქანა, რომელიც წყალზე იმუშავებს

,,Audi h-tron-ი“ არის სამომავლო ავტომობილი, რომელიც წყალზე იმუშავებს და სავსე ავზით ავტომობილს შეეძლება 600 კმ გაიაროს.

100 კმ/სთ-ი სიჩქარის განვითარება ანუ დაჩქარება 7,1 წამში იქნება შესაძლებელი. ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია, როდესაც მანქანას არ სჭირდება საწვავი, ხალხს დიდი ეკონომიის გაკეთებაში მიეხმარება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ კომპანია „Audi–ს“ არ სურს მასობრივად აწარმოოს ახალი პროდუქტი, მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ. მისი ფასი ძალიან დიდი იქნება და ყველა ფენის ადამიანს არ შეეძლება შეძენა. ალბათ, კომპანიის გადაწყვეტილებაზეც დიდი გავლენა სწორედ ამ ფაქტორმა იქონია.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

მომავლის მანქანა, რომელიც წყალზე იმუშავებს

,,Audi h-tron-ი“ არის სამომავლო ავტომობილი, რომელიც წყალზე იმუშავებს და სავსე ავზით ავტომობილს შეეძლება 600 კმ გაიაროს.

100 კმ/სთ-ი სიჩქარის განვითარება ანუ დაჩქარება 7,1 წამში იქნება შესაძლებელი. ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია, როდესაც მანქანას არ სჭირდება საწვავი, ხალხს დიდი ეკონომიის გაკეთებაში მიეხმარება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ კომპანია „Audi–ს“ არ სურს მასობრივად აწარმოოს ახალი პროდუქტი, მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ. მისი ფასი ძალიან დიდი იქნება და ყველა ფენის ადამიანს არ შეეძლება შეძენა. ალბათ, კომპანიის გადაწყვეტილებაზეც დიდი გავლენა სწორედ ამ ფაქტორმა იქონია.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასოფლის მეურნეობატექნოლოგიები

დრონით ხელოვნურად დამტვერვაა შესაძლებელი

ფუტკრის ძლიერი ოჯახი 50-60 ათასი ინდივიდით ყოველდღიურად ნახულობს 50-60 მლნ ყვავილს. ამ უზარმაზარი სამუშაოს შესრულებაში მას ბადალი არ ჰყავს. მცენარეთა დამტვერვაში მეთაფლე ფუტკარი ასრულებს ამ სამუშაოს 80-90%-ს, დანარჩენს ველური დამმტვერავი   მწერები.

სტუდენტმა-დიზაინერმა ანა ჰეიდელვანგმა გადაწყვიტა, რომ  შეექმნა უნიკალური მოწყობილობა – პეპელას ზომის მინიატურული დრონი, რომელიც ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის და ახდენს მცენარეების დამტვერვას. ეს ინოვაცია ძალიან სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის, უფრო გაუადვილდება ხალხს ყვავილებისა და მცენარეების განაყოფიერება.

ანამ თავისი გამოგონების რამდენიმე ნიმუში გამოუშვა და ის უკვე აქტიურ მოხმარებაშია სხვადასხვა ქვეყანაში.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 43 44 45 46 47 91
Page 45 of 91