close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩაანაცვლებს თუ არა პლასტმასის ბოთლს ინოვაციური ბოთლი, რომელიც სამ კვირაში იშლება

ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ერთჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი გამოიგონა, რომელიც სამ კვირაში იშლება.
ჯეიმს ლონგკროფტი ამ გამოგონების საშუალებით პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებასა და მათი ნარჩენებისგან მსოფლიო ოკეანეების დაცვას ისახავს მიზნად.
ბოთლის – CH2OOSE-ის გარეშრე რეციკლირებული ქაღალდისგან მზადდება, ხოლო წყალგამძლე შიდაფენა შედგება კომპოზიტური მასალისგან, რომელიც მეცნიერმა თავად შექმნა.
ლონგკროფტი აცხადებს, რომ ბოთლის ფოლადის თავსახურიც დაახლოებით ნახევარ წელიწადში სრულად იშლება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ლონგკროფტის გამოგონება ნამდვილ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს.
მეცნიერი, რომელიც ჯერჯერობით თავისი გამოგონების დაპატენტებას ელოდება, იმედოვნებს, რომ მისი ბოთლი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ფასი დაახლოებით 1,2 აშშ დოლარი იქნება.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო ოკეანეებში 55 ტონა პლასტმასია. ივლისში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. ჟურნალ ,,Science Advances-ის” სამეცნიერო სტატიის მიხედვით, მხოლოდ 2015 წლისთვის, კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება. დედამიწის ზედაპირზე პლანეტის მოსახლოება ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ოკეანეში კი ამის გამო თევზები და წყლის ცხოველები იხოცება.

წყარო: https://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

საყიდლების კალათა, რომელიც თქვენს აზრებს კითხულობს

„Chaotic Moon Labs-მა“ თებერვალში ჩააატარა ცდა და წარმოადგინა საყიდლების კალათა, რომელიც აზრებს კითხულობს. იმისათვის, რომ კალათამ იმუშაოს, მომხმარებელი წინასწარ აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას., რის შემდეგადაც, კალათა ხვდება რომელი მომხმარებელი მიუახლოვდა. მასში დამონტაჟებული Kinectსისტემის დახმარებით, კალათა მიყვება მომხმარებელს და უჩვენებს სასურველი პროდუქტის ადგილმდებარეობას.

თუ მომხმარებელი არასწორად ირჩევს პროდუქტს, კალათა გამოსცემს სიგნალს.  მას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს –  პროდუქტი, რომელიც კალათაში ხვდება, ავტომატურ სკანირებას გადის და თანხა სალაროსთან მისვლამდე შეგიძლიათ გადაიხადოთ.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

რა არის ინტერნეტი?

ინტერნეტი ერთმანეთთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული კომპიუტერების უზარმაზარი ქსელია. თავდაპირველად ინტერნეტი მცირე კომპიუტერული ქსელი იყო, რომელიც მე–20 საუკუნის 60–იან წლებში შექმნეს ამერიკელმა სამხედრო მეცნიერებმა, რათა ავარიულ შემთხვევებში ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ჰქონოდათ. მეცნიერებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ქსელს და მის განვითარებაზე ზრუნვა განაგრძეს. ბევრი დიდი ორგანიზაცია უშუალოდ ინტერნეტს უკავშირდება. მაგრამ შედარებით პატარა მომხმარებლები ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინტერნეტს იყენებენ.
ინტერნეტი ადამიანებს საშუალებას აძლევთ მიიღონ განათლების უსაზღვრო რაოდენობა, გაიგონ ყველაფერი აწმყოს, წარსულისა და მომავლის შესახებაც კი.

წყარო: Vox.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობარობოტექნიკატექნოლოგიები

იაპონიაში გამომგონებლებმა ტრანსფორმერი შექმნეს

რობოტები უკვე აღარ არის გასაკვირი, მაგრამ მანქანა-რობოტი, როგორიც მხოლოდ ფილმებში გვაქვს ნანახი, უკვე რეალობად იქცა.
რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსი რობოტიდან ტრასფორმირდება მანქანად – ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო მსგავსი რობოტის შექმნა. იგი, დაახლოებით, 4 მეტრის სიმაღლისაა. როდესაც რობოტის ფორმაშია, როდესაც მანქანად გადაიქცევა, მას შეუძლია განავითაროს 60 კმ/სთ სიჩქარე.
უნდა გვეშინოდეს თუ არა იმის, რომ მოხდება მსგავსი კატასტროფა, როგორიც ფილმშია აღწერილი?! ბევრი ადამიანისთვის შიშის ფაქტორს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების გამოგონება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მათ გარეშე განვითარება შეუძლებელია.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ებრაულმა კომპანიამ ლაბორატორიული ხორცის წარმოების ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა

,,Tyson Foods (TSN.N)-მა” – უმსხვილესმა ამერიკულმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანიამ ლაბორატორიაში ხორცის მიღების მიზნით ისრაელის ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში 2,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,Future Meat Technologies-ი” ცხიმისა და კუნთების უჯრედების წარმოებაზეა ორიენტირებული და ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ლაბორატორიულად ხორცის წარმოებას ცდილობენ, რათა ამ გზით ხორზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხონ.
ფირმის დამფუძნებელმა და მთავარმა მეცნიერმა იაკოვ ნაჰიმიასმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ერთი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება 10,000 დოლარი ჯდებოდა, კომპანიამ ხარჯის 800 დოლარამდე შემცირება შეძლო, 2020 წლისთვის კი კილოგრამი ლაბორატორიული ხორცის წარმოება, სავარაუდოდ, 5-10 დოლარი იქნება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორცზე მოთხოვნა 2050 წლისთვის, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიარდს მიაღწევს, 2000 წელთან შედარებით გაორმაგდება და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთადერთი გზა ხორცის ლაბორატორიულად წარმოება იქნება.
ოქსფორდისა და ამსტერდამის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ხორცის წარმოებისას წარმოიქნება 96 პროცენტით ნაკლები სათბური გაზი, მოიხმარება 82-96 პროცენტით ნაკლები წყალი და მინიმუმამდე შემცირდება მსხვილფეხა საქონლის გასაზრდელად საჭირო მიწაზე მოთხოვნა.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ქართული წარმოების პირველი სახანძრო მანქანა რამდენიმე თვეში გამოჩნდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა კიდევ ერთი სისხლის შესახებ განაცხადა – მისი თქმით, საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავა, ამის შესაბამისად კი – აქტიურად მიდის მუშაობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სპეციალურად ტყის ხანძრებისთვის მანქანების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
აქვე – ცნობილი გახდა, რომ ქართული ,,დელტა” ავსტრიულ კომპანიასთან ერთად სახანძრო მანქანის წარმოებას იწყებს.
აღნიშნული კომპანია მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. საუბარია სახანძრო მანქანების პიკაპის ჩონჩხზე აწყობილ მანქანებზე, რომლებსაც ექნებათ კომპანია ,,როზემბაუერის” აპარატურა და მოწყობილობა.
,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების”,- განაცხადა პრემიერმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი ადგილობრივებს წყლის მიტანაში დაეხმარება

იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და მუდმივად საჭიროებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს არსებული ვითარების პროგრესირებაში. 
ინდოეთში რობოტი ჰასკი ადგილობრივებს ძნელად მისადგომ სოფლებში წყლის მიტანაში ეხმარება, ხოლო მისი მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას სხვა ფუნქციებიც დაემატება ახლო მომავალში.

 

წყარო: BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოტექნოლოგიები

9-10 ივნისს თბილისში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება

9-10 ივნისს, თბილისში, ტექნოპარკში ,,მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი უკან მომავალში: 1918″ გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ დიზაინერებს, პროგრამისტებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებსა და სტატისტიკოსებს.

ჰაკათონის თემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე იქნება. მასში მონაწილეობისთვის 3-6 კაციანი გუნდები 10 მაისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ჰაკათონის მონაწილეებისთვის მონაცემების პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობა მოუწევთ, 22 მაისს გაიმართება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

,,მარს როვერის“ სითბური ფარი გამოცდისას დაიმსხვრა – შეიცვლება თუ არა წითელი პლანეტის მისიის თარიღი?

იმ კოსმოსური ხომალდის თერმული ფარი, რომლის გაგზავნას ,,ნასა” 2020 წელს მარსზე აპირებს, გამოცდისას ,,მოულოდნელად” დაიმსხვრა.

მიუხედავად ამ მარცხისა, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული საგენტო აცხადებს, რომ ,,სიტუაცია არ იმოქმედებს მისიის თარიღზე, რომელიც 2020 წლის 17 ივლისითაა განსაზღვრული.”  სააგენტო ახალი ფარის აგებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მისია, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია, ,,ნასას” ,,მარს როვერის“  წითელ პლანეტაზე გაგზავნას ითვალისწინებს. მისი მიზანი პლანეტის ქანებისა და ნიადაგის სინჯების აღება და წარსულის მიკრობული ცხოვრების ნიშნების აღმოჩენაა. სააგენტო აცხადებს, რომ მისიამ უნდა მოამზადოს საფუძველი მარსზე ადამიანის გასაგზავნადაც.

მნიშვნელოვანია მისიის განხორციელების თარიღი. ცნობილია, რომ 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში დედამიწისა და მარსის მოსალოდნელი მდებარეობა წითელ პლანეტამდე მიღწევას მნიშვნელოვნად გააიოლებს.

,,ნასას“ თერმულმა ფარმა, რომელიც თერმული სისტემის ნაწილია და რომელმაც დაახლოებით 2,100°C ტემპერატურას უნდა გაუძლოს, ,,მარს როვერი“ პლანეტის ატმოსფეროში წარმოქმნილი ინტენსიური სითბოსგან უნდა დაიცვას.

 

წყარო:  Reuters ; https://www.nasa.gov

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

ჰოლოგრაფიული სმარტფონი – ახალი სიტყვა ტექნოლოგიებში

შექმნეს „Smartholographic-ი” –  ჰოლოგრაფიული სმარტფონი, რომელიც მრავალი ინოვაციური დანიშნულებებით გამოირჩევა.

 მიუხედავად ბევრი წინსვლისა ტექნოლოგიაში, მსგავსი გამოგონება ძნელად წარმოსადგენი იყო, სმარტფონი, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლება ეკრანზე შეხების გარეშე გავაკეთოთ ჩვენთვის სასურველი ოპერაციები. ის ისე იქნება მოწყობილი, რომ ჩვენ აღვიქვამთ, თითქოს რეალურად ხდება ყველაფერი. სმარტფონი ბევრად  უფრო განვითარებულია, ვიდრე 3D და-4Dგამოსახულებები.

ახალი სმარტფონი ბევრ რამეს გაუადვილებს მომხმარებელს: კომუნიკაციას, შორი მანძილი პრობლემა აღარ იქნება, ისეთი შეგრძნება იქნება თითქოს პირისპირ საუბრობთ, ფილმები, თამაშები უფრო სახალისო და მიმზიდველი იქნება, სმარტფონს ეკრანზე აქვს 4 კამერა, რომელიც თქვენს თვალებს აფიქსირებს და თქვენი მოქმედებების შესაბამის გამოსახულებას გაჩვენებთ.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 91
Page 47 of 91