close

ტექნოლოგიები

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

შექმნეს რობოტი, რომელსაც დანტისტის ჩანაცვლება შეუძლია

რობოტების მწარმოებელი კომპანია Perceptive აცხადებს, რომ მათმა რობოტმა სრულად ავტონომიური სტომატოლოგიური პროცედურა შეასრულა. ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, რაც სტომატოლოგიაში ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

Perceptive, რობოტის მიღმა მყოფი კომპანია, ამტკიცებს, რომ მის სისტემას შეუძლია რუტინული პროცედურებისთვის საჭირო დროის დაზოგვა. რობოტს, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული, კბილის გვირგვინის შეცვლა სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია. ითვლება, რომ სტომატოლოგს ამისთვის ორი საათი სჭირდება.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, კომპანიამ მონაცემები სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (DFA) უნდა წარუდგინოს. Perceptive-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ პროცედურას მთლიანობაში ხუთი წელი დასჭირდება.

მიუხედავად ამისა, კომპანიაში ტესტირების შედეგებით კმაყოფილები არიან და მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.

“მოხარულები ვართ, რომ წარმატებით შევიმუშავეთ მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზირებული სტომატოლოგი რობოტი. ჩვენი რობოტი გაამარტივებს სტომატოლოგიურ პროცედურებს და შესაბამის ეფექტიანობას”, — აღნიშნულია პრესრელიზში.

რობოტული სისტემა იყენებს 3D სკანერს, რომელიც იღებს დეტალურ 3D სურათებს ღრძილების ქვეშ. უკვე ამის შემდეგ საქმეში ხელოვნური ინტელექტი ერთვება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს.

ცნობისთვის, Perceptive-მა მოიპოვა მნიშვნელოვანი, 30 მილიონი დოლარის დაფინანსება. კომპანიის დამფინანსებლებიდან ერთ-ერთი მარკ ზაკერბერგია.

რობოტულმა ქირურგიამ წლების განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნური ინტელექტი კომპლექსური ოპერაციების ჩატარებას შეძლებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

შექმნეს ხელოვნური ენა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ მკვლევრებმა ხელოვნურ ენა შექმნეს, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს. ხელოვნურ ენას ბაქტერიების აღმოჩენისთანავე მათი განადგურება შეუძლია.

ენა ქიმიურ სენსორებს იყენებს და აქედან თითოეული სენსორი განსხვავებულად რეაგირებს.

ყველა სენსორისგან მიღებული მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება დადგინდეს, თუ რა სახის ბაქტერიებთან გვაქვს საქმე.

ბაქტერიული ინფექციები სახიფათოა

ბაქტერიული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზია.

დაგვიანებული მკურნალობა და არასწორი დიაგნოზი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. სტომატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კარიესი და პაროდონტიტი, ასევე მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სისტემურ დაავადებებს.

მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ბაქტერიების აღმოჩენისა და განადგურების გაადვილებაზე. ეს იმიტომ, რომ ბაქტერიების ტრადიციული გამოვლენის ტექნიკა კომპლექსურ კვლევებს საჭიროებს და შესაბამისად, რთულია.

როგორ მუშაობს ხელოვნური ენა

როდესაც სტომატოლოგი ფიქრობს, რომ ბაქტერია სტომატოლოგიურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ღრუს ან ღრძილების დაავადება, უნდა გაირკვეს რომელი ბაქტერიაა დამნაშავე.

ეს ბაქტერიების ლაბორატორიაში დათესვას მოითხოვს. არის კიდევ ერთი საშუალება, რა დროსაც უშუალოდ პირის ღრუში იკვლევენ ბაქტერიების სპეციფიკურ ნიშნებს. თუმცა, არცერთია მარტივი, ამიტომ მკვლევრებს უფრო მარტივი გზის გამონახვა სურდათ.

მათ სურდათ შეექმნათ სენსორების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიების ერთდროულად გამოვლენას შეძლებდა.

მკვლევრებმა ამისთვის პაწაწინა ნაწილაკები, ნანოზიმები გამოიყენეს. ნანოზიმი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფერმენტი. როდესაც ნანოზიმებს სპეციალური სითხე და ფერის შემცვლელი საღებავი დაამატეს, ნანოზიმებმა სითხე ლურჯად აქციეს.

თუმცა, თუ ბაქტერია ნანოზიმების დნმ-ს დაფარავდა, სითხე ლურჯი აღარ ხდებოდა. შესაბამისად, ნანოზიმების სხვადასხვა ტიპის დნმ-ით დაფარვამ ბაქტერიების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი. რაც მთავარია, სხვადასხვა ტიპის ბაქტერია განსხვავებულ ფერს იძლევა.

მკვლევრებმა ეს სისტემა პირის ღრუს 11 ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. კვლევამ წარმატებით ჩაიარა და მკვლევრებმა ბაქტერიების დაფიქსირებასთან ერთად, მათი ტიპებიც გაარჩიეს.

რაც შეეხება ბაქტერიების განადგურებას: მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ნანოზიმების ბაქტერიების შემცველ ხსნარებში დამატება სამი გავრცელებული ტიპის ბაქტერიას ანადგურებს.

როდესაც მკვლევრებმა ბაქტერიები მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით შეისწავლეს, დაინახეს, რომ ნანოზიმებმა დააზიანა მათი გარე შრეები. ეს ნიშნავს, რომ ახლად შემუშავებული სისტემა გამოსადეგია როგორც ბაქტერიების მიერ გამოწვეული სტომატოლოგოიური პრობლემების აღმოსაჩენად, ისე ამ ბაქტერიების გასანადგურებლად.

ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ მოთავსდება ხელოვნური ენა პირის ღრუში, მაგრამ ამ ინოვაციას ბევრი პრობლემის გადაჭრის პოტენციალი აქვს.

კვლევა ჟურნალ ACS Applied Materials & Interfaces-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

„ყოველწლიური ტერაქტების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცება. მხოლოდ ღია წვდომაში არსებული მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელსაც ტერაქტების უმეტესობის წინასწარმეტყველება შეუძლია“, – აცხადებენ მეცნიერები.

ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანდრე პიტონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც 2003-2016 წლებში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტებს ეხებოდა. სხვადასხვა ალგორითმის საშუალებით ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად მათემატიკოსებმა სცადეს ეპოვათ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ტერორისტების მომდევნო თავდასხმების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი.

კვლევამ აჩვენა, რომ ალგორითმებს ნამდვილად შეუძლიათ მსგავსი პროგნოზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ეხება ადგილმდებარეობას, სადაც ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ალგორითმები ტერაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყოველი მეორე თავდასხმის წინასწარმეტყველებას ახერხებენ.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ საკითხს, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება ამა თუ იმ ვებგვერდების მომხმარებლების ხასიათისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

მაგალითად, ოთხი წლის წინ ამერიკელმა სოციოლოგებმა შექმნეს სისტემა, რომელიც წყვილის Facebook-პოსტების ანალიზის საფუძველზე განქორწინების ალბათობას ადგენს.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც სიზმრების კონტროლის საშუალებას მოგვცემს

ძილში აქტივობებზე გიფიქრიათ? თუ არა, დროა დაფიქრდეთ.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტექ სტარტაპი Prophetic საინტერესო ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ძილის დროს შეგნებული მოქმედებების შესაძლებლობას მოგვცემს.

საუბარია ე.წ. “ჰალო”-ზე, სპეციალურ ჩაფხუტზე, რომელიც ლუციდური სიზმრების წარმოებაში დაგვეხმარება. ეს სიზმრის ის მდგომარეობაა, რა დროსაც ადამიანი აცნობიერებს რომ სძინავს – პოტენციურად ასეთი სიმზრების კონტროლი შეიძლება.

ლუციდური სიზმარი არის ტვინის მდგომარეობა REM ძილსა და სიფხიზლეს შორის. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ და როგორ ჩნდება მსგავსი სიზმრები, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ტვინის პრეფრონტალური და პარიეტალური რეგიონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასეთ დროს.

ლუციდური სიზმრების “სპეციალისტებს” ნაწილობრივ თავისი სიზმრების კონტროლი შეუძლიათ, რა დროსაც ისინი სიზმრის სცენარს მართავენ. ასეთი სიზმრები რაღაცით ვირტუალურ რეალობასა და ჰიპერრეალისტურ ვიდეო თამაშებს ჰგავს, სადაც შემოქმედი თავად მოქმედი პერსონაჟი შეიძლება იყოს. თეორიულად მსგავსი სიზმრების მართვა უდიდესი პოტენციალის მქონეა და მისი გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება.

“სიტყვით გამოსასვლელად მომზადება, მათემატიკის ამოცანების გადაჭრა ან სულაც თქვენი რომანის გაუგებარი დასასრულის ვიზუალიზაცია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც თეორიულად ლუციდური სიმზრისას შეგიძლიათ. ასეთ სიზმარში ერთადერთი შემზღუდავი თქვენი ფანტაზია თუ იქნება”, — განუცხადა Fortune-ს ერიკ ვოლბერგმა, Prophetic-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩაფხუტის შემქმნელი აფშინ მეჰინია. ეს ადამიანი დგას Neuralink-ის ტვინის იმპლანტის უკანაც. ის მუშაობს ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებული იმპულსების გამოთავისუფლებზე და ეს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც ლუციდურ სიზმრებთანაა დაკავშირებული.

ის ასევე სწავლობს რეგიონებს, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ლუციდური სიზმრის გამოწვევისას თქვენ მისი კონტროლი კიდევ უფრო შეგეძლებათ.

“ჩვენ გვინდა სიზმრების კონტროლი და ამას შევძლებთ”, — თქვა ვოლბერგმა.

ვოლბერგის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის დამატებითი სტიმულაცია, ტვინს სიზმრების კონტროლის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს. სტარტაპში კვლევებს აგრძელებენ და პირველი პროდუქტის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავენ. რაც შეეხება ღირებულებას, სტარტაპში ამბობენ, რომ ტექნოლოგიის შეძენა დაახლოებით 2 000 დოლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შექმნეს ქუდი, რომელიც ფიქრებს ნაწერად გარდაქმნის

სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აზრების წამკითხავი ქუდი შექმნეს, რომელსაც ფიქრების გაშიფვრა ინვაზიური პროცედურების გარეშე შეუძლია. ეს ასეთი პირველი მოწყობილობაა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

შესაძლოა, ინოვაცია სხვადასხვა დაავადებისა თუ დაზიანების მქონე ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც ლაპარაკი არ შეუძლიათ. ეს იმის ერთგვარი გზაცაა, რომ ადამიანებმა მოწყობილობებთან ინტერაქცია პირდაპირ შეძლონ.

ქუდის გამოცდისას კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, რომ ტექსტი უხმოდ წაეკითხათ. პარალელურად, მათი ტვინის ელექტრულ აქტივობას ელექტროენცეფალოგრამით (EEG) იწერდნენ.

მკვლევრებმა შემდეგ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი, სახელად DeWave, გამოიყენეს, რათა ფიქრები ნაწერად გარდაექმნათ. სისტემამ ეს 40-60-%-იანი სიზუსტით შეძლო.

„ნაშრომი პირველია, რომლის ფარგლებშიც EEG ტალღები პირდაპირ ენად გადაითარგმნა, რაც სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევაა“, – განაცხადა ჩინ-თენგ ლინმა, სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა.

პროფესორის აზრით, დიდი ენის მოდელების ინტეგრაცია ნეირომეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კუთხით უამრავ ახალ შესაძლებლობას გვპირდება.

საგულისხმოა, რომ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი სხვა ისეთი მოწყობილობებიც არსებობს, რომლებიც ფიქრებს ნაწერად გარდაქმნის. ამჟამად ეს სისტემები MRI სკანირებას ანდა ცხვირსა თუ თავის ქალაში ელექტროდების ჩადგმას საჭიროებს. ეს საკმაოდ ინვაზიური მიდგომაა.

მაგალითისთვის, ილონ მასკის სტარტაპი Neuralink ქირურგიულ რობოტს იყენებს ტვინში იმპლანტანტის ჩასადგამად. ტექნოლოგიამ ადამიანებს სხვადასხვა უნარი უნდა გაუუმჯობესოს, თუნდაც მხედველობის ანდა აზროვნების.

რამდენიმე თვის წინ Neuralink-მა FDA-სგან ნებართვა მიიღო, რათა იმპლანტანტები ადამიანებზე გამოცადოს. მეორე მხრივ, არსებობს დავა იმის თაობაზე, რომ ცხოველებზე ტესტირებისას მაიმუნებს „უკიდურესი ტანჯვა” განაცდევინეს. ამ ბრალდებებს მასკი და Neuralink უარყოფენ.

კვლევა მეცნიერებმა NeurIPS კონფერენციაზე წარადგინეს 12 დეკემბერს, ნიუ-ორლეანსში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ბაქტერიების მეშვეობით არაცხოველური ტყავი შექმნეს, რომელიც შავად თავისით იფერება

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში მომუშავე მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ბაქტერიების მეშვეობით არაცხოველური ტყავი შექმნეს, რომელიც, ამავდროულად, პლასტმასასაც არ შეიცავს. დამატებით, ეს მასალა შავ ფერს თავისით იღებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში სინთეტიკური საღებავები გამოიყენება, რაც გარემოსთვის საზიანოა.

სპეციალისტებმა ახალი ბიომატერია Komagataeibacter-ის გვარის გრამუარყოფითი ბაქტერიების დახმარებით მიიღეს. ისინი ბაქტერიულ ცელულოზას წარმოქმნიან, რომელიც გასაოცარი მახასიათებლების გამო აკუსტიკურ მოწყობილობებსა და ჭრილობების მოსაშუშებლადაც კი შეიძლება, გამოვიყენოთ.

სპეციალისტებმა მიკრობებს ის გენები შეუცვალეს, რომლებიც ცელულოზის ფენების წარმოქმნაში მონაწილეობს. შემდეგ გენური მოდიფიკაციით უზრუნველყვეს, რომ ბაქტერიებს მუქი შავი პიგმენტიც გამოეყო, რომელსაც ეუმელანინი ეწოდება.

“ტყავის თვითშეფერვადი და მდგრადი ალტერნატივების შექმნის ახალი და სწრაფი ხერხის შემუშავება დიდი მიღწევაა. ბაქტერიული ცელულოზა არსებითად ვეგანურია. მისი მიღების პროცესს ნახშირბადის მხოლოდ მცირე ემისია ახლავს თან და წყლისა თუ მიწის მცირე რესურსს საჩიროებს, ვიდრე ეს საქონლის ფერმებში ხდება.

ტყავის ისეთი შემცვლელებისგან განსხვავებით, რომლებიც პლასტმასას შეიცავს, ბაქტერიული ცელულოზის შექმნა ნავთობქიმიური პროდუქტების გარეშეა შესაძლებელი და უსაფრთხოდ, არატოქსიკურად, ბიოდეგრადირდება”, — აცხადებენ ავტორები.

ეს ცელულოზა მათ ფეხსაცმლის ფორმაზე “გაზარდეს”. სასურველი შედეგის მიღებას მხოლოდ 2 კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც სათანადო პირობებში 30 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე დააყოვნეს.

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტყავის მდგრად შემცვლელებზე აქტიურად მუშაობენ. ამ მხრივ გენური ინჟინერია მნიშვნელოვანია, რადგან ის ასეთი ბიომატერიების ფიზიკური და ესთეტიკური მახასიათებლების გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. უკანასკნელ მეთოდს ისიც გამოარჩევს, რომ სხვა მიკრობების გენების გამოყენებით განსხვავებული ფერების წარმოქმნაცაა შესაძლებელი.

მეცნიერები ამ მხრივ კვლევას აგრძელებენ, თან მათ ახლახან 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა. წყარო

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიები

მეცნიერებმა გამოიგონეს მანქანა, რომელსაც შეუძლია ჰაერი წყალად აქციოს

მეცნიერებმა შექმნეს მანქანა, რომელსაც, ხალხური სიტყვებით, შეუძლია ეფექტურად გადააქციოს ჰაერი წყლად – გარემოდან ტენიანობის გამოდევნით, თუნდაც მშრალ პირობებში.

სორბციაზე დაფუძნებული ატმოსფერული წყლის შეგროვება (SAWH) არის ინჟინერიის სფერო, რომელიც ეძებს წყლის დეფიციტის გადაჭრის გზებს, რაც „მსოფლიოში დიდ გამოწვევად რჩება“, ნათქვამია ACS Energy Letters- ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მსგავსი ინჟინერიის მაგალითებია ნისლის კომბაინი და წყლის კომბაინი, რომლებიც აგროვებენ ტენიანობას ჰაერიდან.

თუმცა, ეს ახლანდელი მოდელები „ხშირად არ გამოიყენება მშრალ გარემოში“, ამიტომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი მოდელი, რომელმაც „აჩვენა დიდი პოტენციალი მტკნარი წყლის მიწოდებისთვის კლიმატური პირობების ფართო სპექტრში“.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი ამბობს , რომ „მსოფლიოში დაახლოებით 1,1 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და სულ 2,7 მილიარდს უჭირს წყალი წელიწადში მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შექმნეს სათბობი ელემენტი, რომელიც ენერგიას მიწაში არსებული მიკრობებისგან იღებს

მეცნიერებმა ინოვაციური სათბობი ელემენტი შექმნეს, რომელიც ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად მიწაში არსებულ მიკრობებს იყენებს. შესაძლოა, მოწყობილობა იმ ბატარეების ალტერნატივა აღმოჩნდეს, რომლებიც სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწისქვეშა სენსორებში გვხვდება.

“ეს მიკრობები ფართოდაა გავრცელებული; ისინი მიწაში უკვე ყველგანაა”, — თქვა ჯორჯ უელსმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა — “ძალიან მარტივი დაგეგმარების სისტემები შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა მათგან ელექტრობა მოვიპოვოთ. ამ ენერგიით მთლიან ქალაქების ვერ მოვამარაგებთ, თუმცა შეგვიძლია, მცირე ენერგია მივიღოთ და პრაქტიკული, დაბალ ენერგიაზე მომუშავე რაღაცებისთვის გამოვიყენოთ”.

სათბობი დიზაინის ელემენტი საქმისათვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. მისი ანოდი ნახშირბადის ქსოვილისაგან არის დამზადებული, კათოდად კი ელემენტს არარეაქტიული გამტარი მეტალი აქვს.

მკვლევართა მიერ შექმნილი სათბობი ელემენტი

მკვლევართა მიერ შექმნილი სათბობი ელემენტი

ფოტო: Bill Yen/Northwestern University

პრესრელიზის თანახმად, სათბობი ელემენტი საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს — მან იმაზე 68-ჯერ მეტი ენერგია წარმოქმნა, ვიდრე სენსორების სამუშაოდ არის საჭირო. მან ნიადაგში ნესტის მკაფიოდ განსხვავებული დონეებიც კარგად აიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ კათოდის ზედაპირზე მეცნიერებმა წყალგაუმტარი მასალა გამოიყენეს. შედეგად მოწყობილობა დატბორვის დროსაც მუშაობს და შემდეგ შრება.

მკვლევრებმა შეამოწმეს, რამდენად შეეძლო ელემენტს, რომ ნიადაგში ნესტის გაზომვისათვის განკუთვნილი სენსორები მოემარაგებინა. ამას გარდა, მათ ნიადაგის ენერგიაზე მომუშავე სენსორს პატარა ანტენა მიამაგრეს, რათა უსადენოდ შესძლებოდათ კომუნიკაცია. ასე სათბობმა ელემენტმა არსებული რადიოსიხშირული სიგნალები აირეკლა და ახლომდებარე სადგურს მონაცემები გადასცა.

საგულისხმოა, რომ ახალი სათბობი ელემენტი თავის მსგავს ტექნოლოგიებზე 120%-ით უკეთესად მუშაობს. გარდა ამისა, ტრადიციული ბატარეებიდან, შესაძლოა, ქიმიკატებმა ნიადაგში ჩააღწიოს, როცა ახალი ტექნოლოგია მეტად ეკომეგობრული იქნება.

ბილ იენის, კვლევის ხელმძღვანელის, თქმით, მსგავსი მოწყობილობების რიცხვი მუდმივად იზრდება და სამომავლოდ ტრილიონობით მსგავსი ხელსაწყო იარსებებს. მეორე მხრივ, თითოეულ მათგანს ლითიუმით, მძიმე მეტალებითა და გარემოსთვის სახიფათო ტოქსინებით ვერ დავამზადებთ.

“ისეთი ალტერნატივების პოვნა გვჭირდება, რომლებიც მცირე ენერგიას უზრუნველყოფს მოწყობილობათა დეცენტრალიზებული ქსელის მოსამარაგებლად. გამოსავლის ძიებაში ნიადაგის მიკრობებზე მომუშავე სათბობ ელემენტებს მივმართეთ, რომლებიც სპეციალურ მიკრობებს იყენებს მიწის დასაშლელად, ამ ცოტაოდენი ენერგიით კი სენსორებს ამარაგებს. სანამ ნიადაგში მიკრობების მიერ დასაშლელი ორგანული ნახშირბადი იქნება, სათბობმა ელემენტმა შეიძლება სამუდამოდაც გაძლოს“, — განაცხადა იენმა.

ნაშრომი ჟურნალში Proceedings of the Association for Computing Machinery on Interactive, Mobile, Wearable and Ubiquitous Technologies გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

იაპონია ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებს

2025 წელს იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას, – იუწყება BBC.

იაპონელი ინჟინრების თქმით, სუპერკომპიუტერი ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მანამდე შექმნილი კომპიუტერები.

მისი გამოშვება 2030 წლისთვის იგეგმება. იაპონელებს სუპერკომპიუტერის შექმნა 750 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

ახალ სუპერკომპიუტერზე იმუშავებენ იაპონური კომპანიები RIKEN–ი და Fujitsu.

ყველაზე მძლავრ იაპონურ სუპერკომპიუტერად Fugaku ითვლებოდა, თუმცა მან ეს ტიტული 2022 წელს დაკარგა, როდესაც ტექნოლოგიურ ბაზარზე ამერიკული სუპერკომპიუტერი Frontier გამოჩნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი, რომლითაც 250%-ით უფრო სწრაფად ივლით

პიტსბურგში დაფუძნებულმა რობოტიკის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი შექმნა. გამოგონებას Moonwalkers ჰქვია და მფლობელს საშუალებას აძლევს 250 პროცენტით უფრო სწრაფად იაროს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Vigor Times-ის მიერ კვირას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გამოგონებამ უკვე მოიპოვა “მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხსაცმლის” ტიტული.

„Moonwalkers ფეხით მოსიარულეებისთვის შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იაროთ სირბილის სიჩქარით. მასში ჩაშენებულია სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ყველაფერში გეხმარებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგია მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც ფეხსაცმელს სუპერ მოქნილს ხდის. ამასთან, ის სპეციალურად თქვენი სიარულის სტილს ერგება და ამცირებს დისკომფორტის რისკს.

ძრავა, რომლითაც ფეხსაცმელი იკვებება, შეიძლება გამორთოთ კიბეებზე ასვლისას ან სხვა აქტივობების შესრულებისას, სადაც სიჩქარე შეიძლება შემაფერხებელი იყოს.

ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე, ფეხსაცმელი ინტუიციურია. ის ხვდება რა მომენტში გირჩევნიათ შენელება, ან პირიქით, აჩქარება.

რაც შეეხება უსწორმასწორო რელიეფს და წვიმას, არც ეს არის პრობლემა. ფეხსაცმელს მოჰყვება რვა სპეციალური ბორბალი, რომლებსაც შეუძლიათ გაცილებით დიდი დიამეტრის მოცვა რთული რელიეფების დასაფარად.

ფეხსაცმელი აღჭურვილია 300 ვატიანი ელექტროძრავით. მფლობელებს შეუძლიათ მიაღწიონ 12კმ/სთ-ის სიჩქარეს და ეს ყველანაირი დატვირთვის გარეშე.

ფეხსაცმელი ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება და მისი ღირებულება 1 400 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 89
Page 4 of 89