close

კომუნიკაცია

ეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

ფეისბუკსკანდალი და ინტერნეტკამპანია #deletefacebook გრძელდება

,,ფეისბუკსა” და კომპანია ,,კემბრიჯ ანალიტიკას” (Cambridge Analytica) მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა ,,ფეისბუქის” პლატფორმაზე აპლიკაცია „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“ („This is you digital life“) შექმნა. აპლიკაცია მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დასადგენად ტესტს სთავაზობდა. ტესტში დასმული იყო უამრავი შეკითხვა, პარალელურად კი აპლიკაცია ისეთ პერსონალურ მონაცემებზეც ითხოვდა წვდომას, როგორიცაა ადგილსამყოფელი, მოწონებული გვერდები, ინტერესები და სხვა. გარდა ამისა, მომხმარებელი აპლიკაციას ინფორმაციას აწვდიდა მისი ფეისბუკმეგობრების შესახებაც. კოგანის აპლიკაციით დაახლოებით, 300 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. მათ მიერ მეგობრებზე გაცემული ინფორმაციების ჩათვლით, საერთო ჯამში, 50 მილიონი ადამიანის მონაცემები შეგროვდა. არსებული ვერსიით, მოგვიანებით ეს მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ იყიდა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა – კერძოდ, შექმნა მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაანალიზა ინფორმაცია და ამომრჩევლებზე მათზე მორგებული კამპანიით ზეგავლენა მოახდინა და ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო.
თავად Cambridge Analytica მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა. მან განაცხადა, რომ ,,ფეისბუკი” პასუხისმგებელია მომხმარებლის მონაცემების დაცვაზე. ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ მონაცემების „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში ჩავარდნის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რაც შესაძლოა მის მომხმარებლებს მიადგათ.
18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ ,,ფეისბუკისა” და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მსოფლიოს მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე.
ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკთან” მიმართებით მკაცრი ზომები გატარდება.
ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. „ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – დასძინა მან.
,,ფეისბუკის” ისტორიაში უდიდესმა კრიზისმა უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კომპანიას – მისი ღირებულება 7 პროცენტით, 37 მილიარდით, შემცირდა. მომხდარს კი გამოიძიებენ როგორც ევროპაში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალს ონლაინ კამპანია #deletefacebook (წაშალე ფეისბუქი) მოჰყვა, რომელიც მარტის შუა რიცხვებში ,,ტვიტერზე” დაიწყო, როცა Whatsapp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბრაიან ექტონმა აღნიშნული მოწოდების პოსტი გამოაქვეყნდა.
თუმცა, არის კი ,,ფეისბუკის” დატოვება ასეთი იოლი? ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან. გარდა ამისა, ექსერტების ნაწილი აცხადებს, რომ არცთუ ისე იოლია, ამ 2,2 მილიარ მომხმარებლიანი სოციალური ქსელის ალტერნატივის პოვნა. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ,,ფეისბუკი”? “ტვიტერით”? – ამ ზედმეტად საჯარო სოციალური ქსელით? “ინსტაგრამით?- რომელიც ,,ფეისბუკის” საკუთრებაა? Snapchat-ით?- შესაძლებელია, თუკი თქვენი ასაკი 25 წელს არ აღემატება.
აღსანიშნავია, ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს Facebook გვერდები წაშალა. მასკმა თქვა, რომ მისი კომპანიების  ფეისბუქგვერდების არსებობის შესახებ არც კი იცოდა, სანამ ამის შესახებ Twitter-ზე არ უთხრეს. მასკს Twitter-ზევე მოუწოდეს, წაეშალა ვერიფიცირებული გვერდები. სანამ ამას გააკეთებდა, მან დაწერა: „რა არის ,,ფეისბუკი”?“.
ასე რომ, არსებობს ორი გამოსავალი : წავშალოთ „ფეისბუკი“ ან დავიცვათ თავი ჩვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებისგან. როგორ?
,,ფეისბუკზ”ე გავრცელებული ისეთი ე.წ. ქვიზები როგორიცაა, “გაიგე შენი IQ”, “როგორია შენი პიროვნება” ან ,,რომელ ცნობილ მსახიობს ჰგავხარ” ხშირ შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს იყენებენ. სწორედ ასეთივე ტესტი იყო Cambridge Analytica მიერ შემუშავებული ,,ეს არის შენი ციფრული ცხოვრებაც”.

ასეთ ,,ქვიზებს” მონაცემების შეგროვების უფლება, ,,ფეისბუკის” წესების მიხედვით, აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მომხმარებელს ამის შესახებ არ აფრთხილებს.
პერსონალური მონაცემების დასაცავად საჭიროა : შეხვიდეთ ფეისბუქზე და გახსნათ “აპლიკაციების პარამეტრები” (App. Settings)
თითოეული აპლიკაციის ქვეშ მოცემულია წაშლის ან რედაქტირების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ან საერთოდ წაშალოთ აპლიკაცია, ან შეუზღუდოთ მათ თქვენს მონაცემებამდე წვდომა.

წყაროები: https://www.independent.co.uk ; https://www.theguardian.com ;  https://www.theverge.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

თხევადი ბრონი, რომელიც ეკრანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციური იდეების გავრცელება კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმე გვაქვს ინოვაციურ თხევად ნანოტექნოლოგიასთან, რომელიც სმარტფონის ეკრანის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, სითხე, რომელიც თქვენს ტელეფონს გატეხვის საშუალებას არ მისცემს.
საქართველოში უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს თხევად ბრონს, რადგან, მომხმარებელთა აზრით, ძალიან მოსახერხებელი და გამოსადეგი რამაა, ვიზუალს არ უცვლის ტელეფონს და პროგრამულად არ უქმნის მარ არანაირ პრობლემას, ასე რომ – ინოვაციური იდეა საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად გადაიქცა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში, მყიდველთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ.

წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიკომუნიკაციამედიცინამსოფლიოსოციოლოგიატექნოლოგიები

კვლევა: სმარტფონს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ გახშირებული ნევროზისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარებაც კი იყოს. როგორც მეცნიერების ახალი კვლევით იკვეთება, სმარტფონს შეუძლია საკუთარ მფლობელში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გაუთავებელი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები სტრესის ჰორმონს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელიც მუდმივ თავდაცვით რეაქციას იწვევს.

ხშირად გექნებათ შეგრძნება, როდესაც ცრუ ვიბროზარებს გრძნობთ – ტვინი რეაგირებს ტელეფონზე მაშინაც კი, როცა ის გამორთულია. ამას  მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის.

გამოკითხულთა 86 % აცხადებს, რომ მუდმივად ამოწმებს სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას.

წყარო: Business Insider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

წარსულში წარმატებული ,,სონი ერიქსონის” დაარსების ისტორია

შვედური სატელეკომუნიკაციო  კომპანია ,,სონი ერიქსონი”, რომელიც არის ცნობილი მობილური ტელეფონების ბრენდისა და მისი აქსესუარების მწარმოებელი, დაარსდა 2001 წლის 1-ელ ოქტომბერს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში.  
კომპანია ,,Ericsson-ი” და ,,Sony” იმ პერიოდისთვის უკვე  წარმოდგენდნენ ცნობილ ბრენდებს და ჰქონდათ საკმაოდ დიდი განვითარების ისტორია. ორივე მათგანი აწარმოებდა საკუთარი ბრენდის მობილურ ტელეფონებს. იაპონური კომპანია ,,სონი”, რომლის დასახელება თავიდან იყო T
,,Tokyo Telecommunications Engineering-ი”, დაარსდა 1946 წელს და მისი დამფუძნებლები იყვნენ  აკიო მორიტა და მასარუ იკუბა. დღესდღეობით, არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავს კომპანიას, მაგრამ კარგი წარსულით მაინც ინარჩუნებენ წამატებული კომპანიის სახელს.

წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

წარსულში წარმატებული ,,სონი ერიქსონის” დაარსების ისტორია

შვედური სატელეკომუნიკაციო  კომპანია ,,სონი ერიქსონი”, რომელიც არის ცნობილი მობილური ტელეფონების ბრენდისა და მისი აქსესუარების მწარმოებელი, დაარსდა 2001 წლის 1-ელ ოქტომბერს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში.  

კომპანია ,,Ericsson-ი” და ,,Sony” იმ პერიოდისთვის უკვე  წარმოდგენდნენ ცნობილ ბრენდებს და ჰქონდათ საკმაოდ დიდი განვითარების ისტორია. ორივე მათგანი აწარმოებდა საკუთარი ბრენდის მობილურ ტელეფონებს. იაპონური კომპანია ,,სონი”, რომლის დასახელება თავიდან იყო T
,,Tokyo Telecommunications Engineering-ი”, დაარსდა 1946 წელს და მისი დამფუძნებლები იყვნენ  აკიო მორიტა და მასარუ იკუბა. დღესდღეობით, არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავს კომპანიას, მაგრამ კარგი წარსულით მაინც ინარჩუნებენ წამატებული კომპანიის სახელს.

წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

რაში მდგომარეობს ,,სამსუნგის“ ახალი პროდუქტის ინოვაციურობა?

როგორც იცით „სამსუნგმა“ გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში ახალ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს, რომელიც ინოვაციებით სავსე იქნება ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ განაცხადა, რომ ერთ–ერთი ახალი ფუნქცია ,,სამსუნგ გალაქსი S9-ის“ იქნება კამერა, რომელიც თქვენი გარემოს მიხედვით შეცვლის ფერებს და ხარისხს, უახლესი ფოტოტექნიკა, რომელიც, კომპანიის თქმით, ახალი სიტყვა იქნება ტექნოლოგიის განვითარებაში.

კამერას ექნება ფუნქცია, რომელიც შესაფერის განათებას მისცემს თქვენს გადაღებულ სურათს, მომხმარებლების უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნლოვანია ფოტოს ხარისხი, რაც ,,სამსუნგმა“ გაითვალიწინა და კიდევ უფრო გააუმჯობესა ისედაც ძლიერი კამერა.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციატექნოლოგიები

,,Apple-ი” წელს 3 ახალ სმარტფონს გამოუშვებს

,,Apple-ი” წელს 3 ახალი სმარტფონის, მათ შორის –  ყველაზე დიდი iPhone-ს გამოშვებას გეგმავს. მართალია, ამის შესახებ  ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ მსხვილი მედიასაშუალებები სანდრო წყაროებზე  დაყრდნობით საუბრობენ.

ამავე წყაროების ინფორმაციით, ახალ სმარტფონებს შორის iPhone X-ის განახლებული ვერსიაც იქნება.

ახალ სმარტფონს, სავარაუდოდ, Face ID-ი ექნება.  რაც საინტერესოა – იგეგმება 2-სიმიანი მობილური ტელეფონის გამოშვება.

სავარაუდოდ, ახალი სმარტფონების პრეზენტაცია ტრადიციულად შემოდგომაზე შედგება.

 

წყარო:  Bloomberg

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

ჰაკერებმა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე კიბერშეტევა განახორციელეს

როდესაც მილიონობით ადამიანი ოლიმპიური თამაშების დაწყებას მოუთმენლად ელოდა, სცენის გარეთ მოხდა ჰაკრების კიბერშეტევა, გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე  ვებსაიტმა შეწყვიტა მოქმედება, მომხმარებლებს შეექმნათ პრობლემები ბილეთების ყიდვასთან მიმართებით, ინფორმაციის მიღება გახდა შეუძლებელი, ასევე – უკაბელო ინტერნეტს შეექმნა პრობლემები, რაღაც დროის განმავლობაში იგი უმოქმედო იყო.

როგორც გაირკვა, 12 საათი დასჭირდათ კიბერმცველებს, რათა განეახლებინათ ვებგვერდი და საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინათ. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შეტევები არცთუ ისე იშვიათია და მათთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა. ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ ვინ შეიძლება იდგეს კიბერშეტევის უკან.

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკა

SpaceX-მა კოსმოსში ,,ნატოს” თანამგზავრი გაუშვა

ფლორიდადან ოთხშაბათს კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 გაუშვეს, რომელსაც ლუქსემბურგში დამზადებული საკომუნიკაციო თანამგზავრი გადაჰქონდა. თანამგზავრი კომპანია ლუქსემბურში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ,,ნატოსთვის” დაამზადა, რომელიც კოსმოსში დაკვირვების შესაძლებლობას აფართოვებს, რათა ალიანსის წევრებზე კიბერ თავდასხმის შეჩერების შესაზლებლობა ჰქონდეს.

ხელოვნური თანამგზავრი GovSat-1, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია SES-მა ააგო, სერიოზულ კიბერთავდაცვით საშუალებას წარმოადგენს.

აფრენიდან 34-წუთში თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.  საბოლოო ჯამში, ის 36,000 კმ სიმაღლეზე განთავსდება, სადაც 15 წლის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ იმოძრავებს.

ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის – ეტიენ შნაიდერის განცხადებით, 279 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თანამგზავრი დაახლოებით 4,5 ტონას იწონის და ის აორმაგებს ქვეყნის კონტრიბუციას ,,ნატოს” მიმართ. 

,,ნატოს” ოფიციალურმა პირმა რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი  თავდაცვით ტექნოლოგიებზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის მესამედი თანამგზავრულ ტექნოლოგიებს მოხმარდებოდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

.

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაციატექნოლოგიები

რა არის Facebook–ის დანიშნულება

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან იკონტაქტონ და ჰყავდეთ ის საზოგადოება ახლოს, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია, გამოავლინონ სხვადასხვა დამოკიდებულება ერთმანეთზე და მსოფლიოში მომხდარ სხვადასხვა საკითხზეც, გამოაქვეყნონ თავიანთი აზრები და იმსჯელონ  მათზე.

მაგრამ შესამჩნევია, რომ ბოლო დროს ხშირია სოციალურ ქსელში სხვადასხვა არცთუ ისე საინტერესო რეკლამა და უცხო ადამიანების პირადული ცხოვრების ამსახველი ფაქტები, ეს ყველაფერი ჩვენამდე მოდის იმიტომ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა იყენებს მას და ადვილად ვრცელდება ნებისმიერი ინფორმაცია, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია ზრუნავს ხარვეზების გამოსწორებაზე და იგი იმედოვნებს, რომ მომხმარებლები კმაყოფილები იქნებიან მომავალში კომპანიის მომსახურებით.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 9
Page 5 of 9