close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ.

როგორც WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია – AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Moderna-მ 12-წლამდე ბავშვებზე კოვიდვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Moderna-მ თავისი ვაქცინის კლინიკური გამოცდა ბავშვებზე დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-სა და კანადაში 7 ათასი ჯანმრთელი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 თვიდან 12 წლამდეა.

ბავშვებს ვაქცინის ორ დოზას 28-დღიანი შუალედით გაუკეთებენ. შემდეგ კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

მედიის ცნობით, Moderna პირველი კომპანიია, რომელიც თავის ვაქცინას მცირეწლოვნებზე გამოცდის. მანამდე ვაქცინა 12-17 წლის მოზარდებზე გამოსცადეს. ხოლო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ტესტირება 12-15 წლის მოზარდებზე განხორციელდა. ამ კვლევის შედეგები, ამ დრომდე საჯარო არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რვა ქვეყანა, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მათ შორისაა ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია. ამასთან, ცოტა ხნის წინ Deutsche Welle-მ დაწერა, რომ ამავე კომპანიის კოვიდ-ვაქცინის გამოყენება 14 დღით დანიამაც შეაჩერა. შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს ნორვეგია და ისლანდიაც შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს განმარტებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში დღეს დილით შემოვიდა.

„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეულია შეთანხმება AstraZeneca-სვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული რაოდენობა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მიერ“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასამართალი

ავსტრალიაში COVID19-ის ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება

ავსტრალიაში COVID19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ მომიტინგეები ქუჩებში  გამოვიდნენ. საპროტესტო აქციებმა მოიცვა ავსტრალიის დიდი ქალაქები, მათ შორის, მელბურნი, სიდნეი და ბრიზბენი. მომიტინგეები ქუჩებში შემდეგი ლოზუნგებით მოძრაობენ: ,,ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი”.

ავსტრალიის ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აქციები მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ მელბურნში პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა.

მელბურნში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა და პოლიციის მხრიდან გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი, რამდენიმე მათგანი კი დააკავეს. სიდნეის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ყოფილი ავსტრალიელი შეფი პიტ ევანსი, რომელსაც სოციალურ ქსელებში აუკრძალეს COVID19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება.

ორშაბათს სახელმწიფო იწყებს მოსახლეობის ნაწილის ვაქცინაციას Pfizer-ის ვაქცინით. პირველ რიგში დაგეგმილია პრიორიტეტული ჯგუფების, მათ შორის, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების(700 000 კაცი) და სხვათა ვაქცინაცია. საერთო ჯამში, მარტის თვის დასაწყისამდე იგეგმება 4 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია. ავსტრალიაში პანდემიის დაწყებიდან საერთო ჯამში დაინფიცირებულია 29 000, ხოლო გარდაცვლილია 909 ადამიანი.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები დედის რძეში გადადის

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, Pfizer –BioNTech-ისა და  Moderna-ს ვაქცინებით წარმოქმნილი „კოვიდ 19“-ის ანტისხეულები დედის რძეში გადადის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს რჩება ანტისხეულები იქ.

ექვსმა ქალმა, რომლებსაც ახალშობილები ძუძუთ კვებაზე ჰყავდათ და რომლებიც Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებას აპირებდნენ, მეცნიერებს ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ თავიანთი რძის ნიმუშები გადასცეს. ბოლო ნიმუში ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ორ კვირაში აიღეს. არცერთი აღნიშნული ქალი კორონავირუსით არ დაინფიცირებულა, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან ერთ კვირაში ყველა მათგანის რძეში ანტისხეულები აღმოჩნდა. მოგვიანებით ანტისხეულების დონე შემცირდა, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა.

აღმოჩნდა, რომ ორივე ვაქცინა თანაბრად ეფექტური იყო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით.

კვლევის ავტორების განმარტებით, დედის რძეში ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ხანგრძლივობის, ისევე როგორც ახალშობილთა იმუნიტეტის სიძლიერისა და ხანგრძლივობის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ონლაინ საიტ medRxiv-ზე გამოქვეყნდა და მისი განხილვა ან სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდვა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სიმღერა ან კივილი ცხვირის ტამპონის ნაცვლად – ჰოლანდიელი მეცნიერი კორონავირუსის დიაგნოზირების ახალ მეთოდს გვთავაზობს

ჰოლანდიელმა გამომგონებელმა კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად უფრო სწრაფი და მარტივი მეთოდი მოიფიქრა.

ცხვირის ტამპონის გამოყენებით უსიამოვნო პროცედურის ნაცვლად, პიტერ ვან უისი მონაწილეებს სპეციალურ კაბინაში შესვლას და იქ ყვირილს ან სიმღერას სთხოვს. ინდუსტრიული ჰაერის გამწმენდი  გამოყოფილ ნაწილაკებს აგროვებს, რის შემდეგაც ხდება მათი ანალიზი.

”თუ კორონავირუსი გაქვთ, ინფიცირებული ხართ და ყვირით, თქვენ ავრცელებთ ათიათასობით ნაწილაკს, რომელიც კორონავირუსს შეიცავს ”, – განაცხადა უისმა.

ვირუსის იდენტიფიცირება ნანომეტრის მასშტაბის ზომის მოწყობილობის გამოყენებით ხდება. პროცესს დაახლოებით 3 წუთი სჭირდება.

პიტერ ვან უისი აცხადებს, რომ მისი გამოგონება სასარგებლო იქნება კონცერტებზე, აეროპორტებში, სკოლებში ან ოფისებში.

ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ისინი მიესალმებიან სწრაფ, მოქმედ ტესტს, რომელიც უტყუარია.

”მაგრამ როგორ მუშაობს ეს აპარატი – ამას ვერ შევაფასებთ, რადგან მის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ ვიცით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს.

მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.

იმპლანტი მოქნილი მასალისგან – გამჭვირვალე პოლიმერისგან მზადდება, რაც ოპერაციის დროს მასთან მუშაობას ამარტივებს. ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იმპლანტი კლინიკური ტესტირებისთვის მზად არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები

თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს. ვიმედოვნებ, თვითშეზღუდვები მაინც დარჩება თუნდაც შარშანდელი გამოცდილებით, თავად მოსახლეობაც აღარ იქნება ისეთი თამამი. ძირითადი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ისეთი შეზღუდვების მოხსნაზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის გახსნასთან და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან. მატება იქნება თუ მოსახლეობა ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარს იტყვის რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე. შეზღუდვები შეიძლება მოვხსნათ, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. გამოიკვეთა საგანგაშო სიგნალები. როცა შემთხვევები ბევრი იყო და გვიჭირდა, პირბადის ტარების პროცენტი იყო 72, ერთ კვირაში ჩამოვიდა – 62 პროცენტი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის -პირბადის ტარებაზე და რეკომენდაციებზე უარის თქმა. მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება. გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი – თმის ცვენა

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი თმაზე – ამასთან დაკავშირებით ექიმი-დერმატოლოგი ნინო ლორთქიფანიძე, „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

„გამოჩნდა კავშირი თმის ცვენასა და კორონავირუსს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხალხს ეშინია კლინიკაში მისვლის, ამის ფონზე მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია“- ამბობს ექიმი ნინო ლორთქიფანიძე.

“თმის ცვენის ბევრი ფორმა არსებობს.კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით გამოვლენილია დაავადება, რომელსაც დიფუზური ალოპეცია ეწოდება, რომლის დროსაც ზრდის ფაზიდან ცვენის ფაზაში გადადის თმა. ან დროს იმატებს თმის ცვენა და ნელნელა თხელდება თმის საფარი.

ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორი არის: მძიმე ინფექციის გადატანა და სტრესი. კოვიდ გადატანილ პაციენტებს  2-4 თვეში უვითარდებათ აღნიშნული პრობლემა.

ექიმის განცხადებით მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ეს ყველაფერი ნორმააა. გადატანილი ინფექციიდან და მასთან დაკავშირებული სტრესიდან, 6-ს თვეში პროცესი უნდა ალაგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდების ჩატარება გახდება საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 43 44 45 46 47 91
Page 45 of 91