close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ზეითუნის ზეთი, კაკალი და ავოკადო – საკვები, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მაგიური წამალი, რომელიც ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას უწყობს ხელს, შესაძლოა ზეითუნის ზეთის სახით კარადაში გქონდეთ. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ სამზარეულოს ამ ძირითად ინგრედიენტში აღმოჩენილი ცხიმის ფორმა ადამიანებს 100 წლამდე მიღწევაში ეხმარება. თუმცა მრგვალ ჭიებზე ახლახან ჩატარებული მონოუჯერი ცხიმების ცდაზე დაყრდნობით ასევე გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა ზეითუნის ზეთმა წონაში მომატება გამოიწვიოს.

აღმოჩნდა, რომ ცხოველები, რომლებსაც ჯანსაღ ნაერთს აძლევდნენ, რომელიც ზეითუნის ზეთის გარდა ავოკადოსა კაკალშიც აღმოაჩინეს,  გაცილებით ხანგრძლივად ცხოვრობდნენ. ეს ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი სუქდებოდნენ – ადრეული  სიკვდილის ინდიკატორი, რომელიც გულის დაავადებისა და დიაბეტის რისკს ზრდის.

ექსპერტების აზრით, დასკვნები შესაძლოა ადამიანებისთვისაც რელევანტური იყოს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები თვლიან, რომ ცხიმი უჯრედებს დაბერებისგან იცავს. მათივე თქმით, ის საშუალებას აძლევს სხეულს სწრაფად აითვისონ ენერგია საკვებისგან. შესაძლოა ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ სამხრეთ ევროპელები, რომლებიც ზეითუნის ზეთს ხშირად მოიხმარენ, დიდხანს ცოცხლობენ და მიუხედავად იმისა, რომ მეტ ცხიმს მოიხმარენ, გულის დაავადებების ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.

კვლევაში, რომლის დროსაც მრგვალი ჭიები უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამოკვებეს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები, როგორც ცნობილია, გულის დაავადებისა და დიაბეტის რისკს ზრდის.

ჭიები გასუქდნენ, თუმცა საშუალოზე მეტხანს ცოცხლობდნენ. მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ, როგორ მოქმედებს უჯერი ცხიმოვანი მჟავის დაგროვება სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

ადამიანები, რომლებიც უჯერი ცხიმებით იკვევებიან, გულის დაავადებისა და დიაბეტის დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

„როგორც ჩანს, ის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი გულისთვის ძალიან სასარგებლოა,“ – განაცხადა კვლევაზე კომენტირებისას ლონდონში მოღვაწე ნუტრიციონისტმა – რობ ჰონსონმა.  „ის შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას. თუმცა, ყველა ჯანსაღი საკვების მსგავსად, იმისათვის, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს, უჯერი ცხიმების შემცველი საკვები ზომიერად უნდა მივიღოთ, “ – დასძინა მან.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნერები ამტკიცებენ, რომ კოცნა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

იცით თუ არა, რომ კოცნა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კოცნამ შესაძლოა ფიზიოლოგიური პროცესების მთელი სპექტრი გამოიწვიოს, რომელიც იმუნიტეტსა და თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის კავშირს აუმჯობესებს.

და მაინც, რისთვისაა კარგი კოცნა?

  1. კოცნა კარგია კბილების სიჯანსაღისთვის

სტომატოლოგი ჰეიდი ჰოზოერი აცხადებს, რომ კოცნა ზრდის ნერწყვის ნაკადს, გამოდევნის საკვების ნაწილაკებს და ეს კი, თავის მხრივ, პირის, კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ნერწყვი ხელს უწყობს კბილებიდან ბაქტერიების ჩამორეცხვას და ამცირებს ნადებს.

ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი აცხადებს, რომ ნერწყვში შემავალი მინერალური იონები ხელს უწყობს კბილის ემალზე მცირე დაზიანებების აღმოფხვრას.

 

  1. კოცნა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

გარდა პირის ღრუს ჰიგიენისა ნერწყვი თქვენს იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ადამიანის პირის ღრუში 700-ზე მეტი სახის ბაქტერიაა. კოცნის დროს პირის ღრუში სხვა ბაქტერიები ხვდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების მრავალფეროვნება კორელირებს უკეთეს ჯანმრთელობასთან  – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მიკროფლორასა და მიკროფაუნას.

ჰოლადიელი მეცნიერების მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10-წამიანი ფრანგული კოცნის დროს პარტნიორებს შორის 80 მილიონამდე ბაქტერიის გაცვლა ხდება.

პირის ღრუს მიკლოფლორის შესაცვლელად მხოლოდ ერთი კოცნა არაა საკმარისი, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილებს, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივად კოცნიან, მსგავსი მიკლოფლორა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მსგავსი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად და მსგავსი საკვების მოსანელებლად უკეთ მომზადებულები არიან.

 

  1. ამცირებს ნევროზს

კოცნა ამცირებს თავის ტვინში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს და ზრდის სეროტონინის დონეს – ეს არის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია განწყობის ბალანსის შენარჩუნებაზე.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ კოცნის შედეგად ხდება ოქსიტოცინის, ე.წ. სიყვარულის ჰორმონის გამომუშავება. ოქსიტოცინს ფსიქოლოგიური დამცავის როლის შესრულება შეუძლია და ადამიანებში სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას იწვევს.

 

  1. ამცირებს ალერგიულ რეაქციებს

იაპონელმა ალერგოლოგმა – დოქტორ ჰაჯიმე კიმატამ, ნობელის პრემია მოიპოვა იმის აღმოჩენისთვის,  რომ 30-წუთიან კოცნას ალერგიული რეაქციების შემცირება შეუძლია. მან რბილი ატოპიური ეგზემითა და ალერგიული რინიტით დაავადებულ 24 პაციენტზე შესაბამისი კვლევა 2006 წელს ჩაატარა.

 

  1. კოცნა არტერიულ წნევას ამცირებს

იმის გამო, რომ ტუჩები სისხლძარღვებისგან შედგება, აფართოვებს რა სისხლძარღვებს, კოცნა იწვევს სისხლის წნევის შემცირებას.

„სისხლი მიემართება სახისკენ და შემდეგ სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ. ამრიგად, გულზე დატვირთვა მცირდება და სისხლის წნევა მცირდება,“ – აცხადებს პლასტიკური ქირურგი -დოქტორი რაიან ნაინშტეინი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კოცნა ამცირებს კორტიზოლის დონეს, რაც არა მარტო ნევროზს, არამედ წნევასაც ამცირებს.

 

  1. კოცნა ხელს უშლის დაბერების პროცესს

იმის გამო რომ კოცნა სახეზე სისხლის ნაკადს ზრდის, ის კოლაგენების წარმოქმნას ასტიმულირებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ცილაა.

„კოცნის პროცესში სახეც ერთვება, რაც სახის კანის ელასტიურობას ზრდის,“ – აცხადებს დოქტორი ნაინშტეინი.

„გინახავთ სახის იოგა ან  სახის სხვა ვარჯიში? იოგები,  დერმატოლოგები და ესთეტიკური მედიცინის ექიმები ქალბატონებს სახის ვარჯიშების გაკეთებას ურჩევენ, რაც კოლაგენებს ასტიმულირებს და სახის ლიფტინგის საჭიროებას ამცირებს,“ –  აღნიშნავს დოქტორი ნაინშტეინი.

 

  1. კოცნა კალორიებს წვავს

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოცნის დროს ადამიანი 30 კუნთს იყენებს.

მათი მტკიცებით, რაც უფრო ვნებიანია კოცნა, მით მეტი კალორიის დაწვას იწვევს. მკვლევარები აცხადებენ, რომ კოცნის დროს ადამიანი წუთში ორიდან ექვს კალორიამდე წვავს, ვნებიანი კოცნის დროს კი – 26 კალორიას.

 

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

არის თუ არა თევზის ქონის აბები სასარგებლო?

თევზის ქონი – მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. ოქროს კაფსულები, რომლებიც გულის შეტევების, სახსრების ტკივილისა და დემენციისგან დაცვას გვპირდებიან.
შვიდი ბრიტანელი მოზარდიდან ერთი თევზის ქონის კაფსულას ყოველდღიურად იღებს, რადგან მიიჩნევა, რომ მასში შემავალი omega-3-ის   ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა სხეულისა და გონებისთვის.
თევზის ქონის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეცნიერებმა მისი თხევად, უსუნო კაფსულაში მოთავსება მოახერხეს და მწარე თევზის ქონით სავსე ბოთლები ისტორიას ჩაბარდა. 2004 წლიდან გაყიდვები 40 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა მედიკოსთა ნაწილი აბების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
„არ არსებობს ისეთი კვლევა, რომელიც დაამტკიცეს, რომ თევზის ქონის დანამატი მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს,“ – აცხადებს BBC2-ის  პროგრამა „მენდეთ, მე ექიმი ვარ“ წამყვანი დოქტორი მაიკლ მოსლი.
„დანამატების მიღებას ზოგადად ეჭვით ვუყურებ. საკვები ბევრ განსხვავებულ კომპონენტს შეიცავს და თუ ერთ-ერთ მათგანს გამოვყოფთ და დანამატის სახით მივიღებთ, ,,ბავშვის აბაზანის წყლიდან ამოგდების საშიშროებას შევქმნით,“ – აცხადებს დოქტორ მოსლი, რომელიც გადაცემის გუნდთან ერთად ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს იმის დასადგენად, არის თუ არა თევზის ქონის დანამატი და თავად თევზი ორგანიზმისთვის ისეთი სასარგებლო, როგორც ამას თვლიან.
ექსპერიმენტის შედეგები მომავალ წელს გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის გუნდმა ანალოგიური ექსპერიმენტი ინდურ კურკუმაზეც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ორგანიზმს, რომლებიც მას დანამატის სახით იღებდნენ, კიბოსთან ბრძოლის გაცილებით ნაკლები უნარი ჰქონდათ ვიდრე იმათ, ვინც კურკუმას იოგურტთან ან რძესთან ერთად მიირთმევდნენ.

 

წყარო:dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ოპტიმისტებს გულის ავადმყოფობა თითქმის არ აწუხებთ

როგორც ირკვევა, ოპტიმისტებს გულის დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ეს დასკვნა  ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.

ამ სამეცნიერო კვლევისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის 4900 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. რა ჯგუფი სპეციალურად შეიქმნა, რადგან  – მეცნიერების აზრით, ეს ჯგუფი უფრო მოწყვლადია, რადგან ყველამ არ იცის ინგლისური, ესპანურენოვანი ექიმის მოძებნა კი არც ისე მარტივია.

მოხალისეების ოპტიმიზმის დონე სპეციალური ტესტით შეფასდა და გაირკვა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ჩივიან გულის დაავადებებზე. ვინც უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ქართველი კარდიოქირურგის ისტორია, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ამის შესახებ “მაესტრო ისტორია” ავრცელებს ინფორმაციას.

მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი აქვს მინიჭებული. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები, რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება. 

“ძალიან კარგად მახსოვს ჩემ მიერ ჩატარებული გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ეს დაუვიწყარი ემოციაა, მიუხედავად იმისა, რომ გულის გადანერგვა არ არის ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია. ემოციური თვალსაზრისით კი ეს პროცედურის ერთ-ერთი პიკია, რაც ექიმმა შეიძლება კარიერაში გააკეთოს”, – ამბობს ქართველი კარდიოქირურგი.

ექიმის თქმით, კარდიოქირურგიაში ოპერაციის დრო ლიმიტირებულია, “რადგან გვიწევს გულის გაჩერება”. “როდესაც გულში კონსტრუქციას ვაკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ამუშავდება შემდეგ ეს ყველაფერი. ყოველთვის ემოციურია ის მომენტი, როდესაც გულს ვაჩერებთ და შემდეგ გული თავიდან იწყებს ამუშავებას, პირველი იმპულსი როდესაც ჩნდება, პირველი შეკუმშვა, პირველი სიგნალი, როდესაც სიცოცხლე იწყებს დაბრუნებას. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ბავშვი იღვიძებს და მის მზერას შეხედავ. ყოველთვის სათუოა ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი – გაიღვიძებს თუ არა. ჩვენ შეიძლება კარგად ჩავატაროთ და აღვადგინოთ მისი დეფექტები, მაგრამ შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს და არ გაიღვიძოს. ამიტომ ძალიან გასახარია, როდესაც ბავშვი იღვიძებს”, – ამბობს კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

რა შემთხვევაშია ჰორმონალური კონტრაცეფცია არაეფექტური?

კვლევის თანახმად, ზოგიერთი ქალი, რომელიც ორსულობის თავიდან ასაცილებლად ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს, შესაძლოა მაინც დაორსულდეს, ვინაიდან მათი დნმ კონტრაცეფციას ხელს უშლის.

სამეცნიერო ჟურნალ Obstetrics and Gynaecology-ში გამოქვეყნებული კვლევა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა ჩაატარეს და პირველად სამეცნიერო ისტორიაში აღმოაჩინეს გენეტიკური ნიშანი, რომელიც დაორსულების კონტროლს შეუძლებელს ხდის.

კვლევაში 350 ქალი მონაწილეობდა და ყოველ 20 მათგანში ერთს აღნიშნული გენეტიკური მახასიათებელი აღმოაჩნდა.

„ყოველთვის, როდესაც ქალი ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს და მაინც ორსულდება, მედიკოსები ვთვლით, რომ ეს მისი ბრალია, რადგან კონტრაცეპტივებს არასწორად იყენებდა. ამ კვლევამ კი აჩვენა, რომ ჩვენს პაციენტებს კარგად უნდა მოვუსმინოთ და მიზეზი მათ გენეტიკაში ვეძიოთ,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა დოქტორ აარონ ლაზორვიცმა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე 350-ვე ქალს მკლავში, კანის ქვეშ ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი ჰქონდა მოთავსებული, რომელიც ჰორმონ პროგესტორენს გამოყოფს და ხელს უშლის ოვულაციას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეთა 5 პროცენტს CYP3A7*1C-ის გენის მატარებელი იყო. გენი, როგოც წესი აქტიურია მხოლოდ საშვილოსნოში და დაბადების წინ ითიშება, თუმცა იმ ქალების ორგანიზმში, რომლებიც აღნიშნული გენის აქტიური მატარებლები იყვნენ,   ფერმენტ CYP3A7-ის გამოყოფა ზრდასრულ ასაკშიც გრძელდებოდა.

„ეს ფერმენტი ჰორმონებს შლის და ქალებს დაორსულების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც ისინი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მით უმეტეს კი მათ დაბალ დოზას, მოიხმარენ,“ განაცხადა ექიმმა ლაზორვიცმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩასახვის საწინაარმდეგო ჰორმონალური საშუალებების სხვადასხვა ფორმას მილიონობით ქალი იყენებს და ყოველ 20 მათგანში ერთი პოტენციურად ამ გენის ნიშნის მატარებელია, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ დახმარებას გაუწევს იმ ექიმებსა და მეცნიერებს, რომლებიც ორსულობის კონტროლის საშუალებებზე მუშაობენ.

დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების გამოყენებაზე საერთოდ უნდა თქვან უარი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ნაციონალურმა ჯანდაცვის ცენტრმა “ეროვნული გენომიკის სერვისი“ დანერგა, რომელიც გარკვეული საფასურის თანახმად ადამიანებს საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას აწვდის და გარკვეული გენეტიკური დაავადებების, მათ შორის ჰანთინგტონისა და კიბოს, მიმართ მათ რისკებს აფასებს.

სრულად ნახვა
მედიცინა

FlexiOss-ი – ხელოვნური ძვალი, რომელიც პაციენტებს კიდურების ამპუტაციისგან იხსნის

პოლონელი მენციერები აცხადებენ, რომ ახალი სახის ხელოვნური ძვალი – FlexiOss-ი – წარმატებით გამოსცადეს.

FlexiOss-ის ინოვაციური ტექნოლოგია ქირურგებს საშუალებას აძლევს, რომ ხელოვნურ ძვალს  ოპერაციის დროს სასურველი ფორმა მისცენ და პაციენტის სხეულში იოლად განათავსონ.

სამედიცინო ექსპერტებმა ახალი „ძვლის“ ტექნოლოგიის გამოყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, რამაც, მათი ინფორმაციით, დადებითი შედეგი აჩვენა და რამდენიმე პაციენტი კიდურის (კიდურების) აპმუტაციას გადაარჩინა.

ექიმმა ადამ ნოგალსკიმ FlexiOss-ი რკინის ფირფიტასთან ერთად პაციენტის დაზიანებული ძვლის 7-სენტიმეტრიანი მონაკვეთის აღსადგენად 8 წლის წინ გამოიყენა და აღნიშნულ პაციენტს, რომელსაც ოპერაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრავმის გამო დასჭირდა, თავისუფლად, ყავარჯნების გარეშე გადაადგილება შეუძლია.

FlexiOss-ის ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობა ბიოქიმიკოსმა ანა ბელქარჟმა მიიღო. მისი განცხადებით, ქირურგები არცთუ ისე კმაყოფილები არიან ძვლების აქამდე არსებული ჩამნაცვლებლებით, რომლებსაც, ძირითადად ფხვნილის ფორმა აქვთ. FlexiOss-ის გამოყენება კი გაცილებით მოსახერხებელია. მისი გაჭრა და სასურველი ფორმის მიცემა ადვილადაა შესაძლებელია, როცა ის მშრალია, დასველების შემთხვევაში კი ის მოქნილი ხდება და პაციენტის სხეულში ადვილი განსათავსებელია.

გარდა ამისა, FlexiOss-ი ცხოველურზე მეტად ხელოვნური კომპონენტებისგან შედგება, რაც ამცირებს რისკს, რომ მას ორგანიზმი ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ძვალი სხეულში რჩება და მის გარშემო ძვლის უჯრედები იზრდება.

„FlexiOss-ი პემზის ქვას ჰგავს, თუმცა ეს ასე არაა. ეს არის მასალა, რომელიც ძვალს ცვლის და როდესაც მას ხსნარით ასველებენ, ელასტიური ხდება და ქირურგებს შეუძლიათ, ოპერაციის დროს მას სასურველი ფორმა მისცენ,“ – განაცხადა ანა ბელქარჟმა.

FlexiOss-ის პროექტმა ევროკავშირიდან გრანტების სახით 1 მილიონი ევრო მიიღო. ის 14 ჯილდოს მფლობელია. ექსპერიმენტული ოპერაციების ფარგლებში FlexiOss-ის იმპლანტები დღემდე 41 ადამიანს უსასყიდლოდ გადაეცა.

წყარო :euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

რატომ არიან 0 ტიპის სისხლის მქონე ადამიანები განსაკუთრებულები?

ამ ტიპის სისხლის მქონე ადამიანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ნებისმიერ საზოგადოებაში. 0 ტიპის სისხლი ჩვენი წინაპრების მარტივი ტიპის სისხლია, რომლებიც ცბიერი და აგრესიული მტაცებლები იყვნენ. არსებობს მოსაზრებაც, რომ მათი უნიკალურობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენი წინაპრები მონადირეები იყვნენ, რომლებსაც თავის გადასარჩენად გარემოს დაკვირვება და ზუსტად შეფასება უნდა განეხორციელებინათ.

0 ტიპის სისხლის მქონე ადამიანები გასაოცარ თვისებებს ფლობენ, როგორიცაა, ფოკუსირების ენერგია და უნარი. გენეტიკური მემკვიდრეობა მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ძლიერები, პროდუქტიულები, ოპტიმისტები და იცოცხლონ ხანგრძლივად.

იაპონელები სისხლის ამ ტიპს პიროვნების გარკვეულ ტიპს უკავშირებენ. 0 ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებენ, როგორც ორგანიზებულებს, ორიენტირებულებს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეებს, კეთილსინდისიერებსა და პრაქტიკულებს. მიიჩნევენ, რომ ისინი უკეთესი ლოგიკოსები არიან და უკეთ ორიენტირების უნარი აქვთ.

0 ტიპის სისხლის ადამიანებს უარყოფითი  თვისებებიც აქვთ: სტრესის ამაღლებული დონე, ცუდი კვება, ნაკლები ფიზიკური ვარჯიში, რაც მათ გვერდითი მეტაბოლური ეფექტების, მათ შორის ინსულინის წინააღმდეგობის, ფარისებრი ჯირკვლის დაბალი აქტივობისა და სიმსუქნის, მიმართ მგრძნობიარეებს ხდის. სტრესი შესაძლოა ზედმეტმა აღშფოთებამ და ჰიპერაქტივობამ გამოიწვიოს, რაც ამ ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელია.

ამ ტიპის სისხლის მქონე ადამიანები მიდრეკილი არიან გარკვეული დაავადებების მიმართ, როგორიცაა წყლულები და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. მათ მაღალი კუჭის მჟავიანობა აქვთ, რაც ხშირად კუჭის გაღიზიანებასა და კუჭის წყლულებს იწვევს.

გარდა ამისა, სისხლის ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ფარისებრი ჰორმონისა და იოდის დაბალი დონე. რაც ისეთ გვერდით მოვლენას იწვევს, როგორიცაა სიმსუქნე, სითხის შეკავება და დაღლილობა.

თუ თქვენ ადამიანთა აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებით, გირჩევთ, თუნდაც მხოლოდ წახემსებას აპირებდეთ,  სუფრასთან დასხდეთ და ყველანაირი საკვები ისე მიირთვათ. დაღეჭოთ, ნელა ჭამის შემდეგ დაისვენოთ.

უნდა ერიდოთ კოფეინსა და ალკოჰოლის. კოფეინი განსაკუთრებით მავნეა, რადგან ამაღლებს ადრენალინისა და ნორადრენალინის დონეს, რომლებიც ისედაც მაღალია ამ ტიპის სისხლის მქონე ადამიანებში.

იმისათვის, რომ მთელი სხეული დაასვენოთ, ფიზიკური ვარჯიში გადამწყვეტია. ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რომ  0 ტიპის სისხლის წარმომადგენლები ფიზიკურად უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისხლის ტიპის ადამიანები. რეგულარული ფიზიკური აქტივობა კვირაში სამჯერ-ოთხჯერაა საჭირო.

ვარჯიში აუცილებელია მაშინაც, თუ ჭარბი წონა გაქვთ. საუკეთესო შედეგისთვის გირჩევთ კვირაში მინიმუმ ოთხჯერ 30-40-წუთიანი აერობული ვარჯიშები გააკეთოთ.

იმპულსური რეაქციების  თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, დასახოთ ყოველწლიური, ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური მიზნები და ყველაფერი დროზე დაგეგმოთ.

თუ ზედმეტად დაღლილი, დეპრესიული, ან შეწუხებული ხართ, დესტრუქციული ქცევის მიმართ უფრო დაუცველები ხართ. გირჩევთ, თავი აარიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ფულის ხარჯვას მაშინ, როცა სტრესის ქვეშ ხართ.

 

წყარო: http://truththeory.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველოფიზიკა

ქართველი ბიოფიზიკოსის ამერიკული წარმატება

ჩვენი  საკმაოდ ბევრი  თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღწევს წარმატებას და საქართველოს სახელს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სამეცნიერო პროექტებზე და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

მათ შორის,  საპატიო ადგილი უჭირავს 30 წლის ქართველ ბიოფიზიკოსს – ლევან ზანდარაშვილს, რომელიც უკვე წლებია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს და წარმატებული სამეცნიერო კარიერა აქვს.

ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მე-4 კურსზე ის ბიოფიზიკით დაინტერესდა და დაიწყო ექსპერიმენტების კეთება პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში. ამ დროს, შემთხვევით გაირკვა, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო ერთწლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც მან დიპლომის აღების შემდეგ დაიწყო  მუშაობა. ერთი წელი სწრაფად გავიდა, ლევანს კი – კვლევების მიტოვება არ უნდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ამავე უნივერსიტეტში ჩაებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის განხრით.

დღეს წარმატებით მოღვაწეობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს. პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1-ს. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

უცხოური წარმატებისა და ამ საქმიანობის სირთულეებზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი ამერიკიდან ესაუბრა:

 გვიამბეთ, რა გახდა თქვენი მეცნიერებით დაინტერესების მიზეზი.

-ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით, ფიზიკა და მათემატიკა – ბავშვობიდან მიზიდავდა. მეცხრე კლასში,  როცა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავედი, კიდევ უფრო მეტად  დავინტერესდი ამ საგნებით. დავდიოდი სასკოლო წრეზე, ფიზიკის ოლიმპიადებზე. სკოლის დამთავრების დროს, უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარებაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს ჩემი ბუნებრივი არჩევანი იყო.

მოგვიყევი თქვენ უცხოურ წარმატებაზე და იმ პროექტებზე, რაზეც ახლა მუშაობთ.

-ჩემი პროექტების ზოგადი ფოკუსი არის ცილების სტრუქტურისა და დინამიკის როლის შესწავლა მათ ფუნქციაში. მე (სხვა მეცნიერების მსგავსად) ყოველთვის სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემს მთავარ პროექტში შევისწავლი ცილა PARP-1-ის სტრუქტურას და დინამიკას. PARP-1 მონაწილეობს დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში. ამ ცილის ინჰიბიცია კი გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. ამ წამლების ნაწილი უკვე გამოყენებაშია, ნაწილი კი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების სტადიაშია. მე ვცდილობ, გავარკვიო, თუ რა ეფექტი აქვთ ამ წამლებს PARP-1-ის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ამ შედეგებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ თუ რატომ არის ამ წამლების ნაწილი უფრო ეფექტური კიბოს უჯრედების განადგურებაში, ვიდრე დანარჩენები.

რამდენად რთული იყო საქართველოდან შორს თავის დამკვიდრება და ინტეგრაცია უცხოურ საზოგადოებაში?

-მე ამერიკაში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი. იყო კულტურული შოკის მომენტი, ენის ბარიერი, მაგრამ დროთა განმავლობაში გადავლახე ეს პრობლემები. ამერიკული უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებში ძალიან ბევრი უცხოელია, ამიტომ, შედარებით მარტივია ხალხის გაცნობა და კონტაქტების დამყარება. როდესაც მოდიხარ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ხალხის უმეტესობამ მის შესახებ ან ძალიან ცოტა, ან არაფერი იცის და ყველას მეტის გაგება უნდა.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და რას ურჩევთ მომავალ მკვლევარებს?

-სიმართლე გითხრათ, დიდი საიდუმლო არ მაქვს – გახსნილი გონება, ბევრი შრომა და მუდმივად ახლის ძიება. ბაკალავრიატზე  მე ფიზიკას ვსწავლობდი, დოქტორანტურაში ბიოფიზიკასა და სტრუქტურული ბიოლოგიით დავკავდი. უნივერსიტეტში სწავლისას მხოლოდ საგნებით არ შემოვიფარგლე. გავდიოდი პრაქტიკებს სხვადასხვა ლაბორატორიაში, ვმუშაობდი კომპანია EMCoS-ში, დავდიოდი სემინარებზე და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესები და მიზნები არაერთხელ შეიცვალა. ეს საკმაოდ ხშირია და ამის  არ უნდა შეგეშინდეთ. ამერიკაში საკმაოდ ბევრს შეხვდებით,  ვინც კარიერას 30-40 წლის ასაკში ძალიან წამატებულად იცვლის.

მეცნიერებაში, ისევე როგორც ტექნოლოგიაში, მუდმივად რაღაც ახალი იქმნება და ახლის სწავლა გიწევს. აუცილებელია, რომ ამ ცვლილებებს არ ჩამორჩე და მუდმივად რაღაც ახალი ისწავლო. არ უნდა მოერიდოთ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას. მაგალითად, ჩემი კვლევების პარალელურად, დავინტერესდი მონაცემთა მეცნიერებით (data science), დავიწყე მისი დამოუკიდებლად სწავლა და ვგეგმავ ჩემს პროექტებში გამოვიყენო.

გვიამბეთქვენ სამომავლო გეგმებზე.

-ჩემს კარიერას რა მიმართულებით წავიყვან, ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაქვს რამდენიმე  პერსპექტივა. შემიძლია დავრჩე აკადემიაში, გადავიდე ფარმაცევტულ კომპანიაში ან საერთოდ შევიცვალო კარიერის მიმართულება. ამჟამად მინდა, რომ ჩემს პროექტზე გაკეთებული აღმოჩენები გამოვაქვეყნო. ეს პროცესი დაახლოებით ნახევარ ან ერთ წელს წაიღებს. იმედი მაქვს,  რომ ამ მომენტისთვის გადავწყვეტ თუ რა მიმართულებით მინდა კარიერის გაგრძელება. საბედნიეროდ, ფართო არჩევანი  მაქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 91
Page 27 of 91