close
მედიცინა

ადამიანები, რომლებსაც საშუალო ასაკის შემდეგ მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვებული, დემენციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან

ის ადამიანები, რომლებსაც საშუალო ასაკის შემდეგ მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვილი, დემენციის განვთარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან და ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია ქალებში,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომლის შედეგები ჟურნალ International Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, 50 წელს გადაცილებულ ქალებსა და მამაკაცებს,  რომლებსაც  მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვილი, დემენციის განვითარების 28 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან იმათთან შედარებით, ვისაც წელის ნორმალური გარშემოწერილობა აქვთ. ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 39 პროცენტია.

„მუცლის ცხიმის გაზრდასთან ერთად ტვინში, მეხსიერების ცენტრი მცირდება,“- აცხადებს ნიუ-იორკის ალცჰეიმერის კლინიკის დოქტორი რიჩარდ ისააკსონი.

მისივე თქმით, ადამიანებმა, ვისაც თავიანთი ტვინის სიჯანსაღე სურთ, წელის ზომა უნდა აკონტროლონ.

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. ცნობიერება ნათელია. კოგნიტიურ დარღვევებს ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response