close
მედიცინა

მეცნიერებმა აუტიზმსა და შემეცნებით შესაძლებლობებს შორის გენეტიკური კავშირი იპოვეს

დიდ ბრიტანეთში 10 000 ინდივიდის გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი აუტიზმისა და ინტელექტის გენეტიკურ რისკ-ფაქტორებს შორის. შედეგების მიხედვით, გენი, რომელიც დაკავშირებული იყო აუტიზმის სპექტრის აშლილობების განვითარებასთან, ასევე დაკავშირებულია ძირითადი პოპულაციის განვითარებულ კოგნიტურ შესაძლებლობასთან, ვისაც არ ახასიათებს მსგავსი სახის აშლილობა. ეს დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალ „მოლეკულურ ფსიქიატრიაში“.

აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) მოიცავს ისეთ ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა აუტიზმი და ასპენგერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება კომუნიკაციის სირთულეებით, სოციალური პრობლემებით, განმეორებადი ქცევებით და ობსესიური ინტერესებით.

 

ასევე მნიშვნელოვანი გადაფარვაა ASD-სა და ინტელექტუალურ უუნარობას შორის, რომელიც ახასიათებს 75%-ზე მეტ აუტისტ ინდივიდს, რომელთა არავერბალური IQ 70-ზე დაბალია. თუმცა, ASD შესაძლოა დაფისირდეს ნორმალური ან თუნდაც უმაღლესი არავერბალური ინტელექტის მქონე ინდივიდებთან, რაც საშუალებას აძლევს მათ გადაჭრან პრობლემები მსჯელობის უნარით, თუმცა მცირე ენობრივი ფონდის გამოყენებით. ამ დაკვირვებების მიუხედავად, ძალიან მცირე რაოდენობის კვლევა ცდილობდა ინტელექტისა და ASD-ის შორის არსებული გენეტიკური გადაფარვის გამოკვლევას.

ამ შეუსაბამობის ცოდნაში გადასატანად ედინბურგის, შოტლანდიის და ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10000 ინდივიდი, რომელიც შერჩეული იყო შოტლანდიის ძირითადი პოპულაციიდან. კვლევის  მონაწილეებს გაუკეთეს დნმ-ის ანალიზი  და ასევე შეავსებინეს სხვადასხვა ტესტი კოგნიტური შესაძლებლობების გამოსავლენად.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ASD-ს გენეტიკური რისკ-ფაქტორი იყო დადებით კორელაციაში ძირითად კოგნიტურ შესაძლებლობასთან, ლოგიკურ მეხსიერებასა და ვერბალურ ინტელექტთან. შემდეგ მკვლევრებმა განახორციელეს იგვე ექსპერიმენტი 921 ინდივიდთან. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ASD-ის და ინტელექტის გენებს შორის არსებობს კავშირი.

„ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ აუტიზმის გენები, რეალურად, ანიჭებს გარკვეულ ინტელექტუალურ უპირატესობას მათ, ვისაც ეს გენი გააჩნია, უზრუნველყოფს რომ არ იყვნენ დაზარალებულნი აუტიზმით“. განაცხადა პროფესორმა ნიკ მარტინმა პრესასთან საუბრისას.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ იმის გაგება, თუ როგორ უკავშირდება გენეტიკური ვარიანტები აუტიზმის მქონე ინდივიდის ტვინის ფუნქციონირებას, ჩვენ ფაქტიურად დავიწყეთ აუტისტური ინტელექტის ბუნების შესწავლა“, აცხადებს წამყვანი მკვლევარი, დოქტორი ტონი-კიმ კლარკი.

წყარო: Science

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0