close

მედიცინა

მედიცინა

ინდოეთში ახალი ვირუსი ე.წ. „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა

ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია გავრცელდა, რომელსაც „პომიდვრის გრიპი“ უწოდეს როგორც Washington Post-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

დაავადება თავდაპირველად კერალას შტატში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა შტატებში გავრცელდა და პაციენტები ძირითადად ბავშვები არიან.

„პომიდვრის გრიპის“ ინფექციას იმიტომ უწოდეს, რომ ის ტანზე წითელ ლაქებს იწვევს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და ხშირად პომიდვრის ზომას აღწევს. ინფექცია სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მისი მკურნალობის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ნოემბერი მძიმე იქნება.

„სამწუხაროა, კოვიდის მაგალითზეც რომ არ ვსწავლობთ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი უკვე 28,847 ადამიანს ოფიციალურად დაუდასტურდა და უკვე 6 დადასტურებული სიკვდილი არის რეგისტრირებული. რამდენია არარეგისტრირებული, ეს კიდევ სხვა საკითხია. შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე – კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი. ისე, რომ დაფიქრდეთ, ყველა ამ უბედურების წინააღმდეგ გვაქვს ვაქცინები და ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი და მაინც ჯიუტად თავს ვიტყუებთ… რატომ ? აიცერით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს …“, – წერს ექსპერტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ნინო ტოტოღაშვილი – ბავშვებში სიმსივნის მატება მობილურების და კომპიუტერების გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება

სიმსივნის განვითარების რისკი ბავშვთა ასაკში სამ ნაწილად იყოფა – ორსულობამდე პერიოდი, ორსულობის და ორსულობის შემდგომი პერიოდი, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა, ნინო ტოტოღაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ორსულობამდე და ორსულობის პერიოდი ჯანსაღ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამბაქოს მოხმარება, არაეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და გარემო ძალიან მაღალი რისკფაქტორია, რომ მუტაცია ჩანასახის პერიოდშივე მოხდეს და ბავშვს სიმსივნე ან დაბადებისთანავე ჰქონდეს, ან სიცოცხლის რომელიღაც პერიოდში განუვითარდეს“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დაბადების შემდგომი რისკფაქტორებიც მრავალია და ძირითადად, ის უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოს უკავშირდება.

„ეს არის მინერალებით გაღარიბებული საკვები, რადიაცია, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, სამშენებლო მტვერი, მძიმე მეტალები და ა.შ. ამ ფაქტორებს ვერც ექიმი აკონტროლებს და ვერც მშობელი, მაგრამ ის, რაც მშობელს შეუძლია, ბავშვის კვების სწორი მართვაა. კვების მიმართ დედების მხრიდან აბსოლუტურად გაუკუღმართებული მიდგომაა. დედას ურჩევნია, ბავშვს კონსერვირებული საკვები, ჩიპსები, გაურკვეველი ეტიმოლოგიის საღეჭი რეზინები უყიდოს. სახლში ჯანსაღი ფაფის, ბოსტნეული სუპის გაკეთება და ა.შ. ძალიან დაბალ დონეზეა და ისეთ მშობელს, რომელიც ამას აკეთებს, ძალიან იშვიათად შეხვდებით“, – განაცხადა ონკოჰემატოლოგმა.

ნინო ტოტოღაშვილმა ასევე თქვა, რომ არაჯანსაღი კვების საკითხი მხოლოდ სიმსივნის პრობლემას არ უკავშირდება.

„მაგალითად, მოდის პაციენტი, რომელსაც ძალიან დაბალი ჰემოგლობინი, დეფიციტური ანემია აქვს, ანუ კვებასთან დაკავშირებული ანემია და მშობელი ამბობს, რომ ბავშვს ძეხვს და ყველაფერს აძლევს, მაგრამ ამ ყველაფერს სუპერმარკეტში ყიდულობს. ამ დროს, ბავშვს აძლევს კვებას, რომელიც ბავშვისთვის საჭირო მიკროელემენტებით არანაირად არ არის გამდიდრებული. სამაგიეროდ, გამდიდრებულია ძალიან ბევრი კონსერვანტებით, რომელიც კარცენოგენს, ანუ კიბოს გამომწვევს წარმოადგენს“,- განაცხადა ტოტოღაშვილმა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა აღნიშნა, რისკფაქტორია ასევე მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გადაჭარბებული მოხმარება.

„ჩვენ ვაკვირდებით და ვიცით, რომ ორი წლის ასაკის ბავშვს უკვე მრავალფუნქციური მობილური აქვს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მოიხმარს და შემდეგ უკვე, კომპიუტერზე გადადის. ასეთ ტელეფონებსა და მოწყობილობებს კი, ძალიან დიდი გამოსხივება აქვს. პაციენტისთვის რა ტიპის ელექტრონული მოწყობილობის დაშვება შეიძლება, ან დროში შეზღუდვა როგორ უნდა მოხდეს, საქართველოში ეს წესი არ არსებობს და სამწუხაროდ, დადგინდა, რომ თავის ტვინის სიმსივნეების მატება სწორედ ამას უკავშირდება“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა  პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა არის მარბურგის ვირუსი და როგორ ვრცელდება ის ?

განაში მარბურგის ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ორივე პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
რა არის მარბურგის ვირუსი?
ეს არის ჰემორაგიული ცხელების ვირუსი, რომელიც იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ებოლას გამომწვევი ვირუსი.
როგორც კი ადამიანი დაინფიცირდება, მარბურგი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე სისხლთან, ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვადასხვა სითხისა და ამ სითხეებით დაბინძურებულ ზედაპირებთან და საგნებთან პირდაპირი კონტაქტით. ეს არ არის ჰაერით გადამდები დაავადება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსი, საშუალოდ, ინფიცირებულთა ნახევარს, კლავს, მაგრამ ყველაზე მავნე შტამებმა დაავადებულთა თითქმის 88 პროცენტი შეიწირა, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ პათოგენად აქცევს.
მარბურგის ვირუსი პირველად 1967 წელს აღწერეს, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს იმავე წელს გერმანიის ქალაქებში მარბურგსა და ფრანკფურტში და იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ევროპაში ამ დაავადებით მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადების სიმპტომები
მარბურგის ვირუსული დაავადების ინკუბაციის პერიოდი მერყეობს 2-დან 21 დღემდე. თუმცა, დაავადება იწყება უეცრად, მაღალი სიცხით,  თავის ძლიერი ტკივილით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით.
მარბურგის ვირუსული დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა
ინფექციის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს. თუმცა, მთელი რიგი მედიკამენტებისა და იმუნური თერაპიის განვითარება ხორციელდება.
პაციენტის გადარჩენის შანსები შეიძლება გაუმჯობესდეს პერორალური ან ინტრავენური სითხეებით და ჟანგბადის დონის შენარჩუნებით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში აივ ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

კაცი, რომელსაც აივ დადებითის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაუსვეს, სავარაუდოდ სრულად განიკურნა ვირუსისგან. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მხოლოდ მეოთხე ასეთი შემთხვევაა მედიცინის ისტორიაში. ამასთან, პაციენტი ლეიკემიით იყო დაავადებული და მკურნალობის სწორედ ამ დაავადების გამო გადიოდა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ სიმსივნით დაზიანებული სისხლის უჯრედების შესაცვლელად მას ტვინის ძვლის გადანერგვა ესაჭიროება. დონორს კი დნმ-ის იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რომელიც ადამიანს ვირუსისადმი სენშეუვალს ხდის.

გადანერგვის შემდეგ ვირუსი პაციენტის სხეულიდან თანდათან ქრებოდა. ახლა გამოჯანმრთელებული, რომელმაც ანონიმურობა არჩია, 66 წლის არის. ის უკვე 17 თვეა რემისიაში იმყოფება და აივის ნეიტრალიზაციისთვის საჭირო მედიკამენტებს აღარ იღებს. მედიკოსებმა მას „პაციენტი იმედის ქალაქიდან“ შეარქვეს – ასე ეძახიან კალიფორნიის ქალაქ დუარტეს, სადაც კაცი მკურნალობდა.

პირველი კაცი, რომელიც აივისგანგანიკურნა თიმოთი რეი ბრაუნია, რომელმაც ინფექცია 2011 წელს დაამარცხა. ბოლო 3 წლის განმავლობაში კიდევ 3 ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დუარტესკლინიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა რთულ პროცედურაა, რომელსაც მრავალი უკუჩვენება აქვს და მისი ჩატარება ყველასთვის არ შეიძლება.

დღეს მსოფლიოში აივით დაახლოებთ 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

შექმნეს სენსორი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენა სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე შეუძლია

გერმანიაში, რურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე გამოავლინოს. მოწყობილობა პეპტიდ ბეტა ამილოიდებზეა კონცენტრირებული, მათი არასწორი ფორმირება ტვინში ამ ტიპის დემენციისთვის დამახასიათებელი დანალექის გაჩენას უწყობს ხელს.
ახალი მეთოდი ალცჰაიმერის დაავადების ადრეული გამოვლენის კარგ საშუალებას იძლევა. 2000-დან 2002 წლამდე პერიოდში, კვლევაში მონაწილეების სისხლის პლაზმის ნიმუშები გააანალიზეს და შეარჩიეს 68 პირი, რომელთაც მომდევნო 17 წლის განმავლობაში ალცჰაიმერი დაუდგინდათ. როგორც აღმოჩნდა, 68 ადამიანის სისხლში გლიალური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია კლინიკური სიმპტომების გაჩენამდეც საეჭვო იყო და ბეტა-ამილოიდებთან ერთად ალცჰაიმერზე მიანიშნებდა. მეცნიერები გეგმავენ, რომ აღნიშნული მეთოდი გამოცადონ მოზრდილ ადამიანებში და ალცჰაიმერის დაავადების რისკი შეაფასონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში პარალიზებული ადამიანის ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩაატარეს

ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები პრაქტიკულ (თუმცა შეზღუდულ) რეალობად იქცა. სტარტაპმა Synchron პაციენტს BCI წარმატებით ჩაუნერგა ტვინში, რაც ამერიკის შეერთებულ შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევაა.

ნიუ-იორკში მდებარე მაუნტ სინაი უესტის საავადმყოფოში პაციენტის ტვინის მოტორულ ქერქში კომპანიის მიერ შექმნილი იმპლანტი, Stentrode ჩანერგეს. საგულისხმოა, რომ პროცედურა COMMAND-ის ცდის ფარგლებში შედგა, რომელიც დამბლის მქონე ადამიანებში ინტერფეისის მუშაობის კონტროლს მოიცავს — რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის. იდეალურ შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგიები პარალიზებული ადამიანების დამოუკიდებლობას ისეთ სფეროებში უზრუნველყოფს, როგორიცაა შეტყობინებების გაგზავნა თუ სხვა ციფრული ამოცანები.

ქირურგებმა იმპლანტაციისთვის ენდოვასკულარული მეთოდი გამოიყენეს, რომელიც თავის ქალის გავლით ტვინში ჩაღწევის ნაცვლად ელექტროდების საუღლე ვენიდან შეყვანას გულისხმობს. Synchron-ის ინფორმაციით, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და პაციენტი სახლში 48 საათის შემდეგ დაბრუნდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ავსტრალიური კვლევაც წარმატებული აღმოჩნდა – ოთხი პაციენტი იმპლანტის განთავსებიდან ერთი წლის შემდეგაც მშვენივრად გრძნობს თავს.

შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე ექიმები Synchron-ის იმპლანტს პაციენტებს შესთავაზებენ. კომპანიამ უკვე მიიღო FDA-სგან ცდების ჩატარების მტკიცებულება 2021 წლის ივლისში. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პარალიზებული ადამიანების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთადარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც კიბოს ყველაზე რთულ ფორმასაც კურნავს

გასულ კვირას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულმა წამალმა სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი განკურნა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულარომელმაც შესაძლოა მოკლას კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმებიც კი.

ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, წარმატებით კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს – მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ჯანსაღი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

საგულისხმოა, რომ აჰნიმ აქამდე მცირე მოლეკულებზე მუშაობით, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებს, პოტენციური თერაპიული ნაერთები შეიმუშავა მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. ამჟამინდელ კვლევაში კი მან და კოლეგებმა აჰნის მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი გამოცადეს, სახელწოდებით ERX-41. ნაერთი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე ზემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ის ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. ის სამმაგად უარყოფით, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებს კლავს“, – განმარტა მკვლევარმა.

მართლაც, მკვლევართა ჯგუფმა მოლეკულა ჯანმრთელ თაგვებზეც გამოცადეს და მათ ორგანიზმში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ხოლო დაავადებულ ორგანიზმში ნაერთის მოხვედრის შემდეგ კიბოს უჯრედები ნელ-ნელა იწყებს დაპატარავებას, საბოლოოდ კი ქრება. ამასთან, ERX-41 ეფექტურია პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოს წინააღმდეგაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ტვინის კიბოზე.

კლინიკური კვლევები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, რაც ახალი ეფექტური მკურნალობის იმედს იძლევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

განაში “მარბურგის” მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

განაში “მარბურგის” მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე პაციენტი, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, 98 ადამიანი, რომელიც საეჭვო კონტაქტად მიიჩნევა, ახლა კარანტინში იმყოფება.

“მარბურგის” ვირუსის მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ბევრი წყლის დალევა და სიმპტომური მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

ცნობისთვის, “მარბურგის” ვირუსი “ებოლას” გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. ის ადამიანებს ხილიჭამია ღამურებისგან გადაეცემა და ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება. “მარბურგის” ვირუსი მწვავე, ხშირად მომაკვდინებელი დაავადებაა და ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა.

ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს დააფიქსირეს, რასაც მას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში 18 პაციენტი, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სრულად განიკურნენ – უახლესმა მკურნალობის მეთოდმა გაამართლა

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს.

მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა. ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.

სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალშიგამოქვეყნდა, სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ექიმი, ლუის დიასი კვლევის შედეგებს აღწერს და ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.

“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.

ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს  სწორი ნაწლავის კიბოთი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინათ და ნაწილს ალბათ, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდებოდა, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.

მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადგან სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.

თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.

სტატია სრულად

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 91
Page 28 of 91