close

მედიცინა

მედიცინა

ექიმებმა ქალს მისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს.

34 წლის ქალს მისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ საჯაროვდება. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა და ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, თუმცა საკვერცხეები ფუნქციონირებს. ახლა პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

BBC-ში აზუსტებენ, რომ დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინაპოლიტიკა

უნიკალური ოპერაცია – ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.

მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

„მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო“ – ნარკოლოგი ზაზა ჩიქოვანი

რამდენიმე დღის წინ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 1339 შემოქმებული პირიდან 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. ნარკოლოგიური შემოწმების საგანგაშო შედეგებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ ნარკოლოგ ზაზა ჩიქოვანს დაუკავშირდით.

– ბატონო ზაზა, როგორ მოხდა, რომ შემოწმებულთა თითქმის 90% ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა? 

– ამ სტატისტიკამ ნამდვილად მიიქცია ყურადღება. ჩემი აზრით ასეთი შედეგი პოლიციის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, სამართალდამცავები კარგად იყვნენ ინფომირებულები მათზე, ვისაც სინჯავდნენ. მოგეხსენებათ დღეს ქუჩაში „უპრაგონოდ“ არავის აჩერებენ. თუ ადრე პოლიციელები ქუჩაში გამვლელბს აჩერებდნენ და მოშარდვას და ანალიზების ჩაბარებას აიძულებდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. ახლა პოლიციამ იცის ვინ უნდა გასინჯოს, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარებამ ისე მოიმატა, რომ ბევრი ძებნაც აღარ ჭირდება…

– ნარკოტიკების მოზმარების ზრდას რას უკავშირებთ?

– ეს კომპლექსური პრობლემაა და ბევრ მიზეზს მოიცავს: შვილები მშობლებს ვერ ხედავენ, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, არ მუშაობენ, არ სწავლობენ და თავიანთი წრე აქვთ, სადაც შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელიც გამოერიოს. სტატისტიკურად, ერთი ნარკომომხმარებელი ათ ახალს ითრევს. ახლებს თავიდან ხან ჩუქნიან, ხან სამადლოდ აწვდიან, მაგრამ მერე უკვე თხოვენ – ამდენ ხანს გაძლევდი და ახლა შენ უნდა იშოვო და მომიტანოო.  მოხმარების ზრდის მიზეზია დეკრიმინალიზაციაც და ისიც, რომ ვიღაცამ ნაროტიკები მსუბუქად და მძიმედ დაჰყო.

– ბევრისთვის მარიხუანაც მსუბუქი ნარკოტიკია, რომელსაც გოგოებიც ეწევიან…

– ეწევიან და მერე კვირაში ერთხელ ფანჯრიდან ხტებიან… ამიტომ ვამბობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო, სადაც ადგილები აღარაა და სასწრაფოს პაციენტი ერთი კლინიკიდან მეორეში დაჰყავს. ფსიქოზების გარდა, მარიხუანა განვითარებაში ჩამორჩენასაც იწვევს. ადრე თუ გვიან მშობლები ამჩნევენ, რომ მათი გონებაგახსნილი შვილი ვეღარ სწავლობს და ახლის ათვისება უჭირს, შვილი სპეციალისტთან მიჰყავთ და იგებენ, რომ ახალგაზრდა ნარკომომხმარებელია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი, ველური მარიხუანის გარდა, ადამიანის გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიც არსებობს, რომლებშიც ნარკოტიკის შემცველობა ასჯერ და ათასჯერ მაღალია. ასეთ მარიხუანას ბოთლით ეწევიან,  რაც მაღალ კონცენტრაციას ახდენს და უფრო მძიმე შედეგები აქვს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ტექნოლოგიები და ნაწილობრივ გასაღებაც ლეგალური გახდა. გუშინწინ რეკლამა  შემხვდა, ამა და ამ ადგილზე, მაღაზიაში მარიხუანის თესლი იყიდება და მობრძანდით, იყიდეთო – გვეპატიჟებიან.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა. 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018წ. – 135, 2017წ. – 127, 2016წ. – 168, 2015წ. – 94, 2014წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“ გმირი ექიმების შესახებ წერს.

„თბილისის მერვე ფილიალის 828 ბრიგადას, გამოძახებისას ბინაზე დახვდათ 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული … ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილიქნა კლინიკა “თიმში” და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს …

ბრიგადის უფროსი ექიმი: ეკა ბოკუჩავა

უმცროსი ექიმი: ანა წივწივაძე

მძღოლი: ზვიადი ჯავახიშვილი” – ვკითხულობთ პოსტში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

უნიკალური ოპერაცია – ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.

მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალმა ქიმიოთერაპიამ ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა

აშშ-ის ონკოლოგიური კვლევების უდიდეს ორგანიზაციაში City of Hope მომუშავე მეცნიერებმა ცხოველებზე ახალი ქიმიოთერაპია გამოცადეს, რომელმაც მყარი სიმსივნეები გაანადგურა. მათ ამისთვის სპეციალური ცილა უჯრედის ბირთვული ანტიგენის პროლიფერაციისთვის (PCNA) გამოიყენეს, რომელიც გადაგვარებული სახით კიბოს გავრცელებაში მონაწილე ცილათა კომპლექსი გახლავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალ პრეპარატს AOH1996 ჰქვია და ის მიზანში PCNA-ის სიმსივნურ ვარიანტს იღებს. დაავადებულ ქსოვილებში ამ ცილების მუტაცია საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტები კონკრეტულად მათ გასანადგურებლად მივმართოთ. ამან ცხოველთა მოდელებში წარმატებით იმუშავა, ახლა კი მკვლევრებს სურთ, ეს თერაპია ადამიანებზეც გამოცადონ.

„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს”, — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს.

„აქამდე PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.

აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა – რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეტრად იზრდება.

ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალმა დაკვირვებამ მოგვცა პირველი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში სიკვდილის დროს.

დაკვირვება ესტონეთში 87 წლის კაცზე მოხდა, მას შემდეგ რაც ის სპეციალურ განყოფილებაში დაცემის შემდეგ შეიყვანეს. სამწუხაროდ, პაციენტის გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. თუმცა, უწყვეტი EEG მონიტორმა მისი ტვინის აქტივობა ჩაწერა და ეს ყველაფერი სიკვდილის დროს.

ტვინის აქტივობა EEG-ში ასახულ რხევებში იზომება. მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ამ რხევების სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა. გამა რხევები ასოცირდება უფრო მაღალ შემეცნებით შესაძლებლობებთან, როგორიცაა კონცენტრაცია, ოცნება, მედიტაცია, მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავება და ცნობიერი აღქმა. 87 წლის კაცის შემთხვევაში, მკვლევრებმა დააფიქსირეს ყველა სხვადასხვა ტიპის ტვინის აქტივობა, მაგრამ მათ შორის გამა ტალღები უფრო დომინანტური იყო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტალღები დაკავშირებულია მეხსიერების გააქტიურებასთან სიცოცხლის ბოლო მომენტებში.

„რხევების გენერირების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერების აღდგენასთან, ტვინი შესაძლოა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს მართლაც უკანასკნელად იხსენებდეს, ისევე როგორც ეს სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილებების შემთხვევაში ფიქსირდება”, – თქვა დოქტორმა აჯმალ ზემარმა, ნეიროქირურგმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ეს ადამიანის შემთხვევაში ასეთ დროს ტვინის ტალღების პირველი ჩანაწერია, თუმცა, მეცნიერებს მსგავსი ტალღები ვირთხების სიკვდილის დროს აქვთ ჩაწერილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების გარშემო ტვინის აქტივობის სპეციფიკური ცვლილებების მიუხედავად, მსგავსი გამოვლინებები შეიძლება ხდებოდეს ყველა სახეობაში.

თუმცა, მკვლევრები ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ. ზუსტი დასკვნებისთვის კვლევის გაგრძელება იქნება საჭირო, ამისთვის ერთი შემთხვევის აღწერა საკმარისი ვერ იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს

თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს; ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა მხარეს მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები, სახელად ფოტორეცეპტორები კვდება და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ახალი კვლევის წყალობით, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება არც ისე შორს იყოს.

კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გარდაქმნან მიძინებული მხარდამჭერი ნეირონები, სახელად მიულერის გლიური უჯრედები ისეთ ქსოვილებად, რომლებიც თვალის ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ; ეს უკანასკნელები კი საჭიროა ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მხოლოდ თაგვის უჯრედებზე გატესტეს, თანდათანობით შეიძლება გადაიქცეს თერაპიად, რომელიც ადამიანებს მხედველობას აღუდგენს.

ნაწილობრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიეს კვლევისთვის მიულერის გლიური უჯრედები, არის მათი უნარი, რომ გადაპროგრამდნენ ზოგიერთ ცხოველში. სამწუხაროდ, ადამიანებში ამ უჯრედებს ეს არ შეუძლიათ.

„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა, ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ“, – ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კამილ ბუდრო-პინსონო.

ამ კვლევაში საკვანძო იყო ორი გენი – Ikzf1 და Ikzf4 და მათ მიერ წარმოებული ცილები. ამ ცილებს დროებით იდენტიფიცირების ფაქტორებს უწოდებენ და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.

მიულერის გლიური უჯრედები ჯერ გამოყვეს და მოახდინეს მათი კულტივირება, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის გამოყენებით გადააპროგრამეს, მათ შორის Ikzf1-ის და Ikzf4-ის საშუალებით. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, მაგრამ მისცა ზოგიერთი ისეთი აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ხელს უწყობენ თვალის სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებას და ორგანიზებას, მკვლევართა განცხადებით, ამ დამხმარე უჯრედთა ჭარბი რაოდენობა საკმარისია, რომ გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად, რომლებიც გადამწყვეტია სინათლის დასანახად და ფერების გასარჩევად.

ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება თანდათან ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც იმუშაოს, ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ამას გარდა, კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ – დაზიანებული ნეირონები ჩავანაცვლოთ გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით.

წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დასაწყისი საკმაოდ იმედის მომცემია. ამის შემდეგ, ჯგუფს სურს, რომ უფრო ახლოს შეისწავლოს ამ უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმი და გამოავლინოს გზები, რომლითაც ის უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.

წყარო: 1tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 100
Page 22 of 100