close

მათემატიკა

მათემატიკა

მსოფლიო ფორუმის (WSIS) კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერი სათანადო პრიზით დაჯილდოვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის (WSIS)  საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერს ნინო დემეტრაშვილს შეხვდა და მას სათანადო პრიზი გადასცა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე.
ნინო დემეტრაშვილის პროექტმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის – (WSIS)  საპრიზო კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში გაიმარჯვა. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა პროექტმა – „საიმედოობისთვის, სხვადასხვაგვარობისა და მემკვიდრეობითობისთვის ნდობის ინტერვალის გამოსათვლელი R-პროგრამული უზრუნველყოფა” (R-package to compute confidence intervals for heritability, reliability and heterogeneity) გაიმარჯვა კატეგორიაში: ელექტრონული მეცნიერება. პროექტის თანაავტორია პროფესორი ედვინ ვან დენ ჰუველი. გამარჯვებული პროექტი მოიცავს მათემატიკური სტატისტიკის თეორიულ და გამოყენებით ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ბიოსამედიცინო და საინჟინრო სფეროებში, უფასოდ ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის სახით.
წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის (ITU-ს 193 წევრიქვეყანა)  მთავრობებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა და სხვა.
2016 წლის WSIS-ის საპრიზო კონკურსი 5 ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად მოხდა პროექტების წარდგენა ონლაინ ვებგვერდის საშუალებით. მომდევნო ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა ნომინანტი პროექტებიდან საუკეთესო 309 პროექტი შეარჩია. ონლაინ ხმის მიცემისა და გამარჯვებული პროექტების შერჩევის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში სულ 18 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, მათ შორისაა საქართველოდან წარდგენილი პროექტიც. პრიზების გადაცემის ცერემონიალიWSIS-ის ფორუმის ფარგლებში ჟენევაში 2-6 მაისს ჩატარდა.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო ფორუმის – WSIS საპრიზო კონკურსი წარმოადგენს პლატფორმას, ის ავლენს წარმატებულ პროექტებს, რომლებიც მომავალში საინფორმაციო საზოგადოებას WSIS  დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება და რომლებიც გაეროს 17 ძირითადი ამოცანის მიღწევას ითვალისწინებს. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მასპინძელი და ორგანიზატორია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი -ITU, თანაორგანიზატორები – UNESCO (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization), UNCTAD (United Nations Conference on Trade and Development), UNDP (United Nations Development Programme) და გაეროს სხვა ორგანიზაციები.
წყარო: www.economy

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მათემატიკა

$22მლნ პრიზი გადაეცათ მეცნიერებს, ფიზიკასა და მათემატიკაში

მეცნიერების 22 მილიონ დოლარიანი პრიზიორები უკვე გამოაცხადეს

სილიკონის ველის ბრწყინვალე ცერემონიაზე გამოაცხადეს ადამიანები, რომლებმაც მეცნიერებისა და მათემატიკის 22 მილიონ დოლარიანი პრიზი მოიგეს.

ასეთი მაღალი ღირებულების პრემიას მხარს უჭერდა facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკემბერგმა და Google-ს თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინიმ.

პრიზები გადაეცათ გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში: ცხოვრების შემსწავლელ მეცნიერებებში, ფიზიკასა და მათემატიკაში.

გალა დაჯილდოვებას კალიფორნიაში მასპინძლობდა კომედიის მსახიობი და მწერალი, სეთ მაკფარლანი.

„ჩვეულებრივი აზროვნებით და გაფართოვებული ცოდნით გრძელვადიან პერსპექტივაში, მეცნიერებს შეუძლიათ გადაჭრან ჩვენი დროის უდიდესი პრობლემები,“ განაცხადა ცუკემბერგმა.

სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში პრიზი 3 მილიონი დოლარის ღირებულებით, გადაეცა 5 ინდივიდუალურ მკვლევარს:

Karl Deisseroth-ს და Edward Boyden-ს, რომლებიც არიან პიონერები ოპტოგენეტიკაში, რომელიც იყენებს სინათლეს ცოცხალი უჯრედების გამოყენებაში.

John Hardy, რომელიც შეისწავლის ალცჰაიმერის დაავადების გენეტიკას ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში.

Helen Hobbs, რომელიც მუშაობს სამედიცინო სფეროში გენეტიკის კვლევის განხრით.

Svante Pääbo, პიონერი ანტიკური დნმ-ის კვლევის სფეროში, რომელიც ხელმძღვანელობდა ნეანდერტანელი გენომის შესწავლას.

ერთი ჯილდო ფუნდამენტური ფიზიკისთვის გაიზიარა ხუთმა პიონერმა ნეიტრინოს ნაწილაკების ექსპერიმენტმა, სადაც ექსპეტრიმენტში ჩართულ მკვლევართა რიცხვი 1300-ია. ეს არის იგივე კვლევა, რომელიც წარდგენილი იყო წელს ნობელის პრემიაზე.

ეს ექსპერიმენტები ჩატარდა კანადის სედბერის ნეიტრინულ ობსერვატორიაში, ჩინეთში – დაია ბეის დაწესებულებაში, ასევე კამლანდში, K2K/T2K-სა და სუპერ კანიოკანდეში, რომლებიც ყველა მდებარეობს იაპონიაში.

პრიზი მათემატიკაში აიღო იან აგოლიმ, რომელიც სწავლობს ფენომენს,  ცნობილს, როგორც სამ განზომილებიანი მანიფოლდი.

გალა დაჯილდოვების სხვა წამყავენებს შორის იყვნენ ისეთი მსახიობები, როგორიცაა რასელ ქროუ და ჰილარი სვონკი, ხოლო მუსიკოსი, ფარელ უილიამსი ცოცხლად ასრულებდა საუკეთესო ნამუშევრებს.

პრიზი დააარსეს Brin და Anne Wojcicki-ებმა, რომლებიც მართავენ გენეტიკური ტესტირების ფირმას – 23andMe, ჩინელმა ბიზნესმენმა, ჯეკ მამ, და რუსმა მეწარმემ, იური მილნერმა და მისმა ცოლმა, იულიამ.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მათემატიკა

მათემატიკაში უმაღლესი ჯილდოს მფობელი ქალი პირველად გახდა

მსგავსი ფაქტი აქამდე არასდროს მომხდარა. პირველად 18 წლიანი ისტორიის მანძილზე, უმაღლესი ჯილდო მათემატიკაში, ფილდსის მედალი, ირანელმა ქალმა მარიამ მირზაკანმა მოიპოვა.

36 წლის მარიამს მიენიჭა პრესტიჟული პრემია, რომელიც 21 აგვისტოს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში  სეულში „საერთაშორისო მათემატიკური გაერთიანების“ (IMU) -ს მიერ გადაეცა.  მირზაკანი წარმოშობით ირანელია. იგი სწავლობს და კვლევებს ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტში, კალიფორნიაში.

ფილდსის მედალი, რომელიც 1936 წლიდან მოყოლებული, ყოველ 4 წელიწადში გაიეცემა, ითვლება ნობელის პრემიად მათემატიკაში, იმ მათემატიკოსების საპატივცემულოდ, რომლებსაც 40 წელს ჯერ არ მიუღწევიათ. მირზაკანს, რომელიც ირანში ძალიან ცნობილი მათემატიკოსია, ჯილდოს „დიდ პატივს“ უწოდებს. მირზაკანი იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი ბევრ სხვა მეცნიერსა და მათამატიკოსს მისცემს სტიმულს, ასევე დარწმუნებულია, რომ მომავალში ბევრი ქალი მიიღებს მსგავს შეფასებას.

მათემატიკოსი ქალბატონი დინამიკასა და გეომეტრიაში რიმანის ზედაპირზე მუშაობისთვის გამოირჩა.  მის ნამუშევრებში გამოყენებული მეთოდები სხვადასხვა სფეროებიდან იყო, როგორიცაა ალგებრული გეომეტრია, ტოპოლოგია და  ალბათობის თეორია , რომელიც მან ერთმანეთს დაუკავშირა. მისი ეს მეთოდი კი  IMU-ს ჟიურიმ აღიარა.609px-FieldsMedalBack

რასაც მირზაკანი იკვლევს თავად დაინტერესებული არასპეციალისტებისათვის რთულად გასაგებია. ე.წ. არაევკლიდურ გეომეტრიაში გამოიყენება სხვა წესები, ვიდრე იმ გეომეტრიაში, რომელიც ჩვენ მათემატიკის გაკვეთილებიდან ვიცით. მაგალითისთვის, მირზაკანმა განიხილა დახურული მრუდეები ჰიპერბოლურ ზედაპირზე, რომელთა სიგრძეც დეოფრიმრებისას არ იცვლება.

მირზაკანი 1977 წელს დაიბადა თეირანში და  უკვე მოიგო ახალგაზრდული ოქროს მედალი  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. გეომეტრიის ექსპერტმა თავისი სადოქტორო ნაშრომი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოადგინა. ამის შემდეგ გადავიდა პრინსტონის უნივერსიტეტში. 2008 წლიდან კი არის პროფესორი სტანფორდში, სადაც თავის მეუღლესთან და სამი წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

პრემიის მფლობელები ასევე არიან :  არტურ ავილა, 1979 წელს დაბადებული რიო დე ჟანეიროში, დაჯილდოვდა დინამიკურ სისტემების თეორიაზე შექმნილი ნაშრომების გამო. ავსტრიელი მარტინ ჰაირერი, რომელსაც  ჰქონდა ნამუშევარი დიფერენციალურ განტოლებებზე, რომელთა დახმარებითაც მეცნიერები დედამიწის კლიმატის საკითხების მოდელირებაზე მუშაობენ.  მანჯულ ბარგავა, 1974 წელს ჰემილტონში(ონტარიო) დაბადებული, პატივი მიენიჭა  რიცხვთა თეორიის მიღწევებში.

წყარო: spiegel

ავტორი: ნელი შავლაძე

სრულად ნახვა
1 2
Page 2 of 2