close
მათემატიკა

მათემატიკაში უმაღლესი ჯილდოს მფობელი ქალი პირველად გახდა

მსგავსი ფაქტი აქამდე არასდროს მომხდარა. პირველად 18 წლიანი ისტორიის მანძილზე, უმაღლესი ჯილდო მათემატიკაში, ფილდსის მედალი, ირანელმა ქალმა მარიამ მირზაკანმა მოიპოვა.

36 წლის მარიამს მიენიჭა პრესტიჟული პრემია, რომელიც 21 აგვისტოს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში  სეულში „საერთაშორისო მათემატიკური გაერთიანების“ (IMU) -ს მიერ გადაეცა.  მირზაკანი წარმოშობით ირანელია. იგი სწავლობს და კვლევებს ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტში, კალიფორნიაში.

ფილდსის მედალი, რომელიც 1936 წლიდან მოყოლებული, ყოველ 4 წელიწადში გაიეცემა, ითვლება ნობელის პრემიად მათემატიკაში, იმ მათემატიკოსების საპატივცემულოდ, რომლებსაც 40 წელს ჯერ არ მიუღწევიათ. მირზაკანს, რომელიც ირანში ძალიან ცნობილი მათემატიკოსია, ჯილდოს „დიდ პატივს“ უწოდებს. მირზაკანი იმედოვნებს, რომ მისი მაგალითი ბევრ სხვა მეცნიერსა და მათამატიკოსს მისცემს სტიმულს, ასევე დარწმუნებულია, რომ მომავალში ბევრი ქალი მიიღებს მსგავს შეფასებას.

მათემატიკოსი ქალბატონი დინამიკასა და გეომეტრიაში რიმანის ზედაპირზე მუშაობისთვის გამოირჩა.  მის ნამუშევრებში გამოყენებული მეთოდები სხვადასხვა სფეროებიდან იყო, როგორიცაა ალგებრული გეომეტრია, ტოპოლოგია და  ალბათობის თეორია , რომელიც მან ერთმანეთს დაუკავშირა. მისი ეს მეთოდი კი  IMU-ს ჟიურიმ აღიარა.609px-FieldsMedalBack

რასაც მირზაკანი იკვლევს თავად დაინტერესებული არასპეციალისტებისათვის რთულად გასაგებია. ე.წ. არაევკლიდურ გეომეტრიაში გამოიყენება სხვა წესები, ვიდრე იმ გეომეტრიაში, რომელიც ჩვენ მათემატიკის გაკვეთილებიდან ვიცით. მაგალითისთვის, მირზაკანმა განიხილა დახურული მრუდეები ჰიპერბოლურ ზედაპირზე, რომელთა სიგრძეც დეოფრიმრებისას არ იცვლება.

მირზაკანი 1977 წელს დაიბადა თეირანში და  უკვე მოიგო ახალგაზრდული ოქროს მედალი  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. გეომეტრიის ექსპერტმა თავისი სადოქტორო ნაშრომი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოადგინა. ამის შემდეგ გადავიდა პრინსტონის უნივერსიტეტში. 2008 წლიდან კი არის პროფესორი სტანფორდში, სადაც თავის მეუღლესთან და სამი წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

პრემიის მფლობელები ასევე არიან :  არტურ ავილა, 1979 წელს დაბადებული რიო დე ჟანეიროში, დაჯილდოვდა დინამიკურ სისტემების თეორიაზე შექმნილი ნაშრომების გამო. ავსტრიელი მარტინ ჰაირერი, რომელსაც  ჰქონდა ნამუშევარი დიფერენციალურ განტოლებებზე, რომელთა დახმარებითაც მეცნიერები დედამიწის კლიმატის საკითხების მოდელირებაზე მუშაობენ.  მანჯულ ბარგავა, 1974 წელს ჰემილტონში(ონტარიო) დაბადებული, პატივი მიენიჭა  რიცხვთა თეორიის მიღწევებში.

წყარო: spiegel

ავტორი: ნელი შავლაძე

გაზიარება:
fb-share-icon0