close
მანქანათმშენებლობა

რას გულისხმობს საქართველოში უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაციის საქმიანობა – ინტერვიუ ფედერაციის პრეზიდენტთან

რა ვიცით უპილოტო საფრენი ხომალდების შესახებ, რა არის ის დეტალები – რაც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით, და ზოგადად – როგორია ამ მხრივ საქართველოში ცნობიერებების დონე – ეს ის საკითხებია, რა მიზნითაც დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი არაერთ კამპანიასა და ღონისძიებას მოიცავს. დეტალურად, „დოქტრინას“ ფედერაციის პრეზიდენტი, სოფი ზარაფიშვილი ესაუბრა.

რამდენი ხანია რაც საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია დაარსდა და რას საქმიანობს ის?
უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია დაარსდა საქართველოში 2021 წელს და მიზნად ისახავს ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. ფედერაცია ემსახურება უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და უსაფრთხოების ზომების გაცნობას.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური ტექნოლოგიების და კრეატიული აზროვნების განვითარება,  ასევე, ახალგაზრდების ჩართვა და ხელშეწყობა უპილოტო საფრენი ხომალდებით გამართულ სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში.

საინტერესოა, იდეის შესახებაც რომ გვიამბოთ
უპილოტო საფრენი ხომალდები დღეს არის ძალიან აქტუალური როგორც სამოყვარულო/სპორტული, ასევე, სამხედრო მიმართულებით, რასაც არ გვინდა, რომ ჩამორჩეს საქართველოც და ფედერაციის დაარსების იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. ჩვენ გვინდა ახალი სპორტის სახეობის შემოტანა საქართველოში, რაც იქნება სპორტული(FPV) დრონებით რბოლა, საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება, საერთაშორისო შეჯიბრების სტუმრობა და მასპინძლობა.


რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რასაც საქმიანობისას აწყდებით?
დღესდღეობით შეიმჩნევა უპილოტო საფრენი ხომალდების ადვილი ხელმისაწვდომობა, როდესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას როგორც მფლობელის, ასევე, გარშემომყოების და მათი საკუთრების მიმართ. ამიტომ, ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება, თუ რა საფრთხეების წარმოადგენს უპილოტო საფრენი ხომალდები. ჩავატარაოთ ღონისძიებები, კამპანიები, გამოფენები, აქტივობები, შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის.

ამ ეტაპზე, რა კონკრეტული აქტივობებით ხართ დაკავებული?
ამ ეტაპზე, ვმუშაობთ სასწავლო კურსის შედგენაზე მსურველებისთვის, რომლებიც 2 თვეში შეძლებენ სპორტული დრონების როგორც ინჟინერიის, ასევე, პროგრამირების შესწავლას, გაეცნობიან უსაფრთხოების ნორმებს სიღრმისეულად და მზად იქნებიან ფრენისთვის. ასევე, ვიწყებთ სკოლებში საჩვენებელი ფრენების გამართვას, რომლის დროსაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, გაესაუბრონ პროფესიონალ პილოტებს და მიიღონ მათგან რჩევები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0