close

ეკონომიკა

კონომიკა

კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ, შესაძლოა, 2,7 ტრილიონი დოლარი იზარალოს

1418219823_xatia-surati

ახალი კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა, გლობალურ ეკონომიკას, 2,7 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდეს, – ამის შესახებ „Bloomberg“-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა განიხილავს ოთხ შესაძლო სცენარს, თუ რა ზეგავლენა შეიძლება კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთსა და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაზე მოახდინოს.
პირველი სცენარი:
დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩინეთი მოთხოვნისა და მიწოდების მთავარი წყაროა. ის სამრეწველო კომპონენტების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც ჩინეთის ქარხნები იხურება, მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა საქონლის დასამზადებლად, დაწყებული Apple-ის აიფონებიდან დამთავრებული სამშენებლო მანქანა დანადგარებით, ძნელი საშოვნელი ხდება.
თუკი ჩინეთი სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლებას და წლის მეორე კვარტალში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგების შეჩერება შესაძლებელი გახდება.
ეს კი რეალურად შესაძლებელია, Made-in-China.com-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჩინელი მიმწოდებლებისა და გლობალური მყიდველების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, საწარმოო ფირმების 80-მა პროცენტმა მუშაობა განაახლა და აპრილის ბოლოსთვის, წარმოებული პროდუქტის მოცულობა ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
თუკი ეს მოხდება, ის დიდი შოკი, რომელიც პირველ ნახევარში გაჩნდა, მეორე ნახევარში გამოსწორდება და მსოფლიოს მთელი წლის მთლიან შიდა პროდუქტზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს.

მეორე სცენარი
რა მოხდება თუკი პრობლემა გაუარესდება? იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ქარხნები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, არ ნიშნავს, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრება. ბევრ მათგანს საკმარისი ინვენტარი არ აქვს და მიწოდების ჯაჭვი დაბრკოლებებს უქმნის წარმოების მოცულობას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თუკი მოვლენები მეორე სცენარის მიხედვით განვითარდება, დარტმა მიადგება არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ ისეთი დიდი ქვენების ეკონომიკებსაც, როგორებიცაა სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და გერმანია. „ჩვენი გათვლებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 2,3 პროცენტამდე შემცირდება, თუმცა, ვირუსის გავრცელებამდე ექსპერტები 3.1 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდნენ,“- აღნიშნულია სტატიაში.

მესამე სცენარი
ამ სცენარის მიხედვით, ახალი კორონავირუსის გავრცელება და მასთან გასამკლავებლად გატარებული ღონისძიებები დარტყმას მიაყენებს მსოფლიოს ათ უდიდეს ეკონომიკას : სამხრეთ კორეას, იტალიას, იაპონიას, საფრანგეთს, გერმანიას, აშშ-ს, ინდოეთს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ბრაზილიას. რის შედეგადაც გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს 1,2 %-მდე შემცირდება. ევროზონასა და იაპონიაში რეცესია მოხდება. აშშ-ის ეკონომიკა კი 0.5%-მდე შემცირდება.

მეოთხე სცენარი
ამ სცენარში მოვლენებ დანარჩენ სამზე გაცილებით ცუდად ვითარდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად იქცევა, ეკონომიკური ზრდა ნულ პროცენტამდე დაეცემა, ეკონომიკური ზრდა შეფერხდება აშშ-ში, ევროზონასა და იაპონიაში. ჩინეთში ეკონომიკა მხოლოდ 3,5 პროცენტით გაიზრდება, რა 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„Bloomberg“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვლენების აღნიშნული სცენარით განვითარების შემთხვევაში გლობალური ეკონომიკის ზარალ 2,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

 

წყარო : Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველო

ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა

giorgio-gakharia

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, ბენინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა. ამის შესახებ მან ეროვნული ისაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველო

საქართველოში პირბადეების წარმოება დღეს დაიწყო, რომლებიც გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

pirbade

საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება.  დილიდან [19 მარტი] უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- ამბობს გია ლომინაძე

კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ამ თემაზე, პირველი შეხვედრა, ეკონომიკის სამინისტროსა და სამკერვალო კომპანიებს შორის, 16 მარტს გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკა

თიბისი ბანკი სესხებს სამი თვით გადაავადებს

9AAEAD99-B15D-4CF4-9255-F4E940425393

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაში წერია, რომელიც დღეს გავრცელდა.

„საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკა

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ახალ ინიციატივაზე აცხადებს

Screen-Shot-2017-06-02-at-4.29.40-PM-1-700×375

საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444

წყარო : www.marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკა

ევროპაში ყველაზე დიდი მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში

thumb

2019 წლის მაისსში ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს ქალაქ ქუთაისში. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს წლიურად.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გერმანული კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის გეგმავს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მზის პანელები 70 და მეტ ქვეყანას. ამჟამად, დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით “ეი სოლარს” უკვე არა ერთი ინსტალაცია აქვს შესრულებული, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის – 50 მეგავატის პროექტის განხორციელებაც ადგილობრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობით. “ეი სოლარის” მიზანია, მუდმივად, გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.

“ეი სოლარის” გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით “ეი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

“ეი სოლარი” მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

“ეი სოლარი” ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. “ეი სოლარის” მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ. “ – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და CEO ალექსანდრე მაიერი.

წლის ბოლომდე 300 ადგილობრივის დასაქმებაა კომპანიაში დაგეგმილი. ასევე, მათი დატრეინინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპელი პროფესიონალების მიერ. აქვე, მოლაპარაკებები მიმდინარებს პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ. კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული. უკვე იგეგმება საქართველოს ბაზრის აქტიურად ათვისებაც და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. “ეი სოლარის” მიზანია ადგილობრივად წაახალისოს ალტერნატიული ენერგია და ამისათვის გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი. რაც შეეხება ინვესტიციას, ის არის პირდაპირი ინვესტიცია კერძო სექტორიდან.

წყარო : forbes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კონომიკა

სამეგრელოდან ევროკავშირში ექსპორტზე 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გავიდა

5e1066f47e505

„ნოემბერში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გავიტანეთ ექსპორტზე. 1 კგ-ის ღირებულება 4.5 ევრო იყო. ლოკოკინის ფერმის მიმართ ინტერესი ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდა იმ მიმართულებით, რომ ბევრმა გამოთქვა ლოკოკინის ფერმის გაშენების სურვილი და ჩვენ ვგეგმავთ, ხელი შევუწყოთ ლოკოკინის ფერმების გაშენებას, საქართველოს მასშტაბით“, – ამბობს ფერმერი მერაბ ნადარაია.

შესაბამისად, იტალიის ბაზრიდან კომპანიის საექსპორტო შემოსავალმა 54,000 ევრო შეადგინა.

სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში კომპანია “ნადი გრუპმა” ლოკოკინების ფერმა 2019 წლის სექტემბერში გახსნა. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ მიერ არის მხარდაჭერილი. ლოკოკინების ფერმაში ამ ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანიის დამფუძნებელთა თქმით, ლოკოკინების ფერმის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

წყარო : bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველო

პირველი ქართული კრიპტოვალუტის („ოქროს საწმისი“) შემქმნელი მაინინგის პერსპექტივებზე საუბრობს

გოგოხია კრიპტო

ვახტანგ გოგოხია 29 წლის ფინანსისტია, რომელმაც განათლება ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში მიიღო, თუმცაღა, პარალელურად, IT-სპეციალობასაც ფლობს და დღეს მეგობრებთან ერთად პირველი ქართული კრიპტოვალუტის – „ოქროს საწმისის“ (“Golden Fleece”) შემქმნელადაც გვევლინება, საკუთარი გამოცდილებისა და კრიპტოვალუტის მაინინგის სამომავლო პერსპექტივებზე ვახტანგი თავად გვიამბობს.

ვახტანგ, როდის დაინტერესდი პირველად კრიპტოვალუტის მაინინგით და ვინ არიან შენი გუნდის დანარჩენი წევრები?

-მაინინგი პირველად 2016 წელს, მეგობართან ერთად დავიწყე,  ამ ყველაფერს მაშინ ჰობის სახე ჰქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, გადავწყვიტე ბიზნესად ჩამომეყალიბებინა და გარკვეული კაპიტალი მომეზიდა, რის გამოც წამოვიწყეთ „ICO“ და მეგობრებთან ერთად გამოვუშვით საკუთარი კრიპტოვალუტა. გუნდის დანარჩენი წევრები ჩემი ყოფილი კოლეგები და კურსელები არიან, რომლებთანაც  დიდი ხანის საქმიანი და პირადი მეგობრობა მაკავშირებს, ზოგი მათგანი პროგრამისტია, ზოგი სისტემური ადმინისტრატორი, ზოგი ბიზნესანალიტიკოსი და ზოგიც ფინანსისტი.

-კონკრეტულად, რა მახასიათებლები აქვს ქართულ კრიპტოვალუტას („ოქროს საწმისი“)?

-ჩვენ ვიყენებთ უცხოურ პლატფორმას „ეთერიუმს“, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ქსელის სიმძლავრით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა, ბიტკოინის მერე. შესაბამისად, ჩვენს კრიპტოვალუტას ყველა ის თვისება აქვს, რაც წამყვან კრიპტოვალუტებს, მათ შორის – მონაცემთა ბაზა, სადაც ინახება ჩვენი ვალუტის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, რომლის გაყალბება ან მონაცემების დაკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენი ვალუტის გამოყენება შეიძლება როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტის სახით, ისევე, როგორც ფულადი საშუალების, რომლის გადარიცხვაც წამებშია შესაძლებელი ნებისმიერი იურისდიქციიდან.

-რატომ მაინცდამაინც ეს სახელწოდება?

-სახელწოდება მოვიფიქრეთ მე და ჩემმა მეგობარმა, როდესაც ერთ-ერთი სუპერმარკეტის კაფეში ვისხედით და გონებრივი იერიშის (Brain Storming) შედეგად შევჯერდით დასახელებაზე „ოქროს საწმისი“, რადგან ის ოქროს/ფულის მოპოვებასთან იყო დაკავშირებული და კოლხურ მითოლოგიას ეყრდნობოდა. მართალია, ჩვენ დღეს ოქროს არ მოვიპოვებთ, მაგრამ ახალი ტექნოლოგიებით 21-ე საუკუნის ფულის – კრიპტოვალუტის მოპოვებით ვართ დაკავებულები.

-დაინტერესებულ პირებს როგორ შეუძლიათ მაინინგში ჩართვა?

-ჩვენ გვაქვს ჰოსტინგის სერვისი და  დაინტერესებულ პირებს თავიანთი სერვერების ჩვენს დატაცენტში განთავსების შესაძლებლობას ვაძლევთ, ასევე ვეხმარებით შესაბამისი სერვერების შეძენაშიც. ტარიფები რაოდენობის მიხედვით მცირდება 16 ცენტიდან 13 ცენტამდე კილოვატ/საათზე.

-თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი?

-ნელ-ნელა მაინინგი დაკარგავს აქტუალობას და ამ ბიზნესის მომგებიანობა გაუტოლდება დანარჩენი სფეროების მაჩვენებლებს, ზოგადად, ელენერგიის შედარებით დაბალი ტარიფი ჯერჯერობით მიმზიდველს ხდის მაინინგს საქართველოში. კანადის მერე მეორე ქვეყანა ვართ, სადაც დენი შედარებით იაფია, ხოლო ბიზნესგარემო ხელსაყრელი და კორუფცია შეიძლება ითქვას, რომ არ არის. მაგრამ, რადგან ეს სექტორი ვითარდება და მეტ მოთამაშეს იზიდავს, შესაბამისად, კონკურენცია ფასებს დააგდებს. ამიტომ, ახალბედებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო შეიძლება ბევრი იზარალონ.

-დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ.

-ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში 20 მეგავატამდე გავზარდოთ ჩვენი სიმძლავრე ანუ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ. ასევე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებზე ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენებით. კერძოდ, ვქმნით ICOპლატფორმას, მაინინგ პულს, სავაჭრო პლატფორმას (exchange), ავტოამტური ვაჭრობის ალგორითმსა და საინვესტიციო პორტფელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კონომიკა

ონლაინ სასურსათო მაღაზია “ვერტიკალურ მეურნეობაში“ 22 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

image

ბრიტანული ონლაინ სასურსათო მაღაზია Ocado “ვერტიკალური მეურნეობის” ინდუსტრიის განვითარებაში 17 მილიონი ფუნტის(22 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტირებას გეგმავს.

ვერტიკალური მეურნეობა გულისხმობს მარცვლეული კულტურების დახურულ ზონაში, კონტროლირებად გარემოში მოყვანას.

“არცთუ ისე შორსაა ის დრო, როცა  ბოსტნეულის მოყვანა მომხმარებლის მიერ მის  შეძენამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდება,“ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Ocado-ს ინფორმაციით, მან 80 Acres Farms-სა და Priva Holding-თან ერთად ერთობლივი საწარმო – Infinite Acres დააფუძნა.

Priva არის ჰოლანდიური სამრეწველო სისტემა, რომელიც მებაღეობის ინდუსტრიას პროდუქციის ფართო სპექტრით, ასევე კლიმატის კონტროლსა და პროცესის ავტომატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ამერიკულ 80 Acres Farms-ს, ის მცენარეების სამეცნიერო ცოდნისა და  მენეჯმენტის საკითხებს უზრუნველყოფს, Ocado კი ხელს შეუწყობს მის უზრუნველყოფას პროგრამული და აპარატურული სისტემებით, მათ შორის რობოტებით, ავტომატიზაციითა და ხელოვნური ინტელექტით.

Ocado აცხადებს, რომ მან ევროპის უდიდესი ვერტიკალური მეურნეობის, Jones Food Company (JFC)-ის, 58 პროცენტიანი წილი შეიძინა. JFC ბრიტანელი მომხმარებლისთვის ფოთლოვან მწვანილსა და სამკურნალო მცენარეებს აწარმოებს და საკუთარი წარმოების მოცულობის წელიწადში 420 ტონამდე გაზრდას გეგმავს.

Ocado-ს წილი ბრიტანეთის სასურსათო ბაზარზე მხოლოდ 1% -ია, თუმცა მისი 7.9 მილიარდ ფუნტიანი საფონდო ბაზრის ღირებულებას  კომპანიის ტექნოლოგია განაპირობებს.

ის საერთაშორისო საცალო მოვაჭრეებს ინფრასტრუქტურითა და კომპიუტერული პროგრამით უზრუნველყოფს, რათა საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიები განვითარონ და კონკურენცია გაუწიონ ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Amazon-ი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კონომიკააქართველო

საქართველოში შესაძლოა მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს

5d4d98b93c721

საქართველოში შესაძლოა მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს – როგორც BM.GE-ის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმემ ნარგიზ ბარამიძემ განუცხადა, ამჟამად მათთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეაბრეშუმეობის დაფინანსებისთვის საჭირო პროექტის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტს ვაკეთებთ, რომ იქნებ როგორმე მეაბრეშუმეობა დაფინანსდეს. ჯერ მხოლოდ მონახაზები არსებობს, რამდენად განხორციელდება, ვერ გეტყვით, თუმცა დადებითი ძვრები არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეხვედრები გვაქვს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. მინისტრიც დაინტერესებულია. პროგრამა არის გაკეთებული, მაგრამ ცალკეულ დარგში პროექტები ჯერ გასაკეთებელია და ალბათ უახლოეს ხანში ესეც იქნება. 

ეს საკითხი ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ თუ განვითარდა, შემდგომ ფინანსებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროექტი განხორციელდა, ეს პირველ რიგში სოფლად მყოფ მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით დაეხმარება. ნარგიზ ბარამიძის განმარტებითვე, დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, მათ შორის, აბრეშუმის ქსოვილის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობაც. 

„უნდა გაშენდეს ისევ თუთის პლანტაციები იმიტომ, რომ აბრეშუმის ჭიას თუთა გამოსაკვებად სჭირდება. თუ ეს დოკუმენტი დამტკიცდა, აბრეშუმის ქარხნის მშენებლობა აუცილებელი იქნება. პირველ ეტაპზე პარკიდან ძაფის ამოსახვევი ქარხანა იქნება საჭირო, ხოლო შემდგომ ქსოვილის დასამზადებელი საფეიქრო წარმოების ქარხანა. ასეთი გეგმა გვაქვს და ვნახოთ, სიტუაცია როგორ წარიმართება”,  – განაცხადა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

წყარო : www.bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 12
Page 3 of 12