close

ბიზნესი

ბიზნესიემიგრანტისაქართველო

წარმატებული ქართველი უძრავი ქონების აგენტი ამერიკაში-ლუკა დვალი

ამ სტატიაში გაგაცნობთ ქართველ ემიგრანტს, ლუკა დვალს, რომელიც ამერიკაში 2016 წლიდან იმყოფება და უკვე, წარმატებული ლიცენზირებული უძრავი ქონების აგენტია.

მოგესალმებით, რამდენი ხანია რაც ამერიკაში მოღვაწეობთ  და თავდაპირველად რა მიზნით წახვედით?

მოგესალმებით, ამერიკაში ვარ 2016 წლის სექტემბრიდან და  ჩაოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ აქ აუცილებლად უნდა მესწავლა. სწავლა იყო პირველი მათავარი მიზეზი რატომაც ჩამოვედი.

როგორც ვიცით, ამჟამად ხართ უძრავი ქონების  ლიცენზირებული აგენტი ნიუ-იორკში? რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ პროფესიისადმი?

ჩამოსვლიდან ერთ წელში ჩემს მიზანს მივაღწიე და ბაკალავრის ხარისხი ავიღე პოლიტიკის მეცნიერებაში, მაგრამ როდესაც უფროდავახლოვდი აქაურ სისტემას მივხვდი, რომ უფრო საინტერესო სფერო მინდოდა მეცადა. პროფესია რომელიც, ცხოვრების სტილს მაჩვენებდა და მეტ ადამიანთან დამაკავშირებდა. ასევე, მივხვდი რომ ოფისის სამსახური და რუტინული ყოველდღიურობა ჩემთან ახლოს არ იყო. დავიწყე ახლის ძიება და როდესაც ამ პროფესიას გავეცანი მომეწონა, რადგან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ადამიანების გაცნობა. გავიარე კურსები, რამდენიმე თვეში ავიღე ლიცენზია და ლიცენზიის აღებიდან მალევე დავიწყე მუშაობა მანჰეტენზე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში.

 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია ამერიკაში, არის თუ არა ლიცენზიის აღების პროცესი რთული და  მარტივია თუ არა შემდეგ მალევე დასაქმება ამ პროფესით?

ეს პროფესია ნამდვილად მოთხოვნადი  ამერიკაში. ლიცენზიის აღება ხდება გამოცდის ჩაბარებით, ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთულია გამოცდა, გადიხარ შესაბამის კურსებს, აბარებ გამოცდებს და რამდენიმე თვეში უკვე შესაძლებელია ლიცენზირებული აგენტი გახდე. რთული პროცესი ნამდივიად არ არის და ჩაბარების შემდეგ სამსახურის დაწყება მარტივია. მთავარი საქმე არის შემდეგ, უნდა გამოიყენო ყველაფერი იმისთვის, რომ საუკეთესო იყო და კონკურენცია გაუწიო სხვას. იმის საშველაბას ნიუ-იორკი მარტივად იძლევა, რომ სამსახური დაიწყო, მაგრამ ყველაზე რთული არის მუშაობის პროცესი. მთელი ენერგია უნდა ჩადო საუკეთესო შედეგის მისაღებად.

 თქვენი აზრით რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს უძრავი ქონების აგენტი, რომ ამ სფეროში იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი?

ვფიქრობ, მთავარი ყველა პროფესიაში არის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, მაგრამ ამის გარდა დავამატებდი ორიგინალურობას, კომუნიკაბელურობას. ამ სფეროში უნდა იყო განსხვავებული, რომ  მაღალი სერვისი  შესთავაზო მომხმარებელს, მათ თავი უნდა მოაწონო, რომ მოხდეს კავშირების დამყარება ადამიანებთან. ეს ყველაფერი გეხმარება გახდე კონკურენუნარიანი და წარატებული.

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე წააწყდით თუ არა სირთულეებს?

პანდემიის დრო იყო ნამდვილად უძრაობის პერიოდი. გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქი თითქმის ცარიელი იყო, ყველა წავიდა ნიუ-იორკიდან და ქალაქგარეთ, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად. ხალხის ახალი ნაკადი არ შემოდიოდა და შესაბამისად გაყიდვა, ყიდვა, გაქირავებაც არ ხდებოდა. ბოლო ექვსი თვეა შედარებით გააქტიურდა სამუშაოები და ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას და ეს პერიოდიც გადაილახა.

საბოლოოდ რა გეგმები გაქვთ მომავალში და განიხილავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

ჩემს სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი  არ მიყვარს, მაგრამ მაშტაბური გეგმები მაქვს.მინდა ვიყო ერთ-ერთი წარმატებული ამ სფეროში და განსხვავებული ცვლილებები შევიტანო. საქართველოში ჩამოსვლას განვიხილავ, ჯერჯერობით სამუდამოდ არა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

კარლოს სლიმის რჩევები – „როცა მე რაღაცის გაკეთებას ვწყვეტ, ამას ძალიან სწრაფად ვაკეთებ“

არაბული წარმოშობის მექსიკელი, კარლოს სლიმი, მილიარდელი ბიზნესმენია, რომელიც  საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების სტილით ცხოვრობს. მას არ ჰყავს პირადი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და კვირაში მხოლოდ 24 ათას დოლარს ხარჯავს.

იგი ასევე შედის მსოფლიოს ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი მილიარდერების სიაში. მან დაარსა კარლოს სლიმის ფონდი რომელიც მრავალ სხვადასხვა სფეროში მრავალ ადამიანს ეხმარება მექსიკაში. გთავაზობთ მის რჩევებს:
„როცა მე რაღაცის გაკეთებას ვწყვეტ, ამას ძალიან სწრაფად ვაკეთებ.“
„ის, ვინც ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესის სახეობები უფასურდება და უსარგებლო ხდება, – ცდება, რადგან ეს გახდება ახალი ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.“

„როცა კრიზისის პერიოდში ყველა ცდილობდა აქტივების რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვას, მე ვიყიდე ისინი.“
„ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვხარჯავ ახალი ტექნოლოგიების შესწავლაში, მე აუცილებლად უნდა ვიცოდე რა ხდება მსოფლიოში და ასევე როგორ შეიძლება ვიმუშაო ამ მიმართულებით.“
„ბიზნესი ეს არ არის ჩემპიონატი, არ არის აუცილებელი კონკურენტების ჩამოსაშორებლად ბრძოლა. ბევრად მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა საკუთარი ბიზნესის სფეროში და საქმის კომპეტენტურად წარმართვა.“
„სიმდიდრემ უნდა წარმოშვას სიმდიდრე. აი რატომაა საჭირო მიღებული კაპიტალის რეინვესტირება.“
„სიღარიბე – ეს არის საუკეთესო საშუალება ზრდისთვის. ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა – მთავარი ინვესტიციაა ჩემს ცხოვრებაში.“
„კომპრომისი და პასუხისმგებლობა – ბიზნესის წარმატების მთავარი კომპონენტები.“
„მე არ მაღელვებს რეპუტაცია. თუ თქვენ სხვისი აზრების მიხედვით ცხოვრობთ, თქვენ მკვდარი ხართ. არ მინდა ცხოვრების დარჩენილი დრო იმაზე ფიქრში გავატარო, თუ რას იტყვიან მომავალში ჩემზე.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიმედიცინამსოფლიოსაქართველო

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელმაც 3 წლის გოგონას ორივე ამპუტირებული ქვედაკიდური დაუბრუნა

რამაზ დათიაშვილი დღეს მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგია, რომელმაც 35 წლის წინ, სამი წლის გოგონას მოკვეთილი კიდურების  სრულად რეპლანტირება შეძლო და დღესაც აოცებს მსმენელს საკუთარი  ისტორიით. ამჟამად, ქართველი ექიმი აშშ-ში მოღვაწეობს  და სამეცნიერო საქმიანობითაც არის დაკავებული,  ექიმი არაერთხელ მოხვედრილა უცხოური მედიის ყურადღების ობიექტივში, ამჯერად კი, მისი დაუჯერებელი ისტორიით   ნიუ-ჯერსის საინფორმაციო მაუწყებელი “NJTV-ი” დაინტერესდა.

რამაზ დათიაშვილი, მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე, 28 წლის ასაკში გახდა მოსკოვის 51-ე საავადმყოფოს მიკროქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, 1978 წელს დოქტორის წოდებაც მიიღო და აკადემიური მოღვაწეობა მოსკოვის ეროვნულ ქირურგიულ ცენტრში გააგრძელა. დათიაშვილი გახდა წამყვანი ექსპერტი მიკროქირურგიის სფეროში და 1988 წელს მიენიჭა რუსეთში უმაღლესი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდებაც.

მაგრამ, ისტორია, რომელმაც ქართველ ქირურგს ყველაზე დიდი აღიარება და ნდობა მოუპოვა, 1983 წლის ივნისში, ლიტვაში განვითარდა, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, მამამ თიბვის დროს, საკუთარ გოგონას (რასა), ორივე ქვედაკიდური მოსწყვიტა, მოთხოვნა მისთვის კიდურების რეპლანტაციის შესახებ, ხუთი ათასი კილომეტრის დაშორებით, მოსკოვში, სწორედ ექიმ დათიაშვილს მიუვიდა, რომელთანაც პაციენტის გადაყვანა კომერციული თვითმფრინავით მოხერხდა და ინციდენტიდან მხოლოდ 12 საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი ოპერაციის გაკეთება, მაგრამ, დროის დანაკარგის მიუხედავად, დათიაშვილმა ოპერაციას წარმატებით გაართვა თავი და ბავშვს კიდურები დაუბრუნა.

ახალგაზრდა ექიმს ოპერაციამდე მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, რადგან მისმა კოლეგებმა უარი თქვეს ბავშვის ანესთეზიაზე, ზრდასრულთა საავადმყოფო კი, სადაც ის იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ გოგონასთვის ოპერაციის ბავშვთა საავადმყოფოში ჩაეტარებინათ და პასუხისმგებლობაც მათ აეღოთ. საბოლოოდ,  მიკროსკოპის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, დათიაშვილმა შეძლო დაეწყო ოპერაცია, „როდესაც ამპუტირებული კიდურები დავინახე, ისინი გაყინული, ხესავით მყარი იყო და წამით დავფიქრდი, ღირს კი ამის გაკეთება?! რადგან თუნდაც წარმატებული რეპლანტაციის შემთხვევაშიც, პაციენტის დაკარგვის რისკი საკმაოდ მაღალი იყო“ -აღნიშნავს დათიაშვილი.

 დათიაშვილი ცდილობდა შეერთებინა გოგონას არტერიები და ვენები, როცა მის ორგანიზმს სისხლი მიეწოდებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამპუტირებულ ნაწილებში ჟანგბადისა და სისხლის ნაკლებობის გამო განვითარებული ტოქსინების რასას ორგანიზმისთვის უვნებლობაში დარწმუნება იყო, საბედნიეროდ, ცხრასაათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკანასკნელი ნაკერის დადების შემდეგ, გოგონას პატარა კიდური ექიმის ხელში გათბა, ექიმის საპასუხისმგებლო  მისიაც წარმატებით შესრულდა და დღეს რასა მინიმალური შეზღუდვებით გერმანიაში ცხოვრობს საკუთარ მეუღლესთან ერთად  და როგორც დათიაშვილი აღნიშნავს, მისთვის, როგორც ქირურგისთვის, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა.

დღეს რამაზ დათიაშვილი პლასტიკური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრია და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ნაშრომზეც, მას ეკუთვნის 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის სახემძღვანელოები თუ სტატიები მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. დათიაშვილი ნიუ-ჯერსის სამედიცინო სასწავლებელშიც ასწავლის და იშვიათად თუ საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაუბრუნა პატარა გოგონას კიდურები, მაგრამ დარწმუნებულია რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, რისი კარგი მაგალითადაც სწორედ თავად არის.

წყარო: NJTV NEWS

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

კონტრაქტით მუშაობის პრიორიტეტი

ყველ კომპანიისთვის გამართული ბუღლტერი ძალიან მნიშვნელოვნი თუ გვითვლისწინებთ, რომ ფინანსუი მხარე ყვე კომპნიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაბამისად აუდილებელი შევიმუშაოთ სტრატეგიები.

თუ მომსახურების ბიზნესი გაქვთ, საუკეთესო გზა ფულის მოძრაობის კრიზისის ასაცილებლად მხოლოდ კონტრაქტით მუშაობა იქნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მთლიანად მშრალზე არ დარჩებით, მაგრამ სრულ და დროულ გადახდებს თქვენთვის ვერ უზრუნველყოფს.

კონტრაქტზე დამყარებული გადახდის სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, გაცილებით ზუსტი პროგნოზი გააკეთოთ მოცემულ პერიოდში ფულის მოძრაობის შესახებ. ვარაუდების ნაცვლად, სულ მცირე, ზოგადი ციფრი მაინც გექნებათ. ამგვარად, ეს ნაბიჯი უდავოდ კეთილგონიერების გამოჩენაა თანამედროვე ქაოსურ ბიზნესსამყაროში.

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რჩევები დამწყებ ბიზნესმენებს

ბიზნესის ადმინისტრირების სტანდარტული სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს ორწლიან სწავლებას, რომელიც მიმართულია ბიზნესის ძირითადი კონცეფციებისა და თეორიის შესწავლისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ სხვადასხვა მეცნიერთა აბსტრაქტული შეხედულებების დაზუთხვას ვცდილობთ, ჩვენ გარშემო პრაქტიკული ალღოსა და თანდაყოლილი ბუნებრივი ინტუციის მქონე მოხერხებული ადამიანები ახერხებენ ყოველგვარი თეორიული განათლების გარეშე მცირე ბიზნესის წამოწყებასა და ფულის შოვნას.

უამრავი კურსდამთავრებული ერთვება ბიზნესის დიდ სამყაროში საბაზისო პრაქტიკული ცოდნის გარეშე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს ბიზნესი წარმატებულად.

სამწუხაროდ, მეწარმეთა უმრავლესობას  მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და მარცხზე უხდებათ სწავლა და არა როგორც  სხვისაზე.

ბიზნეს ტრენერი და საერთაშორისო სპიკერი გერი ბარნსი სთავაზობს ახალბედა მეწარმეებს დახმარებას, რომ მოემზადონ გარკვეული გამოწვევებისთვის.

 

  1. წარმატება არ არის მყისიერი
  2. იყავით მოხერხებული და ეცადეთ ადვილად მოერგოთ გარემო პირობებს
  3. დაიწყე მცირედით და მოძლიერდი ეტაპობრივად
  4. რეალურად, უთანხმოებები კარგია
  5. ნუ შეგეშინდებათ თანამშრომლებისთვის ნდობის გამოცხადების

 

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

Berkshire Hathaway ისტორიაში პირველად ახორციელებს ინვესტიციას კომპანია Amazon-ის აქციებში

ლეგენდარული ინვესტორის უორენ ბაფეტის კომპანია  Berkshire Hathaway ისტორიაში პირველად ახორციელებს ინვესტიციას კომპანია Amazon-ის აქციებში. დიდი ხანია ბაფეტი ჯეფ ბეზოსითა და მისი კომპანიით აღფრთოვანებულია და ამ ნაბიჯის გადადგმა სურს.

ბაფეტმა არ დააკონკრეტა ის თანხა, რაც Amazon-ის აქციებში დააბანდა. ამ ინფორმაციას მოგვიანებით, კვარტალური ანგაირშიდან გავიგებთ, თუმცა ცნობილია, რომ ის Amazon-ის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი გახდა.

Berkshire-ში უორენი რამდენიმე თანამდებობას იკავებს – ის არის ორგანიზაციის პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი.

გასულ წელს Berkshire Hathaway 5 უმდიდრესი ამერიკული ბანკიდან 4-ის უმსხვილესი აქციონერი გახდა. გასულ წლებში ბაფეტის კომპანიამ გაზარდა ინვესტიციები JPMorgan Chase & Co-ში, Bank of America-ში, PNC Financial Services-სა და U.S. Bancorp-ში.

გარდა ამისა, ბაფეტი კვლავ რჩება Apple-ის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად და ტექნოლოგიური გიგანტის 5,7%-ს ფლობს.

 

წყარო : Inc.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

McDonald’s-ი პერსონალის ხელფასების ზრდის შესახებ აცხადებს

მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s-ი პერსონალის ხელფასების ზრდის შესახებ აცხადებს. კომპანიის განცხადებით, ხელფასები მომავალი თვიდან დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დამწყებ საფეხურზე დასაქმებული პირების ანაზღაურება საათში 11$-დან 17$-მდე განისაზღვრება, ხოლო ცვლის მენეჯერების – 15$-დან 20$-მდე.

„ჩვენს ფრანჩაიზერებთან ერთად, კომპანია ცდილობს შექმნას კონკურენტული გარემო დამსაქმებლებს შორის. იყო ვიღაცაზე წინ, ნიშნავს მუდმივ სიახლეებს და უნდა შეგეძლოს მიმზიდველი და კონკურენტული გარემოს შექმნა შენს ინდუსტრიაში“, – განაცხადა აშშ-ის McDonald’s-ის ხელმძღვანელმა ჯო ერლინგერმა.

სწრაფი კვების ქსელის ვარაუდით, კომპანიაში საშუალო ანაზღაურება საათში $15-ს 2024 წლისთვის გაუტოლდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაენერგეტიკასაქართველო

„სოკარი“ მზის ენერგიით ავტოგასამართ სადგურებს ამარაგებს

კომპანია „სოკარის“ საქმიანობა საქართველოში უცვლელად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის 5 ძირითად სტანდარტს ეფუძნება – ახალგაზრდების განვითარება, ქალთა უფლებების დაცვა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა, შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგია.

ამ მიმართულებების გასაძლიერებლად „სოკარს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ყოველი მათგანი შესრულებულია თანამედროვე ბიზნესის ძირითადი პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვით! სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიზნებისა და ამა თუ იმ პროგრამის რეალიზებისთვის გამოყენებული რესურსების შესახებ.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ უკვე გადადგმულია მთელი რიგი ნოვატორული და შთამბეჭდავი ნაბიჯი, რომელთა შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილი უკავია მზის პანელებით ენერგიის გამომუშავების პროგრამას.

ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესი

Time-მა ისტორიაში პირველად ყველაზე გავლენიანი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა, რომელიც ყოველწლიურად ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს, 100 ყველაზე გავლენიანი კომპანია დაასახელა.

კომპანიები გარკვეული პარამეტრებით შეაფასეს (აქტუალობა, ინოვაციები, წარმატებულობა) და ხუთ კატეგორიად დაყვეს: პიონერები, ლიდერები, ინოვატორები, გიგანტები, დამანგრევლები. თითოეულში 16-22 კომპანია მოხვდა.

პიონერების“ კატეგორიაში ლიდერად მედიაკომპანია Hello Sunshine დასახელდა, რომელიც მსახიობმა და პროდიუსერმა რიზ უიზერსპუნმა დააარსა. სიაში ასევე მომღერალ რიანას საცვლის კომპანია და გაცნობის სერვისი Bumble მოხვდა.

„ლიდერების“ კატეგორიაში პირველი ადგილი აშშ-ის კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) დაიკავა, მეორე ადგილზეა კორპორაცია Apple, შემდეგ ავიაკომპანია Delta, აშშ-ის აფთიაქების უმსხვილესი ქსელი Walgreens და ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს.

ინოვატორებს“ შორის პირველ ადგილზეა სტარტაპი Gro Intelligence, რომელიც მასობრივ შიმშილსა და გლობალურ დათბობას ებრძვის. კომპანია კლიენტებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულ მონაცემებს აწვდის. სიაში ასევე მოხვდა ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, ვიდეოთამაშების მწარმოებელი Nintendo, სტრიმინგ-სერვისი Netflix-ი, ვიდეოკონფერენციების ორგანიზებისთვის შექმნილი პროგრამა Zoom-ი, სათამაშოებს მწარმოებელი Lego, სოციალური ქსელი TikTok-ი.

„გიგანტების“ კატეგორიის ლიდერი საავტომობილო კორპორაცია General Motors-ი გახდა. რეიტინგში ასევე მოხვდა ჩინური კომპანია Alibaba, Facebook-ი, მედიაკომპანია Disney.

დამანგრევლების“ ლიდერი კი ბიოტექნოლოგიური კომპანია Illumina გახდა, რომელიც ბიოლოგიური ფუნქციებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ანალიზის სისტემების შემუშავებით არის დაკავებულ. მეორე ადგილზეა ჩინური Huawei, ილონ მასკის Tesla და სერვისი OnlyFans.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგია

მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი.

„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი.

მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში.

26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.

22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 59
Page 7 of 59