close
ბიზნესი

ტექნოლოგიის სფეროს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი

კანადაში – ქვინსის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა, რბილი დისპლეის მქონე პლანშეტი შექმნეს, რომელიც ღერძის ირგვლივ დახვეულ ქაღალდს მოგაგონებთ.
ძალიან კომპაქტური ნივთია, ყველა კატეგორიის ადამიანს დააკმაყოფილებს, როგორც ცნობილია, მოწყობილობა სახელწოდებით „MagicScroll“ 7,5-დიუმიანი ეკრანითაა, რომელიც სმარტფონის ორი დისპლეისგან შექმნეს.
ეკრანის ერთი მხარე ცილინდრზეა დამაგრებული, ხოლო მეორე იშლება. თავად ცილინდრის კორპუსში კი განთავსებულია სამუშაო დედა პლატები და ელემენტები, ასევე ეკრანის დასამაგრებელი მაგნიტები.
ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ამ პლანშეტისთვის სერიული წარმოების სახისა და ფორმის მიცემა.
Sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0