Coca-Cola Bottlers Georgia „მთის წყალს“ ექსპორტზე გაიტანს. ახალი ბრენდი, 2020 წლის გაზაფხულიდან, კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება. თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ბაზარზეც. ამ ეტაპზე, პროდუქტი, რეგისტრაციის პროცედურებს გადის.
Coca-Cola Bottlers Georgia „მთის წყალს“ ექსპორტზე გაიტანს. ახალი ბრენდი, 2020 წლის გაზაფხულიდან, კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება. თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ბაზარზეც. ამ ეტაპზე, პროდუქტი, რეგისტრაციის პროცედურებს გადის.
ეს არის მტკნარი მინერალური წყალი, რომელიც მუხრანის ველის ჭაბურღილებიდანაა. სწორედ ამიტომ, მისი თავდაპირველი სახელი „მუხრანის წყალი“ იყო. თუმცა, შემდეგ შეიცვალა და ბაზარზე, ახალი დასახელებით – „მთის წყალი“ – გამოჩნდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
კომპანია “ევროპაბეთი” უარს ამბობს გარე რეკლამაზე, სააათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ასევე ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას.
2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, აღარ გამოიყენებს ისეთ კომუნიკაციას, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. შესაბამისად, თბილისში გარე რეკლამების მოხსნა უკვე დაიწყო. დაზოგილ თანხებს კომპანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისკენ მიმართავს.
“პასუხისმგებლიანი თამაში” 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პასუხისმგებლობა ბიზნეს პროცესებში, პასუხისმგებლობა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც „ევროპაბეთმა“ თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია:
ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას განცხადებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესი არის განვითარებადი და საჭიროებს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას.
“ევროპაბეთმა კომუნიკაციის ნაწილში პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის”, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი, მისი მიზანია უკეთესი გარემოს შექმნა, სადაც ბიზნესიც და საზოგადოებაც ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან,” – ამბობს ლაშა გოგუა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში 2018 წლიდან, ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო მოქმედებს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.
სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22000. პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე. წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება.
ამასთანავე, კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს. ექსპორტზე გასატანად პროდუქციის მომზადების პროცესს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„სახელმწიფოს მხრიდან აგრარული დარგის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ხელშესახები შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. შპს „გლენბერი“ მრავალ წარმატებულ ბენეფიციარს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნა და დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 212 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო შეიქმნა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ქართული საკონსულტაციო კომპანია „Insource“ ოთხდღიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.
ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.
“გადავწყვიტეთ, დანიამ და „მაიკროსოფტმა“ რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!
რა თქმა უნდა, დანიას და „მაიკროსოფტს“ სხვა რამეებშიც რომ მივბაძოთ. ძალიან გვინდა, მაგრამ უკვე მიმდინარე კვირიდან, პარასკევი უქმე დღეა ინსორსში!
დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და “სამსახურეობრივი ბედნიერების” მაჩვენებელიც მოგვეწონება.
დავგეგმეთ როგორ დავასრულოთ სამუშაოები ხუთშაბათს და ველით ინტერესით ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგს!
ვინ იქნება შემდეგი – არ ვიცით, შედეგებს გაგიზიარებთ და თქვენც მოგვყევით !
წარმატებებს გისურვებთ და ამ საინტერესო ექსპერიმენტის სურვილი თქვენც გადმოგედოთ”, – წერია პოსტში.
ცნობისთვის: „ინსორსი“ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ის ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს ლიდერების მოძიებასა და ხალხის ეფექტურად მართვაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა” დედოფლისწყაროში დაფასოებული მწვადისა და ლორის წარმოება დაიწყო. როგორც Bm.ge-ს კომპანიის დირექტრომა ოთარ სიმონიშვილმა განუცხადა, პროდუქტი სრულიად ნატურალურია და მისი შეძენა საქართველოში – გუდვილში, ფრესკოსა და ნიკორას ქსელებშია შესაძლებელი.
“კომპანია “ნაციონალური დელიკატესის” მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს… ეს არ არის ნახევარფაბრიკატი, ეს არის მზა საკვები”, – აცხადებს სიმონიშვილი.
მისივე განცხადებით, პროდუქტს შენახვის ორწლიანი ვადა აქვს.
ამ ეტაპზე კომპანია ბაზარს სთავაზობს შემდეგია: ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით .
ცნობისთვის, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი” უკვე ორი წელია ქართულ ჯარსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მშრალი ულუფის პროდუქციით ამარაგებს. კომპანიას ასევე აქვს 8 სახეობის დაფასოებული პროდუქტი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
რესტორანი „ბარბარესთან“, მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა სიაში მოხვდა – გამოცემა The World’s 50 Best Restaurants წერს, რომ ეს ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს, მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.
„ [რესტორანში] „ბარბარესთან“ ნამდვილად გაქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ დავიწყებული მაგრამ ავთენტური ქართული სამზარეულო, რომელიც შერწყმულია იმ პერიოდის ინტერიერთან. აქ ნახავთ ლამპის აბაჟურებს, მაქმანებიან სუფრებს და ვინტაჟურ ჭურჭელს. „ბარბარესთან“ გაქვთ საშუალება გასინჯოთ კურდღლის ხვეულები, გოგრის ღვეზელები და ალუბლის სუპი, პიტნით. და ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადდება. რესტორანში არის ქვევრის, ტრადიციული ქართული ღვინის ფართო არჩევანი“, – წერს გამოცემა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
Microsoft-ის იაპონური ოფისი ექსპერიმენტის ფარგლებში ერთი თვით 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ეს დადებითად აისახა არა მხოლოდ თანამშრომლებზე, არამედ კომპანიის შედეგებზეც. ამის შესახებ CNBC-ი იუწყება.
ექსპერიმენტი აგვისტოში ჩატარდა: 2300 თანამშრომელს დამატებითი დასვენების დღედ პარასკევი მისცეს. ამასთან, მათ ხელფასი არ შეუმცირდათ და ზედმეტი დასვენების დღე არც შვებულებაზე აისახა.
საბოლოოდ, 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, პროდუქტიულობა თითქმის 40%-ით გაიზარდა. ამასთან, კომპანიამ ელექტროენერგია და ქაღალდი დაზოგა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც 1,2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა “სილიკონის ველის” ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული სტარტაპის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი ე.წ. „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული ფონდები, როგორიცაა: Ridge Ventures, Great Oaks VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Ten Eighty Capital, და სხვა.
Pulsar AI – ი 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში.
ისინი ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიდნენ ტექნოლოგიებს, რომელიც მანამდე არ არსებობდა; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
საქართველოში ტექნოლოგიური პლატფორმა „აქსელი“ დაფუძნდა. ახალი კომპანია ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა რიჩარდ ყურაშვილმა დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანია 1000-მდე მძღოლს დაასაქმებს.
ახალ პლატფორმაზე BMG ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.
მისი განმარტებით, „აქსელი“ ტაქსის გამოძახების ჩვეულებრივი კომპანიაა, ოღონდ, უფრო ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებით.
„სერვისი ტექნიკურად უკვე გამართულია, ამ ეტაპზე დიზაინზე მუშაობენ, თვის ბოლოს კი ის ფუნქციონირებას დაიწყებს“, – განმარტავს აგლაძე.
ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ “აქსელის“ აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.
„მძღოლების მოზიდვას ვაპირებთ გადახდების მოქნილი სისტემით“, – აღნიშნავს აგლაძე გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში და დასძენს, რომ სატარიფო პოლიტიკა იქნება ინოვაციური და კონკურენტუნარიანი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. პირველ რიგში ის დაიწყებს გამოძახების სერვისზე მუშაობას. ამის მერე დაემატება ეტაპები და ჩაშენდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ღირსშესანიშნაობების ნახვა, საუკეთესო რესტორნებთან და კულტურულ პროგრამებთან წვდომა. ეს დამუშავების პროცესშია“,- ამბობს ზურაბ აგლაძე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”