close

ბიოლოგია

ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ტვინის სხეულის გარეშე ცოცხლად შენახვა მოახერხეს

იელის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ წარმატებით განახორციელეს ღორების ტვინების ცოცხლად შენახვა სხეულების გარეშე 36 საათის განმავლობაში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ანალოგიური ტექნილოგიის გამოცდა ადამიანებზეც მოხერხდება, ეს სიცოცხლის გახანგრძლივების ახალ, გასაოცარ შესაძლებლობას გააჩენს.

უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, რომლებიც აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდნენ, მათ ექსპერიმენტი 200-მდე ღორე განახორციელეს.

ხელოვნური სისხლძარღვების, გამათბობლებისა და ტუმბოების სისტემის გამოყენებით გუნდმა შეძლო 4 საათის გარდაცვლილი ღორების ტვინებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.

მეცნიერთა გუნდი აცხადებებს, რომ BrainEx-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ორგანოების „ცოცხლად“ შენახვა 36 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

როგორ მუშაობს აღნიშნული ტექნოლოგია?

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჟურნალის, MIT Technology Review-ის ინფორმაციით, BrainEx ტექნოლოგია ითვალისწინებს ტვინის დაკავშირებას მილაკების დახურულ მარყუჟებთან, რომლებიც გამთბარი ხელოვნური სისხლის ცირკულაციას ახორციელებს და ჟანგბადს ტვინის სიღრმეში  მდებარე უჯრედებში გადაისვრის.

ტექნოლოგია მსგავსია იმ საშუალებისა, რასაც  მეცნიერები სხვა ორგანოების, როგორიცაა გული ან ფილტვები, ტრანსპლანტებისთვის იყენებენ, თუმცა, უფრო მეტად პრობლემურია, როცა საქმე ტვინს ეხება.

მეცნიერებს სურთ, ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოცდა, ისინი იმედოვნებენ, რომ BrainEx-ი მომავალში სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას გააჩენს, თუმცა მანამდე მათ ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწევსთ, ვინაიდან ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოყენება ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების ახალი დასკვნა: თამბაქო სმენას აქვეითებს

იაპონიაში მწეველებზე ჩატარებულმა აჩვენა, რომ თამბაქო სმენას აქვეითებს. იქიდან გამომდინარე, რომ დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობა, მეცნიერები ამბობენ, რომ ვარაუდი საკმაო საფუძვლინია – მწეველებისთვის სმენის დაქვეითების რისკი მაღალია.  

როგორც ჟურნალ ,,Nicotine and Tobacco-ში“ გამოქვეყნებულ ნაშრომში ვკითხულობთ, 50 000 ადგილობრივზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საშუალო სიხშირის მწეველებმა, არამწეველებთან შედარებით,  დაახლოებით 1.6-ჯერ მეტად ან ნაწილობრივ დაკარგეს სმენა. აქვე აღნიშნულია, რომ სმენის დაკარგვის ალბათობა იმ ობიექტებს შეუმცირდათ, რომელთაც თამბაქოს მოწევას დაანებეს თავი.

წყარო: Nicotine and Tobacco

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

კვლევა: ადამიანის ტვინი 13 წლამდე იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ადამიანის ტვინი 13 წლამდე იზრდება ანუ იქამდე, სანამ ადამიანი ზრდასრულობას მიაღწევს.  ტვინის ზრდა კი ჰიპოკამპუსის ნაწილში ახალი უჯრედების წარმოქმნას ითვალისწინებს.

აქამდე არსებული ვერსიით,  ადამიანის ჰიპოკამპუსში ახალი უჯრედები და ნეირონები ზრდასრულობის პერიოდშიც წარმოიქმნებოდა. თუმცა დადგინდა, რომ არანაირი მაჩვენებელი არ ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ ნეირონები ზრდასრულობაშიც წარმოიქმნება.

კვლევის ფარგლებში, 59 მომაკვდავისა და პოსტოპერაციული ადამიანის ტვინის ქსოვილები შეისწავლეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ცხვრის ემბრიონიდან ადამიანური უჯრედი განავითარეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად გაზარდეს ცხვრის ემბრიონი, რომლის შემცველობაში ადამიანის უჯრედები იყო. კვლევის შედეგები, ოსტინის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს. 

წყარო: https://imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გენები ადამიანის გარდაცვალების ზუსტ დროს განსაზღვრავს

გენები ჩვენ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მატარებელია. აღმოჩნდა, რომ გენებით შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების დროის დადგენაც.

ესპანეთში, ბარსელონაში, გენომიური რეგულირების ცენტრმა (CRG) ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის ქსოვილებში გენის აქტივობა გამოიკვლია და მკვეთრი ცვლილებაც გამოავლინა, რითაც სიკვდილის ზუსტი დროის დადგენაა შესაძლებელი.

შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ ,,Nature Communications-ში“ გამოქვეყნდა, ნიმუშების ანალიზისა და ე.წ. Machine Learning-ის კომბინაციას წარმოადგენს. სიკვდილის შემდეგ გენის აქტივობის ცვლილების დასადგენად ბიოლოგმა რედერიკ გიგომ და მისმა კოლეგებმა 9,000 დონორისგან ქსოვილის 39 ნიმუში აიღეს.

აღმოჩნდა, რომ სიკვდილის შემდეგ, 600 კუნთოვანი გენის აქტივობა სწრაფად  გაიზარდა ან შემცირდა. თუმცა, ტვინისა და ელენთის გენის აქტივობაში ცვლილება მინიმალური იყო.

მეტი სიზუსტისთვის, მეცნიერებმა ე.წ. machine learning-ის მოდელი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება ქსოვილის გენში გარდაცვალებიდან 7-14 საათში ხდება. ერთი მაგალითია სისხლში, რამდენიმე დონორის ნიმუშში  გენის შემცირებული აქტივობა დნმ-ის წარმოებაში, იმუნურ რეაქციასა და მეტაბოლიზმში ნიმუშების აღებამდე ექვსი საათით ადრე იყო მომხდარი.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, მისი განვითარების შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენა გახდება შესაძლებელი. ეს კი სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებულ უამრავ გაურკვევლობას აღმოფხვრის და დიდ დახმარებას გაუწევს სამართალდამცველ ორგანოებს.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ღამურების ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა ღამურების ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნეს.  ისინი იმედოვნებენ, რომ აღმოჩენას ადამიანის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებენ.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანებისა და სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ღამურებს ტელომერად წოდებული სტრუქტურები ქრომოსომების ბოლოს აქვთ განთავსებული.

ქრომოსომა, ქსოვილის ბოლოს, უჯრედის ბირთვში შემავალი სტრუქტურებს უწოდებენ ტელომერებს. ტელომერების არის ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებული მცირე ფრაგმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაბერების პორცესზე.

მხოლოდ 19 ძუძუმწოვრი ცხოველი ცოცხლობს ადამიანზე ხანგრძლივად სხეულის ზომის შესაბამისად. მათგან 18 – ღამურაა, რომელთაგან ზოგიერთი 18 წელზე დიდხანს ცოცხლობს, ერთი კი აფრიკული მღრნელია, რომელსაც mole rat-ს უწოდებენ.

მკვლევარებმა ღამურებში აღმოაჩინეს ორი გენი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მის უნიკალურ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მექანიზმები გახდება დაბერების შესახებ მომავალი კვლევების ამომავალი წერტილი.

ქრომოსომების ბოლოებში განთავსებული ტოლომერები დამცავ ხუფებს წარმოადგენენ, ისინი უჯრედის ყველა გაყოფის დროს მოკლდებიან. ეს მართავს ბუნებრივი დაბერების პროცესს, რომელიც უჯრედების განადგურებას იწვევს, რაც დროთა განმავლობაში ქსოვილს აზიანებს და საბოლოოდ, კლავს.

მეცნიერებმა ღამურის ოთხი სახეობის 493 ღამურა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხანგრძლივად, დაახლოებით 40 წელს, მღამიობი (Myotis myotis) ცოცხლობს. აღმოჩნდა, რომ ღამურების ტოლომერები ასაკთან ერთად არ მოკლდება,.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სხეულის ზომის მიხედვით, მღამიობი 4 წელზე დიდხანს არ უნდა ცოცხლობდეს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რას აკეთებს სხეული ძილის დროს?

რას აკეთებს ჩვენი სხეული მაშინ, როცა გვძინავს? მეცნიერებმა ადამიანის ძილის სტადიები გამოყვეს და თითოეული მათგანი აღწერეს.
პირველი სტადია – არის დრო სიფხიზლესა და თვლემას შორის, როცა თქვენი გაღვიძება ძალიან ადვილია და თუ ამ პერიოდში გაგაღვიძებენ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს საერთოდ არ გძინებიათ.
მეორე სტადიას პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი – ფილიპ გერმანი ,,საშუალო ძილს” უწოდებს, რომელშიც ნახევარ ღამეს ვატარებთ.
,,ტვინის ტალღები ნელია (ზოგჯერ სწრაფი აფეთქებით) და თქვენი გულისცემა და არტერიული წნევა ნელდება და რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით, თქვენს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას დასვენება სჭირდება, რაც ძილის კარდიოვასკულურ სარგებლობაზე მეტყველებს”.
მესამე სტაიდა არის ღრმა ძილი ანუ დრო, როდესაც ჩვენი ტვინის ტალღები გარდაიქმნება სატონიზებელ, ნელ, მაღალი ამპლიტუდის ტალღებად. ჩვენი სხეულის ფუნქციების უმეტესობა ამ დროის განმავლობაში ნელდება და ჩვენი ორგანოები იწყებენ აღდგენას.
რემძილი თვალების სწრაფი მოძრაობის (REM – Repid eye movement), რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს თავს ძილის განმავლობაში. პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება REM-ი. REM ილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის — სიზმრისათვის. მას პარადოქსალურ ძილსაც უწოდებენ
ძილის პატერნი მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. თავდაპირველად, ჩვილებს დღეში 16 საათი სძინავთ, რომლის თითქმის ნახევარს REMძილი იკავებს. 50 წლის ასაკში შეიძლება მხოლოდ 6 საათი ეძინოს ადამიანს და მთელი ამ დროის მხოლოდ 20% ეთმობოდეს REMძილს. ახალგაზრდებს, ჩვეულებრივ, 7-8 საათი სძინავთ, რომელშიც 20% REMძილს უკავია.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერის მტკიცებით, ლაბორატორიაში ,,ჰუმანიზირებული” ადამიან-შიმპანზე გაჩნდა

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ 100 წლის წინ ფლორიდის უნივესრიტეტის მკვლევარებმა წარმატებით შეძლეს გაადამიანურებული ჰუმანიზირებული შიმპანზე ჰიბრიდის გამოყვანა.

ევოლუციურ ფსიქოლოგი გორდონ გალუპუს ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა მას უთხრა, რომ ჰიბრიდი ცხოველთა კვლევის ლაბორატორიაში გაჩნდა.

,,მდედრ შიმპანზეს დაორსულება დონორი მამაკაცის სპერმით მოხდა. ორსულობამ სრულ ვადას მიაღწია და ნაყოფიც დაიბადა. რამდენიმე დღის განმავლობაში საკითხის მორალურ-ეთიკური განხილვა მიმდინარეოდა და მათ ახალშობილის ევთანაზირება განახორციელეს,”- აცხადებს გორდონ გალოპუ გამოცემა ,,The Sun-თან” საუბრისას.

გალუპუს ინფორმაცია მეცნიერებში ეჭვს იწვევს, თუმცა შიმპანზესა და ადამიანის შეჯვარების მცდელობა ერაერთ მეცნიერს ჰქონია.

რუსმა ბიოლოგმა – ილია ივანოვიჩმა 1920 წელს მდედრი შიმპანზე მამაკაცის სპერმით ხელოვნურად განაყოფიერა, თუმცა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. წარუმატებელი იყო მოგვიანებით ჩატარებული ექსპერიმენტიც, რომლის დროსაც ქალის მამრი შიმპანზეს სპერმით დაორსულება სცადეს.

1960 წელს იგივე ექსპერიმენტი ჩინელმა მეცნიერებმაც გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა მაიმუნების კლონირება განახორციელეს

მას შემდეგ რაც 1996 წელს პირველი კლონირებული ცხვარი დოლი გაჩნდა, მეცნიერებმა იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით ოცამდე სხვა სახეობის ცხოველის კლონირება განახორციელეს, მათ შორის: კატების, ძაღლების, ვირთხების და მსხვილფეხა საქონლის.

ჩინელმა მეცნიერებმა, მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტიდან, აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება პრომატების კლონირებისთვისაცაა შესაძლებელი. მათი მცდელობა ორი მდედრი კლონირებული პრიმატის დაბადებით დასრულდა.

დოლის კლონირებისთვის გამოყენებული ტექნიკა- სომატიკური უჯრედის ნუკლიარული გადაცემა, ითვალისწინებს დონორის კვერცხუჯრედის ბირთვის სხვა ცხოველის უჯრედის ბირთვით ჩანაცლებას. მეცნიერები კვერცხუჯრედის შესაქმნელად ელექტროდენს იყენებენ, რის შედეგადაც ის განაყოფიერდება, შემდეგ კი ემბრიონად გადაქცევას იწყებს და მზადაა იმისათვის, რომ სუროგატი დედის ორგანიზმში გადაიტანონ. ორსულობის შედეგად დაბადებული იმ ცხოველის გენეტიკური ასლია, რომლისგანაც ბირთვის დონაცია მოხდა.

ეს პროცესი მარცხით სრულდებოდა პრიმატებში. ამ დაბრკოლების დასაძლევად აღნიშნულმა მეცნიერთა გუნდმა  ტექნოლოგიაში ორი ახალი ელემენტი ჩართო – ტრიქოსტატინის A და მაცნე RNA.

მეცნიერებმა თავიანთი ტექნოლოგია ზრდასრულ და ემბრიონალურ მაკაკაებზე გამოსცადეს. ზრდასრული პრომატის უჯრედების გამოყენებისას ორი ცოცხალი ცხოველი ვერ მიიღეს, ერთ-ერთის სხეული არასწორად განვითარდა და დაბადებიდან მცირე დროის განმავლობაში იცოცხლა. ამიტომ მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ნაყოფი მაკაკების უჯრედები გამოეყენებინათ. 79 ემბრიონი 21 სუროგატს გადაუნერგეს, 6 მათგანი დაორსულდა და 2 ნაყოფი ჯანმრთელი დაიბადა.

მართალია, ეს რიცხვები არცთუ ისე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და მომავალი კვლევებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: https://futurism.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები ,,იბუპროფენს” მამაკაცთა უნაყოფობასთან აკავშირებენ

,,იბუპროფენის” ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა  სათესლე ჯირკვლების მიერ ტესტოსტერონის წარმოების პროცესის შეფერხება გამოიწვიოს.

აღნიშნულ დასკვნას მეცნიერები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. კვლევის თანახმად, აღნიშნული ტკივილგამამაყუჩებელი მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ჰიპოგნადიზმი გამოიწვიოს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ და ფიზიკურ დარღვევებთან.

მეცნიერთა დასკვნები ეფუძნება 18-დან 35 წლამდე ასაკის 31 მამრობით მონაწილეზე ჩატარებულ ექვსკვირიან კლინიკურ ექსპერიმენტს. 

„კვლევის შედეგების თანახმად, ,,იბუპოფენის” ხანგრძლივი გამოყენება (რამდენიმე კვირის განმავლობაში) ტესტიკულარული უჯრედების მიერ ტესტოსტერონის წარმოებას აფერხებს,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-თან საუბარში.

თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები ჯერ კიდევ საბოლოოდ დამტკიცებულია არაა და მათი დასკვნა არ ნიშნავს, რომ  პაციენტებმა იბუპროფენის გამოყენება უნდა შეწყვიტონ.

„უბრალოდ, ყველამ, ვინც აღნიშნულ მედიკამენტს სამ დღეზე ხანგრძლივად ღებულობს, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

კვლევაში მონაწილეობა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს.

წყარო: http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 16
Page 13 of 16