close
მაიმუნი კლონირება

მას შემდეგ რაც 1996 წელს პირველი კლონირებული ცხვარი დოლი გაჩნდა, მეცნიერებმა იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით ოცამდე სხვა სახეობის ცხოველის კლონირება განახორციელეს, მათ შორის: კატების, ძაღლების, ვირთხების და მსხვილფეხა საქონლის.

ჩინელმა მეცნიერებმა, მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტიდან, აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება პრომატების კლონირებისთვისაცაა შესაძლებელი. მათი მცდელობა ორი მდედრი კლონირებული პრიმატის დაბადებით დასრულდა.

დოლის კლონირებისთვის გამოყენებული ტექნიკა- სომატიკური უჯრედის ნუკლიარული გადაცემა, ითვალისწინებს დონორის კვერცხუჯრედის ბირთვის სხვა ცხოველის უჯრედის ბირთვით ჩანაცლებას. მეცნიერები კვერცხუჯრედის შესაქმნელად ელექტროდენს იყენებენ, რის შედეგადაც ის განაყოფიერდება, შემდეგ კი ემბრიონად გადაქცევას იწყებს და მზადაა იმისათვის, რომ სუროგატი დედის ორგანიზმში გადაიტანონ. ორსულობის შედეგად დაბადებული იმ ცხოველის გენეტიკური ასლია, რომლისგანაც ბირთვის დონაცია მოხდა.

ეს პროცესი მარცხით სრულდებოდა პრიმატებში. ამ დაბრკოლების დასაძლევად აღნიშნულმა მეცნიერთა გუნდმა  ტექნოლოგიაში ორი ახალი ელემენტი ჩართო – ტრიქოსტატინის A და მაცნე RNA.

მეცნიერებმა თავიანთი ტექნოლოგია ზრდასრულ და ემბრიონალურ მაკაკაებზე გამოსცადეს. ზრდასრული პრომატის უჯრედების გამოყენებისას ორი ცოცხალი ცხოველი ვერ მიიღეს, ერთ-ერთის სხეული არასწორად განვითარდა და დაბადებიდან მცირე დროის განმავლობაში იცოცხლა. ამიტომ მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ნაყოფი მაკაკების უჯრედები გამოეყენებინათ. 79 ემბრიონი 21 სუროგატს გადაუნერგეს, 6 მათგანი დაორსულდა და 2 ნაყოფი ჯანმრთელი დაიბადა.

მართალია, ეს რიცხვები არცთუ ისე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და მომავალი კვლევებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წყარო: https://futurism.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2