უცხო პლანეტიდან თანმიმდევრული რადიო სიგნალი დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ, შესაძლოა, საცხოვრებლად ვარგისი გარემო იყოს. კერძოდ, სიგნალი YZ Ceti b-მა გამოაგზავნა, კლდოვანმა პლანეტამ, რომელიც ვარსკვლავის გარშემო დაახლოებით 12 სინათლის წლის მანძილზე ბრუნავს.
სიგნალი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ პლანეტას აქვს საკუთარი მაგნიტური ველი, რაც, როგორც ითვლება, უმნიშვნელოვანესია ცალკეულ სამყაროში სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
დედამიწაზე ჩვენი მაგნიტური ველი გვეხმარება დაცულები ვიყოთ მზისგან გამოფრქვეული მაღალი ენერგიის ნაწილაკებისა და პლაზმისგან. როგორც ასეთი, ნებისმიერ პლანეტაზე სიცოცხლე, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება მსგავსი ველის მიერ დაცვაზე.
აქამდე მკვლევარები ცდილობდნენ დაედასტურებინათ, აქვთ თუ არა შორეულ კლდოვან პლანეტებს საკუთარი მაგნიტური ველები და, შესაბამისად, უჭირდათ იმის თქმა, რამდენად სავარაუდოა, რომ პლანეტაზე შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა.
”სხვა მზის სისტემებში პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი სამყაროების ძიება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმის განსაზღვრაზე, აქვთ თუ არა კლდოვან, დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს მაგნიტური ველები. ეს კვლევა აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ ამ კონკრეტულ კლდოვან ეგზოპლანეტას, სავარაუდოდ, მაგნიტური ველი აქვს, არამედ იძლევა პერსპექტიულ მეთოდს მეტის პოვნისთვის,” – განაცხადა აშშ-ის ეროვნული რადიო ასტრონომიის ობსერვატორიის პროგრამის დირექტორმა, ჯოზეფ პეშემ.
კვლევის შედეგები აღწერილია ნაშრომში : „თანმიმდევრული რადიო იმპულსები ცნობილი M-ჯუჯა ვარსკვლავის მასპინძელი პლანეტა YZ Ceti-დან“, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”














მზის წარმოშობა – მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნა კლასტერებისგან. ეს ვარსკვლავური „ძმები“ წარმოიქნენ მსგავსი აიროვანი ღრუბლებისაგან, ამიტომ მათი ქიმიური შემადგენლობა ერთია. დღესდღეობით დედამიწის 325 სინათლის წელიწადში 100 000 ვარსკვლავი შეისწავლეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია რომელიც მზის მსგავსია. რადგან მზე უნიკალურია, შეიძლება იგი მისივე კლასტერიდან გადაადგილდა ან „გამოიქცა“ 4,5 მილიარდი წლის წინათ. შესაფერისი კანდიდატი, რომლიდანაც შესაძლებელია მზე ფორმირებულიყო – ეს არის მორიელის თნავარსკვლავედი – “Messier 67“, რომელიც ისეთივე ქიმიური აგებულების, ტემპერატურის და წლოვანებისაა, როგორიც მზე. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათი შედარებით აღმოაჩინეს, რომ ’’M67’’ არ მუშაობდა. გარდა ამისა ’’M67’’ ვერტიკალური ბობირება 5-ჯერ აღემატება მზისას და მზის წარმოსაქმნელად საჭირო სიჩქარე გამოიწვევდა პლანეტარული დისკის გახლეჩას. სავარაუდოა, რომ მზის კლასტერი აღარ არსებობს, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს “Gaia’’ სატელიტი გასცემს, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით ვარკლავის „სახეს“, მასზე 2018 ში უნდა დამთავრდეს მუშაობა და მოპოვებულმა ცნობებმა გალაქტიკის ევოლუციაზე უნდა იქონიოს გავლენა.
ვარსკვლავური ტალღები – ’’The Sloan Digital SkySurvey’’ – პროექტის საფუძველზე აღმოაჩინეს 930000 გალაქტიკა და 120000 კვაზარი. ამ მონაცემების საფუძველზე და საიმედო გამოანგარიშებით, მეცნიერებმა შეამჩნიეს ვარსკვლავების ჯგუფური ვერტიკალური განაწილება, რომლებიც ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რის საფუძველზე წარმოიქნებოდა ტალღები. ჯგუფში დაახლოებიტ 300 000 ვარსკვლავია, რომლებიც აიძულებენ გალაქტიკას „ზარივით რეკოს“. საინტერესოა, რა იდუმალება იმალება ამ ვარსკვლავებში? დღეს მეცნიერები მიიჩნევენ რომ ტალღები ესარის ნარჩენები რაღაცის, რაც ჩვენს გალაქტიკაში დღემდეა თუმცა არ ჩანს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით ეს ნიმუშები შესაძლოა წარმოადგენდნენ შავი მატერიის ნარჩენებს, რომელმაც 100 წლის წინ ჩაუარა ირმის ნახტომს და გამოიწვია ვარსკვლავების ასეთი მდგომარეობა. ამ ფაქტის ახსნამ შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ახალი კარები გახსნას.




