NASA-ს ისტორიული გასვლა ღია კოსმოსში დასრულდა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ექსპედიციის წევრები მხოლოდ ქალები – კრისტინა კოჩი და ჯესიკა მეირი – იყვნენ.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ექსპედიცია, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 21 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. მათი მისია სადგურის გარე პერიმეტრზე ახალი ელემენტების მონტაჟი. თუმცა, NASA-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კოსმოსში გაფრენის თარიღი შეიცვალა, რადგან ორბიტული ფრენის ლაბორატორიის სიმძლავრის მაკონტროლებელი გამოვიდა მწყობრიდან. ამიტომ, კოსმონავტებმა, ღია კოსმოსში 7 საათიანი და 17 წუთიანი მისია 18 ოქტომბერს შეასრულეს – შეცვალეს მწყობრიდან გამოსული სიმძლავრის მაკონტროლებელი. ასევე, ღია კოსმოსში მომდევნო ექსპედიციის განსახორციელებლად აუცილებელი რამდენიმე სპეციალური დავალებაც შეასრულეს.
ამ დღეს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა – სკაფანდრი, რომლითაც 35 წლის წინ, პირველი ამერიკელი ქალი გაფრინდა კოსმოსში. სწორედ ეს აღჭურვილობა გამოიყენეს ახლაც ექსპედიციის წევრებმა.
NASA-ს ინფორმაციით, კრისტინა კოჩი და ჯესიკა მეირი პრესკონფერენციას 21 ოქტომბერს გამართავენ, სადაც ექსპედიციის დეტალებზე თავად ისაუბრებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”