close

მსოფლიო

ანალიტიკაკვლევებიმსოფლიოპოლიტიკა

რას ნიშნავს ევროკავშირისთვის იტალიის არჩევნების შედეგები

„ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და გერმანიაში ანგელა მერკელის გამარჯვებამ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ევროსკეპტიციზმის პოპულისტურმა ტალღამ ევროკავშირის ქვეყნებში გადაიარა. თუმცა, იტალიაში გამართული არჩევნები საპირისპიროს მეტყველებს.

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელიც პოპულისტური მისწრაფებებით გამოირჩევა ლიდერობს და ხმების უმეტესობა, 33% ეკუთვნის. დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 18 %-ის აღება მოახერხა, რაც დიდ დანაკარგს ნიშნავს, რადგან წინა არჩევნებში მათ ხმების 40 %-ით მოიპოვეს ლიდერობა.

ანტიიმიგრაციული, მემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინმა, პარტიის ყოფილი კოალიციის ლიდერი, სილვიო ბერლუსკონი, 4%-ით დაამარცხა, რამაც, გაოცებასთან ერთად, დიდი არეულობა გამოიწვია არა მხოლოდ იტალიის მოქალაქეებში, არამედ პოლიტიკურ წრეშიც.

იტალიის არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც. პოპულისტური პარტიის გამარჯვება შედეგია, არა უბრალოდ თავად ამ პარტიების გამარჯვებისთვის მუშაობისა, არამედ წინა ხელისუფლების ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისაც.

მმართველი პარტიის ლიდერი – ბერლუსკონი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი – რენზი, თითქმის ყველაფერს, რაც გეგმის მიხედვით არ სრულდებოდა, ან რაზეც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა, ევროკავშირს აბრალებდნენ, რამაც, თავისთავად, გზა გაუკვალა პოპულისტური იდეოლოგიის პარტიებს და ხალხშიც უფრო მეტი პოპულარობა მოუპოვა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოპულისტების ამ წარმატებას ანგარიშგასაწევი საფუძველი არ აქვს, თუმცა, საპირისპირო შეხედულებით, ეს სიმართლეს არ შეეფერება. იტალიის ეკონომიკა 2011-2012 წლებში კრიზისში იყო, მთავარი ფოკუსი მიმართული იყო სიტუაციის გამოსწორებისა და საბერძნეთის მსგავს სიტუაციაში მოხვედრისაგან თავის არიდებაზე. ეს მიზანი მიიღწა, თუმცა  ვერ მოხერხდა მოქალაქეების სურვილების დაკმაყოფილება – მდგრადი განვთარება და ეკონომიკური ზრდა; ასე, რომ აზრთა შეუთავსებლობა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავად ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრში, ბრუსელში, მიაჩნიათ, რომ მსგავსი შედეგი გამოიწვია იტალიელი ამომრჩევლის გაურკვევლობამ იმაში, თუ რა არის იტალიის ნამდვილი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს ქმედებსასა და მოგვარებას: „ ეს ევროპული ტრენდი გახდა. როგორც „ბრექსიტის“ შემთხვევაში, ხალხი სხვა ქვეყნებშიც საუბრობს მიგრაციის საკითხებზე, როგორც სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობის მიზეზზე. სინამდვვილეში კი ეს ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული, მსგავსი სიტუაციაა იტალიაშიც“- აღნიშნა სესილია კიენგმა.

წყაროები: Reuters, Euronews

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტმა რესტორანში მუშაობა დაიწყო

ლოს-ანჯელესში რობოტი დაასაქმეს –  ფლიპიმ პასადენაში დაიწყო მუშაობა და ის პირველ ცვლაში გავიდა.

ფლიპს გრილზე ხორცს შესაწვავად ადამიანები უწყობენ, ის კი მას ამზადებს. იგი 3Dკამერით არის აჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მიხვდეს, პროდუქტი საბოლოო ფაზამდე მივიდა თუ არა. მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება, რობოტი შემწვარ ხორცს გრილიდან იღებს და ათავსებს დანიშნულების ადგილზე.

ბურგერისთვის განკუთვნილი თითოეული ხორცის ნაჭერის შეწვას 4 წუთი და 30 წამი უნდა. რობოტს მისი ამოტრიალება ხოლოდ ერთხელ უწევს.

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსზე ჯილდოები მიიღო

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. 

ჯილდოებს შორისაა:  „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიავიდეოკვლევებიმსოფლიო

არქტიკაზე ყინული თანდათან ქრება

არქტიკაზე ყინული თანდათან ქრება – ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას NASA-ს  Youtubeგვერდზე დადებული ვიდეო იძლევა, სადაც ასახულია ყინულის ლღობის პროცესი 1984 წლის სექტემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე.

რსპეციალისტებმა 2017 წელი მაღალი ტემპერატურის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე რეკორდულ წლად დაასახელეს. ყველაზე ცხელ წლად 2016, 2015, 2010 და 2001 წლებია მიჩნეული.

დედამიწაზე გლობალური დათბობა გრძელდება, რაც ადამიანების მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიოტექნოლოგიები

10 საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი მსოფლიოში

კომპიუტერული მეცნიერებები ზოგადად დღევანდელობას აღწერს, ახლანდელი ცხოვრება კი ტექნოლოგიის განვითარებასა  და დამკვიდრებას ეხება.

ძალიან ბევრი ადამიანია მსოფლიოს ყველა კუთხეში, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიების განვითრების, კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით, მათთვის მიღწევა იქნება მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე უნივერსიტეტში განათლების მიღება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჩამოთვლილია 10 საუკეთესო უნივერსიტეტი მოცემულ დარგში, დაინტერესებულ პირებს უფრო გაუადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება, დაისახავენ მიზანს და ეცდებიან მოხვდნენ ერთ–ერთ საუკეთესოში:

  1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
  2. სტენფორდის უნივერსიტეტი
  3. კალიფორნიის უნივერსიტეტი
  4. კემბრიჯის უნივერსიტეტი
  5. ჰარვარდი
  6. ოქსფორდი
  7. სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. მელბურნის სასწავლებელი
  9. კორნელის უნივერსიტეტი
  10. ტოკიოს უნივერსიტეტი

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე  გადაშენების პირას მყოფი პინგვინების მილიონნახევრიან ჯგუფს მიაგნეს

პინგვინი  „ადელი“ ანტარქტიდის სანაპიროზე ბინადრობს. ,,ადელი“  ყველაზე ერთგული არსებაა დედამიწაზე, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი პარტნიორი ჰყავს. 

პინგვინი ოქტომბრიდან თებერვლამდე მრავლდება და როგორც წესი,  ბუდეში 2 კვერცხს დებს. პატარა ბარტყების გამოსაკვებად, მშობლებს  50-120 კილომეტრის გავლა უწევთ, იმისთვის, რომ  საჭმელი მოიპოვონ. ამიტომ, მათ დაბრუნებამდე ბარტყები შიმშილით იხოცებიან. 2015 წელს ვერცერთი ბარტყი გადარჩა. 

ბუნების დამცველები წლების განმავლობაში შფოთავდნენ, რომ პინგვინი ადელი გადაშენების პირას იყო. სინამდვლეში კი  – მილიონნახევარი პინგვინი „ადელი“ ადამიანებს ანტარქტიდის ჩრდილოეთით მდებარე რთულად მისადგომ კუნძულზე ემალებოდა. ისინი მაინც იპოვეს. მათ კვალს თანამგზავრიდან მიაგნეს. ამ კუნძულებზე მოხვედრა არ არის ადვილი, ამიტომ –  ადამიანები იქ არ ჩნდებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სწორედ ამან შეუწყო ხელი პინგვინების ამ რაოდენობით არსებობას.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიო

შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს

სამედიცინო სენსაცია – ჩინეთის ქალაქ სიანში საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს. პაციენტი 29 წლის ქალია, რომელსაც საშვილოსნო დაბადებიდან არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შვილს აჩენდა. ქალი ამ ოპერაციაზე შვილის ყოლის სურვილის გამო წავიდა.

ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა და მასზე 20 ქირურგი მუშობდა, საშვილოსნოს გადასატანად სამედიცინო რობოტი გამოიყენეს.

ტრანსპლანტაცია დონორის მენოპაუზის გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მას, გამოჯანმრთელების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები: ,,დედამიწაზე მარსის მსგავსი გარემო არსებობს და იქ სიცოცხლეა“

პირველად მეცნიერების ისტორიაში, მკვლევარებმა მსოფლიოს ყველაზე მშრალი უდაბნო გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მის ნიადაგში შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა და, რაც მთავარია, იგივე შეიძლება ითქვას მარსის ნიადაგზეც.

მკვლევართა გუნდმა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის დირკ შულც-მაქუჩის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ამერიკაში მდებარე ატაკამას უდაბნო შეისწავლეს, სადაც  ათწლეულობის განმავლობაში ერთხელ წვიმს.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ, ამ ჰიპერარდიულ გარემოში, რომელიც ძალიან ჰგავს მარსის ზედაპირს,  მიკრობები მუდმივად ცხოვრობენ, თუ მარტივად იხოცებიან.

კვლებაში, რომელიც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, შულც-მაკუჩი და მისი გუნდი აცხადებს, რომ ისეთ ჰიპერარიდულ გარემოშიც კი, როგორიც ატაკამაშია, მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალიზებულ ბაქტერიებს ნიადაგში ცხოვრება შეუძლიათ, ისინი ათწლეულების მანძილზე ,,თვლემენ” და წვიმის დროს აქტიურდებიან და რეპროდუქცირდებიან.

,,ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ თუკი სიცოცხლის არსებობა დედამიწის ყველაზე მშრალ გარემო პირობებშიც შესაძლებელია, დიდი შანსია იმისა, რომ იგივე ხდებოდეს წითელ პლანეტაზეც.“

როდესაც შულც-მაკუჩი და მისი გუნდი 2015 წელს პირველად ჩავიდნენ ატაკამას უდაბნოში, წვიმდა. მეცნიერებმა კოკისპირული წვიმის შემდეგ ატაკამას ნიადაგში ბიოლოგიური აქტიურობა გამოავლინეს.

მათ გამოიყენეს სტერილური კოვზი და სხვა დელიკატური ხელსასწყოები, რათა ნიადაგის სხვადასხვა სიღრმიდან სინჯები აეღოთ და შემდეგ ჩაატარეს გენომური ანალიზი, რათა დაედგინათ მიკრობების სახეობები, რომლებიც ნიადაგში ხელახლა წარმოიშვნენ. მეცნიერებმა მიკრობული სიცოცხლის რამდენიმე ადგილობრივი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც მკაცრ პირობებში ცხოვრებას შეგუებული იყვნენ.

მეცნიერები უდაბნოში 2016 და 2017 წლებშიც ჩავიდნენ და ნახეს, რომ ის მიკროორგანიზმები, რომლებიც წვიმის დროს ცოცხალები იყვნენ, მშრალ გარემო პირობებში თანდათან იცვლებოდნენ და “მთვლემარე” მდგომარეობაში გადადიოდნენ.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მიკრობები მარსის მსგავს გარემო პირობებშიც ასეულობით და ათასეულობით წლის განმავლობაში ,,თვლემენ’, ხოლო წვიმის დროს სიცოცხლეს უბრუნდებიან,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო: https://www.sciencedaily.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

ბილ გეითსი – ,,კრიპტოვალუტა კლავს!“

,,კრიპტოვალუტა ადამიანებს ,,პირდაპირი გზით” კლავს“,- ამის შესახებ Microsoft- ის დამფუძნებელმა – ბილ გეითსმა განაცხადა.

გეითსმა იგულისხმა ციფრული ვალუტების საშუალებით ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესაძლებლობა, როგორიცაა სინთეზური ოპიოიდური ფენტანილი.

Microsoft- ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ციფრული ვალუტის ანონიმურობა ნიშნავდა, იმას, რომ ის დაკავშირებული იყო ტერორისტულ დაფინანსებასა და ფულის გათეთრებასთან.

ბილ გეითსის ეს შეფასება კრიტიკის საგანი გახდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გეითსი  კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის შესახებ არასაკმარისადაა ინფორმირებული.

თუმცა Microsoft- ის დამფუძნებელმაც არ დააყოვნა და კრიტიკას ასე უპასუხა ,,კრიპტოვალუტების ძირითადი მახასიათებელია მათი ანონიმურობა, არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია, არ ვფიქრობ, რომ კარგია, როცა ხელისფლებას აქვს შესაძლებლობა, გაათეთროს ფული, დამალოს გადასახადები და დააფინანსოს ტერორიზმი.

 კრიპტოვალუტას ფენტალინისა და სხვა ნარკოტიკების შესაძენად იყენებენ, ასე რომ, ეს გახლავთ იშვიათი ტექნოლოგია, რომელიც სიკვდილს ,,პირდაპირი გზით” იწვევს. ჩემი აზრით, სპეკულაციები მონეტების თავდაპირველ შეთავაზებაზე(ICO) სუპერრისკის შემცველია მათთვის, ვინც ღრმად შეტოპავს”, – განაცხადა ბილ გეითსმა.

მასალა მოამზად:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა 5 ათასი წლის მუმიებზე უძველესი ტატუირება აღმოაჩინეს

მკვლევარებმა ორ უძველეს ეგვიპტურ მუმიაზე მსოფლიოს უძველესი ფიგურალური ტატუები აღმოაჩინეს.

ბრიტანეთის მუზეუმის ინფორმაციით, მამაკაცის მუმიას მკლავის ზედა ნაწილში ველური ხარისა და ცხვრის ტატუ, ხოლო ქალ მუმიას ზედა მკლავსა და მხრებზე –  S- ის ფორმის ფიგურები აქვს გამოსახული.

ხელოვნების ნიმუშები ჩვეულებრივ სინათლეზე ლაქასავით მოჩანს, ისინი მეცნიერებმა ინფრაწითელი ფოტოგრაფიის საშუალებით დაათვალიერეს.

მუმიები ეგვიპტის ქალაქ გებელეინში 100 წლის წინ აღმოაჩინეს. ისინი ძველი წელთაღრიცხვის 3351 -3017 წლებით თარიღდებიან.

ამ აღმოჩენამდე არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტეში ტატუირებას მხოლოდ ქალებს უკეთებდნენ, ვინაიდან დღემდე არმოჩენილი ტატუები მხოლოდ ქალების სხეულებზე იყო გამოსახული.

აღმოჩენის დეტალები Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 59 60 61 62 63 91
Page 61 of 91