close

მსოფლიო

მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელი გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში მომხდარი მკვლელობების გამოძიებაზე უარს ეუბნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამოძიებაზე უარი უთხრა. ღაზას სექტორის საზღვართან მიმდინარე სამშვიდობო საპროტესტო აქციები ძალადობრივში გადაიზარდა. ისრაელის სამხედრო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მსვლელობის მონაწილეებს. შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. „ჯარისკაცებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო“- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ღაზას სექტორის იმ ნაწილში, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური გამოსვლისას აღნიშნა, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ შედგება, რადგან ,,გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ისრაელის ხელისუფლების ჯარისკაცები იმსახურებენ პატივისცემას“.

აღსანიშნავია, რომ „დაბრუნების დიადი მარში“ 6-კვირიანი მსვლელობაა ღაზას სექტორში, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები პალესტინელების დაბრუნებას. ჰამასისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი ეს მსვლელობა უფრო მასშტაბურ სახეს ყოველ პარასკევს იღებს. ისრაელის ხელისუფლება საზღვართან მსგავს მსვლელობებს გმობს და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს: „ნებისმიერი ვინც ახლოს მივა საზღვართან და შეეცდება ინფრსტრუქტურის რაიმე სახით დაშავებას ან დარჩება ტერიტორიაზე, სამხედროები მათ ესვრიან.”

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google Chrome-ი“ გამაღიზიანებელი რეკლამების გაუქმებას აპირებს

ბოლო დროს თუ დაუკვირდებით, ძალიან მომრავლდა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა რეკლამა, რომლებიც უკვე გაღიზიანებას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში, ფსიქოლოგიურ ზეწოლადაც შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი ქმედება.
გამაღიზიანებელ რეკლამებში იგულისხმება უინტერესო და გამოუსადეგარი ინფორმაციების სიმრავლე, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში ხედავს ერთსა და იმავეს, მასში გაღიზიანებას იწვევს.
,,Google–ის” კომპანიამ გადაწყვიტა მკაცრად აეკრძალა უინტერესო რეკლამების განთავსება. მათ განაცხადეს, რომ იმისათვის, რომ რეკლამა მომხმარებლისთვის მისაღები იყოს საჭიროა სასიამოვნო, საინტერესო და ღირებული ინფორმაციით იყოს სავსე.

წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,იაგუარი” სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას გეგმავს

გასულ კვირას კომპანია „იაგუარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას, რაც, როგორც იცით, პირველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ახალი სიტყვა მანქანათა ინდუსტრიაში,

რა თქმა უნდა, ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ნახევრად დამოუკიდებელი მანქანები, ზოგი საკმაოდ წარმატებითად მუშაობს, მაგრამ თუ ეს იქნება მართლაც ისეთი მანქანა, რომელსაც დახმარების გარეშე შეეძლება გადაადგილება, კომპანია დიდ წინსვლას იგრძნობს.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ნახევრად თვითმმართვადმა მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულე ქალბატონს, რომელიც დაიღუპა. ამიტომ ხალხისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ახალი პროდუქტი, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

რუსი დიპლომატი ,,ახალი ცივი ომის” დაწყების რისკებზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა ავსტრალიაში, გრიგორი ლოგვინოვმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიო „ცივი ომის მსგავს სიტუაციაში“ აღმოჩნდება, თუკი დასავლეთის ქვეყნები განაგრძნობენ რუსი დიპლომატების გაძევებას ქვეყნიდან დიდ ბრიტანეთში მომხდარი ე.წ ნერვული აგენტის საკითხის გამო. ელჩი ლოგვინოვის განცხადებით: „ დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ანტი რუსულ კამპანიას მომავალი არ აქვს. თუკი ეს სიტუაცია გაგრძელდება, მსოფლიო ცივი ომის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება“.
რუსეთის ხელისუფლება კვლავ უარყოფს დიდ ბრიტანეთში მოკლული ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის საქმესთან რაიმე სახის კავშირს. დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოსახატად და რუსეთის საპასუხოდ, აშშ-მა და ევროპის უმეტესმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევება დაიწყეს. ავსტრალიამ განაცხადა, რომ ის 2 ელჩს გააძევებს, რასაც მოჰყვა ლოგვინოვის პასუხი ცივი ომის დაწყების რისკების შესახებ.
აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის ელჩი ინდონეზიაშიც. ლუდმილა ვორობიევას განცხადებით, რუსი დიპლომატების გაძევება „სრული აბსურდია“ და რომ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა ცივი, არამედ „ყინულის ომი“, რომელიც მარტივად შეიძლება გადაიზარდოს „ცხელ ომში“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთის მოკავშირეები რუს დიპლომატებს აძევებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობის გამოცხადება სურთ, არამედ იმიტომაც, რომ ცნობენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ავსტრიამ, პორტუგალიამ, მალტამ და საბერძნეთმა შეიკავა თავი მოქმედებისგან.

 

წყარო: CNN, Reuters

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიორობოტექნიკა

დამსაქმებლებმა რობოტებისთვის ვაკანსიები გამოაცხადეს

რობოტების დასაქმების ძირითადი სფეროა ტექნიკოსობა, დამკვირვებლობა, ექსპერტობა სხვადასხვა სფეროში,  ინსპექტორობა.

ბოლო დროს რობოტები სპეციფიკურ სფეროებშიც გააქტიურდნენ – მაგალითად, მზარეულობაში.

რობოტებს უცნაური მიზეზებითაც ასაქმებენ – მაგალითად, ბრენდონ რიზმა რობოტი სახლში საკვები პროდუქტების მომტანად დაასაქმა.

 

წყარო:   BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

პოეტ ვიქტორია კოლონას პორტრეტში მიქელანჯელოს ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

ეს ნახატი დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, ავტოპორტრეტი დაშიფრულია და სპეციალისტების მტკიცებით, ის პოეტი ქალის კაბაშია ჩახატული.

ერთი შეხედვით, ამის აღქმა საკმაოდ რთულია. როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ავტოპორტრეტში რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვარი ვიქტორია კოლონას პატივისცემის ნიშნად უკრავს თავს.

როგორც ცნობილია, მიქელანჯელოს ვიქტორია კოლონა უყვარდა და მას ლექსებიც მიუძღვნა.

სპეციალისტების ნაწილი მაინც საეჭვოდ უყურებს ამ აღმოჩენას.

 

წყარო:  Mirror

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოავიდეომსოფლიოტექნოლოგიები

პირველად ისტორიაში – ხელოვნურმა ინტელექტმა ანიმაციური ფილმი შექმნა

პირველად ისტორიაში – ხელოვნურმა ინტელექტმა ანიმაციური ფილმი შექმნა. „Fraktaal-ი“ – ეს არის სამეცნიერო ფატანსტიკის ჟანრის ფილმი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის მიერ არის გენერირებული. ჯულიუს ჰორსთუისმა ფილმზე კვირების განმავლობაში იმუშავა 3Dპროგრამული უზრუნველყოფით. 

როგორც ანიმატორი ამბობს, სურათი ხელოვნურმა ინტელექტმა თავად შექმნა. მას დაეზარა მისი კომპლექსური მათემატიკური ფრაქტალური გამოთვლა, ეს პროცესი ავტომატურ რეჟიმზე მიუშვა და მსგავსი შედეგი მიიღო:

წყარო:  Gizmodo 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

ევროკომისია ,,Facebook-ის” წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს

ევროკომისია ,,Facebook-ის” წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა – ვეტა იუროვამ ისაუბრა.
მისი განცხადებით,  ამ სოცქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება მიუღებელია.

ვეტა იუროვამ ,,ფეისბუკს” მიმართა და მოსთხოვა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად შეეხო სკანდალი ევროკავშირის მოქალაქეებსაც.
რამდენიმე დღის წინ გიგანტი კომპანია და “Cambridge Analitica” სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიამ  ,,Facebook-ის” მომხმარებელთა პირადი მონაცემები დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს გადასცა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

მალაიზიაში ე.წ ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის 10 წლამდე პატიმრობა შეეფარდებათ

მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკის ინიციატივით, ქვეყნის ხელისუფლებამ პარლამენტში ახალი კანონმდებლობა წარადგინა, რომლის მიხედვით, ე.წ ყალბი ახალი ამბების შემქნელი და გამავრცელებელი კანონით დაისჯება: დაეკისრება საკმაოდ დიდი ჯარიმა (დაახლოებით 130 000 $ ) ან შეეფარდება 10 წლამდე პატიმრობა. კენჭისყრა შემდეგ კვირასაა დაგეგემილი.
„წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო სივრცისა და საზოგადოების დაცვას პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან, ამავე დროს, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფედერალური კონსტიტუციით იქნება დაცული“- ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
მალაიზიის ხელისუფლებამ „ყალბი ახალი ამბები“ განმარტა, როგორც „ახალი ამბავი, ინფორმაცია, მონაცემი, ანგარიში, რომელიც სანახევროდ ან სრულიად მცდარია, მათ შორის, ვიდეოვიზუალები და აუდიოჩანაწერები.“ კანონი შეეხება არა მხოლოდ მალაიზიის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც, თუკი მათი ქმედება რაიმე სახის ზიანს მოუტანს მალაიზიელებს. პროექტის ინიციატორები იმედს გამოთქვამენ, რომ კანონი ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას და მოქალაქეებს ასწავლის სიფრთხილეს ინფორმაციის გაზიარებისას.
კანონპროექტს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთა აზრით, აღნიშნული, ხელსუფლებას კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს მედია და სხვა საინფორმაციო წყაროები აკონტროლოს.
„ყალბი ახალი ამბების“, როგორც ტერმინის პოპულარიზაცია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელსაც ის ხშირად იყენებდა კრიტიკის საპასუხოდ და პოლიტიკის გასამართლებლად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის სინგაპურსა და ფილიპინებშიც მალაიზიის მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. ე.წ ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონპროექტზე იქაც აქტიურად მუშაობენ.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დააჯილდოვეს

პირველი ქართული ვისკი შვეიცარიაში დააჯილდოვეს – ,,ჯიმშერი” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს – ,,Leader of the Year-ის“ მფლობელი გახდა. 

ბიზნესდაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო ,,Leader of the Year-ი” გადაეცემათ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე მყოფი კომპანიებს. ეს კომპანიები შეირჩევიან სპეციალური კვლევის მიხედვით,  რომელსაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით ქართული კვლევითი ჯგუფი G.P.G ატარებს.

ბრიტანეთში, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსზე პირველმა ქართულმა ვისკიმ ,,Jimsher-მა” ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017 -ზე ,,Jimsher-ი” დასახელებულ იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 91
Page 57 of 91