close

მედიცინა

მედიცინა

ჯანმო: ,,2030 წლისთვის მოწევა წელიწადში 8 მილიონ ადამიანს მოკლავს”

სიგარეტის მოწევა გლობალურ ეკონომიკას წელიწადში 1 ტრილიონი აშშ დოლარზე მეტი უჯდება და მის გამო 2030 წლისთვის ერთი მესამედით მეტი ადამიანი დაიღუპება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი ერთობლივ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან.

ეს ღირებულება აჭარბებს თამბაქოს გადასახადებისგან შემოსულ გლობალური შემოსავლებს, რომელმაც, ჯანმოს მონაცემებით, 2013-2014 წლებში დაახლოებით 269 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია.

,,2030 წლისთვის თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა წელიწადში 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება, (80 პროცენტი დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში),“ – ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლიv ანგარიშში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის ექსპერტების ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის უდიდესი პრევენცირებადი მიზეზია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, გაგრძელდება, და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებს აქვთ თამბაქოს მოხმარებისa და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების მექანიზმები, ისინი ეფექტურად არ იყენებენ მათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეში ერთი შეკვრა თამბაქოს მოწევა, წელიწადში ფილტვის ყოველ უჯრედში 150 მუტაციას იწვევს.

,,ხელისუფლებების შიში იმის შესახებ, რომ თამბაქოს კონტროლი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, მტკიცებულებით გამყარებული არაა. მეცნიერება კი უტყუარია და ნათელია, რომ მოქმედების დროა.“    

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში თამბაქოს კონტროლისთვის გლობალური მასშტაბით 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია დახარჯული.

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლის დაწესების მხრივ აღსანიშნავია ავსტრალიის გადაწყვეტილება: 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში თამბაქოს კომპანიების ლოგოები სიგარეტის კოლოფებზე შეიცვალა მუქი ფერის წარწერით, რომელსაც თან ახლავს გამოსახულებები მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შესახებ.

ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ვალდებულია რაღაც მოიმოქმედოს, რადგან ყოველწლიურად მოწევისგან გამოწვეული დაავადებების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 15 ათას ადამიანს შეადგენს.

 

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და  აცხადებენ, რომ ისინი მოკლებულნი არიან რეკლამირების სამართლებრივ უფლებებს.

ავსტრალიის მაგალითის გამოყენებას სხვა ქვეყნებიც აპირებენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი.

წყარო: www.cbc.ca/news

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები: ,,კბილის დაბჟენვის ტრადიციული მეთოდი მალე წარსულს ჩაბარდება”

ბევრ ადამიანს სტომატოლოგთან ვიზიტსა და კბილის დაბჟენაზე ფიქრისიც კი ეშინია. თუმცა ახალი კვლევის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შიში მალე წარსულს ჩაბარდება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ღრმულების ამოვსების ალტერნატიული გზა, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ეფუძნება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ტექნოგენური ფითხები, კალციუმსა და სილიციუმზე დაფუძნებული პროდუქტები, კბილების ღრმულებს მხოლოდ დროებით ავსებს და კბილს საბოლოოდ არ აღადგენს.

თუმცა, ,,Tideglusib-ი”, რომელიც ადრე  ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, შესაძლოა კბილის ღრმულების ამოსავსებად ბუნებრივი გამოსავალი გახდეს.

როდესაც ღრუ იქმნება, სხეულის ღეროვანი უჯრედები ქმნის დენტინის თხელ ფენას. ეს კბილის დაპლომბვას აადვილებს, თუმცა დიდ ღრმულს ეფექტურად ვერ აღადგენს და უბრალოდ დროებით აგვარებს პრობლემას.

,,Kings College London-ის” მკვლევარებმა აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც დენტინის სტიმულირებას და ამ გზით დიდი ღრმულების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს. მათ სამკურნალოდ ბიოდეგრადირებადი კოლაგენის  ტამპონები გამოიყენეს და კბილს აღნიშნული მედიკამენტის მცირე დოზა მიაწოდეს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ტამპონი დაიშალა, ის ახლად შექმნილი დენტალით შეცვალეს, რამაც კბილის საბოლოო და ბუნებრივი აღდგენა გამოიწვია.

,,Scientific Reports-ში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ მეთოდით შესაძლებელია დაბჟენვისგან გამოწვეული ინფექციების რისკის შემცირება, რაც თავის მხრივ კბილის ამოღების საჭიროებას შეამცირებს.

კვლევის ავტორი, პროფესორი პოლ შარფი აცხადებს, რომ კლინიკურად უკვე შემოწმებული მედიკამენტის გამოყენება რეალურს  ხდის მკურნალობის ამ მეთოდის სწრაფ დანერგვას.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

სისხლის ტესტი, რომლის საშუალებითაც, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენაა შესაძლებელი

შესაძლოა ეს სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად ჟღერდეს, მაგრამ, გჯერათ თუ არა, ფაქტია, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სისხლის ტესტი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვით სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებაა შესაძლებელი.

კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Aging Cell-ში გამოქვეყნდა, 5,000 სისხლის ნიმუში გამოიყენეს და მათ რვა წლის მანძილზე აანალიზებდნენ. მკვლევარები ნიმუშებს – კარგი და ცუდი მომავლის მიხედვით ახარისხებდნენ. მეცნიერებმა, საბოლოოდ, 26 სხვადასხვაგვარად პროგნოზირებადი ბიომარკერული „ხელწერის“ გენერირება მოახდინეს.

მეცნიერული გარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის ტესტის საშუალებით რეალისტური გახლავთ ჯანმრთელობის რისკების დასაწყისშივე იდენტიფიცირება, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცვლილებების განხორციელება შედეგის შესაცველელად.

კვლევის წამყვანი ავტორები პროფესორები დოქტორ პაულა სებასტიანი და დოქტორი თომას პერისი აცხადებენ, რომ ეს ხელწერები ასახავენ განსხვავებებს ადამიანების დაბერების პროცესებს შორის, ჯანმრთელ დაბერებას, ცვლილებებს შემეცნებით და ფიზიკურ ფუნქციაში, არსებობის ხანგრძლივებას და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა : ინსულტი, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და კიბო.

„ის ადგენს სტადიას დაბერების მოლეკულურზე დაფუძნებულ ამოცნობისთვის, რომელიც იყენებს ინფორმაციას არაერთი ცირკულირებადი ბიომარკერისგან, რათა სიკვდილიანობასა და სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებთან ასოცირებული ხელწერის გენერირება მოახდინოს.“

„ისეთი კონკურეტული დაავადებების პროგნოზირებისთვის, როგორიცაა გულის დაავადება, უკვე არსებობს უამრავი პროგნოზი და რისკის ქულა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ იმის ჩვენებით, რომ ბიომარკერების ჯგუფის კონკრეტულ ნიმუშებს შეუძლია მიგვითითოს, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს პიროვნების დაბერების პროცესი და იმყოფება თუ არა ის კონკრეტული ასაკობრივი სინდრომებისა და დაავადებების რისკის ქვეშ,“  – აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

რა საფრთხეს გვიქმნის აბაზანის პირსახოცი და რამდენად ხშირად უნდა გავრეცხოთ ის?

პირსახოცი ჩვენი ყოველდღიური ჰიგიენის მიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ის შესაძლოა სასარგებლოზე მეტად საზიანო აღმოჩნდეს.

ჰიგიენის ექსპერტები განმარტავენ, რომ პირსახოცმა თქვენს აბაზანაში შესაძლოა ბაქტერიების, მკვდარი კანის, ფეკალური მასის, შარდისა და სხვა მიკრობების ბინძური თავშესაფრის როლი ითამაშოს.

ჰიგიენის ექსპერტი  – პროფესორი ფილიპ ტიერნო გვირჩევს, აბაზანის მიკრობებისგან გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად, პირსახოცები სამჯერ გამოყენების შემდეგ გავრეცხოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ პირსახოცი კარგად უნდა გავაშროთ.

პროფესორი ტიერნოს განცხადებით, ძნელი  აბაზანის პირსახოცის მიკრობების უმეტესობა ორგანიზმისთვის  საზიანოა არაა. თუმცა მათთვის, ვინც სხვის პირსახოცს იყენებს, რისკი გაცილებით დიდია. ეს კი იმის გამო ხდება, რომ მათ, ვინც სხვის პირსახოცს იყენებს, უწევს კონტაქტი ისეთ ორგანიზმებთან, რომელთანაც მათ სხეულს შეხება არ აქვს, მათ შორის, ოქროსფერ სტაფილოკოკთან – Staphylococcus aureus.  ჰიგიენის ექსპერტი განმარტავს, რომ პირსახოცი კარგი თავშესაფარია სოკოსა და ზღვის ბაქტერიებისთვისაც. მას მიკრობული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ბევრი პირობა აქვს: წყალი, თბილი ტემპერატურა, ჟანგბადი, ნეიტრალური pH, საფუძვლიანი გამშრალების შედეგად მასზე დარჩენილი მკვდარი კანი.

ადამიანის სხეული ტრილიონობით ბაქტერიის მასპინძელია, პირსახოცით შემშრალებისას კანის ზედაპირზე განთავსებული მიკრობები მის თბილ, ნესტიან ზედაპირზე გადადის.  იმისთვის, რომ ამ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები ავიცილოთ, პირსახოცი ყოველი სამი გამოყენების შემდეგ უნდა გავრეცხოთ.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები: ,,ორსულებმა პარფიუმერიის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ”

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ორსულებმა პარფიუმერიული საშუალებების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დეოდორანტში, ტუჩსაცხსა და სუნამოებში შემავალი ნივთიერება  – BPS –  უარყოფითად მოქმედებს დედაზე. ის ხელს უშლის დედის უნარს, ადაპტირდეს შვილის მოთხოვნებთან.

დასკვნები მნიშვნელოვანი ევოლუციური თვალსაზრისით, მკვლევარები აცხადებენ, რომ დედის ქცევა გავლენას ახდენს გადარჩენის შანსზე.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებზე ცდა ჩაატარეს. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს, პირველ ჯგუფს ბისფენოლ S-თან (BPS) საერთოდ არ ჰქონდა შეხება, მეორეს – ერთი მცირე დოზა, მეორეს- ორი მცირე დოზა.

ამის შემდეგ მეცნიერები  მღრღნელების დედობრივ ქცევას (ბუდის მოწყობა, პირმშოებზე ზრუნვა და ა.შ.) დააკვირდნენ.  აღმოჩნდა, რომ იმ თაგვების ნაშიერების 10 პროცენტი, რომლებსაც BPS-ის მცირე დოზა მიაწოდეს, დედის მზრუნველობის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ის თაგვები რომლებიც BPS-ის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, უმეტეს დროს თავიანთ ბუდეებში დროს ატარებდნენ,  ეს მათ ტიპურ ქცევას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც წესი, რაც მეტად იზრდებიან შვილები, მით უფრო ხშირად და ხანგრძლივად ტოვებენ დედები ბუდეებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის  მღრნელები, რომლებიც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში BPS-ის ზემოქმედებას განიცდიდნენ, ვერ ახერხებდნენ პირმშოების საჭიროებებთან ადაპტირებას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ პარფიუმერიულ საშუალებებში შემავალი ბისფენოლ S ენდოკრინოლოგიურ დარღვევებს იწვევს და ქცევის შეცვლა სწორედ ამ ფაქტითაა გამოწვეული.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები: ,,ნარკომანებს „ლომკა“ გარდაცვალების შემდეგაც აქვთ”

ახლახან  ჩატარებული კვლევა ამტიცებს, რომ აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. ლომკა) ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც აღენიშნებათ.

ცნობილია, რომ პროტეინი დამოკიდებული ადამიანის ტვინის ჯილდოს ცენტრში იცვლება – იყოფა ან მცირდება.

უამრავი აუტოფსიის ჩატარების შედეგად ავსტრიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ჰეროინდამოკიდებულების ტვინებში პროტეინი მოდიფიცირებულია.

ცილა, რომელსა FosB-ს უწოდებენ, არის ტვინში მდებარე ტრანსკრიპიული ფაქტორი, რომელიც, სხვა მოლეკულებთან ერთად, ჩართულია ე.წ. ტრანსდუქციაში (უჯრედებისთვის სტიმულის გადაცემა).

ამბობენ, რომ მას უჯრედებს შორის გენეტიკური ინფორმაცია გადააქვს და ასევე განსაზღვრავს გააქტიურებულია თუ არა ესა თუ ის გენი.

FosB აქტიური ცილის – AP1-ის ნაწილია, რომელიც ჩართულია მარეგულირებელი გენის ექსპრესიაში სტიმულების სპექტრის საპასუხოდ, მათ შორის სტრესისა და ბაქტერიული ინფექციების.

ნარკოტიკების მუდმივი მიწოდების გამო  FosB გადაიქცევა DeltaFosB-ად, რომელიც ქრონიკული მოხმარების შემთხვევაში სულ უფრო და უფრო სტიმულირდება, უფრო მეტიც, ის ზეგალენას ახდენს სტრუქტურული ცვლილებებების ზრდის ფაქტორებზე (ნეირონთა პლასტიურობა) ტვინში – დაახლოებით იმ რეგიონში, სადაც მეხსიერება ფორმირდება.

იმის მტკიცებულება, რომ პროტეინის მოდიფიცირება გარდაცვალების შემდეგ წყდება, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტმა მოიპოვა. დეპარტამენტმა 15 ჰეროინდამოკიდებულის ტვინის ქსოვილის ნიმუში გამოიკვლია.  მეცნიერები, რომლებიც კვლევაში იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ DeltaFosB გარდაცვლილი ადამიანის ტვინში გარდაცვალებიდან ცხრა დღის შემდეგაც ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროტეინის მუტაცია გარდაცვალებიდან ერთ კვირაზე მეტხანს აღინიშნება, მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია იმ ცოცხლებში, რომლებიც გამოჯანმრთელებას ცდილობენ – და ის შესაძლოა თვეებიც გრძელდებოდეს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები მედიკოსებს ოპიატსა და ჰეროინ დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის განითარებაში დაეხმარებათ.

“იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკების ძლიერი სურვილი ტვინში თვეების განმალობაში რჩება, მნიშნელოანია, ხანგრძლივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა,” – ახადებენ  კვლევაში ჩართული მეცნიერები.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

67 წლის ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

67 წლის ბერძენი ბებია მსოფლიოს უხუცესი სუროგატი დედა გახდა მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილიშვილი გააჩინა.

ანასტასია ონტოს, რომელმაც საკუთარი შვილის გოგონა გააჩინა, გინეკოლოგმა „გმირი“ უწოდა. 67 წლის ქალბატონის შვილი კონსტანტინა იხსენებს, რომ როცა დედამ სუროგატობა შესთავაზა, იფიქრა, რომ იგი უბრალოდ შეიშალა.

ანასტასია ონტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ქალიშვილს  მედიკოსებმა განუცხადეს, რომ ვერასდროს დაორსულდებოდა.

„თავს უფრო ბებიად ვგრძნობდი, ვიდრე დედად,“ – განაცხადა სუროგატმა ბებიამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, ანასტასია ონტო უხუცესი სუროგატი დედაა. აქამდე უხუცეს სუროგატ დედად 66 წლის ესპანელი ქალბატონი მიიჩნეოდა.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა მედიკამენტების მწარმოებელი ხელოვნური ფოთოლი შექმნეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი შექმნეს, რომელსაც მედიკამენტების მწარმოებელი მინი ქარხნის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ეს გახლავთ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ მედიკამენტების წარმოება შესაძლებელი გახდეს ყველგან, სადაც მზის სინათლეა.

აღნიშნული გამოგონება აძლიერებს მცენარეთა უნარს, ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებონ. როგორც წესი, მზის სხივი ძალიან ცოტა ენერგიას გამოყოფს იმისათვის, რომ ქიიური რეაქცია საჭირო საწვავით მოამარაგოს.

ფოთლით ინსპირირებული მიკროქარხანა ძალიან თხელი არხების მქონე ლუმინისცირებული მზის კონცენტრატორების გამოყენებით მზის გამოსხივებას მიიღებს და მოლეკულებს მზის სინათლეზე გამოფენს.

„თეორიულად, ამ მოწყობილობის გამოყენება მზის ენერგიით მედიკამენტების შემადგენლობის მისაღებად ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი,“ – განაცხადა ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმოთი ნოელმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით ერთ დღეს შესაძლებელი გახდება, მედიკამენტების ჯუნგლებში ან თუნდაც მარსზე  წარმოება.

მოწყობილობა, რომელიც სილიკონის რეზინისგან მზადდება, შესაძლოა მაშინაც კი ფუნქციონირებდეს, როცა დიფუზიური სინათლე არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმუშავებს მოღრუბლული ცის ქვეშაც. თუმცა, იმისათვის, რომ პროდუქტი კომერციული ღირებული გახდეს, დაახლოებით 5-10 წელია საჭირო.

ტიმოთი ნოელისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Angewandte Chemie-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ტვინებით დაკავშირებული სიამის ტყუპის გაცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა

სიამის ტყუპი ძმები, რომელთა განცალკავების ოპერაცია ოქტომბერში წარმატებით დასრულდა, 9 თვიან რეაბილიტაციას გაივლიან.

ჟადონ და ანიას მაკდონალდსებს 20-საათიანი ოპერაცია ნიუ-იორკში მდებარე Montefiore Medical Center-ში ჩაუტარდათ. მათ აღნიშნული საავადმყოფო გუშინ დატოვეს და 9-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად Blythedale Children’s Hospital-ში გადაიყვანეს.

15 თვის ტყუპები, რომლებიც ტვინითა და თავის ქალით იყვნენ დაკავშირებული, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ, გარდა ამისა, ანიასს კრუნჩხვებთანაც უწევს გამკლავება.

თუმცა სამედიცინო გუნდისა და ოჯახის წყალობით ბიჭები თანდათან ძლიერდებიან, ხშირად იცინიან, ერთმანეთს უყურებენ, თამაშობენ და ეხუტებიან .

„ჟადონი და ანიასი ყოველ დღე გვაოცებენ,“ – განაცხადა ჯეიმს გუდრიჩმა, რომელიც ბიჭების წინასაოპერაციო მომზადებას, ოპერაციასა და გამოჯანმრთელების პერიოდს მეთვალყურეობს.  გუდრიჩის ინფორმაციით, კრუნჩხვები ტვინით დაკავშირებული ტყუპების განცალკავების შემთხვევაში ბუნებრივია.

ტყუპების საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მედიკოსებმა 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიის გამოყენებით ბიჭების ანატომიის რუკა შექმნეს და ოთხ-ეტაპიანი პროცედურა დაგეგმეს.

ოპერაცია 2,5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. თანხის მობილიზაციისთვის სპეციალური საიტი შეიქმნა.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

Facebook-ში გავრცელებული შემზარავი კადრები, რომელიც სტომატოლოგთან ვიზიტს გადაგაფიქრებინებთ

სოციალურ ქსელ Facebook-ში გასულ თვეს განთავსებულმა Benex Extraction System-ის კლიპმა უკვე 120 000 ნახვა დააგროვა.

ეს შემზარავი კადრები შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტზე საერთოდ უარით თქვათ იმის შიშით, რომ იგივე თქვენც არ დაგემართოთ.

კლიპი ,,უმტკივნეულო” სტომატოლოგიის, კერძოდ კი, კბილის ექსტრაციის შესახებაა. ე.წ. უმტკივნეულო  ექსტრაქციისას ექიმი ქირურგიული იარაღით კბილს ეჭიდება და ფოსოდან იღებს. პაციენტის ღრძილში ფესვი რჩება, რომლის ამოსაღებად ექიმი ალმასის ბურღს იყენებს. წარმოქმილ სიცარიელეში ,,ექსტრაქციის ხრახნს” ანთავსებს.

Benex-ი აცხადებს, რომ  სისტემა გაცილებით უმტკივნეულოა, რადგან ის მინიმალურად ინვაზიურია და არანაირი ქსოვილის სტრუქტურას არ აზიანებს.

ექსტრაქციას ექსტენსიური კარიესის ან დაპლომბილი კბილის დაზიანების შემთხვევაში მიმართავენ.  არასწორად განთავსებულ კბილებს კი ორალური ჯანმრთელობის გართულებების თავიდან აცილების მიზნით იღებენ.

იხილეთ ვიდეო ვიდეო: http://www.dailymail.co.uk/health/article-4040616/Is-really-painless-way-remove-teeth-Gruesome-footage-visiting-dentist-forever.html

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 87 88 89 90 91 92
Page 89 of 92