close

მედიცინა

მედიცინა

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, გარდაიცვალა

რიკ სლეიმანი, პირველი ადამიანი, რომელსაც თირკმელების დაავადების გამო გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, გარდაიცვალა, – ინფორმაციას ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოავრცელებს.
საავადმყოფოს განმარტებით, არ აქვთ იმის ნიშანი, რომ პაციენტის სიკვდილი გადანერგვის შედეგი იყო.
62 წლის სლეიმანს ღორის თირკმელი მიმდინარე წლის მარტში, ოთხსაათიანი ქირურგიული ჩარევის შედეგად, გადაუნერგეს. აღსანიშნავია, რომ დიალიზზე მყოფ სლეიმანს იმავე საავადმყოფოში 2018 წელს ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა, 5 წლის შემდეგ ორგანომ ვეღარ იმუშავა და პაციენტმა დიალიზის მეთოდით მკურნალობაგანაახლა.
საავადმყოფოს ღორის თირკმელი კომპანია eGenesis-მა მიაწოდა და ის გენეტიკურად მოდიფიცირებულ ღორს ეკუთვნოდა. კერძოდ, ღორისგან ადამიანისთვის საზიანო გენები ამოიღეს და, თავსებადობის გასაუმჯობესებლად, ადამიანისგარკვეული ადამიანის გენები დაუმატეს. კომპანიამ ასევე დაბლოკა ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსები, რომლებსაც აქვთ ადამიანების დაინფიცირების პოტენციალი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ქირურგებმა ღორის თირკმელებიტვინით მკვდარ ადამიანებს გადაუნერგეს.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც კიბოს განკურნების თვალსაზრისით შესაძლოა რევოლუციურიც კი აღმოჩნდეს

დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში, ექი­მებ­მა უკვე ასო­ბით პა­ცი­ენტზე და­ი­წყეს მე­ლა­ნო­მის ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­ლა­ნო­მა კა­ნის კი­ბოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ფორ­მაა. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ეს არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­საძ­ლოა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი წამ­ლის დოზა მი­ი­ღო, 52 წლის სტივ იან­გია. კაცს გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და კა­ნის სიმ­სივ­ნუ­რი მო­ნაკ­ვე­თე­ბი ამოკ­ვე­თეს. ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ სტი­ვის იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ უნდა ამო­იც­ნოს და გა­ა­ნად­გუ­როს ორ­გა­ნიზ­მში დარ­ჩე­ნი­ლი კი­ბოს უჯრე­დე­ბი.

ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს ხელს შე­უშ­ლის და­ა­ვა­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან აც­რილ სხე­ულ­ში ახა­ლი სიმ­სივ­ნე ვე­ღარ წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ვაქ­ცი­ნას, რო­მელ­საც ჯერ სა­ხე­ლიც არ აქვს, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს შემ­დე­გი კოდი mRNA-4157 (V940). ლონ­დო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და­მა­ტე­ბი­თი სიფრ­თხი­ლის­თვის ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, მო­ხა­ლი­სე­ებს უკე­თე­ბენ პემ­ბრო­ლი­ზუ­მა­ბის (ანუ Keytruda) დო­ზას, რო­მე­ლიც ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა იმუ­ნურ სის­ტე­მას კი­ბოს უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში.

კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თობ­ლი­ვად შე­ი­მუ­შა­ვა ორმა ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ, Moderna-მ და Merck Sharp-მა და ის ჯერ­ჯე­რო­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

 

ბრი­ტა­ნე­თის გარ­და, ექ­სპე­რი­მენ­ტი პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში – მათ შო­რის ავ­სტრა­ლი­ა­ში. ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ირ­ჩე­ვა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის, მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

“ვაქ­ცი­ნა შე­ირ­ჩე­ვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის. აზრი არ აქვს პრე­პა­რა­ტის მე­ო­რე პი­რის­თვის გა­და­ცე­მას – ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი არ დად­გე­ბა“, – ამ­ბობს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი ჰე­ზერ შოუ. გააგრძელეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

ადამიანებზე კბილების ხელახლა გასაზრდელ პრეპარატს გამოცდიან

იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, რომ კბილების ხელახლა გასაზრდელად მათ მიერ შემუშავებული თერაპია ადამიანებზე გამოცადონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, რეგენერაციისთვის საჭირო პრეპარატი 2030 წლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ჯერ კიდევ 2021 წელს კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომლითაც ვიგებთ, რომ თაგვებში USAG-1-ის სახელით ცნობილი ცილა კბილების ამოსვლას აფერხებს. ასევე, დადგინდა, რომ ამ ცილის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლებით მღრღნელებში კბილების რეგენერაცია შედგა.

იმავე გუნდმა სათანადო პრეპარატი შექმნა, რომელიც USAG-1-ის ფუნქციას ბლოკავს და თაგვებში ახალი კბილების გაზრდას უწყობს ხელს. იგივე შედეგი დაფიქსირდა ქრცვინებშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური მახასიათებლები აქვთ.

ავტორები ფიქრობენ, რომ ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული კლინიკური ცდების შემდეგ, ახლა უკვე ადამიანთა ჯერია. კვლევის ახალი ეტაპის დაწყება 2024 წლის ივლისში იგეგმება.

„ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა დანტისტის ოცნებაა. ამაზე დამამთავრებელი კურსიდან მოყოლებულია, ვმუშაობ და დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგს მივაღწევდი. იმედი გვაქვს, მედიკამენტის კლინიკურ გამოყენებამდე გზას გავკვალავთ”, – აცხადებს მეცნიერი კაცუ ტაკაჰაში.

ასაკის მატებასთან ერთად, კბილების დაკარგვის რისკი იზრდება და, სარძევე კბილებისგან განსხვავებით, მათ ახალი წყება აღარ ანაცვლებს. ზემოხსენებული თერაპიით კი შესაძლოა, ე.წ. მესამე თაობის რეგენერაციას მივაღწიოთ. შედეგები იმედის მომცემია და არაა გამორიცხული, პრეპარატი რამდენიმე წელში ფართო გამოყენებისთვის მზად იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება ბრაზმა სისხლძარღვები დააზიანოს

სიბრაზის გრძნობა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე. ამას მოწმობს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში American Heart Association.

კვლევაში 280 მონაწილეს მიეცა დავალება, გაეხსენებინათ სიბრაზის, სევდის, შფოთვის ან ნეიტრალიტეტის გრძნობები 8 წუთის განმავლობაში. ამ დავალებამდე და მის შემდეგ რამდენჯერმე, მკვლევრებმა გაზომეს სუბიექტების სისხლძარღვების მდგომარეობა.

„სიბრაზის მავნე ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უარყოფით ეფექტებთან სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე“, – თქვა სპეციალისტმა.

იშემიის ან შეზღუდვის საპასუხოდ სისხლძარღვების გაფართოება უფრო რთული გახდა, თქვა მან. ბრაზი ასევე გავლენას ახდენს ტრავმის უჯრედულ მარკერებზე და მათ უნარზე, განკურნოს საკუთარი თავი. მეცნიერმა აღნიშნა, რომ 8-წუთიანი დავალების შემდეგ, რომელიც გამიზნული იყო სიბრაზის გამოწვევისთვის, სისხლძარღვებზე ზემოქმედება შეინიშნებოდა 40 წუთამდე. ამის გამო, სიმბო თვლის, რომ არსებობს კუმულაციური ეფექტი, რომლის მიმართაც სიფრთხილეა საჭირო.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად გაბრაზებულია, მაშინ ქრონიკულად აზიანებთ თქვენს სისხლძარღვებს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ბრაზის ქრონიკულმა შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული უარყოფითი შედეგები სისხლძარღვებზე”, – განმარტა მეცნიერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა არ არის პირველი, რომელმაც დაადგინა კავშირი ემოციებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, ის ნათელს ჰფენს, თუ როგორ მუშაობს ეს კავშირი, თქვა ჯო ებინგერმა.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი კარგად ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილებები ჩვენს სისხლძარღვებში ხდება მწვავე პასუხების საპასუხოდ იმ ემოციებზე, რომლებსაც ჩვენ განვიცდით“, – თქვა ებინგერმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სამი ნიშანი, რითაც აუტიზმის ამოცნობა ადრეულ ასაკში შეგვიძლია – რას გვირჩევს ბავშვთა ნევროლოგი

ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, – თქვა ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა გადაცემაში “პირადი ექიმი”. მან სამი ნიშანი დაასახელა, რომლებითაც შესაძლოა, 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმი ამოვიცნოთ.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება. 10 დაძახებიდან, მინიმუმ, 6-7-ჯერ უნდა გამოგვხედოს. მეორე ნიშანი არის ის, რომ საჩვენებელ თითს მისათითებლად არ იყენებს. მესამე ნიშანია ის, რომ ჩვენს მითითებულ თითზე თავს არ ატრიალებს და არ უყურებს. 14-16 ან 18 თვის ბავშვს თუ ეს 3 ნიშანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს,- თქვა ნანა ტატიშვილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს – ისტორიაში პირველად

მერიკის შეერთებულ შტატებში ქირურგებმა ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ეს ცოცხალი პაციენტის სხეულში ცხოველის ამ ორგანოს ტრანსპლანტაციის მეორე შემთხვევაა, ქალისაში კი – პირველი.

ასევე, იხილეთ: ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

პროცედურა ნიუ-იორკში მდებარე სამედიცინო ცენტრ NYU Langone Health-ში აპრილში ჩატარდა, პაციენტი კი 54 წლის ლისა პისანოა, რომელსაც გულისა და თირკმლის უკმარისობა აწუხებდა. ექიმების ვარაუდით, ქირურგიული ჩარევის გარეშე ის მხოლოდ რამდენიმე კვირა იცოცხლებდა.

პირველ ეტაპზე მის ორგანიზმში მარცხენა პარკუჭოვანი დამხმარე მოწყობილობა ჩანერგეს, რომელიც გულში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უწყობს ხელს. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა. ექიმები ამბობენ, რომ ამგვარი კომბინირებული პროცედურა აქამდე არ ჩატარებულა.

ასევე, პაციენტის ორგანიზმში გადაიტანეს იმავე ცხოველის თიმუსიც, ანუ მკერდუკანა ჯირკვალი, რომელიც იმუნურ სისტემას უცხო სხეულის მიღებაში უნდა დაეხმაროს.

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ვისაც ისინი სჭირდება.

უკანასკნელი ოპერაცია გვაახლოებს შესაძლებლობასთან, რომ აღარ დაიხოცონ იმის ლოდინში, თუ როდის მოკვდება სხვა, რათა თავად გადარჩნენ”, — აცხადებს წამყვანი ქირურგი რობერტ მონტგომერი.

სწორედ ის უძღვებოდა 2021 წელს ღორის თირკმლის გადანერგვის პირველ პროცედურასაც, რომლის დროსაც ეს მეთოდი იმ ადამიანზე გამოცადეს, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო. რაც შეეხება პირველ ცოცხალ პაციენტს, ის რიჩარდ სლეიმენია, რომელსაც ოპერაცია მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ქსენოტრანსპლანტაცია, რაც სახეობათა შორის ტრანსპლანტაციას გულისხმობს, იმედის მომცემია პაციენტებისთვის, რომელთაც დონორთა ორგანოების მისაღებად ლოდინი წლობით უწევთ. ბევრი მათგანი იქამდე კვდება, სანამ მსგავსი შესაძლებლობა მიეცემა, ამიტომ ღორის სხეულის გენმოდიფიცირებული ნაწილებით მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა გვეძლევა.

ერთ-ერთი პირველი ასეთი პაციენტი კი სწორედ ლისა პისანოა. რობერტ მონტგომერის თქმით, ოპერაციიდან ორ კვირაში ის თავს უკვე კარგად გრძნობდა, მისი თირკმელი კი იდეალურად ფუნქციონირებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში პირველად, ექიმები პაციენტში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან

 

პიტსბურგში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტს უნიკალური მეთოდით მკურნალობს. ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან.

თუ პროცედურა წარმატებით დასრულდება, ეს ახალი თერაპია იქნება მათთვის, ვისაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება და დონორს თვეების განმავლობაში ელოდება.

LyGenesis ამჟამად ტესტირებას მხოლოდ ერთ ადამიანზე ატარებს. პაციენტს ღვიძლის ბოლო სტადიის დაავადება (ESLD) აქვს.

Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტული პროცედურა ჰიუსტონში 25 მარტს ჩატარდა. მოხსენების თანახმად, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს და მისი გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ლიმფურ კვანძში ახალი ღვიძლის მსგავსი ორგანოს ფორმირებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

გარდა ამისა, ინდივიდი იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე დარჩება, რაც დონორის უჯრედების მიღებას შეუწყობს ხელს.

ამ დროის განმავლობაში ექიმები პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.

პროცედურის ფარგლებში დონორის უჯრედები პაციენტის ლიმფურ კვანძებში შეიყვანეს. შემდგომში ეს უჯრედები მრავლდება და ახალ ღვიძლად ყალიბდება.

“ისტორიაში პირველად, ლიმფური კვანძები როგორც ცოცხალი ბიორეაქტორები ისე გამოვიყენეთ. შედეგად ახალი ორგანოს რეგენერირება ხდება”, — თქვა დოქტორმა მაიკლ ჰაფორდმა, LyGenesis-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

“მინიატიურული ღვიძლის” ზრდის პროცედურა

ეს პროცედურა ღვიძლის ჯანსაღ უჯრედებს იყენებს. ეს უჯრედი (ჰეპატოციტები) ღვიძლის მასის დაახლოებით 80%-ია და ასრულებს სხვადასხვა უჯრედულ ფუნქციას, მათ შორის მეტაბოლურს.

პროცედურის ფარგლებში მეცნიერებმა უჯრედები პაციენტის მუცლის ზედა ლიმფურ კვანძებში მოათავსეს. საუბარია ლობიოს ფორმის პატარა სტრუქტურებზე, რომელიც იმუნური სისტემის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

გარდა მუცლისა, ლიმფური კვანძები ასევე გვხვდება კისერსა და გულმკერდში. შესაბამისად, მკვლევრებმა პაციენტის ლიმფურ კვანძში უჯერდები კისრის კათეტერის გამოყენებით შეიყვანეს.

“ასეთ შემთხვევაში ლიმფური კვანძი მოქმედებს როგორც in vivo ბიორეაქტორი, რომელიც ჰეპატოციტებს ფუნქციური ექტოპიური ქსოვილის გამომუშავებაში ეხმარება”, — აღნიშნულია კვლევაში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გამრავლდეს. შედეგად ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანში ლიმფური კვანძები როგორც მეორე ღვიძლის მსგავსი ორგანო ისე იფუნქციონირებს.

ეს ყველაფერი ორგანოების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ხდება, რომელიც სულ უფრო სერიოზული პრობლემაა.

ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ში ათასზე მეტი ადამიანი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინისას კვდება. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ტრანსპლანტაციასაც არ ექვემდებარება. ეს იმიტომ, რომ ისინი მსგავსი პროცედურებისთვის ზედმეტად დასუსტებულები არიან და მას უბრალოდ ვერ უძლებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელმაც რეზისტენტული ბაქტერიები სრულად გაანადგურა

მეცნიერებმა რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების გასანადგურებლად სრულიად ახალ გზას მიაგნეს.

ანტიბიოტიკების ახალი კლასი შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ის ჯერ მხოლოდ თაგვებზე გამოცადეს, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

უნიკალური წამალი, ისევე როგორც ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სხვა საშუალებები, მიზანში გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ორმაგ მემბრანას იღებს. ასეთი ბაქტერიების სიაშია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli), რომელიც ნაწლავებისა და სისხლის ინფექციებს იწვევს. ასევე ასეთი ბაქტერიაა Klebsiella pneumoniae, რომელიც ფილტვის, შარდის ბუშტისა და სისხლის ინფექციების გამომწვევია.

გრამ-დადებითი ბაქტერიებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც მრავალი მედიკამენტი შეიქმნა, გრამ-უარყოფით ბაქტერიულ უჯრედებს გარშემო მეორე ბარიერიც აკრავთ და ამიტომ, ბაქტერიებს მათ წინააღმდეგ მოქმედება უჭირთ.

ძლიერი გარე მემბრანა ლიპოპოლისაქარიდებს შეიცავს, რომლებიც უჯრედს მთლიანობას ანიჭებს და სხვა ზედაპირთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს — შედეგად, ტოქსინები გარეთ გამოდის, ხოლო საკვები ნივთიერებები შიგნით ხვდება.

უკვე წლებია, მეცნიერები ამ ლიპიდური მემბრანების დაშლას ცდილობენ. სწორედ ესაა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი. თუმცა, შვედეთში ჩატარებული ეს კვლევა პირველია, რომელმაც ფერმენტი LpxH ამოიღო მიზანში. ეს ლიპოპოლისაქარიდების მემბრანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა ნაერთების სინთეზს უწყობს ხელს. გრამ-ბაქტერიების 70% სწორედ ამ ფერმენტს იყენებს და ამიტომ ეს შეიძლება იყო შესაბამისი სამიზნე.

ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული E. coli და K. pneumoniae ბაქტერიები შეუყვანეს. ერთი საათის შემდეგ მათ LpxH-ის დამთრგუნველი ნაერთი გაუკეთეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევის ინფექციის მკურნალობა სულ რაღაც ოთხ საათში იყო შესაძლებელი.

“ამ პროცესში ბაქტერიები თაგვების სისხლში გავრცელდა. შედეგად, ამ ნაერთს აღმოაჩნდა უნარი სრულად შეამციროს საშიში ბაქტერიების რაოდენობა და ეს მხოლოდ ერთჯერადი დოზის გამოყენებით”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებმა JEDI-1444 ნაერთით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაერთმა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურების მხრივ შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ის სტაბილური არ აღმოჩნდა.

რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, ჯგუფმა ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო EBL-3599 და EBL-3647 ნაერთების შემთხვევაში.

ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ეს ბაქტერია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. 2019 წელს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან დაღუპულთა რაოდენობა დიდი გახლდათ და ეს სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზი იყო. 2050 წლისთვის ეს რაოდენობა გაიზრდება და მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10 მილიონი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობას იმუშავებენ, შესაბამისად ახალი მეთოდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2017 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წამლისადმი მდგრადი პათოგენების სია გამოაქვეყნა და აქ მოწინავე ადგილზე სწორედ E. coli და Klebsiella pneumoniae ბაქტერიები იყო.

კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს

 

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს. ჰოსპიტალი, სახელად დელ მარი, ბარსელონაში მდებარეობს. ორი ოთხფეხა მეგობარი, ვიდა და ლუ უკვე ორი კვირაა, პროგრამაში მონაწილეობენ. როგორც ფსიქოლოგები და მედიკოსები ამბობენ, ინიციატივა წარმატებით მიმდინარეობს.

„ისინი მოწყენისა და უიმედობის უფლებას არ გვაძლევენ. მათთან გატარებული დრო დღის საუკეთესო ნაწილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდაც და ლუც საკუთარი ძაღლის მონატრების დაძლევაში მეხმარებიან, რომელიც სახლში დავტოვე და, იმედია, მალე დავუბრუნდები”, – ამბობს პაციენტი, ჯოელ ბუენო.

თერაპიული ძაღლების საექსპერიმენტო პროექტის ავტორი ადგილობრივი დაწესებულება, Affinity Foundation-ია. მათი მისია შინაური ცხოველების ჩართულობით ადამიანების და, ამ შემთხვევაში, მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ძაღლები თითოეულ პალატას ყოველ კვირას, 15-20 წუთის განმავლობაში სტუმრობენ.

მკვლევრებმა ექსპერიმენტული პროექტის დაწყებამდე პაციენტების ნერწყვის ნიმუშები შეაგროვეს, რათა ის პროექტის ბოლოს აღებულ მასალას შეადარონ და გამოიკვლიონ, რა გავლენას ახდენს შინაურ ცხოველთან ურთიერთობა სტრესის ინდიკატორების (მაგალითად, კორტიზოლის) გამოყოფაზე, მეორე მხრივ კი, ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ჰორმონების – ოქსიტოცინისა და სეროტონინის – რაოდენობაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შეიქმნა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,

რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Advanced Science.

 

ახალი ტექნოლოგია იმიტირებს ადამიანის ენდოკრინული სისტემის სეკრეტორულ გრანულებს. მისი ქიმიური სტრუქტურა მოიცავს თუთიის იონების საკოორდინაციო ნაერთს და ჰისტიდინით მდიდარ დომენს, აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც მრავალი ფერმენტის აქტიური უბნის ნაწილია.

მათი ბუნებრივი კოლეგების მსგავსად, ეს სინთეზური სტრუქტურები ათავისუფლებენ ბიოლოგიურად აქტიურ ცილებს ნელი თვითდეგრადაციის პროცესის დროს, რომელიც ხდება in vitro და in vivo მიღებისას. ეს ცილები, ნანონაწილაკების სახით, მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების სპეციფიკური ტიპების შერჩევით განადგურებას.

 

მკვლევარებმა გააანალიზეს ამ მასალების მოლეკულური სტრუქტურა და სეკრეციის პროცესის დინამიკა როგორც in vitro, ასევე in vivo.

 

მეცნიერებმა აჩვენეს სისტემის მაღალი ეფექტურობა კოლორექტალური კიბოს ცხოველურ მოდელში კანქვეშ შეყვანისას.

ასევე, ის, თუ როგორ გროვდებოდა გამოთავისუფლებული ცილის ნანონაწილაკები სიმსივნურ ქსოვილებში.

 

მეცნიერთა აზრით, მეთოდი უზრუნველყოფს სიმსივნურ ქსოვილებში წამლის მაღალ დონეს, რაც თავიდან აიცილებს განმეორებით ინტრავენურ ინექციებს.

წყარო: მკურნალი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 92
Page 1 of 92