close
მედიცინა

ტვინებით დაკავშირებული სიამის ტყუპის გაცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა

სიამის ტყუპი ძმები, რომელთა განცალკავების ოპერაცია ოქტომბერში წარმატებით დასრულდა, 9 თვიან რეაბილიტაციას გაივლიან.

ჟადონ და ანიას მაკდონალდსებს 20-საათიანი ოპერაცია ნიუ-იორკში მდებარე Montefiore Medical Center-ში ჩაუტარდათ. მათ აღნიშნული საავადმყოფო გუშინ დატოვეს და 9-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად Blythedale Children’s Hospital-ში გადაიყვანეს.

15 თვის ტყუპები, რომლებიც ტვინითა და თავის ქალით იყვნენ დაკავშირებული, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ, გარდა ამისა, ანიასს კრუნჩხვებთანაც უწევს გამკლავება.

თუმცა სამედიცინო გუნდისა და ოჯახის წყალობით ბიჭები თანდათან ძლიერდებიან, ხშირად იცინიან, ერთმანეთს უყურებენ, თამაშობენ და ეხუტებიან .

„ჟადონი და ანიასი ყოველ დღე გვაოცებენ,“ – განაცხადა ჯეიმს გუდრიჩმა, რომელიც ბიჭების წინასაოპერაციო მომზადებას, ოპერაციასა და გამოჯანმრთელების პერიოდს მეთვალყურეობს.  გუდრიჩის ინფორმაციით, კრუნჩხვები ტვინით დაკავშირებული ტყუპების განცალკავების შემთხვევაში ბუნებრივია.

ტყუპების საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მედიკოსებმა 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიის გამოყენებით ბიჭების ანატომიის რუკა შექმნეს და ოთხ-ეტაპიანი პროცედურა დაგეგმეს.

ოპერაცია 2,5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. თანხის მობილიზაციისთვის სპეციალური საიტი შეიქმნა.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid