close
მედიცინა

სისხლის ტესტი, რომლის საშუალებითაც, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენაა შესაძლებელი

შესაძლოა ეს სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად ჟღერდეს, მაგრამ, გჯერათ თუ არა, ფაქტია, რომ ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სისხლის ტესტი აღმოაჩინეს, რომლის მიხედვით სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებაა შესაძლებელი.

კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Aging Cell-ში გამოქვეყნდა, 5,000 სისხლის ნიმუში გამოიყენეს და მათ რვა წლის მანძილზე აანალიზებდნენ. მკვლევარები ნიმუშებს – კარგი და ცუდი მომავლის მიხედვით ახარისხებდნენ. მეცნიერებმა, საბოლოოდ, 26 სხვადასხვაგვარად პროგნოზირებადი ბიომარკერული „ხელწერის“ გენერირება მოახდინეს.

მეცნიერული გარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის ტესტის საშუალებით რეალისტური გახლავთ ჯანმრთელობის რისკების დასაწყისშივე იდენტიფიცირება, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცვლილებების განხორციელება შედეგის შესაცველელად.

კვლევის წამყვანი ავტორები პროფესორები დოქტორ პაულა სებასტიანი და დოქტორი თომას პერისი აცხადებენ, რომ ეს ხელწერები ასახავენ განსხვავებებს ადამიანების დაბერების პროცესებს შორის, ჯანმრთელ დაბერებას, ცვლილებებს შემეცნებით და ფიზიკურ ფუნქციაში, არსებობის ხანგრძლივებას და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა : ინსულტი, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და კიბო.

„ის ადგენს სტადიას დაბერების მოლეკულურზე დაფუძნებულ ამოცნობისთვის, რომელიც იყენებს ინფორმაციას არაერთი ცირკულირებადი ბიომარკერისგან, რათა სიკვდილიანობასა და სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებთან ასოცირებული ხელწერის გენერირება მოახდინოს.“

„ისეთი კონკურეტული დაავადებების პროგნოზირებისთვის, როგორიცაა გულის დაავადება, უკვე არსებობს უამრავი პროგნოზი და რისკის ქულა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ იმის ჩვენებით, რომ ბიომარკერების ჯგუფის კონკრეტულ ნიმუშებს შეუძლია მიგვითითოს, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს პიროვნების დაბერების პროცესი და იმყოფება თუ არა ის კონკრეტული ასაკობრივი სინდრომებისა და დაავადებების რისკის ქვეშ,“  – აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid