close

კვლევები

კვლევები

ანტისხეულები აღმოაჩნდათ ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები – კვლევა

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას ამის შეახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომლების დედებიც კოვიდ 19-ით მაშინ იყვნენ ინფიცირებულები, როდესაც მშობიარობამდე შედარებით ნაკლები დრო იყო დარჩენილი, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.

როგორც გამოცემა წერს,  იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა შეაჩერებს Covid-19-ის გავრცელებას – კვლევა

ამერიკელმა და ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზაფხულში კორონავირუსის გავრცელება მასზე ულტრაიისფერი სხივების დამანგრეველი ზემოქმედების გამო იკლებს. ამასთან, სოციალური უსაფრთხოების ზომებთან შედარებით, მზის სხივების გავლენა ვირუსის გადაცემაზე არცთუ მაღალია. კვლევის შედეგები ჟურნალში – Proceedings of the National Academy of Sciences – გამოქვეყნდა.

მეცნიერები, პოლიტიკოსები, თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ დაადგინოდ, რამდენად შესაძლოა, რომ COVID-19 სეზონურ დაავადებად იქცეს. სწორედ ამ ასპექტზეა დამოკიდებული პანდემიაზე რეაგირების სტრატეგია.

სანტა-ბარბარას, ჰარვარდის და ფრანგული პარი-საკლეს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიყენეს სტატისტიკის მეთოდების ნაკრები, რათა გაეანალიზებინათ, რამდენად კორელირებს ეს ოთხი ფაქტორი – ულტრაიისფერი გამოსხივება, ტემპერატურა, ტენიანობა და ნალექი – COVID-19-ის ყოველდღიური გავრცელების ტემპზე ამათუიმ რეგიონში.

მეცნიერება აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ მზის შუქის ულტრაიისფერი გამოსხივება COVID-19-ის გადაცემას უმნიშვნელოდ ამცირებს. მაგალითად, ლოს-ანჯელესში, ივნისში, დღე-ღამეში მოსახლეობის ინფიცირების ტემპი 12% იყო, მაისში კი – 13%.

მოდელირებამ აჩვენა, რომ  ჩრდილოეთ რეგიონებში იანვრიდან ივნისამდე ინფიცირების ტემპი უნდა შემცირდეს 7,4%-ით, დეკემბრისთვის კი გაიზარდოს 7,8 პროცენტით. სამხრეთ ნახევარსფეროში შესაბამისად, პირიქით სურათი გვექნება.

ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება მთავარი ბუნებრივი ფაქტორია, რაც კორონავირუსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს.

„კორონავირუსის სახეები, როგორებიცაა 2003 წლის SARS-СoV-ი და 2012 წლის MERS-СoV-ი სუსტად დაკავშირებულები აღმოჩნდნენ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობასთან, მაგრამ მგრძნობიარეები იყვნენ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ“, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კაილი მენგი.

ულტრაიისფერი სხივების გავლენა COVID-19-ზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული.

პირველი – ბიოლოგიური. ილტრაიისფერი სხივი შლის ნუკლეინმჟავებს, რასაც ვირუსი მისი გენეტიკური ინფორმაციის კოდირებისთვის იყენებს.

სხვა ფაქტორი – ქცევითი. ზაფხულის მზიან ამინდში ადამიანები ხშირად გადიან ჰაერზე, რაც ვირუსს უფრო მეტად მოწყვლადს ხდის.

ერთ-ერთი ავტორი, ჯონათან პროქტორი მიიჩნევს, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას ვირუსის დეაქტივირება მისი გადაცემის პროცესშიც შეუძლია, მაგალითად, როცა ის არის ჰაერში, ან ღია ზედაპირზე.

მკვლევარების აზრით, ულტრაიისფერი გამოსხივების სეზონური გავლენა ვირუსსე სინამდვილეში არსებობს, მაგრამ ის საერთო ჯამში არ არის იმდენად მაღალი სოციალური დისტანცირების ზომებთან შედარებით, როგორიც არის მოგზაურობის შეზღუდვა, სკოლების დაკეტვა, ან იზოლაცია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები: კოვიდის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია

ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ისეთ მუტაციებს შეიცავს, რომელიც ბავშვებისთვის უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ახლა ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ვარიანტს გადადების უპირატესობა აქვს ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთშია ცნობილი“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, პიტერ ჰორბიმ.

მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლონდონის Imperial College-ის პროფესორის, ნილ ფერგიუსონის განცხადებით, არსებობს მინიშნება რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს უფრო დიდი მიდრეკილება აქვს ბავშვების დაინფიცირებისკენ.

„ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ვირუსის ახალი ვარიანტი. არსებობს საინტერესო ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი, რომ მას გააჩნია დიდი მიდრეკილება ბავშვების დაინფიცირებისკენ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსონმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები – ბრიტანეთში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალ შტამს უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია

გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი COVID-19-ის ახალ შტამს უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, -ამის შესახებ ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ქრის უითიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები იმის დასადგენად, იწვევს თუ არა ის სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს.

ამასთან, ბრიტანეთის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი პატრიკ უალენსი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სხვა ქვეყნებშიც იქნება გავრცელებული.

”ვფიქრობთ, ის შეიძლება სხვა ქვეყნებშიც იყოს გავრცელებული. ჯერჯერობით დანამდვილებით ისიც არ ვიცით, აქ გაჩნდა ახალი შტამი თუ არა”, – განაცხადა პატრიკ უალენსმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მიაწოდეს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

არის თუ არა კორონავირუსი ავტოიმუნური დაავადება?

უვითარდება თუ არა  ინფიცირებულს COVID-19-ის მძიმე ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მისი იმუნური სისტემა კორონავირუსზე.

თუმცა, მეცნიერებმა დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იციან, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმა, ზოგს კი – მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება ან სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი COVID– ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმი  ავტოანტისხეულებს გამოიმუშავებს.  ესენი არიან, ანტისხეულები, რომლებიც – ვირუსზე თავდასხმის ნაცვლად თავს ესხმიან პაციენტის იმუნურ სისტემას და ორგანოებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც თავს ესხმიან კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედების ამოცნობასა და გასუფთავებაში მონაწილე მნიშვნელოვან ცილებს, რომლებიც მოიცავენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მაცნეებს – ციტოკინებსა და ქემოკინებს. ამ პროცესმა ხელი შეუშალა იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაბლოკა რა ანტივირუსული დაცვა, რაც, პოტენციურად, დაავადების დამძიმებას იწვევს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიძიეს ავტოანტისხეულები 170 ჰოსპიტალიზებულ პაციენტში და შეადარეს ისინი იმ პაციენტების ორგანიზმში წარმოშობილ ავტოანტისხეულებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა ჰქონდათ, აგრეთვე იმ ადამიანებისას, რომლებიც ვირუსით ინფიცირებულები არ იყვნენ.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლში მათ აღმოაჩინეს ავტოანტისხეულები, რომლებსაც ინტერფერონებზე თავდასხმა შეეძლოთ, აგრეთვე ისეთებიც, რომლებსაც შეეძლოთ, დაებლოკათ იმუნური სისტემის სხვა მნიშვნელოვანი უჯრედები, როგორიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (რომლებიც ანადგურებენ ვირუსის მატარებელ უჯრედებს) და T უჯრედები.

დასკვნებმა აჩვენა, რომ ავტოანტისხეულები მძიმედ დაავადებული კოვიდინფიცირებული პაციენტების  გავრცელებული მახასიათებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების ერთადერთი მიზეზია.

მკვლევარები სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ მწვავე COVID-სა და არასწორი მიმართულების იმუნურ რეაქციებს შორის კავშირზე.  ავტოანტისხეულების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ პაციენტში COVID-ი შეიძლება კორონავირუსით გამოწვეული ავტოიმუნური დაავადება იყოს.

დღეისთვის 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. ჯერჯერობით მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე :  რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას?  მიზეზის არცოდნის გამო ამ დაავადებებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიზანი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება და მდგომარეობის მართვაა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მილანში კოვიდ 19-ი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში არსებობდა

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერის ბოლოს ცირკულირებდა.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 2020 წლის სექტემბერში გააანალიზეს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში ცხვირ-ხახიდან აღებული 39 ნიმუში, ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს მასალა ეკუთვნოდა მილანში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს.

ბავშვს მწვავე რესპირატორული სინდრომი 2019 წლის ნოემბერში განუვითარდა, დეკემბრის დასაწყისში კი მას წითელას მსგავსი გამონაყარი აღენიშნებოდა, რის გამოც ბავშვი წითელათი დაინფიცირებული ეგონათ.

კიდევ ერთიკვლევაივნისში გამოქვეყნდა, რომელმაც აჩვენა, რომ კორონავირუსი მილანსა და ტურინში საკანალიზაციო სისტემებში ჯერ კიდევ დეკემბერში ფიქსირდებოდა.

აღნიშნული კვლევები არსებითად ცვლის მანამდე არსებულ მტკიცებულებებს, რომლის თანახმადაც, იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოვლინდა.

წყარო : cdc.gov , bloomberg.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

უკავშირდება თუ არა დამბლის შემთხვევები კოვიდ19-ის ვაქცინას?

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს ბელის დამბლა დაუდასტურდა.

“მე რა ინფორმციაც მაქვს, დაზუსტდა და დამბლის შემთხვევები ზოგადად სტატისტიკურად რაც ფიქსირდება, მას არ აღემატება, ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება… კვლევა გრძელდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

2021 წელი ფაქტობრივად დამანდგრეველი იქნება – გაერო

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიო ბოლო 75 წლის განამვლობაში, შესაძლო, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მომავალ წელს პროგრამა ყველაფრის დაფინანსებას ვერ შეძლებს.

2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი იქნება იმის საფუძველზე, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. მომავალ წელს ჩვენ ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ … ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მოგვიწევს”, – აღნიშნა დირექტორმა და განმარტა, რომ ათობით ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილობის წინაშე დგას.

მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, არ დათრგუნოს ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ბრძოლაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

მსოფლიო მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რომელი სისხლის ჯგუფის ადამიანები არიან კოვიდ 19-ით დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ?

კანადელი მეცნიერები აცხადებენ, რომ O ჯგუფისა და Rh − უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ.

კვლევის ფარგლებში გაანალიზეს 225 556 კანადელის მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც სისხლის O ჯგუფი ჰქონდათ, კორონავირუსით დაინფიცირების 12 პროცენტით ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ მათთან შედარებით, ვისაც A, AB ან B ჯგუფის სისხლის ჰქონდათ.

ამასთან, ადამიანები, რომლებსაც რეზუს უარყოფითი სისხლი ჰქონდათ, ასევე შედარებით უფრო დაცულები იყვნენ, მითუმეტეს, თუ მათი სისხლის ჯგუფი O იყო.

კვლევის შედეგები ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 66 67 68 69 70 111
Page 68 of 111