Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. „თაიმ ლეპსი“ რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვალა პლანეტა 1984 წლის შემდეგ.
თითქმის სამწუთიანი ვიდეო ადამიანის დედამიწაზე ზემოქმედებას – მწვანე საფარის განადგურებას, ყინულის დნობასა და ტბების დაშრობას ასახავს.
Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. „თაიმ ლეპსი“ რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვალა პლანეტა 1984 წლის შემდეგ.
თითქმის სამწუთიანი ვიდეო ადამიანის დედამიწაზე ზემოქმედებას – მწვანე საფარის განადგურებას, ყინულის დნობასა და ტბების დაშრობას ასახავს.
სერანა – ეს 45 000-კაციანი ქალაქია სამხრეთ აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესო როგორც მეცნიერებისთვის, ასევე მედიისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში გახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ აქ ექსპერიმენტი ტარდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ ქალაქში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა ფაქტობრივად ყველა მოზარდს გაუკეთდა. შედეგად, პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა და ცხოვრების რიტმი კი დასტაბილურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის დანარჩენ ქალაქებში კორონავირუსი და პანდემია მძვინვარებს, სერანაში უკვე ბავშვები და მოზრდილები იკრიბებიან, დაბადების დღეებსაც იხდიან, რა დროსაც არც ნიღაბი სჭირდებათ და აღარც დისტანცია.
აღნიშნული ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც The Wall Street Journal-ი წერს, იმედს აძლევს მთელ მსოფლიოს, რომ მასობრივი ვაქცინაცია რეალურ შედეგებს იძლევა. გარდა ამისა, ექსპერიმენტი “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობის ახალ მტკიცებულებასაც წარმოადგენს.
ბრაზილიის სატესტო ქალაქში, ცხადია გამონაკლისებიც იყო. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 27 700 ზრდასრულიდან, 27 150 ანუ 98% აიცრა. ამბობენ, რომ მარტის პიკურ პერიოდთან შედარებით, ინფიცირება 75%-ით არის შემცირებული. ხოლო Covid-19-ით სიკვდილიანობა სრული ვაქცინაციის შემდეგ, არც დაფიქსირებულა. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვაქცინა მუშაობს. ამას ქალაქის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაც ადასტურებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული მოქალაქეებით სავსე იყო, დღეს კი პაციენტებისა და დაძაბულობისგან თავისუფალია.
განყოფილების ადმინისტრატორის თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული მოათავსეს საავადმყოფოში, რომელმაც უარი თქვა ვაქცინაზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ“ „ფაიზერ/ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა და ამ ასაკის მოქალაქეებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან დაიწყება.
ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. ქვეყანაში დღემდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან.
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.
კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.
კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.
კომპანიებში აცხადებენ, რომ 2-დან 11 წლამდე ბავშვებში მათი ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნებათ და შესაბამისად, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტს აქვს მიღებული.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტარაბაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.
თებერვლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში მიიღეს პროტოკოლი, რომელიც კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ორკომპონენტიანი ვაქცინის ერთი აცრის გაკეთებას ითვალისწინებს.
ისრაელში, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდგადატანილების აცრაზე საერთოდ თქვა უარი, შემდეგ კი დაადგინა, რომ ისინი ერთჯერადად უნდა აიცრნენ.
„კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ასევე ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს“, – აცხადებს ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიჰალ მანდელბოიმი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
გერმანიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინების ორვე დოზა აქვთგაკეთებული, ან კორონავირუსისგანგანიკურნენ, პანდემიის გამო დაწესებულიშეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში შემავალიმოქალაქეებისთვის ღამის კომენდანტისსაათი გაუქმდა. ამასთან, მათ აღარ აქვთვალდებულება, წარადგინონ კორონავირუსზეჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხიმაღაზიებში, სილამაზის სალონებსა და სხვაისეთ ადგილებში შესვლისას, სადაც ესსავალდებულოა, აღარ მოუწევთ კარანტინისგავლა მოგზაურობის შემდეგ გარდა ისეთადგილებში მოგზაურობისა, სადაცკორონავირუსის რომელიმე ვარიანტიაგავრცელებული.
თუმცა, სრულად ვაქცინირებული დაგამოჯანმრთელებული პირები სოციალურიდისტანციის ზომების დაცვისა და პირბადისტარების ვალდებულებისგან ართავისუფლდებიან.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ვაქცინისპირველი დოზა მოსახლეობის 31%–ზე მეტსაქვს გაკეთებული, სრლად ვაქცინირებული კი8.8%-ია.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ„ასტრაზენეკას“ კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა და ქვეყანაშივაქცინა უახლოეს მომავალში ყველაზრდასრული ადამიანისთვის იქნებახელმისაწვდომი მაშინ, როცა ამჟამად„ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 60 წლისადა უფროსი ასაკის ადამიანებს ცრიან.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენსშპანის განცხადებით, მოქალაქეებს მეორედოზის მისაღებად 12-კვირიანი ლოდინი აღარდასჭირდებათ და მისი გაკეთება ოთხკვირაში იქნება შესაძლებელი.
შპანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში, მიმდინარე წლის ზაფხულში ვაქცინებს 12-18 წლის ასაკის მოზარდებსაც შესთავაზებენ მასშემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტებისმარეგულირებელი ვაქცინების აღნიშნულიასაკის პირებში გამოყენების ნებართვასგასცემს.
წყარო : nytimes.com ; www.dw.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
კორონავირუსის ახალი ვარიანტებით თაგვების ინფიცირება შესაძლებელია, – ამის შესახებ ფრანგი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
ვირუსის ორიგინალური, ჩინეთის ქალაქ უხანშიაღმოჩენილი ვარიანტი თაგვებში დაავადებას განვითარებას არ იწვევდა, ვინაიდან მის ზედაპირზე არსებული ე.წ. „სპაიკ-ცილები“ თაგვების უჯრედებზე მდებარე ACE2 რეცეპტორულ ცილას კარგად ვერ უკავშირდებოდა. ახალ ვარიანტებს კი, განსაკუთრებით ე.წ. „ სამხრეთ აფრიკულსა“ და „ბრაზილიურ ვარიანტებს“, B1.351 და P.1 ვარიანტებს, აქვთ მუტაციები, რაც ამ დაბრკოლების გადალახვისა და თაგვების დაინფიცირების შესაძლებლობასაძლევთ.
რაც შეეხება იმას, გადადის თუ არა ვირუსი დაინფიცირებული თაგვებისგან სხვა თაგვებზე ან ადამიანებზე, კვლევის ავტორი მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს საკითხი შემდგომ კვლევებს საჭიროებს.
კვლევა პარიზის უნივერსიტეტისა და პარიზისპასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ის ჯერჯერობით არ დაბეჭდილა და bioRxiv-ზეა გამოქვეყნებული.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინურიწარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა„სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვისავტორიზაცია მიანიჭა.
ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფისგადაწყვეტილებით იქმნება შესაძლებლობა, რომ“სინოფარმის” ვაქცინა გაეროს მიერ მხარდაჭერილ “კოვაქსის“ ჩაერთოს, რომლის მიზანი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებაა.
„ჯანმო-მ პეკინის ვაქცინა გადაუდებელი მოხმარების ვაქცინების სიაში შეიტანა, რითაც ის გახდა მეექვსევაქცინა, რომელიც ჯანმო-ს მიერ დამტკიცდა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ესაფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთაშეძენა „კოვაქსს“ შეუძლია და ქვეყნებს მოუწოდებს,დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოებისმიერ დამტკიცება და მოახდინონ ვაქცინის იმპორტიდა ადმინისტრირება“, – განაცხადა ჯანმო-საღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომგებრეიესუსმა.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მომავალ კვირაში, შესაძლებელია გადაწყვეტილება მეორე ჩინურ ვაქცინა “სინოვაკთან“ დაკავშირებითაც მიიღოს.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
კანადაში ჩატარებულმა ფართომასშტაბუანმა კვლევის თანახმად, აზრი იმის შესახებ, რომ ეპიდურული ანესთეზია ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, მცდარია.
კვლევის ფარგლებში 120 000-ზე მეტი ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვი შეისწავლეს და მეცნიერებმა ამ ტიპის ტკივილგამაყუჩებლებსა და აუტიზმის სპექტრის აშლილობას შორის ვერანაირი კავშირის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.
კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორების გრძელი სია, რომლებიც ადრე უგულებელყოფილი იყო – მათ შორის დედის ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ორსულობამდე მდგომარეობა, მათ შორის დიაბეტი, ჰიპერტენზია და დეპრესია. ასევე ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, მათ შორის ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა, დედების მიერ მიღებული მედიკამენტები, ნარკოტიკების მოხმარება და ხელოვნური მშობიარობა.
გარდა იმისა, რომ მშობიარობის 123 000 შემთხვევის შესწავლისას ეპიდურულ ანესთეზიასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მომატებულ რისკს შორის კავშირი არ დადასტურდა, კვლევის ავტორების განმარტებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ეპიდერულ ანესთეზიას სერიოზული გართულებები იშვიათად ახლავს.
”ეპიდურალი ანესთეზიის ირგვლივ არსებული მტკიცებულებების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი ახალი კვლევა, აჩვენებს, რომ ის მშობიარობის დროს ტკივილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა და სერიოზული გართულებები იშვიათად ახლავს თან,“- განაცხადა სტატისტიკოსმა და ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარმა მანიტობის უნივერსიტეტიდან ელიზაბეტ უოლ-ვილერმა.
მისი განმარტებით, ეპიდურალ მშობიარობას ტკივილის შემსუბუქების გარდა სხვა სარგებელიც აქვს. ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელი და სასწრაფო საკეისრო კვეთა გახდა საჭირო, ტკივილის შემსუბუქება უკვე უზრუნველყოფილია – ის ასევე ამცირებს ზოგადი ანესთეზიის საჭიროებას, რაც უფრო დიდ რისკებს წარმოადგენს დედისა და შვილისთვის.
კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
პორტალმა World Population Review-მ 2021 წლის ყველაზე „ჭკვიანი ქვეყნების“ რეიტინგი დაასახელა. სია მოსახლეობის IQ-ის (ინტელექტის კოეფიციენტის) მაჩვენებლის მიხედვითაა შედგენილი. რეიტინგში საქართველოს მოსახლეობის მაჩვენებელი 94 ქულითაა შეფასებული.
პირველი 100 ქვეყნის მოსახლეობის IQ მონაცემები ასეთია:
1. სინგაპური 108
2. ჰონგ კონგი 108
3. სამხრეთ კორეა 106
4. იაპონია 105
5. ჩინეთი 105
6. ტაივანი 104
7. იტალია 102
8. ისლანდია 101
9. მონღოლეთი 101
10. შვეიცარია 101
11. ლუქსემბურგი 100
12. ნორვეგია 100
13. ავსტრია 100
14. ნიდერლანდები 100
15. გაერთიანებული სამეფო 100
16. ესტონეთი 99
17. ფინეთი 99
18. შვედეთი 99
19. ბელგია 99
20. პოლონეთი 99
21. კანადა 99
22. გერმანია 99
23. ანდორა 98
24. ლატვია 98
25. დანია 98
26. უნგრეთი 98
27. ჩეხეთი 98
28. ავსტრალია 98
29. ესპანეთი 98
30. საფრანგეთი 98
31. შეერთებული შტატები 98
32. მალტა 97
33. ბელორუსი 97
34. უკრაინა 97
35. რუსეთი 97
36. სლოვენია 96
37. ურუგვაი 96
38. მოლდოვა 96
39. სლოვაკეთი 96
40. ისრაელი 95
41. პორტუგალია 95
42. სომხეთი 94
43. საქართველო 94
44. ყაზახეთი 94
45. რუმინეთი 94
46. ვიეტნამი 94
47. ბულგარეთი 93
48. არგენტინა 93
49. ირლანდია 92
50. საბერძნეთი 92
51. მალაიზია 92
52. ბრუნეი 91
53. კვიპროსი 91
54. ლიტვა 91
55. სიერა ლეონე 91
56. კამბოჯა 91
57. ტაილანდი 91
58. ალბანეთი 90
59. ბოსნია და ჰერცეგოვინა 90
60. ხორვატია 90
61. ყირგიზეთი 90
62. ჩილე 90
63. თურქეთი 90
64. სურინამი 89
65. მავრიკი 89
66. კოსტა რიკა 89
67. ლაოსი 89
68. სერბეთი 89
69. სამოა 88
70. ეკვადორი 88
71. მექსიკა 88
72. ნაურუ 87
73. გაიანა 87
74. თურქმენეთი 87
75. ტაჯიკეთი 87
76. აზერბაიჯანი 87
77. ბოლივია 87
78. უზბეკეთი 87
79. ერაყი 87
80. მიანმარის 87
81. ინდონეზია 87
82. სეიშელის 86
83. ტონგა 86
84. ქუვეითი 86
85. ფილიპინები 86
86. კირიბატი 85
87. ფიჯი 85
88. ტრინიდადი და ტობაგო 85
89. ერიტრეა 85
90. კუბა 85
91. იემენი 85
92. პერუ 85
93. მარშალის კუნძულები 84
94. მიკრონეზია 84
95. ვანუატუ 84
96. ბაჰამის კუნძულები 84
97. ბელიზი 84
98. სოლომონის კუნძულები 84
99. პანამა 84
100. პარაგვაი 84.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანში მარიხუანას მოხმარება და შიზოფრენიისა და ფსიქოზის გაჩენა გარკვეულ დონეზე დაკავშირებულია ერთმანეთთან.
„ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა“ და „ლონდონის კინგსის კოლეჯის“ მკვლევარების ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, შიზოფრენიის გენები შეიძლება გახდეს იმის ახსნის გასაღები, თუ რატომ უვითარდება მარიხუანის ზოგიერთი მომხმარებელს ფსიქოზი, სხვებს კი – არა.
ფსიქოზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ტვინი სამყაროს აღქმას.
ფსიქოტიური ეპიზოდი- მწვავე დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომი- შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, მათ შორის კანაფში შემავალი აქტიური კომპონენტით, დელტა 9-ტეტრაჰიდროკანაბინოლით (დელტა 9-THC). სინამდვილეში, კვლევის თანახმად, ისინი, ვისაც მარიხუანა მოხმარებული აქვთ, ფსიქოზის რომელიმე ფორმის განვითარების თითქმის ოთხჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც მას არ მოიხმარენ.
თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომლებიც კანაფს იყენებენ, არასდროს განიცდიან ფსიქოტიურ ეპიზოდს, რის გამოც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რაზეა დამოკიდებული ეს განსხვავება.
გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან 100 000 მონაწილის ჩანაწერის გამოყენებით მეცნიერებმა გაანალიზეს კავშირი გენეტიკას, კანაფის გამოყენებასა და ფსიქოტიურ ეპიზოდს შორის.
საერთო ჯამში, მოჩვენება და ჰალუცინაცია ჩანაწერების 4 პროცენტზე მეტში, ისეთ პირებში დაფიქსირდა, რომლებსაც მარიხუანას არასდროს მოუხმარიათ, ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გაიზარდა, როცა საქმე ისეთ პირებს ეხებოდა, რომლებიც წარსულში მარიხუანას იყენებდნენ.
რისკის ზრდა ყველაზე მეტად გამოხატული იყო შიზოფრენიის მაღალი გენეტიკური ქულის მქონე პირებში. მეხუთე – უმაღლესი – ქულის მქონე ჩანაწერებს შორის ზრდამ დაახლოებით 60 პროცენტი შეადგინა. მეხუთეზე ნაკლებში კი – დაახლოებით 40 პროცენტი.
„იმის გამო, რომ გენეტიკური რისკის შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშია, გენეტიკის რეალური ზეგავლენა მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზის ურთიერთობაზე შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ კვლევის დროს აღმოვაჩინეთ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა