close
კვლევები

კვლევა : თუ ბცჟ-ზე აცრილი ხართ, კორონავირუსით დაინფიცირების 6-ჯერ ნაკლები რისკის ქვეშ ხართ

ახალი კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა მასობრივადაა აცრილი ბცჟ-ზე (Bacillus Calmette-Guerin-ზე), კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ბცჟ ტუბერკულოზისაგან დამცავი ვაქცინაა, თუმცა ამერიკელი ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ვაქცინა ორგანიზმს სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და იმუნურ სისტემას აძლიერებს.
კვლევის ფარგლებში ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი სკოლის მკვლევრებმა შეადარეს 50 ქვეყნის კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე, აგრეთვე გაითვალისწინეს ეკონომიკური ფაქტორები და ხანშიშესული მოსახლეობის წილი, რასაც სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
“Covid-19-გან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ბცჟ ვაქცინას იყენებენ, 5.8-ჯერ ნაკლებია,“ – აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
ამერიკელმა მეცნიერებმა ეს კვლევა მას შემდეგ ჩაატარეს, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერთა რამდენიმე გუნდმა დაიწყო ცდების ჩატარება იმის გამოსავლენად, რამდენად იცავს კორონავირუსისგან ორგანიზმს ბცჟ-ს ვაქცინა.
ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე კვლევა დაიწყეს, ავსტრალიელი მეცნიერები იყვნენ. მელბურნის მარდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ბცჟ-ს ვაქცინა ადამიანების ტუბერკულოზისგან დასაცავადაა განკუთვნილი, თუმცა ის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს და სხცა ინფექციებისგანაც იცავს.
აღნიშულ კვლევაში, რომლის მიზანი იმის დადგენაა, იცავს თუ არა ბცჟ-ს ვაქცინა ადამიანს COVID 19-გან, 4 000 მედიკოსი ჩაერთვება. კვლევა 6 თვის მანძილზე გაგრძელდება.

წყარო : www.telegraph.co.uk 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0