close

კვლევები

კვლევები

დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა – როგორ ამარცხებს სამხრეთ კორეა კორონავირუსს

სამხრეთ კორეა კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების რიცხვში ჩინეთის შემდეგ მეორე  ადგილს  იკავებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება, ამის შესახებ ინფორმაციას CHINA CONFERENCE HONK KONGI ავრცელებს.

სამხრეთ კორეაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ახალი კოროვირუსული შემთხვევების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში საშუალოდ 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ გასულ პარასკევს, ამ რიცხვმა 438,  შაბათს 367-ს და კვირას კი 248-ს მიაღწია.

ორშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნაში “ინფექციების შემცირების ტენდენციაა”, მაგრამ მისივე თქმით,  მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებულთა შორის ძალიან ბევრი იყო ისეთი პაციენტი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს სადაზღვევო კომპანიის სატელეფონო ცენტრში მუშაობდნენ.

სამხრეთ კორეამ ვირუსის პრევენციისთვის ჩინეთის მაგალითი გაითვალისწინა.

ამ ნაბიჯებმა ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად შეამცირა.

სამხრეთ კორეამ ჩინეთის მაგალითის გაითვალისწინა და შესაბამისად მიიღო შედეგიც. გარდა ამისა დასრულდა იესოს შინჩეონის ეკლესიის წევრების ტესტირება, რომელსაც ქვეყანაში დაავადების შემთხვევების 60 % უკავშირდება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აღემატება.

თუკი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ექსპერტების რჩევას გაითვალისწინებს და ამ ასაკის ბავშვების აცრის ნებართვას გასცემს, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მომავალ კვირაში შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს.

 

კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კომპანიებმა ახლახან კლინიკური ცდის შედეგები გაასაჯაროეს, რომელშიც 2 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე ვაქცინირებულებს კორონავირუსის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც მათზე მოზრდილებს.

 

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრან 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მკვლევრებმა არქტიკის “უკანასკნელ ყინულზე” მასიური ხვრელი აღმოაჩინეს

არქტიკაზე, “უკანასკნელი ყინულის” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე, მკვლევრებმა დიდი ზომის
ხვრელი აღმოაჩინეს. ხვრელი, სახელად პოლინია მდებარეობს კანადიდან ყველაზე ჩრდილოეთით
მდებარე კუნძულთან, ყველაზე სქელ და ძველ ყინულოვან ფენაზე.

პოლინია 100 კილომეტრი სიგრძისა და 29 კილომეტრი სიგანისაა. მკვლევრების თქმით, ხვრელი
ჩამოყალიბდა ექსტრემალური ქარების შედეგად, რომლებმაც ყინულის დაშლა და მისი გარკვეული
მიმართულებით გადაადგილება გამოიწვია. თუმცა, სისქიდან გამომდინარე, ყინულის მოძრაობა
ადვილი არა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ხვრელის გამოჩენას გლობალურ დათბობას და ყინულის
დათხელებას უკავშირებენ. მომავალში კი ნაკლებად ექსტრემალური ძალებითაც იქნება
შესაძლებელი უფრო დიდი ზომის ხვრელების წარმოქმნა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევები ცხადყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს, ხოლო ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა.

კვლევის თანახმად, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა: დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება და ინექციის ადგილის ტკივილი.

კვლევაში 4 753 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაეცემა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას მაღალი ეფექტიანობა აქვს

კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მა განაცხადეს, რომ კვლევის მე-3 ფაზის მონაცემები ცხადყოფს, რომ მათი ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას მაღალი ეფექტიანობა აქვს, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

16 წლისა და უფროსი ასაკის 10 000 მონაწილის მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა 95.6%-ით ეფექტიანია დაავადების წინააღმდეგ, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც „დელტა“ შტამის გავრცელება მაღალი იყო.

„ეს შედეგები იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ გამაძლიერებელ დოზას სარგებელი მოაქვს, რადგან ჩვენ მიზნად ვისახავთ ადამიანების ამ დაავადებისგან კარგად დაცვას“, – აღნიშნა კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

არავაქცინირებული პირების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი – კვლევა

არავაქცინირებული პირების კორონავირუსით რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე გამოცემა The Guardian-ი წერს.

ინგლისში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, გახშირდა მეორედ და მესამედ ინფიცირების შემთხვევები. ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული.

ამასთანავე, რეინფიცირების რისკი გაიზარდა 2021 წლის მაისიდან, როცა ქვეყანაში დომინანტური კორონავირუსის „დელტა“ შტამი გახდა.

ბრიტანელი ეპიდემიოლოგების განცხადებით, რეინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე, რის გამოც ისინი ქვეყნის ხელისუფლებას სკოლის მოსწავლეების აცრისკენ მოუწოდებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ფტალატები – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 ამერიკელის სიკვდილს უკავშირებენ

ქიმიური ნივთიერების, ფტალატის მჟავის ზემოქმედება შესაძლოა ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ამერიკელის სიკვდილის გამომწვევი იყოს, – ამის შესახებ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა.
ქიმიკატები, რომლებიც ასობით პროდუქტში გვხვდება, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, შამპუნი და ა.შ., ათწლეულების მანძილზე ცნობილია, როგორც “ჰორმონების დარღვევები”, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე.
ამგვარი პროდუქტების საშუალებით ტოქსინები სხეულში აღწევენ და დაკავშირებულია სიმსუქნესთან, დიაბეტსა და გულის დაავადებებთან.
კვლევამ, რომელშიც 55-დან 64 წლამდე ასაკის 5 000-მდე ზრდასრული ადამიანი მონაწილებდა, აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შარდში ფტალატების უფრო მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, გულის დაავადებებით გარდაცვალების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა, კვლევის თანახმად, ფტალატების მაღალი კონცენტრაცია არ ზრდის კიბოსგან სიკვდილის რისკს.
” ჩვენი დასკვნები ცხადყოფს, რომ ფტალატის გაზრდილი ზემოქმედება დაკავშირებულია ნაადრევ სიკვდილთან, განსაკუთრებით გულის დაავადებების გამო. აქამდე მივიჩნევდით, რომ ის უკავშირდებოდა გულის დაავადებებს და გულის დაავადებები, თავის მხრივ, სიკვდილის წამყვანი მიზეზია, მაგრამ ქიმიკატები სიკვდილიანობასთან არ დაგვიკავშირებია,“- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლეონარდო ტრასანდემ.
მანამდე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა ფტალატები ყოველწლიურად 10 000 -ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებასთან დააკავშირა, რაც, სავარაუდოდ, ზრდასრულ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირებითაა განპირობებული.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: კოსმოსში ბეტონის შექმნა ასტრონავტების სისხლის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ბრიტანეთში, მანჩესტერი უნივერსიტეტის მკვლევრებმა კოსმოსში მშენებლობისთვის შექმნეს მასალა სახელწოდებით „ასტრობეტონი“, რომლის წარმოებაში ადამიანის შარდი და სისხლის ძირითადი ცილა – ალბუმინი გამოიყენება. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამშენებლო მასალის კოსმოსში გატანა საკმაოდ ძვირადღირებულია. სპეციალისტების მონაცემებით, მარსზე ერთი აგურის ტრანსპორტირების ფასი 2 მილიონ დოლარს შეადგენს, ამიტომ მეცნიერები ადგილობრივი რესურსების გამოყენების მეთოდებზე მუშაობენ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პლანეტებისა და თანამგზავრების გრუნტის ადამიანის სისხლსა და შარდთან შეზავება საკმაოდ გამძლე მასალას მიიღებენ.

ეს იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცემენტში ცხოველების სისხლს ამატებდნენ, თუმცა მარსზე ძროხების გაგზავნა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სპეციალისტი ფიქრობენ, რომ გაცილებით მარტივი იქნება თუ ამ მიზნით სისხლს თავად ასტრონავტები გაიღებენ.

​მათი გათვლებით, ორი წლის განმავლობაში ექვსი ასტრონავტი ჯანმრთელობისთვის ზიანის გარეშე 500 კილოგრამი ასტობეტონის შესაქმნელად საჭირო ალბუმინის გაცემას შეძლებენ. ეს საკმარისი იქნება მთელი ეკიპაჟისთვის საცხოვრებელი სივრცის ასაშენებლად.

მეცნიერების ცნობით, მარსსა და მთვარეზე სამშენებლო მასალა საკმარისია, თუმცა ცემენტის ხსნარის კოსმოსში პოვნა პრობლემატურია. მათივე თქმით, ასტრობეტონის გამოყენებით კოსმოსში შენობების აგება გაცილებით მარტივი და იაფი გახდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – თაგვებს, რომლებსაც სხვა თაგვბის ტანჯვას აყურებინებდნენ, დეპრესია დაემართათ🐭

ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ თაგვებს, რომლებიც სხვა თაგვების ტანჯვას ხედავენ, დეპრესია ემართებათ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დასკვნამდე სპეციალისტები ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ. გალიაში მსხვილ თაგვთან ერთად პატარა თაგვი ჩასვეს. მეზობელი დიდ თაგვს აღიზიანებდა, რომელიც თავის სივრცეს აგრესიულად იცავდა და პატარა თაგვს უპირისპირდებოდა. ამ ყველაფერს მესამე თაგვი აკვირდებოდა, რომელიც საკუთარ გალიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

იმის მიუხედავად, რომ „მაყურებელ“ თაგვებს არაფერი ემუქრებოდათ, მათ დეპრესიის სიმპტომები განუვითარდათ. 10 დღის შემდეგ მათ ანგედონიის ნიშნები გაუჩნდათ – ვითარების, როდესაც ორგანიზმი სიამოვნებას ვერ განიცდის. ეს დეპრესიის ერთ-ერთ მთავარი სიმპტომია.

„თუ თაგვებს არჩევანს მისცემთ – დალიონ ტკბილი თუ ჩვეულებრივი წყალი, ისინი თითქმის ყოველთვის ტკბილ წყალს აირჩევენ, იმიტომ რომ ეს უფრო სიამოვნებთ. მაგრამ თაგვი, რომელიც სხვა თაგვის სოციალური მარცხის მოწმე გახდა, ამას არ აკეთებდა, რაც სიამოვნებისადმი ლტოლვის შემცირებაზე მიანიშნებს“, – განაცხადა კვლევის ავტორმა აკიოსი საიტომ.

ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ თაგვების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დეპრესიის სიმპტომები დაუბრუნდათ. მეცნიერების თქმით, ე.წ. მეორადი დეპრესია სპეციალისტებს ადამიანის ფსიქიკური პრობლემებისა და მათი მკურნალობის შესწავლის საშუალებას მისცემს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ

ა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ქვეყანას უცხოელი მოგზაურებისთვის, მაგრამ ახალი წესები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ბევრს არ მოეწონება – ამერიკაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს ექნებათ და ვაშინგტონის მიერ აღიარებულ პრეპარატებს შორის არ მოხვდა რუსული „სპუტნიკი“.

ეს პირდაპირ ასობით ათას რუსს შეეხება. ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, 2019 წელს ამერიკას 300 000 რუსი მოქალაქე ესტუმრა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აშშ-ის გეგმა არის დარტყმა რუსულ პრეპარატზე, რომელიც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად გამოაცხადა.

პრეპარატი იყო ჩაფიქრებული, როგორც პანდემიური დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ მისმა შეზღუდულმა გავრცელებამ მსოფლიოში და მიწოდების ნელმა ტემპებმა „სპუტნიკის“ არა მხოლოდ დასავლური, არამედ ჩინური ვაქცინისგან ჩამორჩენა გამოიწვია.

„ეს დიდი პრობლემაა რუსებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სპუტნიკით“ აიცრნენ“, – განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტმა ჯუდიტ ტვიგმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელმაც დააფინანსა ვაქცინის შექმნა, განაცხადა, რომ „სპუტნიკი“ აღიარებულია 70 ქვეყანაში და მისი სანდოობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რეალური გამოყენებით.

ამავე დროს აშშ-ში ნებადართული იქნება შესვლა იმათთვის, ვინც ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით აიცრა.

სპუტნიკის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა – ამის მიზეზია რუსეთის მიერ პრეპარატის სტაბილური წარმოების და ყველა სტანდარტის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ჯანმოს სწორედ ეს პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩინური ვაქცინა აღიარეს, რუსული კი არა.

ახალი წესები რუსების გარდა სხვა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება – მსოფლიოში შესყიდულია „სპუტნიკის“ 448 მლნ დოზა, და ნოემბრიდან ამ ასობით მილიონი ადამიანისთვის შტატების კარები დიდი ხნით დაიკეტება.

მგზავრობის კუთხით შეზღუდვა სავარაუდოდ რუსული ვაქცინის პოპულარობას მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს. „რუსეთმა ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა“, – მიიჩნევს ტვიგი.

რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობლემას ისიც ართულებს, რომ რუსეთში არც ერთი სხვა ვაქცინა არ არის, „სპუტნიკის“ გარდა და ადამიანებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არჩევანი არ გააჩნიათ – ან უნდა აიცრა „სპუტნიკით“, ან საერთოდ აუცრელი დარჩე.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება სავაქცინო ტურიზმს ბიძგს მისცემს – ტურისტული კომპანიები უკვე სთავაზობენ შეძლებულ ადამიანებს მოგზაურობას, მაგალითად, სერბეთში, სადაც მათ „ფაიზერით“ ვაქცინირება შეუძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ „სპუტნიკი“ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩინური ვაქცინები, საბოლოო ჯამში ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რადგანაც მოსკოვმა საორგანიზაციო პრობლემები ვერ გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ჯანმოს აღიარებამ ჩინური ვაქცინებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

წყარო : washingtonpost.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 56 57 58 59 60 114
Page 58 of 114