close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

“ᲛᲐᲠᲘᲮᲣᲐᲜᲐ ᲐᲓᲔᲑᲘᲚᲔᲑᲡ, ᲘᲬᲕᲔᲕᲡ ᲘᲛᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲡ ᲓᲐ ᲛᲙᲕᲚᲔᲚᲐᲓ ᲐᲥᲪᲔᲕᲡ!”-ᲜᲔᲕᲠᲝᲚᲝᲒᲘ ,ᲖᲣᲠᲐᲑ ᲛᲔᲢᲠᲔᲕᲔᲚᲘ

წააკითხეთ ეს შვილებს!
მარიხუანა ადებილებს, იწვევს იმპოტენციას და მკვლელად აქცევს!

ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი ეხმაურება მარიხუანის ლეგალიზაციას და ამხელს საქართველოს წინააღმდეგ უდიდეს დივერსიას:“მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვა ყბადაღებულ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.ჩემი პროფესიის გამო საკმარისად ხშირად მიხდება შეხება პრობლემასთან, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოწევასთან. უმეტესად პაციენტები აღნიშნავენ, რომ წარსულის რომელიღაც მონაკვეთში იღებდნენ მარიხუანას მეტ-ნაკლები სიხშირით. რა ტიპური ჩივილით მოდიან ამ ტიპის ავადმყოფები:

1.ემოციური გაუწონასწორებლობა
2. მეხსიერების დაქვეითება
3.ძილის დარღვევა
4.ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას სწრაფად გამოფიტვა
5.ლიბიდოს დაქვეითება
6 უსიამოვნო ხასიათის ფიქრები
აჟიირებისა და დეპრესიის ტალღები
აღნიშნული ჩივილი შეიძლება გამოჩნდეს არა მარტო უშუალოდ მარიხუანას მიღების შემდეგ, არამედ შეძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი წლების განმავლობაში.ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს მოითხოვს გარანტირებული შედეგის გარეშე.
კიდევ ერთხელ დავინტერესდი, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და არაერთი სერიოზული კვლევები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კლინიკურ-ექსპერიმენტული მონაცემი არსებობს ამერიკულ პერიოდულ გამოცემებში—Jurnal of Neurosaience, Nature Jurnal, National Institute on Drug Abuse, American Addictional Centers, Psychology Today, JAMA და სხვ.)
მათი მონაცემებით, მარიხუანას სისტემატური მიღება იწვევს:
1. ტომოგრაფიულად დადასტურებულ დაზიანებას თავის ტვინის გარკვეული უბნებისა (ჰიპოკამპი, ამიგდალა)
2. ქვეითდება IQ3. ქვეითდება ხანმოკლე მეხსიერება,
4. 30%-ით მატულობს ფსიქოზის განვითარების რისკი
5.პაციენტები ხდებიან სოციალურად ნაკლებად ადაფტირებულები,
6. ქვეითდება ერექცია.
7. მატულობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკი
8. უარესდება ძილი
9. ქვეითდება სპონტანური რეაქციის სიჩქარე ( ანუ მძღოლებს მკვლელებად აქცევს! – გ.გ.)და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანის ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში.
ყველა მკვლევარი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ დაზიანების ხარისხი ბევრად მეტია მარიხუანას ახლგაზრდებში მიღებისას.
ლაპარაკია არა მარიხუანას მოწევის უშუალოდ შემდეგ, არამედ აღნიშნული მონაცემები მიღებულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და უმეტესად მარიხუანას მოხმარებიდან წლების შემდეგაც.
დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…“-ნევროლოგი, ზურაბ მეტრეველი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ახალი კვლევის თანახმად, შუბლში ბოტოქსის ინიექცია ტვინში ემოციების გადამუშავებას აფერხებს

ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, შუბლში ბოტოქსის ინიექციამ ტვინში სხვათა ემოციების ინტერპრეტაციისა და გადამუშავების პროცესი შეცვალოს. ნაშრომს დაწვრილებით გამოცემაში Scientific Reports გაეცნობით.

სახის უკუკავშირის ჰიპოთეზისთანახმად, სხვა ადამიანის სახეზე გაბრაზებული ანდა ბედნიერი გამომეტყველების დანახვისას სახის კუნთებს ვჭიმავთ ან ვკუმშავთ, რათა აღნიშნული გამომეტყველება გავიმეოროთ. ეს არაცნობიერი პროცესია. როდესაც ჩვენი სახის კუნთები სხვის ღიმილსა თუ ბღვერას იმეორებს, ტვინში სიგნალები იგზავნება, რომლებიც მათ ინტერპრეტაციაში გვიწყობს ხელს. ეს არამხოლოდ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაგებაში გვეხმარება, არამედ იმაშიც, რომ თავად განვიცადოთ ისინი.

ამრიგად, სახის უკუკავშირის ჰიპოთეზის თანახმად, სახის კუნთოვანი მეხსიერება ტვინში ემოციების გადამუშავებას უკავშირდება. ამ იდეის წარმოშობას ხშირად ჩარლზ დარვინს უკავშირებენ, რომელიც ემოციების წარმომავლობით დაინტერესდა. მან ივარაუდა, რომ სახეზე ემოციის გამოხატვა ან დახშობა მის განცდაზე პირდაპირ აისახებოდა.

ახლახან კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც უკუკავშირის ჰიპოთეზა ბოტოქსის ინიექციების გამოყენებით შეამოწმეს. მასში 33-40 წლამდე ასაკის 10 მდედრობითი სქესის პირი მონაწილეობდა. მკვლევრებმა ცდისპირებს ბოტოქსი შეუყვანეს და გლაბელარულ კუნთში (იგი წარბების შეჭმუხნაზე აგებს პასუხს) დროებითი პარალიზი გამოიწვიეს, ამის შემდეგ კი ემოციური გამომეტყველებების საპასუხოდ მათ ტვინის აქტივობას დააკვირდნენ.

ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) ჩატარებისას (ერთი ინიექციებამდე ჩატარდა, მეორე კი — მათი მიღებიდან ორი კვირის შემდეგ) მონაწილეებს ბედნიერ, სევდიან და ნეიტრალური გამომეტყველების მქონე სახეებს აჩვენებდნენ.

მეცნიერებმა ბოტოქსის ინიექციის მიმღებთა ნუშისებრი სხეულის აქტივობაში ცვლილებები შენიშნეს. ეს ტვინის ის ცენტრია, რომელიც ემოციების გადამუშავებაზე აგებს პასუხს. ამას გარდა, როცა მონაწილეებმა ბედნიერი გამომეტყველებები დაინახეს, ცვლილებები დაფიქსირდა თითისტარისებრ ხვეულშიც — რეგიონში, რომელიც ობიექტებისა და სახეების ამოცნობაში გვეხმარება.

შედეგებმა აჩვენა, რომ ბოტოქსის ინიექციის შედეგად წარბების შეჭმუხნის უუნარობა ტვინში ემოციური სახეების გადამუშავებას აფერხებს. ბოტოქსი კუნთის მოძრაობას დროებით ბლოკავს, რაც, როგორც ჩანს, სახეს, ნუშისებს სხეულსა და თითისტარისებრ ხვეულს შორის აქტივობის რეგულაციას უშლის ხელს.

საგულისხმოა, რომ ემოციების გადამუშავებისა და ბოტოქსის კავშირი სხვა მეცნიერებსაც შეუსწავლიათ. 2011 წელს კვლევის ფარგლებში შემდეგი რამ შენიშნეს: მათ, ვისაც შუბლისა და თვალის გარშემო ბოტოქსის ინიექცია ჰქონდათ გაკეთებული, ემოციების აღქმა ბევრად უჭირდათ ისეთ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც უკუკავშირზე გავლენის არმქონე პროცედურები (მაგალითად, კანის ფილერის შეყვანა) ჩაიტარეს.

შენიშნეს ისიც, რომ, შესაძლოა, წარბების შეჭმუხნის უუნარობა დეპრესიის მქონე ადამიანებს დაეხმაროს. ჯერაც დაუდგენელია, რა მექანიზმით ამსუბუქებს ეს დაავადების სიმპტომებს, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობის სამართავად ეს უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს. თავისთავად, დამატებითი კვლევაა საჭირო, სანამ რაიმეზე დაზუსტებით საუბარს შევძლებდეთ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძილნაკლულობის დროს, ტვინი საკუთარი თავის ჭამას იწყებს – კვლევა

ძილის საჭიროება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ენერგიის აღდგენა ყოველ 12 საათში. ძილის დროს ჩვენი ტვინი სრულიად იცვლის მდგომარეობას, რათა გათავისუფლდეს დღის განმავლობაში ნერვული აქტივობის შედეგად დარჩენილი შუალედური პროდუქტებისაგან.

უცნაურია, მაგრამ ზუსტად იგივე პროცესი იწყება ქრონიკულად ძილნაკლული ადამიანის ტვინშიც.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუდმივი ძილნაკლულობა ტვინს აიძულებს გაანადგუროს მნიშვნელოვანი ოდენობის ნეირონები და სინაპტიკური შეერთებები. თანაც, შემდეგი ძილი ზიანს უკვე ვეღარ გამოასწორებს.

იტალიელ ნეირომეცნიერთა ჯგუფმა მიკელე ბელესის ხელმძღვანელობით, შეისწავლა ძუძუმწოვრის ტვინის პასუხი ძილნაკლულობაზე და საოცარი მსგავსება აღმოაჩინა კარგად დასვენებულ და ძილნაკლულ თაგვებში.

სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ უჯრედთა მსგავსად, თავის ტვინის ნეირონებიც გამუდმებით ახლდება. საუბარია გლიის უჯრედების ორ სხვადასხვა ტიპზე — მხარდამჭერ უჯრედებზე, რომლებსაც ხშირად ნერვული სისტემის წებოსაც უწოდებენ.

მიკროგლიის უჯრედები ბებერ და გაცვეთილ უჯრედებს სპობს პროცესის შედეგად, რომელსაც ფაგოციტოზს უწოდებენ.

ასტროციტული პროცესის შედეგად, იჭრება ტვინში არსებული არასაჭირო სინაპსები (ნერვული უჯრედების შეერთების ადგილები), რათა გამტარები უფრო მახვილი და უნარიანი გახდეს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს პროცესი მხოლოდ ძილში მიდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის გარკვეულწილად მაშინაც მიმდინარეობს, როცა ძილი გვაკლია.

თითქოს ამაში ცუდი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს ტვინი ფარგლებს სცდება, განადგურება ზედმეტი მოსდის და საკუთარი თავის დაზიანებას იწყებს.

„დავადგინეთ, რომ ძილნაკლულობის გამო, სინაპსების გარკვეულ ნაწილს ასტროციტული პროცესი პირდაპირ ჭამს“, — ამბობს ბელესი.

ამის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა შეისწავლეს სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილებული თაგვების ტვინები.

ერთ ჯგუფს 6-8 საათი ეძინა
მეორე ჯგუფს პერიოდულად აღვიძებდნენ
მესამე ჯგუფი დამატებით 8 საათის განმავლობაში არ დააძინეს (ძილნაკლულობა)
ბოლო ჯგუფი კი ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში არ დააძინეს (ქრონიკული ძილნაკლულობა).
როცა მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ოთხივე ჯგუფის ასტროციტი, აღმოჩნდა, რომ კარგად გამოძინებული თაგვების ტვინში სინაპსები 5,7 პროცენტი იყო, იმ თაგვებში კი, რომლებსაც პერიოდულად აღვიძებდნენ — 7,3 პროცენტი.

ძილნაკლულ და ქრონიკულად ძილნაკლულ თაგვებში მათ რაღაც განსხვავებული შენიშნეს — ასტროციტის აქტივობა იმდენად გაიზარდა, რომ სინაპტიკურ შეერთებათა ნაწილი ზუსტად ისე შეჭამა, როგორც მიკროგლიური უჯრედები ჭამენ ნარჩენებს. ამ პროცესს ასტროციტულ ფაგოციტოზს უწოდებენ.

ბელესის განცხადებით, უდიდესი იყო იმ სინაპსურ კავშირთა უმეტესობა, რომლებიც თაგვების ორ ძილნაკლულ ჯგუფში შეიჭამა. გარდა ამისა, ისინი ძალზე ძლიერ გამოყენებადი იყო.

როცა ჯგუფმა ოთხივე ჯგუფში შეამოწმა მიკროგლიურ უჯრედთა აქტივობა, გაირკვა, რომ ისინი მნიშვნელოვნად ნაკლული იყო ქრონიკულად ძილნაკლულ ჯგუფში.

ეს კი საკმაოდ სახიფათოა, რადგან მიკროგლიის უკონტროლო აქტივობა დაკავშირებულია ტვინის ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ალცჰაიმერი და ნეიროდეგენერაციის სხვა ფორმები.

მკვლევართა ცნობით, მხოლოდ ქრონიკული უძილობა ააქტიურებს მიკროგლიის უჯრედებს და ხელს უწყობს მათ ფაგოციტურ აქტივობას. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ძილის მუდმივი დარღვევა შესაძლოა, ტვინს გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს.

კითხვა ნამდვილად ბევრი რჩება. მათ შორის, მიმდინარეობს თუ არა ადამიანის ტვინშიც იგივე პროცესი, ანდაც შეუძლია თუ არა ძილის აღდგენას ზიანის გამოსწორება.

თუმცა, ფაქტად რჩება, რომ 1999 წლის შემდეგ, ალცჰაიმერით სიკვდილიანობა 50 პროცენტით გაიზარდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ჩვენგანს ძილის რეჟიმი ნამდვილად დარღვეული აქვს.

კვლევა Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა და მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინასაქართველო

ექსპერიმენტალური ინსტიტუტი სოხუმში, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ერთადერთი იყო

საბჭოთა კავშირში აქტიურად ცდილობდნენ, ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულისათვის მიეგნოთ. როგორც ცნობილია, სისხლის გადასხმის გარდა (ახალგაზრდის სისხლი ხანდაზმულს), პოპულარული იყო ექსპერიმენტები მაიმუნებზეც. სწორედ ამიტომ – ცნობილი ქირურგის – სერგეი ვორონოვის თაოსნობით,  1927 წელს სოხუმის მაიმუნების საშენი დაარსდა. აქ, ექსპერიმენტების ჩატარების გზით, ადამიანის დაავადებები უნდა შეესწავლათ.

1927 წლის 24 აგვისტოს ხომალდმა „პესტელმა“ გვინეაში შეძენილი ანუბისი და შიმპანზე ბათუმიდან სოხუმში ჩაიყვანა. საშენის ბაზაზე, 1958 წელს შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ლაბორატორია, სადაც ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ექსპერიმენტები ტარდებოდა. იმ დროს 100-მდე მაიმუნი ჰყოლიათ, რომლებსაც ჯერ დააავადებდნენ, შემდეგ საწინააღმდეგო აცრებს უკეთებდნენ.

საშენი რამდენიმე მიმართულებით იყო დატვირთული – აქ არსებობდა ექსპერიმენტალური თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ცდები არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ – ბოცვერებზე, ვირთხებზე, ზღვის გოჭებზე, კურდღლებზე, თაგვებზე მიდიოდა. აქ მოლეკელუურ, ბიოლოგიურ და გენეტიკურ დონეზე შეისწავლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ პათოლოგიებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს. აქტუალური მიმართულებები იყო ვირუსოლოგია, რადიოლოგია.

უნდა ითქვას, რომ – როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის კვლევითი ინსტიტუტი იმ დროისათვის მხოლოდ ამერიკაში – სან-ფრანცისკოში იყო და მეორე – საბჭოთა კავშირში – სოხუმში.

ერთ-ერთი ვერსიით, აქ პროექტიც კი მიმდინარეობდა –  ეგრეთ წოდებული, „ჩო 01“, რაც რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს ადამიანის მსგავს მაიმუნს.   როგორც ირკვევა, სტალინი დაჰყვა ბიოლოგ იაკობ კრასინსკის მიერ მოფიქრებულ და თეორიულად ჩამოყალიბებული იდეას, ეგრეთ წოდებული ძლიერი მუშა-მებრძოლის ტიპის შექმნის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, კრასინსკი  ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთმანეთთან შეჯვარების საექსპერიმენტო სამუშაოებს ატარებდა, რათა ისეთი არსება ,,გამოეძერწათ”,  რომელიც დაუღალავად იშრომებდა მრავალი საათის განმავლობაში, უშიშრად შეებრძოლებოდა მტერს და, რაც მთავარია, უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას.

მაიმუნების „პიტომნიკში“  ამ პროექტმა მხოლოდ ერთ წელს იარსება, შემდეგ კი – კრასინსკი თაღლითობის გამო დახვრიტეს კიდეც.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1992-1993 წლებში მაიმუნების საშენი ნაწილობრივ განადგურდა. ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა. მოგვიანებით – საშენი აღადგინეს და ახლა იქ მეცნიერული კვლევითი ცენტრი მუშაობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

    1. თარხან-მოურავი, გიორგი. ,,ჯიხვთა, მაიმუნ-ადამიანი, ბურჟუაზიული ცრუმეცნიერებები და სხვა” (გვ.77),   წიგნში – ,,საბჭოთა ხანის სამეცნიერო ექსპერიმენტები”.
    2. ლაშაური, ნიკა. რატომ გაიხსნა მაიმუნების საშენი უშუალოდ ბერიას თაოსნობით სოხუმში. ჟურნალი ,,თბილისელები” #47.
    3. სოხუმის მაიმუნების საშენი – სასიკვდილოდ განწირული ცხოველები, www.livepress.ge (28.07.2018)

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

სიცოცხლის ხანგრძლივობა 140 წელს გადააჭარბებს – ახალი კვლევა

მომავალი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობამ, შესაძლოა, 140 წელს გადააჭარბოს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აშშ-ის, “ჯორჯიას” უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სამედიცინო მიღწევები და საკვების ფართო ხელმისაწვდომობა ადამიანებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ახლა ცხოვრობენ.

უნივერსიტეტის მკვლევრის თქმით, მამაკაცებს 141, ქალებს კი 130 წლამდე შეეძლებათ სიცოცხლის გახანგრძლივება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაკვლევები

დაბინძურებულ მდინარეებში თევზები მეტამფეტამინზე დამოკიდებულები შეიძლება გახდნენ

ახალი კვლევების თანახმად, დაბინძურებულ მდინარეებში თევზები შესაძლოა  მეტამფეტამინზე გახდნენ დამოკიდებულები იმ დონემდე, რომ სტიმულანტის მოძებნის აქტიურ მცდელობებსაც მიმართონ.

გამოყენების შემდეგ მეტამფეტამინი საკანალიზაციო სისტემის გავლით მდინარის წყალს უერთდება გამწმენდი ნაგებობით. წყლებში გაზრდილი კონცენტრაციის გამო დაინტერესდნენ გამოიწვევდა თუ არა ეს რაოდენობა დამოკიდებულებას თევზებში.

ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტამფეტამინის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს საკმარისი დამოკიდებულების გამოსაწვევად. თუმცა, Live Science-ს ექსპერტის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს იმის სათქმელად, რომ მართლაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ექსპერიმენტის მიმდინარეობას, კვლევა ყავისფერ კალმახზე ჩატარდა. მკვლევრებმა 60 კალმახი მოათავსეს სუფთა წყალში, 60 კი  ლიტრზე 1 მიკროგრამი კონცენტრაციის მქონე მეტამფეტამინით შეზავებულ ავზში. თევზები წყალში გააჩერეს ორი თვის განმავლობაში, რათა დაბინძურებული წყლის სიმულაცია შეექმნათ. შემდეგ მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, თევზებს შეეძლოთ აერჩიათ რომელ წყალში იცურებდნენ, სუფთაში თუ კონცენტრირებულში. თევზებმა, რომლებიც აქამდე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მეტამფეტამინიან წყალს მიანიჭეს უპირატესობა, რაც ნარკოტიკზე მიჩვევის ნიშნად იქნა აღქმული.

თუმცა, მიჩვევა რამდენიმე დღეში ქრება, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მეტამფეტამინი ცვლის ცხოველთა ქცევას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

NASA: 2030 წლისთვის აშშ-ში წყალდიდობების რიცხვი გაიზრდება

აშშ-ში ძლიერი წყალდიდობების რაოდენობის დრამატული ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ CNN-ი NASA-ს ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

კვლევის ავტორების ამტკიცებენ, რომ მკვეთრი ზრდა 2030-იანი წლების შუაში დაიწყება, როდესაც მთვარის ციკლი კლიმატური კრიზისით გამოწვეულ ზღვის დონის აწევას გააძლიერებს. კვლევა ჟურნალში Nature Climate Change გამოქვეყნდა და პირველი ნაშრომია, რომელიც წყალდიდობის გამომწვევ ყველა მიზეზს ითვალისწინებს – როგორც ოკეანეებში მიმდინარე პროცესებს, ასევე ასტრონომიულ ფაქტორებს.

„ოკეანის დონე კიდევ ათი წლის განმავლობაში განაგრძობს ზრდას. მთვარის ციკლით გაძლიერებული ზღვის მაღალი დონე წყალდიდობების რაოდენობას აშშ-ის პრაქტიკულად მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ გაზრდის“, – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც ანეიტრალებს ალკოჰოლს და ხელს უწყობს სწრაფად გამოფხიზლებას

ახალი კვლევა აჩენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, მხოლოდ ერთი ინექციით შესაძლებელი გახდეს სიმთვრალის ან ალკოჰოლით მოწამვლის ეფექტის სწრაფი შემსუბუქება.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიღწევა ჰორმონ ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორის 21-ის (FGF21) სამკურნალოდ გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორც ჩანს, FGF21 ზრდის სიფხიზლეს თავის ტვინში, ებრძვის ინტოქსიკაციის გარკვეულ ეფექტებს – როგორიცაა ძილიანობა და კოორდინაციის ნაკლებობა. ღვიძლი აწარმოებს ჰორმონს როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ადამიანებზეც გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლური მოწამვლის ან ზედმეტად მთვრალი ადამიანების გამოსაფხიზლებლად.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ FGF21 გავლენას ახდენდა ტვინის სპეციფიკურ რეგიონზე, რომელსაც ლურჯი ლაქა (locus coeruleus) ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი გამოიმუშავებს ნორადრენალინს –  ნეირომედიატორს, რომელიც არეგულირებს სიფხიზლესა და გამოღვიძებას.
საინტერესო ის ფაქტი, რომ FGF21 ჰორმონს არ ჰქონდა იგივე აღდგენითი ეფექტი, როდესაც დატესტეს კეტამინთან, დიაზეპამთან ან პენტობარბიტალთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კონკრეტულად ეთანოლს უწევს წინააღმდეგობას.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ იგივე კვლევის ადამიანებზე ჩატარებით იგივე შედეგს მიიღებენ.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები ასახელებენ ფერმენტს, რომელიც, შეიძლება, ადამიანების ნაწილში დეპრესიის გამომწვევი მიზეზი იყოს

მსოფლიოში დეპრესიის პრობლემა დაახლოებით 280 მილიონ ადამიანს აწუხებს. ახალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს რეპროდუქციული ასაკის ზოგიერთ ქალში დეპრესიის გამოწვევაზე.
ვუჰანის უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევარმა დი ლიმ და მისმა კოლეგებმა შეადარეს 18-დან 45 წლამდე ასაკის 91 ქალის სისხლის შრატი, რომლებსაც დეპრესია აწუხებდათ 98 ქალის სისხლის შრატს, რომლებსაც დეპრესია არ აწუხებდათ. მეცნიერები გაოცდნენ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს შრატში ესტრადიოლის დონე თითქმის ნახევარი ჰქონდათ.
იდეა, რომ ესტრადიოლი დაკავშირებულია დეპრესიასთან 100 წელზე მეტია არსებობს. ესტრადიოლის ბუნებრივი დაქვეითება მენოპაუზის დროს და ორსულობის შემდეგ აშკარად დაკავშირებულია განწყობის უარყოფით ცვლილებებთან.
დეპრესიის კავშირი ესტრადიოლთან, სავარაუდოდ, ხსნის, თუ რატომ არის ის ორჯერ უფრო ხშირი ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ესტრადიოლი საკვერცხეებში წარმოიქმნება, ღვიძლში მეტაბოლიზდება და შემდეგ გადადის ნაწლავში. აქ კი ჰორმონი ნაწილობრივ ხელახლა შეიწოვება სისხლძარღვში.
გენის ანალიზმა აჩვენა, რომ K. aerogenes ესტრადიოლს გარდაქმნის ესტრონად ფერმენტით, რომელსაც ეწოდება 3β-HSD. ამ ფერმენტის გენის E. coli-ში შეყვანამ და შემდეგ თაგვების ამ ბაქტერიებით დაინფიცირებამ ესტრადიოლის იგივე ვარდნა და დეპრესიის სიმპტომების გაჩენა გამოიწვია.
თაგვებს 3β-HSD-ით, რომლებიც აწარმოებენ E. coli-ს, ასევე ჰქონდათ ესტრადიოლის დაბალი დონე თავის ტვინში, მათ შორის ჰიპოკამპში, ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩართულია დეპრესიაში. ეს ყველაფერი ერთად აღებული იმაზე მეტყველებს, რომ მიკრობებით წარმოქმნილი ფერმენტი ტვინის პრობლემებს იწვევს.
წინა კვლევაში, მკვლევარებმა დაადგინეს იგივე ფერმენტის დონის ზრდა დეპრესიულ მამაკაცებში; ფერმენტს ასევე შეუძლია ტესტოსტერონის დაქვეითება.
„ორივე კვლევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 3β-HSD ფერმენტი მონაწილეობს დეპრესიის განვითარებაში და რომ ეს კავშირი სქესზე არ არის დამოკიდებული“, – განმარტავენ მკვლევარები.
გარკვეული აქცენტი გაკეთდა ესტროგენის შემცვლელ თერაპიაზე, როგორც ქალებში დეპრესიის შესაძლო მკურნალობის გზაზე, მაგრამ მეცნიერთა გუნდი აღნიშნავს, რომ 3β-HSD-ის გამომმუშავებელმა ბაქტერიამ შეიძლება  რეციდივები გამოიწვიოს.
„ნაწლავში ესტრადიოლის დამშლელი ბაქტერიები შეიძლება ინტერვენციისთვის უკეთესი სამიზნე იყოს“, – აღნიშნავენ ისინი.
კვლევა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შესაძლებელია თუ არა დაბერების შეჩერება?

დაბერებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება, ვსუსტდებით, თმა გვითეთრდება, კანი გვინაოჭდება, დაავადებების მიმართ უფრო დაუცველი ვხდებით და შესაძლოა, შემეცნებითი უნარებიც დაგვიქვეითდეს.

დაბერება, ზოგადად, ცხოვრების გარდაუვალ ნაწილად ითვლება, მაგრამ, შეიძლება თუ არადაბერების შეჩერება? ამ კითხვას რამდენიმე ექსპერტმა გასცა პასუხი.

რა არის დაბერება?

ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. მეცნიერები უჯრედებს, მათი შესწავლის მიზნით, ხშირად ლაბორატორიებში ზრდიან.

უჯრედულ დონეზე არსებობს დაბერების და სიბერის მრავალი მიზეზი. ეს მოიცავს ოქსიდაციურ დაზიანებას, დნმ-ში მცირე შეცდომების დაგროვებას და ტელომერებისშემცირებას. არსებითად, უჯრედის სხვადასხვა კომპონენტი განიცდის ზოგად ცვეთას უჯრედის მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარკვეულ მომენტში, ეს დაზიანება ნიშნავს, რომ უჯრედს აღარ შეუძლია ფუნქციონირება ისე, როგორც ადრე.

შეგვიძლია, თუ არა უჯრედებში დაბერება შევაჩეროთ?

ზოგიერთ უჯრედს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით გამრავლება. ეს ჩვეულებრივ არის კიბოს უჯრედები ან გენმოდიფიცირებული უჯრედები. უჯრედებში გარკვეული გზების შეცვლით, როგორიცაა მათი გამრავლების ან ტელომერების შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ დაბერების ნორმალური პროცესი.

ამიტომ დაბერება შეიძლება შეფერხდეს უჯრედებში და ეს ჩვეულებრივ კეთდება კვლევის ფარგლებში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს უჯრედები არ არის ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც ნახავთ ადამიანის სხეულში.

შეიძლება შეფერხდეს დაბერება ადამიანებში?

ევროპული ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის დაბერების ექსპერტი პროფესორი ჯანეტ თორნტონი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებში მუტაციების განხორციელება არაეთიკურია და იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალაა, რომ ძნელია გავლენის შეფასება. ლაბორატორიაში, ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს; ბუზებსა და თაგვებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ მხოლოდ 1.5-ჯერ შეიძლება გაიზარდოს, მაგრამდაბერების ეკვივალენტური ზომა ადამიანებში უცნობია. ადამიანის სხეულის სისტემა კომპლექსურია მრავალი ურთიერთკავშირით და ბუფერიზაციით, ამიტომ ასეთი გახანგრძლივება, შეიძლება, მიუწვდომელი იყოს. “

ამ გართულებების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც გადიან კლინიკურ კვლევებს იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა მათ დაბერების შეჩერება.

გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დოქტორი მარკო დემარია აცხადებს, რომ ”ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჩარევა, რომლებიც აშკარად აისახება დაბერების დაწყებაზე და პროგრესირებაზე (კვების რეჟიმი და ვარჯიში ამ სიის სათავეში არიან). კვების რეჟიმი და ვარჯიშის გაუმჯობესებას  დაბერების შესაჩერებლად უამრავი ექსპერტი გვირჩევს. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მოძრავები არიან და ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობენ.

დასკვნა :

მიუხედავად იმისა, რომ დაბერება ჯერ კიდევ გარდაუვალია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მისი შეჩერება უჯრედებსა და ცხოველებში შესაძლებელია ექსპერიმენტის დონეზე. ჩვენთვის, ადამიანებისთვის, დაბერების შეფერხების საუკეთესო გზა არის დაბალანსებული კვება და რეგულარული ვარჯიში.

წყარო : sciencealert.co

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 111
Page 38 of 111