close

კვლევები

კვლევები

ქალბატონები როდესაც ლუდს მიირთმევენ, გაცილებით ბედნიერები არიან

კარგი ახალი ამბავი  იმ ქალებატონებისთვის, რომლებსაც უყვართ ლუდი და  დღიური ნორმა ლუდის მიღებაზეც არ ამბობენ უარს! შვედეთში არსებული გოტენბურგის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დამტკიცდა, რომ ლუდის ზომიერი რაოდენობით მიღება ამცირებს გულის შეტევებსა და ზრდის ბედნიერების მაჩვენებელს.

უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ქალბატონების ჯანმრთელობისათვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.  კვლევებმა ცხადყო, რომ კვირის განმავლობაში, ლუდის ერთხელ ან ორჯერ მირთმევა 30%-ით ამცირებს გულის შეტევის რისკს. აღნიშნული მონაცემები მკვლევარებმა იმ ქალებზე დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომლებიც საერთოდ არ სვამენ, ან თუკი სვამენ – დიდი რაოდენობით.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ თუკი ჯინ-ტონიკს ანიჭებთ უპირატესობას, ზომიერი რაოდენობითაც რომ მიიღოთ, კოქტეილებმა, რომლებშიც დიდია სპირტის შემცველობა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მძიმე ალკოჰოლის თვეში ორზე მეტჯერ მიღება პირდაპირ კორელაციაშია კიბოსგან სიკვდილიანობის რისკის მაჩვენებლის 50%-ით ზრდასთან. ამ შემთხვევაში ნამდვილად გასათვალისწინებელია ის, რომ ლუდის სმა რა თქმა უნდა, უმჯობესია, თანაც მისი მიღება  ქალბატონებს აბედნიერებს კიდეც! კვლევაში აღნიშნულია, რომ კვირის განმავლობაში ლუდის ერთხელ, ან ორჯერ მიღება სრულიად ნორმალური და მისასალმებელია.

აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალ Joual of Primary Health Care-ში. კვლევა 50 წლის განმავლობაში, 1,500 ქალზე დაკვირვებით ტარდებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კატა უფრო ერთგულია თუ ძაღლი – კვლევა

არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ,  რომ კატები და ძაღლები თავიანთი პატრონისადმი დამოკიდებულებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ამ შეხედულების მიხედვით, ძაღლები მოსიყვარულეები და ერთგულები არიან, მაშინ როდესაც კატები გულგრილობით გამოირჩევიან. აღნიშნულ მოსაზრებას  კატების პატრონთა უმრავლესობა არ დაეთანხმება თუნდაც იმ მოტივით, რომ მათთვის ძნელი დასაჯერებელია, თითქოს მათ კალთაში მონებივრე ფისოს თავისი პატრონი საერთოდ არ ენაღვლება. რამდენად შეესაბამება ზემოთ ხსენებული სტერეოტიპი სინამდვილეს, ამის გარკვევას BBC Future შეეცადა.

 

არსებობს თუ არა ემოციური კავშირი კატასა და მის პატრონს შორის?

 

კატების ცნობიერების მკვლევართა აზრით, ამ შინაურ ცხოველებს თავიანთ მეპატრონეებთან განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვთ. როგორც ჩანს, ისინი განიცდიან განშორებას, თავიანთი პატრონის ხმაზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე- უცხო ადამიანისაზე და საშიშ სიტუაციაში თავშესაფარს მეპატრონის სიახლოვეს ეძებენ.

თუმცა კატებისა და ადამიანების შესახებ შექმნილ საერთო ფონს იაპონიაში ჩატარებული ახალი კვლევა ართულებს. ამ შემთხვევაში მეცნიერებმა ძაღლებზე უკვე გამოცდილი მეთოდი გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, არ არიდებენ თავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ პატრონს დახმარებაზე უარი უთხრეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კატა უყურებდა თავის პატრონს, რომელიც ცდილობდა ყუთი გაეხსნა და გარკვეული ნივთი ამოეღო. ამ უკანასკნელის სიახლოვეს იჯდა ორი უცნობი, რომელთაგან ერთ-ერთს მან დახმარება  სთხოვა. ერთ ექსპერიმენტში უცნობი კატის პატრონს დაეხმარა, ხოლო მეორეში – არა. ორივე შემთხვევაში მეორე უცნობი ცდისპირი უმოქმედოდ იჯდა.

ექსპერიმენტის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ ორივე უცნობმა კატას საკვები  შესთავაზა. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ რომელს მიუახლოვდებოდა შინაური ცხოველი პირველად. მკვლევრებს აინტერესებდათ, კატა პირველად საკვების აღებას „დამხმარე უცნობისგან“ ამჯობინებდა, თუ პასიურისგან? ეს შემთხვევა გამოავლენდა პატრონისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის შინაური ცხოველის პოზიტიურ დამოკიდებულას უცხო ადამიანის მიმართ. საინტერესო იყო ის ფაქტიც, მიიღებდა თუ არა კატა საკვებს იმ პირისგან, რომელიც მის პატრონს არ დაეხმარა. ეს ნეგატიური ტენდენცია იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ შინაურ ცხოველს ამ ადამიანის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა.

როდესაც იგივე ექსპერიმენტი ძაღლებზე ჩატარდა, მათ გამოხატულად ნეგატიური ტენდენცია გამოავლინეს. ამ შინაურმა ცხოველებმა არჩიეს არ მიეღოთ საკვები იმ უცნობისგან, ვინც მათი პატრონის დახმარებაზე უარი თქვა. იმავე ექსპერიმენტში კატებმა უცნობების მიმართ აბსოლუტური გულგრილობა გამოავლინეს. მათ არანაირი უპირატესობა არ მიუნიჭებიათ იმ პირებისთვის, რომელთაგან ზოგი მათ პატრონს დაეხმარა, სხვა კი- არა. როგორც ჩანს, კატებისთვის საკვები არის საკვები.

 

რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ?

 

დიდია ცდუნება დავასკვნათ, რომ კატები ეგოისტი არსებები არიან და სრულებით არ ადარდებთ, როგორ ექცევიან მათ პატრონებს სხვები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოსაზრება შეიძლება ზოგიერთის წარმოდგენას კატებზე ფანტასტიკურად შეესაბამებოდეს, ეს ანთროპომორფისტული მიკერძოების მაგალითია. ეს გულისხმობს იმას, რომ კატები აღქმული უნდა იყვნენ როგორც პატარა ბეწვიანი ქმნილებები და არა როგორც არსებები, რომლებსაც განსხვავებული აზროვნება აქვთ.

იმისთვის, რომ ამ შინაურ ცხოველებს უკეთ გავუგოთ, ადამიანებზე ორიენტირებული აზროვნება უნდა შევწყვიტოთ და ვიფიქროთ მათზე, როგორც კატებზე. თუკი ასე მოვიქცევით, აღმოჩნდება, რომ კატები ეგოისტები კი არ არიან, მათ უბრალოდ უჭირთ ადამიანებს შორის არსებული სოციალური კავშირები აღიქვან. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ზოგიერთი უცნობი მათ პატრონს არ დაეხმარა.

 

კატების გაცილებით გვიან მოაშინაურეს, ვიდრე – ძაღლების. შესაბამისად, ისინი, „თავიანთ მეტოქეებთან“ შედარებით, ნაკლებად შინაურები არინ

 

მიუხედავად იმისა, რომ კატებს ზოგიერთი ადამიანური თვისება ახასიათებთ (ადამიანური ემოციების მიმართ მგრძნობიარენი არიან, ისინი მაინც ნაკლებად ადაპტირებული არიან ჩვენს სოციალურ ურთიერთობებთან, ვიდრე – ძაღლები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანმა კატა ძაღლზე გვიან მოაშინაურა და შესაბამისად, ძაღლთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად შეიცვალა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძაღლის წინაპრები სოციალურ ჯგუფებად მცხოვრები ცხოველები არიან, კატის წინაპარი კი ძირითადად ინდივიდუალურად მონადირე არსებაა. მოშინაურებამ, სავარაუდოდ, ძაღლების სოციალური ხასიათი გაამძაფრა. მაშინ, როდესაც იგივე ვერ მოხდა კატებთან, რომლებსაც ნაკლებად სოციალური საწყისი აქვთ. ამიტომაც არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნის გაკეთება, თითქოს ჩვენი კატა გულგრილია და საერთოდ ვანაღვლებთ, თუ სხვა ადამიანები ცუდად გვექცევიან. მიუხედავად ამ შინაური ცხოველის პოპულარობისა, ჩვენ ჯერ კიდევ შედარებით ნაკლები ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობენ კატები.

მომავალში კვლევებმა შეიძლება გვაჩვენოს, რომ კატებს გაცილებით ნაკლებად ესმით ადმიანების, ვიდრე ჩვენ გვგონია. ასევე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მათ ადამიანების სოციალური დინამიკის აღქმა სხვადასხვა კონტექსტში გაცილებით უკეთ შეუძლიათ.

კვლევებმა რა შედეგიც უნდა აჩვენოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ანთროპომორფიზმს, განსაზღვროს ჩვენი ინტერპრეტაცია კატის ქცევების შეფასებისას. ამიტომაც სანამ ჩვენს პატარა მეგობრებს განვსჯით და მათ ეგოისტსა თუ გულგრილს ვუწოდებთ, უნდა ვცადოთ, გარემოს მათი თვალებით შევხედოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ოპტიმისტებს გულის ავადმყოფობა თითქმის არ აწუხებთ

როგორც ირკვევა, ოპტიმისტებს გულის დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ეს დასკვნა  ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.

ამ სამეცნიერო კვლევისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის 4900 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. რა ჯგუფი სპეციალურად შეიქმნა, რადგან  – მეცნიერების აზრით, ეს ჯგუფი უფრო მოწყვლადია, რადგან ყველამ არ იცის ინგლისური, ესპანურენოვანი ექიმის მოძებნა კი არც ისე მარტივია.

მოხალისეების ოპტიმიზმის დონე სპეციალური ტესტით შეფასდა და გაირკვა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ჩივიან გულის დაავადებებზე. ვინც უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“ – კვლევა

ოდესმე დაფიქრებულხართ რამდენად ძლიერად უყვარხართ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს?

Canine Cottages-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“. ინფორმაციას people-ი ავრცელებს.

ექსპერიმენტის ფარგლებში 4 ძაღლის გულისცემას ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ძაღლების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) იყო. თუმცა, როგორც კი მათ პატრონები სიტყვა მიყვარხარ-ს ეუბნებოდნენ მათი გულისცემა 46%-ი პროცენტით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.

კვლევამ კიდევ ერთ პატარა საიდუმლოს ახადა ფარდა. კერძოდ, როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს ეფერებით და ეხუტებით, მათი გულისცემა მშვიდდება და მათი პულსი 23%-მდე იწევს.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ხანგძლივი განშორების შემდეგ, როდესაც პატრონები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხედავენ, მათი გულისცემაც 10%-ით იზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოფსიქოლოგია

ბრიტანელი მეცნიერი ბედნიერებისა და წარმატების „რეცეპტს“ გვთავაზობს

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო მარტივია.

დღემდე არ არსებობს კონსენუსი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ან როგორ ცდილობენ ან აღწევენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ.

თუმცა, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერი დოქტორ დენიელ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ცხოვრების კოდი „გატეხა“ და შინაარსიანი ცხოვრების ,,საყიდლების სია“  შეადგინა.

ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. სიაში შედის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, მოტივაცია და თვითდაჯერებულობა.

 ადამიანებს ბედნიერების მიღწევაში შესაძლოა ეკლესიურობა ან რელიგიურობა, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის ავტონომიაც დაეხმაროს.

დოქტორ ბრაუნი აცხადებს, რომ  წარმატების გასაღებს წარმოადგენს ასევე ,,გამოწვევებსა და სირთულეებთან ბრძოლა მართვად დონეზე”.

მისი ,,საყიდლების სია” მოიცავს ორ სვეტს, თუ „როგორი უნდა იყოს ადამიანი” და „რა უნდა ჰქონდეს” მას.

ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ,,წარმატება” მოდის პოზიტიურობისგან, სულიერებისგან, პრო-აქტიურობისგან, მოქნილობისგან, თავდაჯერებულობისა და სოციალურად კომპეტენტურობისგან. თუმცა შესაძლებლობები, ოჯახის მხარდაჭერა, გამოწვევები, მშვიდი გარემო, ნდობა და ავტონომია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებული ადამიანი არის:

ოპტიმისტი,

ეკლესიური ან რელიგიური,

მოტივირებული,

აქტიური,

ბეჯითი,

მოხერხებული,

ადაპტირებადი,

სოციალურად კომპეტენტური,

თვითდაჯერებული/თვითშეფასების უნარის მქონე.

წარმატებულ ადამიანს აქვს:

შესაძლებლობა,

დამსაქმებლის/ ოჯახის / სხვათა მხარდაჭერა,

გამოწვევები და სირთულეები მართვად დონეზე,

მშვიდი გარემო,

ავტონომიის მაღალი ხარისხი,

მიიჩნევენკომპეტენტურად.

 

დენიელ ბრაუნი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისია სიიდან რამდენიმე დასახელების კომბინაცია და არა მთელი ჩამონათვალი.

 სიის შესაქმნელად, დოქტორმა ბრაუნმა გამოიყენა ბავშვებსა და მოზარდებზე, მხატვრებზე, დასაქმებულ ადამიანებზე, სპორტსმენებსა და მოხუცებზე ჩატარებული კვლევები.

,,წარმატებული – ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენას საკუთარი თავის დახასიათებისას ყველა ისურვებდა, თუმცა მეცნიერებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი აღწერა და კლასიფიცირება. წარმატება ესაა ცხოვრებითა და საკუთარი თავით ტკბობა და რაიმეს კარგად კეთების უნარი ,“ – აცხადებს დოქტორ ბრაუნი.

წარმატებისკენ სწრაფვა განიხილეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ზოგჯერ მას აღწერდნენ, როგორც სიცოცხლისუნარიანობას, სწავლას, გონებრივ სიმტკიცეს, ან ამ და სხვა თვისებებს კომბინაციას.

იგი ასევე განიხილებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის სამხედრო, ჯანმრთელობა და ბავშვთა განვითარება.

 ,,XX საუკუნის დასასრულის შემდეგ, მეცნიერებაში დაისვა საკითხი ადამიანის თვით რეალიზებისა და წარმატების უკეთ გაგების შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა ერთი მიზეზის გამო – არ არსებობს სათანადო კვლევები,“ – აცხადებს დოქტორი ბრაუნი.

მისი კვლევა მომავალი კვლევებისთვის ექვს რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის ზუსტი გამოკვლევის საჭიროება იმის შესახებ, თუ რა ხდის წარმატების მიღწევას შესაძლებელს და აქვს თუ არა წარმატებას გრძელვადიანი და კუმულაციური გავლენა ადამიანებზე.

ბრაუნის კვლევა სამეცნიერო ჟურნალ ,,European Psychologist-ში” გამოქვეყნდა.

 

წყარო: medicalxpress.com

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ადამიანების ნაწილს სიბრძნის კბილები აღარ ამოსდის, შეიცვალა ადამიანის სახის ფორმა, წინამხარის მიდამოში კი დამატებითი არტერია გაჩნდა

ბოლო პერიოდში ჩვილების ნაწილი სიბრძნის კბილების გარეშე იბადება, გარდა ამისაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც წინამხარის მიდამოში დამატებითი არტერია აქვთ, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.

კვლევის ავტორებმა ადამიანებში რამდენიმე ცვლილება აღმოაჩინეს, რომლებიც მოკლე დროში გაჩნდა და რომლის მიზეზიც, მათი განმარტებით ისაა, რომ ადამიანები  “მიკროევოლუციას” განიცდიან.

ადელაიდას ფლინდერსის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დოქტორმა ტეგან ლუკასმა განაცხადა, რომ ადამიანის სახეც უფრო პატარა ხდება, რადგან კვების რაციონი შეიცვალა. პატარა ყბები კი ნიშნავს, რომ კბილებისთვის ნაკლები ადგილი რჩება.

კვლევის ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა,  რომლებიც ხელებში ან ფეხებში დამატებითი ძვლებით, ასევე მოკლე სახეებით, ან ფეხებში ორი ან მეტი ძვლის პათოლოგიური კავშირით იბადებიან.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მე -19 საუკუნის ბოლოდან საშუალო არტერიის გავრცელების ”მნიშვნელოვანი ზრდა” ფიქსირდება.

არტერია იქმნება ბავშვის საშვილოსნოში ყოფნის დროს და არის მთავარი ჭურჭელი, რომელიც წინამხარს და ხელს სისხლით ამარაგებს, მაგრამ ორსულობის პერიოდში ქრება  და მას რადიალური და იდაყვის არტერიები ანაცვლებს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოზრდილებში ამ არტერიის გავრცელების საკითხს ანატომები მე-18 საუკუნიდან სწავლობენ. მათმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ეს გავრცელება იზრდება. კერძოდ, 1880-იანი წლების შუა პერიოდში ადამიანებში მისი გავრცელება 10 პროცენტი იყო, მე -20 საუკუნის ბოლოს დაბადებულებში კი – 30 პროცენტი.

”ეს ზრდა შეიძლება გამოწვეულიყო  იმ გენების მუტაციებით, რომლებიც საშუალო არტერიის განვითარებაში მონაწილეობდნენ ან ორსულობის პერიოდში დედებში ჯანმრთელობის პრობლემებით, ან ორივეთი ერთად. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ადამიანთა უმრავლესობას 2100 წლისთვის წინამხრის საშუალო არტერია ექნება,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Anatomy-ში გამოქვეყნდა.

independent.co.uk

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

რა შემთხვევაშია ჰორმონალური კონტრაცეფცია არაეფექტური?

კვლევის თანახმად, ზოგიერთი ქალი, რომელიც ორსულობის თავიდან ასაცილებლად ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს, შესაძლოა მაინც დაორსულდეს, ვინაიდან მათი დნმ კონტრაცეფციას ხელს უშლის.

სამეცნიერო ჟურნალ Obstetrics and Gynaecology-ში გამოქვეყნებული კვლევა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა ჩაატარეს და პირველად სამეცნიერო ისტორიაში აღმოაჩინეს გენეტიკური ნიშანი, რომელიც დაორსულების კონტროლს შეუძლებელს ხდის.

კვლევაში 350 ქალი მონაწილეობდა და ყოველ 20 მათგანში ერთს აღნიშნული გენეტიკური მახასიათებელი აღმოაჩნდა.

„ყოველთვის, როდესაც ქალი ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებს და მაინც ორსულდება, მედიკოსები ვთვლით, რომ ეს მისი ბრალია, რადგან კონტრაცეპტივებს არასწორად იყენებდა. ამ კვლევამ კი აჩვენა, რომ ჩვენს პაციენტებს კარგად უნდა მოვუსმინოთ და მიზეზი მათ გენეტიკაში ვეძიოთ,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა დოქტორ აარონ ლაზორვიცმა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე 350-ვე ქალს მკლავში, კანის ქვეშ ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი ჰქონდა მოთავსებული, რომელიც ჰორმონ პროგესტორენს გამოყოფს და ხელს უშლის ოვულაციას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეთა 5 პროცენტს CYP3A7*1C-ის გენის მატარებელი იყო. გენი, როგოც წესი აქტიურია მხოლოდ საშვილოსნოში და დაბადების წინ ითიშება, თუმცა იმ ქალების ორგანიზმში, რომლებიც აღნიშნული გენის აქტიური მატარებლები იყვნენ,   ფერმენტ CYP3A7-ის გამოყოფა ზრდასრულ ასაკშიც გრძელდებოდა.

„ეს ფერმენტი ჰორმონებს შლის და ქალებს დაორსულების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც ისინი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მით უმეტეს კი მათ დაბალ დოზას, მოიხმარენ,“ განაცხადა ექიმმა ლაზორვიცმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩასახვის საწინაარმდეგო ჰორმონალური საშუალებების სხვადასხვა ფორმას მილიონობით ქალი იყენებს და ყოველ 20 მათგანში ერთი პოტენციურად ამ გენის ნიშნის მატარებელია, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ დახმარებას გაუწევს იმ ექიმებსა და მეცნიერებს, რომლებიც ორსულობის კონტროლის საშუალებებზე მუშაობენ.

დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების გამოყენებაზე საერთოდ უნდა თქვან უარი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ნაციონალურმა ჯანდაცვის ცენტრმა “ეროვნული გენომიკის სერვისი“ დანერგა, რომელიც გარკვეული საფასურის თანახმად ადამიანებს საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას აწვდის და გარკვეული გენეტიკური დაავადებების, მათ შორის ჰანთინგტონისა და კიბოს, მიმართ მათ რისკებს აფასებს.

სრულად ნახვა
კვლევები

სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმის სუნი იცვლება ძაღლებს ამ სუნის ამოცნობა შეუძლიათ

სტრესის ქვეშ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა სახის ფიზიოლოგიური ცვლილება ადამიანის ორგანიზმში, გულისცემის რიტმიდან დაწყებული სისხლში გამოყოფილ ქიმიკატებით დამთავრებული. ახალი კვლევის თანახმად, ძაღლებს შეუძლიათ ამოიცნონ სტრესთან დაკავშირებული ცვლილებები, თუნდაც უცნობ ადამიანებში.
რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძაღლებს კარგი ყნოსვა აქვთ, მაგრამ ანიშნული ახალი კვლევა არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლევარებმა  კონტროლირებადი ლაბორატორიული ექსპერიმენტებით გამოიკვლიეს, როგორ ეხმარება ძაღლს ყნოსვის უნარი გამოიცნოს, როდის არიან ადამიანები სტრესულ სიტუაციაში.
“კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, სტრესის დროს ამოსუნთქვისას სხვაგვარ სუნს გამოყოფენ და ეცვლებათ ოფლის სუნიც. ძაღლებს კი შეუძლიათ ეს განასხვავონ სუნისაგან, რომელსაც ადამიანები მოდუნებულ მდგომარეობაში გამოყოფენ“, – აცხადებს ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტის ცხოველთა ქცევის მკვლევარი კლარა უილსონი.
მისი განმარტებით, კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ ძაღლებს არ სჭირდებათ ვიზუალური ან აუდიო ნიშნები ადამიანის სტრესის ამოსაცნობად.
კვლევა  PLOS ONE-ში გამოქვეყნდა .

წყარო : sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

წამის მემილიონედით კვანტურმა კომპიუტერმა დრო უკან დააბრუნა

სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა, ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია, და იმავე სახელწოდების ფილმი ბრეტ პიტის მონაწილეობით, მოგვითხრობს კაცზე, რომელიც უკუღმა ბერდება: ის მოხუცად იბადება, წლების სვლასთან ახალგაზრდავდება და ბოლოს ჩვილადქცეული კვდება.

ასეთი რამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, შეამჩნევდით რომ, არასოდეს ხდება. ისმის შეკითხვა: რატომ?

ტექნოლოგიური მიღწევის შედეგად მეცნიერებმა ბენჯამინ ბატონის ისტორია ვირტუალურ სამყაროში გაიმეორეს. კვანტური ფიზიკოსების გუნდმა ამ წლის დასაწყისში შექმნეს კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ახალგაზრდობის შადრევნის მსგავსად მოქმედებს.

IBM კვანტური კომპიუტერის გამოყენებით მათ ერთი ცალი სიმულირებული ელემენტარული ნაწილაკის მემილიონედი წამით გაახალგაზრდავება შეძლეს. მაგრამ ეს მათ ისეთ ძალისხმევად დაუჯდათ, რომ მიღწეული ფიზიკის კანონებზე გამარჯვებად რთულად თუ ჩაითვლება: შედეგის მისაღებად მეცნიერებმა იმგვარი რთული მანიპულაციები ჩაატარეს, როგორების ბუნებაში გამეორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია; ეს კი მხოლოდ გვიმყარებს იმის რწმენას, რომ დროის დინებაში უიმედოდ ვართ გამომწყვდეულები.

ადამიანებმა მეცნიერული ახსნის გარეშეც ვიცით, რომ ათქვეფილ კვერცხს ნაჭუჭში პირვანდელი სახით ვერ დავაბრუნებთ. ახლა კი ისიც აშკარავდება, რომ, სავარაუდოდ, თუნდაც ერთი ნაწილაკიც კი ვერასდროს დაბრუნდება დროში, თუ მას ზედმიწევნით შემუშავებულ, საგანგებო პირობებს არ შევუქმნით.

ფოტო თუ კინოფირის მეშვეობით გატეხილი კვერცხი შეგვიძლია, საწყის, მრთელ მდგომარეობაში დავაბრუნოთ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში კვანტური მექანიკა ერთ ნაწილაკსაც კი არ აძლევს დროში უკან წასვლის საშუალებას.ფოტო: Getty

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თუნდაც ერთადერთი კვანტური ნაწილაკის დროში უკუსვლა იმდენად რთული ამოცანაა, რომ ბუნება, მხოლოდ საკუთარი ძალების ამარა, ამას ვერ შეძლებს”, – ამბობს ვალერი ვინოკური, არგონის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომელი. ის ერთ-ერთია დროის მბრძანებლად ქცევის მოსურნე 5 მეცნიერიდან, რომელთაც გორდი ლესოვიკი ხელმძღვანელობთ, – “ორი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემა კიდევ უფრო შეუქცევადია დროში, რომ აღარაფერი ვთქვათ ომლეტისთვის ათქვეფილ კვერცხზე, რომელიც მილიარდობით ნაწილაკისგან შედგება”.

კვანტური ბილიარდის თამაში

თეორიაში, ფიზიკის ფუნდამენტური კანონები შექცევადია; არ აქვს მნიშვნელობა, დრო წინ მიდის თუ უკან, მათემატიკურად ყველაფერი კარგად მუშაობს. მაგრამ თუ დრო სივრცე-დროის ერთ-ერთი განზომილებაა, როგორც ამას აინშტაინი ამბობდა, ის ერთობ უცნაური, ერთი მიმართულებით მოქმედი განზომილება გამოდის. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ შეგვიძლია, მეტროს სადგურიდან ამოვიდეთ და ან მარჯვნივ გავუხვიოთ, ან მარცხნივ, მაგრამ იმის არჩევანი კი არ გვაქვს, დროში წინ წავიდეთ თუ უკან. ჩვენი გეზი ყოველვის მომავლისკენაა მიმართული.

ჩვენ, ფაქტობრივად, თერმოდინამიკის მეორე კანონის ტყვეობაში ვიმყოფებით, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი სამყაროს მსგავს ჩაკეტილ სისტემაში უწესრიგობა და კომპლექსურობა მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, ათქვეფილი კვერცხი ვერასდროს აღიდგენს პირვანდელ სახეს, ვინაიდან მისი უფრო გულმოდგინედ ათქვეფის გზები უსასრულოდ მეტია, ვიდრე -თავდაპირველი მდგომარეობის წარმატებით აღდგენისა.

მარცხნივ ხედავთ IBM’s Q-ს გამზავებელ მაცივარს, რომელშიც კვანტური კომპიუტერია მოთავსებული. მარჯვნივ კი მეცნიერები, ჰენჰი პაიკი და სარა შელდონი, იორკთაუნ ჰეითსის IBM-ის ტომას უოტსონის კვლევით ცენტრში განთავსებული გამზავებელი მაცივრის შიგთავსს ამოწმებენ.ფოტო: Graham Carlow / Connie Zhou / IBM Research

მაგრამ დროის წინსვლა ნაწილაკების მხოლოდ დიდ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. კვანტური თეორიის პარადოქსული კანონები, რომლებიც სუბატომურ სამყაროს მართავენ, ერთადერთი ნაწილაკის დროითი მიმართულების ცვლილებასაც კი ურთულეს ამოცანად აქცევენ.
განუზღვრელობის პრინციპი, კვანტური მექანიკის ეს ქვაკუთხედი, გვამცნობს, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სუბატომური ნაწილაკის მხოლოდ ადგილმდებარეობა ან მხოლოდ სიჩქარე შეიძლება იყოს ცნობილი, მაგრამ ორივე ერთად – არასოდეს. შედეგად, ისეთი ნაწილაკი, როგორიც ელექტრონია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათემატიკური მოდელით, სახელად ტალღური ფუნქცია, რომლის სიდიდეც ნაწილაკის ამა თუ იმ ადგილას ყოფნის ალბათობაზე მიუთითებს.

ტალღური ფუნქცია ვრცელდება მთლიან დროსა და სივრცეში. მისი ევოლუციის აღმწერი კანონი – შრედინგერის განტოლება – რომელიც ავსტრიელი ფიზიკოსის სახელს ატარებს, დროის წინსვლისა თუ უკუსვლის შემთხვევაში თანაბრად მუშაობს. მაგრამ ტალღური ფუნქციის დროითი უკუსვლა ურთულესი განსახორციელებელია.

დოქტორმა ვინოკურმა ეს პროცესი მიამსგავსა ბილიარდის გაგორებული ბურთის იმ წერტილში დაბრუნებას, საიდანაც მან მოძრაობა დაიწყო. თითქოს, ამაში რთული არაფერია: უბრალოდ, მიარტყით ბურთს ბილიარდის ჯოხი და ეგაა. მაგრამ თუ ის კვანტური ბურთია, საქმეში განუზღვრელობის პრინციპი ერთვება: თქვენ შეიძლება იცოდეთ, რა სიძლიერით უნდა დაარტყათ ბურთს, ან რომელი მიმართულებით უნდა გასტყორცნოთ ის, მაგრამ ორივე ერთად ვერასოდეს გეცოდინებათ. 

“განუზღვრელობის პრინციპის გამო კვანტური ბურთი არასოდეს დაბრუნდება იმ წერტილში, სადაც თავდაპირველად იმყოფებოდა”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

მეტიც, კვანტურ მექანიკაში ბურთი ტალღად უნდა წარმოვიდგინოთ: მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის მერე ის სივრცეში ისე ვრცელდება და ვითარდება, როგორც ტბაში ჩაგდებული ქვის გარშემო წარმოქმნილი წრიული ტალღები. შესაბამისად, მისი უკან დაბრუნება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ბურთზე ჯოხის მირტყმა და სწორ ზედაპირზე უკან გამოსრიალებაა. ტალღის უკან დასაბრუნებლად საჭიროა, უკუსვლით ზუსტად განმეორდეს ტალღების მიერ გავლილი ფაზები, ამპლიტუდათა ცვლა და ასე შემდეგ, რაც იმდენად კომპლექსური პროვესია, რომ ბუნება დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს.

კი, არა და შესაძლოა

აქ კი საქმეში კვანტური კომპიუტერი ერთვება.

ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ე.წ. კუბიტებისგანაა შექმნილი, რომლებთაგანაც თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე – ერთი. კვანტურ კომპიუტერს ათასობით ან მილიონობით გამოთვლის ჩატარება თანადროულად შეუძლია.

ბევრი დიდი ტექნოლოგიური კომპანია, გუგლის, მაიკროსოფთის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს მსგავს მოწყობილობათა შექმნაში ეჯირება. ასეთ ტექნოლოგიას იმ პრობლემების გადაწყვეტის პოტენციალი აქვს, რომლებსაც ჩვეულებრივი კომპიუტერები ვერ უმკალვდებიან; მაგალითად, კვანტურ კომპიუტერს დღეისათვის გაუტეხელი კრიპტოგრაფიული კოდების გატეხვა შეეძლება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბუნება თავად არის კვანტური კომპიუტერი და რომ მსგავსი მოწყობილობების გამოყენების საუკეთესო გზა კვანტურ უცნაურობათა პარადოქსების სიმულირება და გამოკვლევა იქნება.

დოქტორი ლესოვიკისა და მისი კოლეგების მიზანიც სწორედ ეს იყო. მათ სურდათ, ტალღური ფუნქციის დროში უკუსვლას IBM კვანტური კომპიუტერის დახმარებით მიეღწიათ.

IBM კვანტური კომპიუტერის ოთხ-კუბიტიანი სუპერგამტარი კვადრატული წრედი.ფოტო: IBM Research

“ჯერ კიდევ გასარკვევია”, – წერს ფიზიკოსთა გუნდი თავის ნაშრომში, რომელიც ინტერნეტით ხელმისაწვდომი თებერვალში გახდა, – “დროის შეუქცევადობა ბუნების ფუნდამენტური კანონია თუ, პირიქით, მისი გადალახვა შესაძლებელია”.

IBM კომპიუტერი, რომელიც ამ მეცნიერებმა გამოიყენეს, პატარა ნაბიჯია იმ მიმართულებით, რასაც თეორეტიკოსები კვანტური უპირატესობის სახელით მოიხსენიებენ. მათ მიერ ექსპერიმეტისთვის გამოყენებული კომპიუტერი მხოლოდ ხუთ კუბიტიანი იყო (არსებობს კომპიუტერთა 16 და 20 კუბიტიანი ვერსიებიც), მაშინ, როცა გუგლის კვანტური კომპიუტერი 72 კუბიტიანია და ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენს. მეტიც, მეცნიერებმა მხოლოდ ორი – და ზოგჯერ სამი – კუბიტი გამოიყენეს. 

დროის შექცევადობის ექსპერიმენტი ოთხ-საფეხურიანი პროცესი იყო. ჯერ კუბიტები მოათავსეს მარტივ, საწყის მდგომარეობაში, რომელიც ხელოვნური ატომის იმიტაციას ქმნიდა. მათ კუბიტები იმ გზით გადაჯაჭვეს, რომელსაც აინშტაინმა მოჩვენებითი დისტანციური ქმედება უწოდა; ეს იმ მდგომარეობას აღიშნავს, როცა ის, რაც ერთ კუბიტს შეემთხვევა გავლენას ახდენდა მეორის – და სამი კუბიტის გამოყენების შემთხვევსაში, მესამის – მდგომარეობაზეც.

შემდეგ გუნდმა მიკროტალღური რადიო პულსებით ზემოქმედება მოახდინეს კუბიტებზე, რამაც ისინი მარტივი მდგომარეობიდან მეტად კომპლექსურ მდგომარეობაში გადაიყვანა. წამის მემილიონედის მერე მეცნიერებმა ეს ფაზა – პროგრამის ევოლუცია – შეაჩერეს და კუბიტებზე კიდევ ერთი მიკროტალღური პულსით მოახდინეს მანიპულაცია, რათა იგივე ფაზები ამჯერად უკუღმა გაევლოთ და თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებულიყვნენ.

“კვლავ ვიზუალური ანალოგია რომ დავიხმაროთ, ჩვენ ტბის ზედაპირზე წრიულად გავრცელებული ტალღები მივიყვანეთ იმ მდგომარეობაში, საიდანაც უკან, თავიანთ საწყის წერტილში დასაბრუნებლად იყვნენ მზად”, – გვიხსნის დოქტორი ვინოკური. ამას კიდევ ერთი წამის მემილიონედი დასჭირდა.

საბოლოოდ, გუნდმა ევოლუციის პროგრამა უკან გადაახვია და კუბიტები საწყის მდგომარეობაში, თავიანთ წარსულში დაბრუნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი წამის მემილიონედით გაახალგაზრდავდნენ.

ამ ალგორითმა თითქმის ყოველ ჯერზე იმუშავა. ორი კუბიტი ახალგაზრდულ მდგომარეობას 85% შემთხვევაში უბრუნდებოდა, ხოლო როდესაც ექსპერიმენტში სამი მათგანი იყო გამოყენებული, წარმატების კოეფიციენტი განახევრდა. კვლევის ავტორები ალგორითმის წარმატების მაჩვენებლის შემცირებას კვანტური კომპიუტერის დაუხვეწაობით და კუბიტებისთვის დამახასიათებელი იმ თვისებით ხსნიან, რომლის მიხედვითაც, მათი რაოდენობის ზრდა სინქრონულობის შემცირებას იწვევს.

კვანტური მათემატიკოსების ამბიციების სრულად განსახორციელებლად ასობით კუბიტის შემცველი მოწყობილობებია საჭირო. და როცა მსგავსი კომპიუტერები ხელმისაწვდომი გახდება, გუნდის მიერ შემუშავებული დროის სვლის შემქცევადი ალგორითმი მათი გამართული მუშაობის შესამოწმებლად შეიძლება გამოიყენონ.

მანამდე კი ყველას, ვისაც კვანტური კომპიუტერი აქვს, მეცნიერთა ალგორითმის გამოყენებით ბენჯამინ ბატონის ეფექტის მიღწევა შეუძლია. “ახლა ყველას შეუძლია კუბიტების გაახალგაზრდავება”, – ამბობს დოქტორი ვინოკური.

თუმცა ეს მხოლოდ კიბერსივრცის უთვალავ სამყაროებზე ვრცელდება. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, ერთი ნაწილაკის გაახალგაზრდავებაც კი ბუნებისთვის ზედმეტად რთული ამოცანაა. ამდენად, სიბერე გარდაუვალია და ჩვენც დროის მდინარებას კვლავაც ვერსად გავექცევით.

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 99
Page 36 of 99