close

კვლევები

კვლევები

მეცნიერები: ,,ცხენით ჯირითი ბავშვს გონებრივად ავითარებს”

მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდნენ.

ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის რეპეტიტორის დაქირავება სულაც არაა საჭირო.

მეცნიერების განცხადებით, ინტელექტისა და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის უნარის გასავითარებლად მშობლებმა შვილები ცხენოსნობაში უნდა ჩააბან.

უნაგირზე ჯდომისას ცხენისგან გამოწვეული ვიბრაცია ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც სწავლასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ აღნიშნული ეფექტი აუმჯობესებს ბავშვთა შემეცნებით უნარს.

კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა რამდენიმე ბავშვი გამოიკვლიეს. ისინი მათემატიკურ ტესტებსა და სხვადასხვა კითხვარს ცხენით ჯირითამდე და ჯირითის შემდეგ აკეთებდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ცხენოსნობა ბავშვების შემეცნებით შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

„ცხენით სიარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ ის სამ-განზომილებიან აქსელერაციას ავითარებს,“ – აცხადებს კვლევის ავტორი პროფესორი მიცუაკი ოტა.

,,ცხენის მენჯის მოძრაობა სხეულის სენსორულ და მოტორულ გზებს ავითარებს, რაც, ჩემი აზრით, სწორედ ამ აქსელარაციის შედეგია,“ – დასძენს ოტა.

 

წყარო; Dailymail.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერები: ,,თავის ტვინის დონორების რაოდენობა უნდა გაიზრდოს”

მეცნიერები აცხადებენ, რომ სიკვდილის შემდეგ თავიანთი ტვინების დონაცია რაც შეიძლებმა მეტმა ადამიანმა უნდა განახორციელოს და ამ გზით სამეცნიერო კვლევების ჩატარებას შეუწყოს ხელი.

მკვლევარებს ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარება სურთ. თუმცა აცხადებენ, რომ კვლევების ჩატარებისთვის დეპრესიითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით დაავადებული ადამიანების ტვინების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ.

ადამიანის ტვინი არაჩვეულებრივია თავისი კომპლექსურობით.  ეს ორგანო ჩვენი ქცევისა და არსების ფიზიკური განსახიერებაა. ბოლო წლების განმავლობაში, მკვლევარები ტვინის ფორმასა და ფსიქიკურ და ნევროლოგიურ დარღვევებს შორის კავშირზე ალაპარაკდნენ.

ჰარვარდის მაკლინის ჰოსპიტალის ტვინის ქსოვილის რესურსცენტრში 3000-ზე მეტი ტვინი ინახება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტვინის ბანკია. ნიმუშების უმეტესობა ფსიქიკური ან ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებია.

ნიმუშები მეცნიერებს პარკინსონის, ალცჰაიმერისა და მთელი რიგი ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო ახალი გზების მოძიებისთვის სჭირდებათ.

თუმცა მაკლინის ჰოსპიტალში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ტვინის ბანკებში, კვლევის ჩატარებისთვის საკმარისი ნიმუშები არ არის.

ჰოსპიტალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი  დოქტორი – ქერი რესლერი, აცხადებს, რომ ფსიქიკური და ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები სამეცნიერი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია, თუმცა მათი განვითარება ტვინის ნიმუშების სიმწირის გამო ფერხდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ განსაკუთრებით ისეთი ადამიანის ტვინების ნიმუშების დეფიციტი აქვთ, რომელთა დარღვევებს შეცდომით ახასიათებენ, როგორც ფსიქოლოგიურს და არა ნევროლოგიურს, როგორიც ის სინამდვილეშია.  ესენია: დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

„თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ იმ ადამიანების თავის ტვინებში, რომლებიც  დეპრესიას ან პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას განიცდიან, ცვლილებები არ ხდება, იგი მიიჩნევს, რომ თავის ტვინის დონაცია მეცნიერებს ვერაფერში დაეხმარება, ვინაიდან მასში არაფერია საპოვნელი,“ –  აცხადებს ჰარვარდის ტვინის ქსოვილის რესურს ცენტრის სამეცნიერო დირექტორი – საბინა ბერეტა.  ,,ეს კონცეფცია ბიოლოგიური თვალსაზრისით რადიკალურად არასწორია,“ – დასძენს ის.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
1 109 110 111
Page 111 of 111