close

კვლევები

ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

როგორ მოქმედებს რეალურად მარიხუანა ადამიანის ტვინსა და ტანზე

მარიხუანა ოფიციალურად მიღებულია, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და არა მედიცინისთვის საჭირო წამალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მისი გამოკვლევა.

ჯერჯერობით, გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მარიხუანას აქვს ცოტაოდენი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ,  მაგალითად, იგი აყუჩებს ტკივილს, ეპილეფსიის ერთ–ერთი ფორმისთვის არის ძალიან საასარგებლო. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა მარიხუანას კიდევ ჰქონდეს სხვა უფრო ეფექტური და გამოსადეგი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ვიცით და არ ვიცით კანაფის შესახებ.

1.მარიხუანას შეუძლია თავი გვაგრძნობინოს კარგად, ებრძოლოს დაძაბულ და მოწყენილ ცხოვრების სტილს.

2.იგი მოქმედებს ადამიანის სისხლისა და გულის მოქმედებაზე, მაგრამ არ არის გამოკვლევები ჩატარებული ამასთან დაკავშირებით, ეს კი აუცილებელია.

3.ერთგვარი გამაყუჩებელიც შეიძლება იყოს.

4.მაგრამ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენი მახსოვრობის უნარს

5.ასევე – ზიანს აყენებს თქვენს დროის შეგრძნებას, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოსაქართველო

ქართველი ქირურგის საერთაშორისო წარმატება – ლეო ბოკერიას დეფიბრილატორი არითმიის მკურნალობისთვის

  მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში, რომელსაც ქართველი აკადემიკოსი – ლეო ბოკერია ხელმძღვანელობს, შექმნეს უნიკალური დეფიბრილატორი  „TachosDR-ი“ არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მის შექმნაზე მუშაობდნენ ამავე ცენტრის აკადემიკოსი – ამირან რევიშვილი და ასევე – ამერიკელი და გერმანელი მეცნიერები.

     მინიატურილი კომპიუტერი იწონის  90 გრამს. იგი თვითონ პოულობს  იმ წერტილს, რომელიც გულის არასწორ რითმს იწვევს, მერე კი არკვევს არითმიის ტიპს და როგორც კი გულის რიტმი დაირღვევა, გულის კუნთის საჭირო წერტილს  მაშინვე აწვდის ელექტრონულ მუხტს. თუ გული მაინც გაჩერდა, მოწყობილობა თვითონვე რთავს ელექტროშოკს  და ადამიანს სიცოცხლეს უბრუნებს. კომპიუტერი მუშაობს ელემენტზე, რომელიც 5-6 წელი წელი ყოფნის.

    კომპიუტერს აქვს მეხსიერება, რომელშიც ინახავს ყველა ელექტროკარდიოგრამას. საკმარისია, ექიმმა მხოლოდ სკანერი მიადოს პაციენტის გულს  და მაშინვე ცხადი ხდება, როგორ „იქცეოდა“ თქვენი გული.

ასევე აღსანიშნავია და საინტერესოა, რომ დასავლეთშიც სარგებლობენ სხვადასხვა დროს შექმნილი ანტიარითმიული ხელსაწყოებით, მაგრამ ,,TashosDR-ი“ მათ შორის ყველაზე უნიკალურია.

მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება ამირან რევიშვილის ბიოგრაფია. იგი დაიბადა 1956 წელს. დაამთავრა მოსკოვის 1-ლი სამედიცინო ინსტიტუტი. ის არის აკადემიკოს ლეო ბოკერიას მოწაფე.  1986 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მეცნიერებასა და ტექნიკაში. აღნიშნულ ცენტრში მუშაობს 1979 წლიდან. მას გმოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს 6 პატენტი გამოგონებისთვის, აქედან 4  საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

მასალა მოამზადა:  ლიკა ჩაგანავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

პოპულარული კოსმეტიკურ ბრენდების ჰიგიენურ ტუჩსაცხში კანცეროგენები აღმოაჩინეს

ფრანგი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ჰიგიენური ტუჩსაცხი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ მოსაზრების გასამყარებლად, მეცნიერები ამბობენ, რომ რამდენიმე ბრენდის ჰიგიენური ტუჩსაცხი კანცეროგენებს შეიცავს. ინფორმაციას ,,The Independent-ი“ ავრცელებს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ჯგუფ ,,Que Choisir-ის“ დაკვეთით, სპეციალისტებმა 10 სხვადასხვა ბრენდის ჰიგიენური ტუჩსაცხიდან 21 ნიმუში აიღეს და მათი შემადგენლობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ნიმუში ნახშირწალბადით გაჯერებულ მინერალურ ზეთებს შეიცავს, რომელთა ორგანიზმში მოხვედრასაც ლიმფური კვანძების ანთება და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

კერძოდ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ჰიგიენურ ტუჩსაცხებს აწარმოებენ: Carmex-ი, Garnier-ი და La Roche Posay-ი.

ამ თემის ირგვლივ სკანდალი 2016 წელსაც აგორდა. მაშინ კომპანია ,,Eos-ს“ მომხმარებლმა სასამართლოში უჩივლეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ბრენდის ტუჩსაცხის გამოყენებამ გამონაყარი, წყლულები, სისხლდენა და პიგმენტების შემცირება გამოიწვია.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოპოლიტიკა

გაეროს გაფრთხილება: ,,დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა ქალაქების დატბორვას გამოიწვევს“

გაერო საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ, არსებული მონაცემებით, დედამიწაზე 3C გრადუსით ტემპერატურის მომატება ახლო მომავალში საკმაოდ რეალურია, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას. ცნობილი საზღვაო კურორტები და ქალაქები, მათ შორის, მაიამი, შანხაი, რიო კი საფრთხის ქვეშაა, თუკი სახელმწიფოები არ დაიწყებენ ერთობლივ ქმედებას ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.

,,Guardian-ში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელიც კლიმატის ცვლილების მეცნიერთა ჯგუფის მონაცემებს ემყარება, ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი წყლის დონეს თითქმის 2 მეტრით გაზრდის.

გაეროს განცხადება წინ უსწრებს ქალაქ ბონში დაგეგმილ შეხვედრას შემდეგ კვირაში, სადაც სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ მონიტორის მექანიზმებსა და დაფინანსების საკითხებზე იმ მიზნით, რომ შემცირდეს CO2-ის გამოყოფა, დედამიწის ტემპერატურის მოსალოდნელი ზრდა 1.5-დან 2 C-მდე ახლო მომავალში, მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ეს მიზნები კერ კიდევ 2015 წლის პარიზის შეთანხმების ფარგლებში გამოიკვეთა. თუმცა, რეალური შედეგის მიღება ვერ მოხერხდა სახელმწიფოთა პასიურობის გამო. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფოებმა საჭირო ქმედებების მხოლოდ მესამედი განახორციელეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, კარბონ დიოქსიდის კონცეტრაცია ატმოსფეროში წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე ტემპერატურა 3C გრადუსით გაიზრდება, უფრო სწრაფად დაიწყებს დნობას ყინულის საფარი, შესაბამისად, გაიზრდება წყლის დონეც, ქარიშხლები კი გახდება უფრო ხშირი – გვაფრთხილებს ორგანიზაცია.

არსებული მონაცემებით, 275 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს საფრთხისშემცველ ზონაში. მათი უმეტესობა დასახლებულია  აზიის სანაპირო ზოლის ქალაქებში, რომელთა შორისაა – შანხაი, ტოკიო, ბანგკოკი.

მაიამი, რომელსაც წყლით დაფარვა ელის 2C გრადუსით ტემპერატურის მატების შემთხვევაშიც, ცდილობს გამოსავლის მოძიებას. შეიქმნა ,,Miami Forever-ი”  – პროგრამა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომელიც გულისხმობს 192 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას წყლის საფარის ზრდის საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემუშავებისა და აგებისათვის.

ეგვიპტეში წყლის დონის 0.5 მეტრით მატებაც კი გამოიწვევს 8 მილიონის ადამიანის საცხოვებლის დატბორვას, თუკი წინასწარ არ მიიღება სპეციალური ზომები. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემას არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად, რადგან კლიმატის ცვლილება საერთოდ არ არის სტრატეგიული პრიორიტეტების სიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციას მეცნიერები 2100 წლისთვის ვარაუდობენ, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ცვლილებები იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სახელმწიფოთა წარმომადგენლები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ. ამიტომაც, გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გასწიონ გარემოსა და ჰაერის დაბინძურების შემცირების შემცირებისთვის.

წყარო: Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

გაეროს გაფრთხილება: ,,დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა ქალაქების დატბორვას გამოიწვევს”

დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ორანგუტანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე დიდი პრიმატის ახალი სახეობა  დაადგინეს და აღმოაჩინეს, რომ ბატანგ-ტორუს ტყეში მცხოვრები ორანგუტანების მცირე მოსახლეობა მესამე სახეობას განეკუთვნება.

სახეობას ტაპანული ორანგუტანები უწოდეს, სამეცნიერო სახელად კი პონგო ტაპანულიენსები დააფიქსირეს.

მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ამ ორანგუტანებს დანარჩენო ორი სახეობისგან განსხვავებული გენეტიკა, ჩონჩხი და კბილები აქვს და ამით უნიკალურ, მესამე სახეობას მიეკუთვნება. ეს კი დიდი პრიმატების სახეობის რიცხვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შვიდამდე ზრდის.

მეცნიერები ახლადგამოვლენილი სახეობების მომავალთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„ამ სახეობის სულ 800-მდე ინდივიდია დარჩენილი. სამწუხაროდ, მათზე ადამიანი ნადირობს და ამის გამო, გადაშენების საფრთხე დიდია,“- აცხადებენ მეცნიერები.

ორაგუტანი ინდონეზიურ და მალაულურ ენებზე ,,ტყის პიროვნებას” ნიშნავს. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არ აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ორანგუტანების მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა, 1996 წელს დაადგინეს, რომ არსებობდა ორი სახეობა –  ერთი სუმატრაში და მეორე –  ბორნეოში.

ახალი სახეობა  ორანგუტანების ცნობილი ხაზის სამხრეთით ცხოვრობს. ეს მოსახლეობა მეცნიერებისთვის ორი ათეული წლის წინ უცნობი იყო. გარდა სხვა სახეობებთან გენეტიკური განსხვავებულობისა, აღმოჩნდა, რომ განსხავვებული იყო სოფლის მცხოვრებლების მიერ დაჭრილი ტაპანულელი ორანგუტანტის ჩონჩხის ფორმა და კბილებიც.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ „Current Biology“-ში გამოქვეყნდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა დაზიანებას იწვევს დიაბეტის ახალი ტიპი და რატომ ჭირს მისი დიაგნოზირება?

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის (ანუ ,,იუვენილური”) შემთხვევაში ხდება ინსულინის გამომმუშავებელი ß უჯრედების დაზიანება, რის გამოც ინსულინი გამომუშავდება ძალზედ მცირე რაოდენობით ან სრულებით არ გამომუშავდება. შესაბამისად, ორგანიზმს აღარ შეუძლია სისხლის შაქრის შეთვისება, უჯრედები ვერ იღებენ ენერგიას,

ტიპი 2    შაქრიანი დიაბეტი (,,მოზრდილთა” დიაბეტი), როგორც წესი, ვითარდება მოწიფულ ასაკში, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი, მაგრამ ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს არსებული ინსულინი საკმარისი არ არის სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი, ,,არასწორად”, ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი გლუკოზის სრულად ასათვისებლად. მეორე მექანიზმის მიხედვით,

ტიპი 3c დიაბეტს იწვევს პანკრეასის ანთებისგან (პანკრიატიტი), პანკრეასის სიმსივნეების ან კუჭქვეშა ჯირკვალზე განხორციელებული ქირურგიული ჩარევისგან გამოწვეული პანკრიასის დაზიანება.

ამ ტიპის დაზიანება  არა მხოლოდ ასუსტებს ამ ორგანოს მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარს, არამედ აფერხებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და სხვა ჰორმონების წარმოქმნას.

თუმცა, ჩვენი ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ტიპი 3 c დიაბეტის შემთხვევებისას, პაციენტების უმეტესობას დიაგნოზი არასწორად აქვს დასმული და ის ტიპი 2 დიაბეტში ერევათ. ექსპერტები აცხადებენ, რომ 2 მილიონი პაციენტიდან დიაგნოზი მხოლოდ 3 პროცენტს აქვს სწორად დასმული.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 3 c დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ინსულინთან ერთად საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიღებაც სჭირდებათ, რომელიც მათ ტაბლეტების ფორმით საკვებთან ერთად უნდა მიიღონ.

ბოლო დროს მკვლევარები და ექიმები შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ  3c დიაბეტი უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე ეგონათ და შემთხვევების უმეტესობა სწორად იდენტიფიცირებული არაა.

კვლევის ფარგლებში 2 მილიონი პაციენტის ჩანაწერები გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოზრდილებში 3 c დიაბეტის შემთხვევები უფრო ხშირი იყო, ვიდრე ტიპი 1-ის.

ტიპი 3c-ით დაავადებული პაციენტები სისხლში შაქრის კონტროლს ორჯერ უფრო ცუდად ახორციელებდნენ, ვიდრე ტიპი 2-ის და 5-10-ჯერ მეტად სჭირდებოდათ ინსულინი.

აღსანიშნავია, რომ ტიპი 3c-ის დიაბეტი შესაძლოა პანკრეასის დაზიანებიდან ხანგრძლივი დროის შემდეგ დაიწყოს – ბევრ შემთხვევაში 10 წლის შემდეგად კი. შესაძლოა, ეს ფაქტი იყოს იმის მიზეზი, რომ ამ ორ მოვლენას ხშირად ერთმანეთთან არ აკავშირებენ.

დიაბეტის ტიპის დროული და სწორი იდენტიფიცირება სწორად შერჩეული მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისთვის გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა მაგალითად გლიკლაზიდი, შესაძლოა 3C ტიპის დიაბეტის შემთხვევაში არაეფექტური იყოს. ამდენად, არასწორი დიაგნოზი უმეტეს შემთხვევაში დროისა და ფულის გაფლანგვის მიზეზი ხდება.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიცოცხლის სამშენებლო ბლოკები დაარედაქტირეს

  მეცნიერებმა ორ დამოუკიდებელ კვლევაში სიცოცხლის სამშენებლო ბლოკების მართვის ,,წარმოუდგენლად ძლიერი” უნარის დემონსტრირება მოახდინეს.  

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში დნმ-ში ატომების წყობა შეცვალეს, რათა ადამიანის გენეტიკური კოდი და ინსტრუქციები სამოუდამოდ შეეცვალათ.

მეორე კვლევისად კი რნმ-ის რედაქტირება მოახდინეს, რომელიც დნმ-ის „ბიძაშვილი“ ქიმიკატია, და გენეტიკური კოდის ინფორმაციას ხსნის.

კვლევებს – რაც საბოლოო ჯამში შეიძლება დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ – ჭკვიანი, მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდეს.

კვლევების შედეგები შესაძლოა ცისტური ფიბროზის, გენეტიკური მემკვიდრეობით გამოწვეული სიბრმავე, და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენონ.

Cystic fibrosis, გენეტიკური მემკვიდრეობით გამოწვეული სიბრმავე და სხვა დაავადებები გამოწვეული ერთი typo გენეტიკური კოდი შეიძლება საბოლოოდ თავიდან იქნას აცილებული ან მკურნალობა ასეთი მიდგომები.

ორივე კვლევა MIT- ის Broad Institute-სა და ჰარვარდში წარმოადგინეს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული პირველი კვლევა ფუძის რედაქტირებას ეფუძნება.

დნმ-ში გვხვდება აზოტოვანი ფუძეების ოთხი სახე (ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი). ერთ-ერთი მათგანის არასწორმა მდებარეობამ შესაძლოა დაავადების წარმოშობა განაპირობოს.

მკვლევარებმა უკვე ოთხივე ფუძის მანიპულირება შეძლეს. ფუძის რედაქტირების გამოყენებით კი მემკვიდრეობით გადაცემული დაავადების გამოსწორება შეძლეს.

” ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ფუძის რედაქტირების ტექნოლოგია ადამიანის თერაპიაში გადავიტანოთ,” – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა დევიდ ლიუსმა.

თუმცა, ის აღიარებს, ჯერ კიდევ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის საბოლოოდ გადაჭრას და მოგვარებას დრო სჭირდება.

რნმ

მეორე კვლევა, რომელიც სამეცნიერო  ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რნმ-ის რედაქტირებაზეა დაფუძნებული.  რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) სიცოცხლისთვის საჭირო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოლეკულაა.

დნმ არის გენეტიკური კოდის ძირითადი ასლი, მაგრამ იმისათვის, რომ უჯრედმა გამოიყენოს გენეტიკური ინსტრუქციები, მან პირველ რიგში უნდა შექმნას რნმ-ის ასლი.

ადამიანის უჯრედებში მემკვიდრეობითი ფორმის ანემიის გამოსასწორებლად მკვლევარებმა რნმ-ის რედაქტირება გამოიყენეს.

„რნმ-ის რედაქტირების შესაძლებლობა თითქმის ყველა სახის უჯრედში ბევრი დაავადების მკურნალობის მეტ შესაძლებლობას იძლევა,“ –  აცხადებენ მეცნიერები.

იგივე ტექნოლოგიები კარგად მუშაობს მცენარეებზე, ცხოველებისა და მიკროორგანიზმებზეც, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა ცუნამის უძველესი მსხვერპლი აღმოაჩინეს

 პაპუა-ახალ-გვინეაში 1929 წელს თავის ქალის ნაწილი აღმოაჩინეს. თავდაპირველად, ფიქრობდნენ, რომ ის ადამიანის გადაშენებულ სახეობას განეკუთვნებოდა. ახლა კი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალა იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელიც ცუნამის დღემდე ცნობილ მსხვერპლებს შორის უძველესია.

მკვლევარების განცხადებით, დანალექების ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 6000 წლის  თავის ქალას ცუმანის კვალი ემჩნევა, რომელიც თავისი შემადგენლობით 1998 წლის დამანგრეველი ცუნამის ნაშთის მსგავსია და იმავე ტერიტორიაზე მოხდა.

თავის ქალა პაპუა-ახალი-გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროდან დაახლოებით 7 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ აიტაპის მახლობლად აღმოაჩინეს. ის კუნძულ ახალი გვინეის ერთერთი ყველაზე ადრეულ ადამიანს ეკუთვნის და მას თავდაპირველად 140,000 წლის წინ დაღუპული სახეობების Homo Erectus-ის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით მეცნიერებმა ის 6000 წლით დაათარიღეს.

მეცნიერებმა იმ მდინარის კალაპოტში არსებული გეოლოგიური ნარჩენები გამოიკვლიეს, სადაც თავის ქალა იპოვნეს და ცუნამის უტყუარი კვალი აღმოაჩინეს. მათ მიერ ნალექებში აღმოჩენილი მიკრო ორგანიზმები 1998 წლის ცუნამის შემდეგ ნიადაგში აღმოჩენილი მიკროორგანიზმების მსგავსი იყო.

ცუნამი, გიგანტური ტალღები, როგორც წესი, წყალქვეშა მიწისძვრების ან ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება და განსაკუთრებით საშიში ბუნებრივი კატასტროფაა. 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამმა, რომელიც სუმატრაზე მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია, 230 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1998 წელს პაპუა-ახალ გვინეაზე მომხდარმა ცუნამმა კი 2 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, წალეკა სოფლები, გაანადგურა მარცვლეული და უამრავი ადამიანი აიძულა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 6000 წლის წინ მომხდარი ცუნამიც მსგავსი იყო.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

5 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში

დღესდღეისობით, მსოფლიოში 2.473 მილიარდელია, რომლებსაც ძირითადად ერთი და იგივე საქმიანობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მათი უმრავლესობა ევროპაშია დასახლებული (806), შემდეგ მოდის აზია, სადაც (645), მოგეხსენებათ, ტექნოლოგიებს დიდი წარმატება მოაქვთ ბიზნესმენებისთვის, და ბოლოს, ჩრდილოეთი ამერიკა (628), გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამერიკა ლიდერია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მილიარდელი ცხოვრობს იქ, მთავარი ის არის, რომ Microsoft–ის დამფუძნებელი – ბილ გეითსი ცხოვრობს. სწორედ აქ, ბილ გეითსის ქონება 77.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების საუკეთესო ხუთეულს:

  1. Bill Gates
  2. Amancio Ortega
  3. Wang Jianlin
  4. Carlos Slim Helu
  5. Alico Dangote

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 98 99 100 101 102 109
Page 100 of 109